მოზაიკა
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რამდენჯერმე ძლიერად დავარტყი სახის არეში, დაეცა“ - გორში შვილიშვილმა ბაბუა ცემით მოკლა: ბრალდებულის ჩვენება, სადაც ის დეტალებს აღწერს (ვიდეო)
“რამდენჯერმე ძლიერად დავარტყი სახის არეში, დაეცა“ - გორში შვილიშვილმა ბაბუა ცემით მოკლა: ბრალდებულის ჩვენება, სადაც ის დეტალებს აღწერს (ვიდეო)

11 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და გორ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი ამ­ბა­ვი. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვი­ლიშ­ვილ­მა უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მოკ­ლა. "კუ­რი­ე­რი P.S"-ი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს.

74 წლის ბა­ბუ­ის მკვლე­ლო­ბის­თვის შვი­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 74 წლის ტა­რი­ელ ქუ­ტიშ­ვი­ლი 28 წლის ნიკა სა­ა­თაშ­ვილ­მა - სა­კუ­თარ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა ცე­მით მოკ­ლა. "კუ­რი­ე­რი P.S"-მა იმ ბი­ნი­დან, სა­დაც მო­ხუ­ცის სი­ცო­ცხლე დას­რულ­და, შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი მო­ი­პო­ვა. ფო­ტო­ებ­ში გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა ჩანს, მის სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში კი, ჭერ­ზე და ია­ტაკ­ზე, დიდი ოდე­ნო­ბით სის­ხლი.

  • ირ­კვე­ვა, რომ 74 წლის მო­ხუცს, რო­მე­ლიც სახ­ლში მარ­ტო იყო, ეღ­ვი­ძა. ნას­ვა­მი შვი­ლიშ­ვი­ლი ბი­ნა­ში დაბ­რუნ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ხუც­მა, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, შვი­ლიშ­ვილს უსაყ­ვე­დუ­რა, რის შემ­დე­გაც ახალ­გაზ­რდამ ბა­ბუ­ას სას­ტი­კად სცე­მა.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ მი­მა­ლუ­ლა, თუმ­ცა მომ­ხდა­რის ინ­სცე­ნი­რე­ბა სცა­და. მო­ხუ­ცის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ­მა დი­ლით ყვე­ლას უთხრა, რომ ბა­ბუა გარ­და­იც­ვა­ლა. გამ­თე­ნი­ი­სას სა­მე­ზობ­ლო­ში გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ მო­ხუ­ცი კაცი სა­წო­ლი­დან გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ზობ­ლე­ბის ნა­წილს ამ ვერ­სი­ის ახ­ლაც სჯე­რა. გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

რო­დე­საც ექი­მებ­მა მო­ხუ­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რეს, შვი­ლიშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. ნიკა სა­ა­თაშ­ვილს გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხელ­ბორ­კი­ლი და­ა­დეს. ბრა­ლად ბა­ბუ­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა წა­რუდ­გი­ნეს. ამის მო­ტი­ვი მისი პირ­ვე­ლი გა­მო­კი­თხვა გახ­და. "კუ­რი­ე­რი P.S."-მა ის ოქმი მო­ი­პო­ვა, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს აღ­წერს და მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს.

“მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვსვამ­დი არაყს და ლუდს. ქე­ი­ფი გა­ვაგ­რძე­ლე დი­ლის 04:00 სა­ა­თამ­დე. სახ­ლში მის­ვლი­სას პა­პა­ჩემს, ტა­რი­ელ ქუ­ტაშ­ვილს ეღ­ვი­ძა. მის­ვლის­თა­ნა­ვე და­მი­წყო ლან­ძღვა და გი­ნე­ბა - რა­ტომ არ მო­მი­ტა­ნე საჭ­მე­ლიო. პა­პა­ჩე­მი თა­ვად ვერ გა­დი­ო­და გა­რეთ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვცა­დე მისი დამ­შვი­დე­ბა და ვუ­თხა­რი, რომ გა­თენ­დე­ბო­და და მო­ვუ­ტან­დი საჭ­მელს.

ტა­რი­ელ ქუ­ტაშ­ვილ­მა კვლავ შე­მა­გი­ნა. გავ­ბრაზ­დი, გა­მახ­სენ­და, რომ ის ბე­ბი­ა­ჩემს, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლია, წარ­სულ­ში ექ­ცე­ო­და ცუ­დად და უეც­რად გა­დავ­წყვი­ტე მისი მოკ­ვლა. რამ­დენ­ჯერ­მე ძლი­ე­რად და­ვარ­ტყი ხელი, შეკ­რუ­ლი მუშ­ტი სა­ხის არე­ში. და­ე­ცა. წაქ­ცე­ულ­ზე მარ­ჯვე­ნა ფეხი და­ვარ­ტყი ძლი­ე­რად რამ­დენ­ჯერ­მე. და­ვი­ნა­ხე, რომ და­კარ­გა გო­ნე­ბა. ავა­ღე­ბი­ნე პირი და წყა­ლი ჩა­ვას­ხი, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­და,“ - ამ­ბობს შვი­ლიშ­ვი­ლი.

გა­მომ­ძი­ებ­ლებს ნიკა სა­ა­თაშ­ვილ­მა ისიც უთხრა, რომ უსი­ცო­ცხლოდ ია­ტაკ­ზე და­ცე­მუ­ლი მო­ხუ­ცი მი­ა­ტო­ვა და გვერ­დით ოთახ­ში გა­ვი­და.

ახლა ეს ჩვე­ნე­ბა ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. მას შემ­დეგ, რაც გო­რის სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­სჯე­ლა, ნიკა სა­ა­თაშ­ვილ­მა პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა და დუ­მი­ლი აირ­ჩია. მისი ად­ვო­კა­ტი სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

მი­ან­დობს თუ არა ბა­ბუ­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კაცი სა­კუ­თარ ბედს ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს, ეს უახ­ლო­ეს 2 თვე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. საქ­მის პრო­კუ­რო­რი კი გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბა.

ნიკა სა­ა­თაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე არ­სე­ბით გან­ხილ­ვას გო­რის სა­სა­მარ­თლო 5 მა­ისს და­ი­წყებს. და­არ­ღვევს თუ არა დუ­მილს უმ­ძი­მეს ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი კაცი, არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვი­სას გა­ირ­კვე­ვა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბა­ბუ­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 16-20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

“რამდენჯერმე ძლიერად დავარტყი სახის არეში, დაეცა“ - გორში შვილიშვილმა ბაბუა ცემით მოკლა: ბრალდებულის ჩვენება, სადაც ის დეტალებს აღწერს (ვიდეო)

“რამდენჯერმე ძლიერად დავარტყი სახის არეში, დაეცა“ - გორში შვილიშვილმა ბაბუა ცემით მოკლა: ბრალდებულის ჩვენება, სადაც ის დეტალებს აღწერს (ვიდეო)

11 მარტს ცნობილი გახდა გორში მომხდარი საზარელი ამბავი. პროკურატურის ინფორმაციით, შვილიშვილმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოკლა. "კურიერი P.S"-ი მომხდარის დეტალებს ასაჯაროებს.

74 წლის ბაბუის მკვლელობისთვის შვილიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 74 წლის ტარიელ ქუტიშვილი 28 წლის ნიკა საათაშვილმა - საკუთარმა შვილიშვილმა ცემით მოკლა. "კურიერი P.S"-მა იმ ბინიდან, სადაც მოხუცის სიცოცხლე დასრულდა, შემზარავი კადრები მოიპოვა. ფოტოებში გარდაცვლილის სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჩანს, მის საძინებელ ოთახში კი, ჭერზე და იატაკზე, დიდი ოდენობით სისხლი.

  • ირკვევა, რომ 74 წლის მოხუცს, რომელიც სახლში მარტო იყო, ეღვიძა. ნასვამი შვილიშვილი ბინაში დაბრუნდა. გამოძიების ინფორმაციით, მოხუცმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შვილიშვილს უსაყვედურა, რის შემდეგაც ახალგაზრდამ ბაბუას სასტიკად სცემა.

პროკურორის ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, თუმცა მომხდარის ინსცენირება სცადა. მოხუცის მკვლელობისთვის დაკავებულმა დილით ყველას უთხრა, რომ ბაბუა გარდაიცვალა. გამთენიისას სამეზობლოში გავრცელდა ვერსია, რომ მოხუცი კაცი საწოლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მეზობლების ნაწილს ამ ვერსიის ახლაც სჯერა. გარდაცვლილის ნათესავებმა კომენტარზე უარი განაცხადეს.

როდესაც ექიმებმა მოხუცის გარდაცვალება დაადასტურეს, შვილიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ნიკა საათაშვილს გამოკითხვის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ხელბორკილი დაადეს. ბრალად ბაბუის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა წარუდგინეს. ამის მოტივი მისი პირველი გამოკითხვა გახდა. "კურიერი P.S."-მა ის ოქმი მოიპოვა, სადაც დაკავებული მომხდარის დეტალებს აღწერს და მკვლელობას აღიარებს.

“მეგობრებთან ერთად ვსვამდი არაყს და ლუდს. ქეიფი გავაგრძელე დილის 04:00 საათამდე. სახლში მისვლისას პაპაჩემს, ტარიელ ქუტაშვილს ეღვიძა. მისვლისთანავე დამიწყო ლანძღვა და გინება - რატომ არ მომიტანე საჭმელიო. პაპაჩემი თავად ვერ გადიოდა გარეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვცადე მისი დამშვიდება და ვუთხარი, რომ გათენდებოდა და მოვუტანდი საჭმელს.

ტარიელ ქუტაშვილმა კვლავ შემაგინა. გავბრაზდი, გამახსენდა, რომ ის ბებიაჩემს, რომელიც გარდაცვლილია, წარსულში ექცეოდა ცუდად და უეცრად გადავწყვიტე მისი მოკვლა. რამდენჯერმე ძლიერად დავარტყი ხელი, შეკრული მუშტი სახის არეში. დაეცა. წაქცეულზე მარჯვენა ფეხი დავარტყი ძლიერად რამდენჯერმე. დავინახე, რომ დაკარგა გონება. ავაღებინე პირი და წყალი ჩავასხი, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონდა,“ - ამბობს შვილიშვილი.

გამომძიებლებს ნიკა საათაშვილმა ისიც უთხრა, რომ უსიცოცხლოდ იატაკზე დაცემული მოხუცი მიატოვა და გვერდით ოთახში გავიდა.

ახლა ეს ჩვენება ძალადაკარგულად ითვლება. მას შემდეგ, რაც გორის სასამართლომ დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა, ნიკა საათაშვილმა პოზიცია შეცვალა და დუმილი აირჩია. მისი ადვოკატი სხდომაზე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მიანდობს თუ არა ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული კაცი საკუთარ ბედს ნაფიც მსაჯულებს, ეს უახლოეს 2 თვეში გახდება ცნობილი. საქმის პროკურორი კი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

ნიკა საათაშვილის საქმეზე არსებით განხილვას გორის სასამართლო 5 მაისს დაიწყებს. დაარღვევს თუ არა დუმილს უმძიმეს ფაქტზე დაკავებული კაცი, არსებითი განხილვისას გაირკვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.