ვატიკანმა საავადმყოფოში მყოფი რომის პაპის, ფრანცისკეს ფოტო გამოაქვეყნა. ერთ თვეზე მეტია, რაც პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შემდეგ, პაპი ფრანცისკე არც მედიასთან და არც საზოგადოებასთან არ გამოჩენილა.
მანამდე რომის პაპმა ასევე გამოსცა წერილი, რომელშიც მან აღნიშნა, რომ "განსაცდელის პერიოდს“ გადის, გამოხატა მადლიერება კეთილი სურვილებისთვის და "ომით განადგურებული ქვეყნებისთვის: უკრაინის, პალესტინის, ისრაელის, ლიბანის, მიანმარის, სუდანისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის" ლოცულობს.
ზედიზედ მეხუთე კვირაა, რაც რომის პაპი საკვირაო კურთხევას ვერ ესწრება. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა - ვატიკანის განცხადებით, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, თუმცა რენტგენოლოგიურმა სხივებმა მდგომარეობის გაუმჯობესება აჩვენა.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის გახდა. ის საზოგადოებაში 14 თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა.
ტრადიციულად, პაპები ტახტს უვადოდ იკავებენ და თავიანთი მოვალეობების შესრულებას ასაკისა და ჯანმრთელობის მიუხედავად აგრძელებენ. თუმცა, ფრანცისკეს წინამორბედმა, პაპმა ბენედიქტ XVI-მ ტახტიდან გადადგომა არჩია.
ფრენსის მეგობრები და ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ ის გადადგომას არ გეგმავს.