სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გიორგი მამარდაშვილს დასვენება სჭირდება, რაც შეეხება ხვიჩას...“ - ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა
“გიორგი მამარდაშვილს დასვენება სჭირდება, რაც შეეხება ხვიჩას...“ - ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა

“სომ­ხეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა კავ­კა­სი­ის დერ­ბია და რთუ­ლი მატ­ჩე­ბი გვე­ლის. “A” - ლი­გის­თვის მზად არ ვართ, მაგ­რამ არც “C“ - ლი­გაა ჩვე­ნი შე­სა­ფე­რი­სი - ახლა კი მთა­ვა­რი "B" ლი­გა­ში დარ­ჩე­ნაა“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან, ორრა­უნ­დი­ა­ნი პლეი-ოფის წინ და შე­მად­გენ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • ვილი სა­ნი­ო­ლის გან­ცხა­დე­ბით, სომ­ხეთ­თან მატ­ჩის დროს შან­სი ახალ ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც მი­ე­ცე­მათ და იმე­დოვ­ნებს, რომ მატ­ჩის წინ ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი შე­სა­ბა­მის ფორ­მა­ში იქ­ნე­ბა.

“შე­მოდ­გო­მა­ზე ვნა­ხეთ, რომ ჩვე­ნი ზო­გი­ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­დაღ­ლი­ლი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ უფრო ცოტა ივარ­ჯი­შეს და მეტი ითა­მა­შეს. თა­ვი­სი როლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­მაც ითა­მა­შა და რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­და­ი­ღალ­ნენ. იმე­დი მაქვს, სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან ორრა­უნ­დი­ან შეხ­ვედ­რა­ში ყვე­ლა წეს­რიგ­ში იქ­ნე­ბა.

კვა­რა­ცხე­ლია და კა­შია გუნდთან ერ­თად იქ­ნე­ბი­ან. შან­სი კი სხვებს მი­ე­ცე­მათ, მა­გა­ლი­თად, საბა გოგ­ლი­ჩი­ძეს, რომ­ლის დე­ბი­უტ­საც უფრო ად­რეც ვგეგ­მავ­დით. სომ­ხეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა კავ­კა­სი­ის დერ­ბია და რთუ­ლი მატ­ჩე­ბი გვე­ლის. “A“ - ლი­გის­თვის მზად არ ვართ, მაგ­რამ არც “C“ - ლი­გაა ჩვე­ნი შე­სა­ფე­რი­სი.

პირ­ველ მატჩში კა­პი­ტა­ნი ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ის ამ პო­ზი­ცი­ა­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­მა­ვალ­შიც გვე­ყო­ლე­ბა...

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად ის ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­საც დას­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დაბ­მუ­ლად ითა­მა­შა. შე­მოდ­გო­მა­ზე შეც­დო­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ის თა­ვის ოპ­ტი­მა­ლურ ფორ­მას აუ­ცი­ლებ­ლად და­იბ­რუ­ნებს.

ხვი­ჩა მო­ე­დან­ზე აშ­კა­რად ბედ­ნი­ე­რია. ბევ­რს შრო­მობს, დაც­ვა­შიც ჩა­დის. ნაკ­რებ­შიც ასე მოქ­მე­დე­ბა მო­უ­წევს.

სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბი ახალ­მა მწვრთნელ­მა ახ­ლა­ხან ჩა­ი­ბა­რა და დე­ტა­ლუ­რად რა­მის თქმა რთუ­ლია. მისი სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბი და “აიაქ­სი“ ოთხი მცვე­ლი­თა და მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით თა­მა­შობ­და. უმ­ჯო­ბე­სია, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ.

ეროვ­ნუ­ლი ლი­გის სა­ინ­ტე­რე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ბოლო დროს სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ვიდ­ნენ და ახლა სი­ა­ში ამი­ტომ არ არი­ან. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ სად თა­მა­შობს, მთა­ვა­რია სა­თა­მა­შო ფორ­მა.

