მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ადასტურებს, რომ "ევროვიზიაზე" წელს საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს - ვრცელდება საკონკურსო სიმღერის კლიპიც
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ადასტურებს, რომ "ევროვიზიაზე" წელს საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს - ვრცელდება საკონკურსო სიმღერის კლიპიც

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ევ­რო­ვი­ზი­ის"სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე წელს სა­ქარ­თვე­ლოს 22 წლის მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენს.

ეს ამ­ბა­ვი აქამ­დეც იყო კუ­ლუ­ა­რუ­ლად ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა დღეს ეს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ­მა თა­თია კო­ბა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წელს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენ­და. თა­თია თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და წინა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში, თუმ­ცა წელს კონ­კურ­სის გა­რე­შე დარ­ჩა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 18-მა ქარ­თველ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქვა და სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი წა­რად­გი­ნა. "პირ­ველ არხს" ასე­ვე სიმ­ღე­რა გა­მო­უგ­ზავ­ნა 20-ზე მეტ­მა უცხო­ელ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თუ­ლი მო­ტი­ვე­ბით და ეროვ­ნუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით დატ­ვირ­თულ პრო­ექ­ტზე შე­ა­ჩე­რა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე ზუს­ტად წარ­მო­ა­ჩენს ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ იდენ­ტო­ბას.

მა­რი­ამ შენ­გე­ლია პირ­ვე­ლი არ­ხის ორი პრო­ექ­ტის - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ და "ვო­ი­სის“ მო­ნა­წი­ლეა. მომ­ღე­რა­ლი 2020 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის ბექ­ვო­კა­ლის­ტი იყო. კონ­კურ­სი კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო გა­უქ­მდა", - წე­რია არ­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში

სიმ­ღე­რა "Freedom" ("თა­ვი­სუფ­ლე­ბა") ქეთი გა­ბი­სი­ან­მა და­წე­რა, ხოლო ტექ­სტი ბუკა კარ­ტო­ზი­ას ეკუთ­ვნის. მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პი კახა ბუხ­რაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო, კოს­ტი­უ­მის დი­ზა­ინ­ზე იზა ნა­და­რე­იშ­ვილ­მა, კლი­პის მხატ­ვრო­ბა­ზე კი შაკო პო­პი­აშ­ვილ­მა და ნინო წუ­ლა­ი­ამ იმუ­შა­ვეს. ვი­დე­ორ­გოლ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის“ მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა და გია ყან­ჩე­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ახალ­გაზ­რდულ­მა ორ­კესტრმა.

"ევ­რო­ვი­ზია 2025" შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში 13, 15 და 17 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­რი­ამ შენ­გე­ლია ევ­რო­პის წი­ნა­შე 15 მა­ისს, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში წარ­დგე­ბა. კონ­კუ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, პირ­ვე­ლი არ­ხის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ადასტურებს, რომ "ევროვიზიაზე" წელს საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს - ვრცელდება საკონკურსო სიმღერის კლიპიც

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ადასტურებს, რომ "ევროვიზიაზე" წელს საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს - ვრცელდება საკონკურსო სიმღერის კლიპიც

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, "ევროვიზიის"სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენს.

ეს ამბავი აქამდეც იყო კულუარულად ცნობილი, თუმცა დღეს ეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა თათია კობალაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ საქართველოს წელს "ევროვიზიაზე“ მარიამ შენგელია წარადგენდა. თათია თავადაც მონაწილეობდა წინა შესარჩევ კონკურსში, თუმცა წელს კონკურსის გარეშე დარჩა.

როგორც ირკვევა, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 18-მა ქართველმა შემსრულებელმა გამოთქვა და საკუთარი ნამუშევარი წარადგინა. "პირველ არხს" ასევე სიმღერა გამოუგზავნა 20-ზე მეტმა უცხოელმა კომპოზიტორმა.

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არჩევანი ქართული მოტივებით და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე შეაჩერა, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/c3wu0dUNd4c?si=6Dx7gEr0LiMe1y_O" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავის“ და "ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს "ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა", - წერია არხის განცხადებაში

სიმღერა "Freedom" ("თავისუფლება") ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.

"ევროვიზია 2025" შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება. კონკური, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

იხილეთ ასევე: