მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეშუპებული თვალის კაკლები, ბავშვის კანი და “ზედხედის ეფექტი“ - რას გრძნობენ ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებისას
შეშუპებული თვალის კაკლები, ბავშვის კანი და “ზედხედის ეფექტი“ - რას გრძნობენ ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებისას

სა­ნამ ღია კოს­მოს­ში, 9 თვით ჩარ­ჩე­ნი­ლი კოს­მო­ნავ­ტე­ბი ბარი უილ­მო­რი და სუნი უი­ლი­ამ­სი სახ­ლში და­საბ­რუ­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, NASA-ს მეც­ნი­ე­რე­ბი დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბი­სას, მათ­თვის პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მუ­შა­ო­ბენ.

ას­ტრო­ნავ­ტე­ბის ბარი "ბუჩი" უილ­მო­რი­სა და სუნი უი­ლი­ამ­სის და­საბ­რუ­ნებ­ლად, NASA და SpaceX სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე, კოს­მო­სუ­რი მი­სი­ის Crew-10 -ის გაშ­ვე­ბას დღეს გეგ­მავ­დნენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­და­ი­დო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კოს­მო­სუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცია მი­სი­ის გაგ­ზავ­ნას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გეგ­მავს.

რა ემარ­თე­ბა კოს­მო­ნავ­ტის სხე­ულს და გო­ნე­ბას დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ? - ამის შე­სა­ხებ theguardian-ი სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

  • გრა­ვი­ტა­ცია

გრა­ვი­ტა­ცია არის ძალა, რომ­ლი­თაც პლა­ნე­ტა ან სხვა სხე­უ­ლი ობი­ექტს სა­კუ­თა­რი ცენ­ტრის­კენ იზი­დავს.

გრა­ვი­ტა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს ძვლის სიმ­კვრი­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან და შე­უქ­ცე­ვად და­კარ­გვას. ასე­ვე იწ­ვევს მკლა­ვე­ბის, ფე­ხე­ბის, ტა­ნი­სა და სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­ში კუნ­თე­ბის, მათ შო­რის გუ­ლის კუნ­თე­ბის და­სუს­ტე­ბას, რად­გან მას ნაკ­ლე­ბად დატ­ვირ­თვით უწევს მუ­შა­ო­ბა.

სის­ხლის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა და მისი დი­ნე­ბა იც­ვლე­ბა - ზო­გან ნელ­დე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს თრომ­ბის წარ­მოქ­მნა.

“თა­ვის არე­ში გროვ­დე­ბა სი­თხე, რაც კოს­მო­ნავ­ტებს აგ­რძნო­ბი­ნებს, რომ თით­ქოს მუდ­მი­ვი სურ­დო აქვთ. მცირ­დე­ბა ყნოს­ვის შეგ­რძნე­ბა, რაც, სხვა­თა შო­რის, ალ­ბათ კარ­გია, რად­გან იქ სა­ში­ნე­ლი სუ­ნია,“ - გა­ნა­ცხა­და სვინ­ბერ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ფი­ზი­კოს­მა ალან და­ფიმ.

“მე­ო­რე მხრივ, რო­დე­საც დაბ­რუნ­დე­ბი­ან, დიდი ალ­ბა­თო­ბით შვე­ბა­საც იგ­რძნო­ბენ, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ დაძ­ლე­ვენ ცხრათ­ვი­ან სი­ცი­ვეს. მათ ასე­ვე გა­უ­ჭირ­დე­ბათ სი­ა­რუ­ლი, ად­ვი­ლად და­ეხ­ვე­ვათ თავ­ბრუ და თა­ვი­დან ექ­ნე­ბათ ცუდი მხედ­ვე­ლო­ბა. თა­ვის წინა არე­ში სი­თხის დაგ­რო­ვე­ბა ასე­ვე ცვლის მათი თვა­ლის კაკ­ლის ფორ­მას და ასუს­ტებს მხედ­ვე­ლო­ბას,“ - თქვა და­ფიმ.

რო­გორც წესი, თვა­ლის ფორ­მა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ნორ­მას უბ­რუნ­დე­ბა და მხედ­ვე­ლო­ბაც ჩვე­ულ ნორ­მებს უბ­რუნ­დე­ბა. და­ფის თქმით, მათი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ინ­ტენ­სი­უ­რი ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ის მსგავ­სი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც კო­მი­დან გა­მო­სუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­დის.

და­ფის თქმით, კი­დევ ერთი გა­საკ­ვი­რი ჩვე­ნე­ბა არის ის, რომ კოს­მო­ნავ­ტის კანი "თით­ქმის ბავ­შვი­ვით ხდე­ბა“.

  • რა­დი­ა­ცია

გრძელ­ვა­დი­ა­ნი კოს­მო­სუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ეფექ­ტი შე­საძ­ლოა იყოს რა­დი­ა­ცი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს კი­ბოს და იშ­ვი­ა­თი ტი­პის კი­ბოს რის­კი. დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო და მაგ­ნი­ტუ­რი ველი გვი­ცავს რა­დი­ა­ცი­ის მა­ღა­ლი დო­ნის­გან, მაგ­რამ კოს­მოს­ში ადა­მი­ა­ნებს ასე­თი დაც­ვა არ აქვთ.

NASA-ს თქმით, ას­ტრო­ნავ­ტე­ბი კოს­მოს­ში უფრო მეტ რა­დი­ა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, ვიდ­რე დე­და­მი­წა­ზე.

კოს­მო­სუ­რი რა­დი­ა­ცი­ის­გან ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა ერთ-ერთი პრობ­ლე­მაა, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც მეც­ნი­ე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, რად­გან ისი­ნი მარსზე ან მთვა­რე­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­ზავ­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

  • “ზედ­ხე­დის ეფექ­ტი“

სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, კოს­მო­ნავ­ტებ­ში შფოთ­ვა (ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი) და დეპ­რე­სია ხში­რად იჩენს თავს.

მათ შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე გა­ნი­ცა­დონ მხედ­ვე­ლო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, რა­საც “ზედ­ხე­დის ეფექ­ტი“ ჰქვია. დე­და­მი­წა­ზე ზე­მო­დან ყუ­რე­ბამ ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზო­გი­ერთ ას­ტრო­ნავტს შე­საძ­ლოა გა­უ­ჩი­ნოს მყი­ფე­ო­ბის გან­ცდა.

“ზოგი ამას შთა­გო­ნე­ბის გრძნო­ბას უწო­დებს. ზოგი - არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბის გან­ცდას, თუ რამ­დე­ნად დი­დია სამ­ყა­რო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ისი­ნი უნდა ჩა­მო­ვიდ­ნენ დე­და­მი­წა­ზე, გა­ამ­ზა­დონ სა­უზ­მე და სამ­სა­ხურ­ში წა­ვიდ­ნენ. ეს არის უზარ­მა­ზა­რი გა­დას­ვლა ძა­ლი­ან შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი გა­რე­მო­დან, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში,“- აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შეშუპებული თვალის კაკლები, ბავშვის კანი და “ზედხედის ეფექტი“ - რას გრძნობენ ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებისას

შეშუპებული თვალის კაკლები, ბავშვის კანი და “ზედხედის ეფექტი“ - რას გრძნობენ ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებისას

სანამ ღია კოსმოსში, 9 თვით ჩარჩენილი კოსმონავტები ბარი უილმორი და სუნი უილიამსი სახლში დასაბრუნებლად ემზადებიან, NASA-ს მეცნიერები დედამიწაზე დაბრუნებისას, მათთვის პირობების გასაუმჯობესებლად მუშაობენ.

ასტრონავტების ბარი "ბუჩი" უილმორისა და სუნი უილიამსის დასაბრუნებლად, NASA და SpaceX საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, კოსმოსური მისიის Crew-10 -ის გაშვებას დღეს გეგმავდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. მიუხედავად ამისა, კოსმოსური ადმინისტრაცია მისიის გაგზავნას უახლოეს დღეებში გეგმავს.

რა ემართება კოსმონავტის სხეულს და გონებას დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ? - ამის შესახებ theguardian-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

  • გრავიტაცია

გრავიტაცია არის ძალა, რომლითაც პლანეტა ან სხვა სხეული ობიექტს საკუთარი ცენტრისკენ იზიდავს.

გრავიტაციის ნაკლებობა იწვევს ძვლის სიმკვრივის მნიშვნელოვან და შეუქცევად დაკარგვას. ასევე იწვევს მკლავების, ფეხების, ტანისა და სხეულის სხვა ნაწილებში კუნთების, მათ შორის გულის კუნთების დასუსტებას, რადგან მას ნაკლებად დატვირთვით უწევს მუშაობა.

სისხლის მოცულობა მცირდება და მისი დინება იცვლება - ზოგან ნელდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თრომბის წარმოქმნა.

“თავის არეში გროვდება სითხე, რაც კოსმონავტებს აგრძნობინებს, რომ თითქოს მუდმივი სურდო აქვთ. მცირდება ყნოსვის შეგრძნება, რაც, სხვათა შორის, ალბათ კარგია, რადგან იქ საშინელი სუნია,“ - განაცხადა სვინბერნის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ალან დაფიმ.

“მეორე მხრივ, როდესაც დაბრუნდებიან, დიდი ალბათობით შვებასაც იგრძნობენ, რადგან საბოლოოდ დაძლევენ ცხრათვიან სიცივეს. მათ ასევე გაუჭირდებათ სიარული, ადვილად დაეხვევათ თავბრუ და თავიდან ექნებათ ცუდი მხედველობა. თავის წინა არეში სითხის დაგროვება ასევე ცვლის მათი თვალის კაკლის ფორმას და ასუსტებს მხედველობას,“ - თქვა დაფიმ.

როგორც წესი, თვალის ფორმა რეაბილიტაციური პერიოდის შემდეგ ნორმას უბრუნდება და მხედველობაც ჩვეულ ნორმებს უბრუნდება. დაფის თქმით, მათი რეაბილიტაცია სახლში დაბრუნების შემდეგ ინტენსიური ფიზიოთერაპიის მსგავსი იქნება, რომელსაც კომიდან გამოსული ნებისმიერი ადამიანი გადის.

დაფის თქმით, კიდევ ერთი გასაკვირი ჩვენება არის ის, რომ კოსმონავტის კანი "თითქმის ბავშვივით ხდება“.

  • რადიაცია

გრძელვადიანი კოსმოსური მოგზაურობის ყველაზე საშიში ეფექტი შესაძლოა იყოს რადიაციის ზემოქმედება, რამაც შეიძლება გაზარდოს კიბოს და იშვიათი ტიპის კიბოს რისკი. დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი გვიცავს რადიაციის მაღალი დონისგან, მაგრამ კოსმოსში ადამიანებს ასეთი დაცვა არ აქვთ.

NASA-ს თქმით, ასტრონავტები კოსმოსში უფრო მეტ რადიაციას ექვემდებარებიან, ვიდრე დედამიწაზე.

კოსმოსური რადიაციისგან ადამიანების დაცვა ერთ-ერთი პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც მეცნიერები ცდილობენ, რადგან ისინი მარსზე ან მთვარეზე ადამიანების ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგზავნისთვის ემზადებიან.

  • “ზედხედის ეფექტი“

სახლში დაბრუნების შემდეგ, კოსმონავტებში შფოთვა (ექსტრემალური პირობების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი) და დეპრესია ხშირად იჩენს თავს.

მათ შეიძლება ასევე განიცადონ მხედველობის თავისებურება, რასაც “ზედხედის ეფექტი“ ჰქვია. დედამიწაზე ზემოდან ყურებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ზოგიერთ ასტრონავტს შესაძლოა გაუჩინოს მყიფეობის განცდა.

“ზოგი ამას შთაგონების გრძნობას უწოდებს. ზოგი - არაადეკვატურობის განცდას, თუ რამდენად დიდია სამყარო. წარმოიდგინეთ, ისინი უნდა ჩამოვიდნენ დედამიწაზე, გაამზადონ საუზმე და სამსახურში წავიდნენ. ეს არის უზარმაზარი გადასვლა ძალიან შთამაგონებელი გარემოდან, ყოველდღიურობაში,“- აცხადებს პროფესორი.

წყარო

იხილეთ ასევე: