პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

ხმელთაშუაზღვის დიეტა, სეირნობა, საყვარელ ხალხთან ერთად ყოფნა... - 117-წლიანი ცხოვრების საიდუმლო: რა დაადგინა ამერიკელი ქალის მიკრობიომისა და დნმ-ის კვლევამ

ხმელთაშუაზღვის დიეტა, სეირნობა, საყვარელ ხალხთან ერთად ყოფნა... - 117-წლიანი ცხოვრების საიდუმლო: რა დაადგინა ამერიკელი ქალის მიკრობიომისა და დნმ-ის კვლევამ

აშშ-ში დაბადებული ქალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული პიროვნება იყო მანამ, სანამ გასულ აგვისტოში, 117 წლის ასაკში, ესპანეთში გარდაიცვალა, თავის ხანგრძლივ სიცოცხლეს "იღბალსა და კარგ გენეტიკას" მიაწერდა. აშკარად, მარია ბრანიას მორერა მართალი იყო.

  • ბრანიასის მიკრობიომისა და დნმ-ის კვლევამ, რომელიც მეცნიერებმა მის გარდაცვალებამდე დაიწყეს, დაადგინა, რომ მის მიერ მემკვიდრეობით მიღებულმა გენებმა მის უჯრედებს საშუალება მისცა, არსებითად მოქცეულიყვნენ ისე, თითქოს ისინი 17 წლით უფრო ახალგაზრდები იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში.

ბრანიასის მიკრობიოტა, რომელიც ძირითადად გულისხმობს ბაქტერიებს ადამიანების ნაწლავებში, რომლებსაც მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მიუძღვით როლი - ჩვილის მიკრობიოტას ასახავდა. კვლევა ბარსელონას უნივერსიტეტის გენეტიკის პროფესორის, მანელ ესტელერის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელიც დაბერების წამყვანი ექსპერტია.

ყოველდღიური გაზეთი Ara, რომელიც კატალონიის რეგიონს აშუქებს, სადაც ქალი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, მარტის დასაწყისში პირველი იუწყებოდა კვლევის შედეგებზე. ესტელერის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ბრანიასმა თითქმის ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა სიცხადე.

დაავადებები კი, რომლებთანაც ის თავისი გახანგრძლივებული ოქროს წლების განმავლობაში იბრძოდა, ძირითადად, სახსრების ტკივილითა და სმენის დაკარგვით შემოიფარგლებოდა.

Ara-მ განაცხადა, რომ ესტელერის მუშაობა ბრანიასზე წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილ კვლევას ისეთ ადამიანზე, ვინც 110 წელს ან უფრო მეტს მიაღწია, ისევე, როგორც რამდენიმე შესაძლო ახსნას იმ ხანგრძლივი სიცოცხლისთვის, რომელიც ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით ახასიათებს.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ბრანიასმა ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩია, რომელიც ასევე დაეხმარა მას, მისი უნიკალური გენეტიკური შემადგენლობიდან სარგებელი მიეღო.

  • ის ხმელთაშუაზღვის დიეტას იცავდა, რომელიც ყოველდღიურად სამ იოგურტს მოიცავდა.

ბრანიასი თავს არიდებდა ალკოჰოლის მიღებასა და მოწევას, მას სიამოვნებდა სეირნობა და მუდმივად გარშემორტყმული იყო ოჯახითა და საყვარელი ადამიანებით, რაც მას ფიზიკური და გონებრივი დაქვეითების თავიდან აცილებაში დაეხმარა, რასაც შეიძლებოდა, მისი სიცოცხლე შეემოკლებინა.

ბრანიასი სან-ფრანცისკოში, 1907 წლის 4 მარტს დაიბადა, მას შემდეგ, რაც მისი მშობლები ესპანეთიდან და მექსიკიდან აშშ-ში გადავიდნენ. ის ტეხასსა და ნიუ-ორლეანში ცხოვრობდა, სანამ ოჯახი 1915 წელს - პირველი მსოფლიო ომის დროს - ესპანეთში დაბრუნდებოდა და კატალონიაში დასახლდებოდა.

ზოგიერთი მთავარი გლობალური მოვლენა, რომლის დროსაც ის ცხოვრობდა, იყო ესპანეთის სამოქალაქო ომი, მეორე მსოფლიო ომი, 1918 წლის გრიპის პანდემია და Covid-19.

ქვრივი დედა, ბებია და დიდი ბებია ბრანიასი 19 აგვისტოს, მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ოლოტში, სადაც ის თავისი ცხოვრების ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა.

ოთხშაბათის მდგომარეობით, მსოფლიოს უხუცესი პიროვნება ბრაზილიის მოქალაქე, 116 წლის ინა კანაბარო ლუკასი გახდა.

წყარო