მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის წარმომადგენელი კრემლში - რას წერს აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან მოლაპარაკებებზე?
ტრამპის წარმომადგენელი კრემლში - რას წერს აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან მოლაპარაკებებზე?

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გუ­შინ გვი­ან სა­ღა­მოს აშშ-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტივ უი­ტფო­კი მი­ი­ღო. მათ შო­რის შემ­დგა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი აცხა­დებს, რომ ეს "ძა­ლი­ან კარ­გი" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იყო.

"ჩვენ გუ­შინ ძა­ლი­ან კარ­გი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან და ძა­ლი­ან კარ­გი შან­სია, რომ ეს სა­ში­ნე­ლი, სის­ხლი­ა­ნი ომი სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­დეს“, - და­წე­რა ტრამპმა 14 მარტს თა­ვის სო­ცი­ა­ლურ ქსელTruth Social-ში.

მისი თქმით, ათა­სო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია რუ­სუ­ლი ჯა­რის მიერ და ისი­ნი ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან“, - და­წე­რა დო­ნალდ ტრამპმა, თუმ­ცა მას არ და­უ­ზუს­ტე­ბია, რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ას გუ­ლის­ხმობ­და.

"მტკი­ცედ ვთხო­ვე პრე­ზი­დენტ პუ­ტინს, და­ინ­დოს ისი­ნი. ეს იქ­ნე­ბა სა­ში­ნე­ლი ხოც­ვა-ჟლე­ტა, რაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ არ გვი­ნა­ხავს. უფალ­მა და­ი­ფა­როს ყვე­ლა მათ­გა­ნი“, - აცხა­დებს ტრამ­პი.

პოს­ტი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლია, ეს შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ სტივ უი­ტფოკ­თან, თუ ორ პრე­ზი­დენტს შო­რის რა­ი­მე სხვა ტი­პის პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აც შედ­გა.

ტრამპსა და პუ­ტინს შო­რის პი­რა­დი სა­უბ­რის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ტრამპის წარმომადგენელი კრემლში - რას წერს აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან მოლაპარაკებებზე?

ტრამპის წარმომადგენელი კრემლში - რას წერს აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან მოლაპარაკებებზე?

ვლადიმერ პუტინმა გუშინ გვიან საღამოს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტფოკი მიიღო. მათ შორის შემდგარი მოლაპარაკებების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს "ძალიან კარგი" მოლაპარაკებები იყო.

"ჩვენ გუშინ ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ძალიან კარგი შანსია, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს“, - დაწერა ტრამპმა 14 მარტს თავის სოციალურ ქსელTruth Social-ში.

მისი თქმით, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გარშემორტყმულია რუსული ჯარის მიერ და ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან“, - დაწერა დონალდ ტრამპმა, თუმცა მას არ დაუზუსტებია, რომელ ტერიტორიას გულისხმობდა.

"მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, დაინდოს ისინი. ეს იქნება საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. უფალმა დაიფაროს ყველა მათგანი“, - აცხადებს ტრამპი.

პოსტიდან გაურკვეველია, ეს შეეხება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტფოკთან, თუ ორ პრეზიდენტს შორის რაიმე სხვა ტიპის პირდაპირი კომუნიკაციაც შედგა.

ტრამპსა და პუტინს შორის პირადი საუბრის თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იხილეთ ასევე: