პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის განაჩენი საზღვრის უკანონო კვეთის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე ცნობილია - რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა ექსპრეზიდენტს?
სააკაშვილის განაჩენი საზღვრის უკანონო კვეთის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე ცნობილია - რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა ექსპრეზიდენტს?

სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

  • თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს 4 წლი­თა და 6 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. თუმ­ცა, მას ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვი­დან სას­ჯე­ლი 8 წლით და სა­ერ­თო ჯამ­ში მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12 წლი­თა და 6 თვის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა. გა­ნა­ჩენს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყო­ფე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და შე­ძა­ხი­ლე­ბი - „მო­ნე­ბო“ მოჰ­ყვა.

სა­კუ­თა­რი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დი­დან“ დის­ტან­ცი­უ­რა­დაც არ დას­წრე­ბია. ის არც გა­სულ სხდო­მა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა დის­ტან­ცი­უ­რად, არა­და, მას იმ ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბით უნდა ესარ­გებ­ლა, რაც ბრალ­დე­ბულს აქვს, სა­უ­ბა­რია სა­ბო­ლოო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმა­ზე. სხდო­მა­ზე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოქ­მის მი­ხედ­ვით, ის სხდო­მა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და და პრო­ცე­სის მის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე გა­და­დე­ბამ­დე ითხოვ­და. მო­სა­მარ­თლემ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოქმი წა­ი­კი­თხა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ცეს­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და.

ეს გა­ნა­ჩე­ნი უკვე მე­ო­რეა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ი­ტა­ნა. მას ახლა მხო­ლოდ ერთი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე დარ­ჩა, რო­მე­ლიც 7 ნო­ემ­ბრის ეპი­ზოდს ეხე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 2021 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბა კი­დევ 4 პირს - ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას, ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ებ­სა და გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძეს აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში დახ­მა­რე­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას ედა­ვე­ბი­ან, ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ებს, ასე­ვე გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძეს კი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ისი­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

სააკაშვილის განაჩენი საზღვრის უკანონო კვეთის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე ცნობილია - რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა ექსპრეზიდენტს?

სააკაშვილის განაჩენი საზღვრის უკანონო კვეთის და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეებზე ცნობილია - რამდენწლიანი პატიმრობა მიესაჯა ექსპრეზიდენტს?

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები - „მონებო“ მოჰყვა.

საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურადაც არ დასწრებია. ის არც გასულ სხდომაზე გამოცხადებულა დისტანციურად, არადა, მას იმ ექსკლუზიური უფლებით უნდა ესარგებლა, რაც ბრალდებულს აქვს, საუბარია საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე. სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ის სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა და პროცესის მის გამოჯანმრთელებამდე გადადებამდე ითხოვდა. მოსამართლემ წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.

ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. უფრო კონკრეტულად, ელგუჯა ცომაიას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი დანაშაულის დაფარვას.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.