ლა­ცა­ბი­ძე ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ უნდა და­ვაკ­ვირ­დე, სწო­რედ ამის­თვის გა­მო­ვი­ძა­ხე, მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ. მო­მა­ვალს უკავ­შირ­დე­ბა გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და კვირ­კვე­ლი­ას ამ­ჟა­მად არ გა­მო­ძა­ხე­ბაც. ბოლო წლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სის­ტე­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ამავდრო­უ­ლად საკ­მა­ოდ მო­უქ­ნე­ლი სის­ტე­მა­ცა.

სი­ახ­ლე­ებს ამ კუ­თხი­თაც გა­მო­ვი­ყე­ნებთ. მთა­ვა­რი ფეხ­ბურ­თე­ლი, მისი ფორ­მა და სის­ტე­მა­ზე მორ­გე­ბა იქ­ნე­ბა. მე სის­ტე­მა ფეხ­ბურ­თე­ლებს კი არ უნდა და­ვა­ძა­ლო, მათ რე­სურსს უნდა მო­ვერ­გო.

ხვი­ჩას ვე­რა­ვინ შეც­ვლის, უნი­კა­ლუ­რია. სხვებს მეტი ინი­ცი­ა­ტი­ვის აღე­ბა მო­უ­წევთ, მათ შო­რის ჩაკ­ვე­ტა­ძე­სა და და­ვი­თაშ­ვილს.

ჩვენ არა­ერ­თხელ ვაჩ­ვე­ნეთ, რომ ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეგ­ვიძ­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, მაგ­რამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

“ემ­პო­ლი“ სამი მცვე­ლით თა­მა­შობს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საბა გოგ­ლი­ჩი­ძე ყვე­ლა ტაქ­ტი­კურ სქე­მას მო­ერ­გე­ბა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­როთ, ახლა კი მთა­ვა­რი “B“ -ლი­გა­ში დარ­ჩე­ნაა“, - გა­ნა­ცხა­და ვილი სა­ნი­ოლ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც sportall.ge ავ­რცე­ლებს.

  • ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის და სა­ნაკ­რე­ბო კუ­რა­ტო­რის, ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი შე­ფა­სე­ბით, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ახლა “ბ“- ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა და ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან თა­მა­შია.

“ჩვე­ნი მი­ზა­ნია, “B“ ლი­გა­ში დავ­რჩეთ და ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს ვე­თა­მა­შოთ. ამა­ში “დი­ნა­მო არე­ნა“ ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დიდი ძა­ლაა. გვი­ხა­რია, რომ აქ ვბრუნ­დე­ბით. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბას არც აქამ­დე მიგ­ვიღ­წე­ვია და არც მო­მა­ვალ­ში გა­მოგ­ვი­ვა. მათი იმე­დი ახ­ლაც გვაქვს.

ეროვ­ნულ და ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რე­ბებს შო­რის ყო­ველ­თვის სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. ივ­ნი­სის ამ­ხა­ნა­გურ მატ­ჩებ­სა და შე­საძ­ლო მე­ტო­ქე­ებ­ზე ამ მატ­ჩე­ბის შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ“,- გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე იაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რებს შო­რის პირ­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 20 მარტს ერე­ვან­ში გა­ი­მარ­თე­ბა, გან­მე­ო­რე­ბი­თი და­პი­რის­პი­რე­ბა კი, 23 მარტს, დი­ნა­მო არე­ნა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

“გიორგი მამარდაშვილს დასვენება სჭირდება, რაც შეეხება ხვიჩას...“ - ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა

“გიორგი მამარდაშვილს დასვენება სჭირდება, რაც შეეხება ხვიჩას...“ - ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა

“სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. “A” - ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც “C“ - ლიგაა ჩვენი შესაფერისი - ახლა კი მთავარი "B" ლიგაში დარჩენაა“, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან, ორრაუნდიანი პლეი-ოფის წინ და შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • ვილი სანიოლის განცხადებით, სომხეთთან მატჩის დროს შანსი ახალ ფეხბურთელებსაც მიეცემათ და იმედოვნებს, რომ მატჩის წინ ყველა ფეხბურთელი შესაბამის ფორმაში იქნება.

“შემოდგომაზე ვნახეთ, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი გადაღლილი იყო. ბუნებრივია, მათ უფრო ცოტა ივარჯიშეს და მეტი ითამაშეს. თავისი როლი ევროპის ჩემპიონატმაც ითამაშა და როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად გადაიღალნენ. იმედი მაქვს, სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრაში ყველა წესრიგში იქნება.

კვარაცხელია და კაშია გუნდთან ერთად იქნებიან. შანსი კი სხვებს მიეცემათ, მაგალითად, საბა გოგლიჩიძეს, რომლის დებიუტსაც უფრო ადრეც ვგეგმავდით. სომხეთთან დაპირისპირება კავკასიის დერბია და რთული მატჩები გველის. “A“ - ლიგისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც “C“ - ლიგაა ჩვენი შესაფერისი.

პირველ მატჩში კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი იქნება. ის ამ პოზიციაზე გათვალისწინებული მომავალშიც გვეყოლება...

გიორგი მამარდაშვილი ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელსაც დასვენება სჭირდება, ორი წლის განმავლობაში გადაბმულად ითამაშა. შემოდგომაზე შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ის თავის ოპტიმალურ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს.

ხვიჩა მოედანზე აშკარად ბედნიერია. ბევრს შრომობს, დაცვაშიც ჩადის. ნაკრებშიც ასე მოქმედება მოუწევს.

სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ახლახან ჩაიბარა და დეტალურად რამის თქმა რთულია. მისი საბერძნეთის ნაკრები და “აიაქსი“ ოთხი მცველითა და მაღალი ინტენსივობით თამაშობდა. უმჯობესია, პირველ რიგში, ჩვენ შესაძლებლობებზე ვკონცენტრირდეთ.

ეროვნული ლიგის საინტერესო ფეხბურთელები ბოლო დროს საზღვარგარეთ გადავიდნენ და ახლა სიაში ამიტომ არ არიან. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად თამაშობს, მთავარია სათამაშო ფორმა.

ლაცაბიძე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც უშუალოდ უნდა დავაკვირდე, სწორედ ამისთვის გამოვიძახე, მომავალზე ვფიქრობ. მომავალს უკავშირდება გველესიანისა და კვირკველიას ამჟამად არ გამოძახებაც. ბოლო წლებში გამოყენებული სისტემა წარმატებული იყო, ამავდროულად საკმაოდ მოუქნელი სისტემაცა.

სიახლეებს ამ კუთხითაც გამოვიყენებთ. მთავარი ფეხბურთელი, მისი ფორმა და სისტემაზე მორგება იქნება. მე სისტემა ფეხბურთელებს კი არ უნდა დავაძალო, მათ რესურსს უნდა მოვერგო.

ხვიჩას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია. სხვებს მეტი ინიციატივის აღება მოუწევთ, მათ შორის ჩაკვეტაძესა და დავითაშვილს.

ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებთან თანამშრომლობა შეგვიძლია. ბუნებრივია, ეროვნული გუნდი პრიორიტეტულია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს გავითვალისწინებთ.

“ემპოლი“ სამი მცველით თამაშობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბა გოგლიჩიძე ყველა ტაქტიკურ სქემას მოერგება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი მთავარი “B“ -ლიგაში დარჩენაა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც sportall.ge ავრცელებს.

  • ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და სანაკრებო კურატორის, ალექსანდრე იაშვილი შეფასებით, მთავარი მიზანი ახლა “ბ“- ლიგაში დარჩენა და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშია.

“ჩვენი მიზანია, “B“ ლიგაში დავრჩეთ და ძლიერ მოწინააღმდეგეებს ვეთამაშოთ. ამაში “დინამო არენა“ ძალიან დაგვეხმარება, ბევრი გულშემატკივარი დიდი ძალაა. გვიხარია, რომ აქ ვბრუნდებით. გულშემატკივრების გარეშე წარმატებას არც აქამდე მიგვიღწევია და არც მომავალში გამოგვივა. მათი იმედი ახლაც გვაქვს.

ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ყოველთვის სწორი კომუნიკაცია გვაქვს. ივნისის ამხანაგურ მატჩებსა და შესაძლო მეტოქეებზე ამ მატჩების შემდეგ ვისაუბრებთ“,- განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებს შორის პირველი დაპირისპირება 20 მარტს ერევანში გაიმართება, განმეორებითი დაპირისპირება კი, 23 მარტს, დინამო არენაზე ჩატარდება.