მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის ელჩი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა: "ელჩმა გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას..."
აშშ-ის ელჩი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა: "ელჩმა გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის, რო­ბინ და­ნი­გა­ნის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

"დღეს ელჩი და­ნი­გა­ნი შეხ­ვდა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს და გა­აც­ნო პრე­ზი­დენტ ტრამ­პი­სა და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან რუ­ბი­ოს მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, ასე­ვე, ის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია გა­დად­გას, რათა აჩ­ვე­ნოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შეხ­ვედ­რა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც:

"შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დღის წეს­რი­გი და აღ­ნიშ­ნეს, რომ ორი ქვეყ­ნის პარტნი­ო­რო­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებს ეფუძ­ნე­ბა, პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კას სა­ჭი­რო­ებს, რისი მზად­ყოფ­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა.

მხა­რე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ქვეყ­ნებს შო­რის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­ფუძ­ვე­ლია მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის­თვის.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე ისა­უბ­რეს რე­გი­ონ­სა და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და, ამ კონ­ტექ­სტში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს, მხა­რე­ებ­მა გა­მო­ხა­ტეს მზად­ყოფ­ნა, აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ონ ორი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ის ელჩი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა: "ელჩმა გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას..."

აშშ-ის ელჩი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა: "ელჩმა გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას..."

საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროც:

"შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და, ამ კონტექსტში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად".