მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა - "რუსები ყველას ერჩიან, მაგრამ ქართველების მიმართ ათმაგად და ასმაგად გამოხატავენ აგრესიას"
პუტინის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა - "რუსები ყველას ერჩიან, მაგრამ ქართველების მიმართ ათმაგად და ასმაგად გამოხატავენ აგრესიას"

მოს­კო­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ ქარ­თველს - "კავ­კა­სი­უ­რი კავ­ში­რის“ სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ლადო გამ­სა­ხურ­დი­ას 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

"ადრე და­კის­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბა "კავ­კა­სი­უ­რი ლე­გი­ო­ნის“ ლი­დერს ლადო გამ­სა­ხურ­დი­ას და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, პირ­ვე­ლი ხუთი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, და­ნარ­ჩე­ნი კი მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. რუ­სეთს სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ლადო გამ­სა­ხურ­დია 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კურსკის რე­გი­ონ­ში შე­იჭ­რა, თავს და­ეს­ხა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს, ეს­რო­ლა რუსი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის, სა­ცხოვ­რე­ბელ შე­ნო­ბებ­სა და სხვა ობი­ექ­ტებს.

ცნო­ბის­თვის, ლადო გამ­სა­ხურ­დია, რუ­სულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2024 წლის დე­კემ­ბერ­შიც გა­ა­სა­მარ­თლა და­უს­წრებ­ლად და და­ქი­რა­ვე­ბულ მებ­რძო­ლო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი . უფრო ვრცლად რუ­სე­თის ბრალ­დე­ბებ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ლადო გამ­სა­ხურ­დია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- უკ­რა­ი­ნა­ში აღარ დარ­ჩა ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლოს და­უს­წრებ­ლად არ ჰყავს გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. მე 2024 წელს 18 წელი მო­მი­სა­ჯეს, ახლა 25-ით შე­მიც­ვა­ლეს. თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ რუ­სე­ბი მხო­ლოდ ქარ­თუ­ლებს არ გვე­მუქ­რე­ბი­ან ცი­ხით. ეს ხალ­ხი ვე­რა­ვის პა­ტი­ობს სი­მარ­თლის მხა­რეს ყოფ­ნას. ზო­გი­ერთ მათ­განს იმ­დენ წლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნი აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი, რომ შე­იძ­ლე­ბა მაგ­დე­ნი ხანი ადა­მი­ან­მა სა­ერ­თოდ ვერ იცო­ცხლოს.

- თქვე­ნი 18 წლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნის 25 წლით შეც­ვლის მი­ზე­ზი აშ­კა­რად ის ფაქ­ტია რომ შარ­შან კურსკის ოლ­ქში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი შეხ­ვე­დით. ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ცნო­ბე­ბით სუ­ჯას ახლა რუ­სე­ბის სრუ­ლად აკონ­ტრო­ლე­ბენ. თქვენ არ შე­გიძ­ლი­ათ ამის შე­სა­ხებ თქვათ?

- ეს ინ­ფორ­მა­ცია გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია, და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სრულ სი­მარ­თლეს, რუ­სე­ბი სუ­ჯის მი­სად­გო­მებ­თან არი­ან. ბრძო­ლე­ბი ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უკან და­ხე­ვას არ აპი­რე­ბენ. ასე­თი ვერ­სი­აც გავ­რცელ­და, რომ თით­ქოს უკ­რა­ი­ნამ სუჯა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში დათ­მო, რა თქმა უნდა, არც ეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. უკ­რა­ი­ნულ­მა ჯა­რებ­მა სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უკან და­ი­ხი­ეს ბახ­მუ­ტში, შემ­დეგ იგი­ვე მოხ­და ავ­დე­ევ­კის მაღ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­დეს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე სუჯა, ჯერ არ დაგ­ვი­კარ­გავს, იქ ბრძო­ლე­ბი ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- უკ­რა­ი­ნა და და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო ახლა იმის მო­ლო­დინ­შია, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა რუ­სე­თის პა­სუ­ხი ამე­რი­კის სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კა­ვე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბებ­ზე. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნას შო­რის შე­თან­ხმე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა საფრ­თხის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეთ, ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც რუ­სებ­მა პა­ტიმ­რო­ბა მო­გი­სა­ჯეს?

- ზო­გა­დად, რუ­სე­ბის მი­ზა­ნი ჩვე­ნი და­ში­ნე­ბაა, მაგ­რამ... ამ შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ინ­ტერ­პოლს გა­და­ე­ცე­მა. ჩვენ­ზე დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე არი­ან ის ინ­გუ­ში, ჩე­ჩე­ნი და და­ღეს­ტნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვის დრო­ზე ისე და­უ­რი­გეს რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბი, რომ არც ჰკი­თხეს, უნ­დო­დათ თუ არა ეს. ჩვენ კი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის საქ­მე­ზე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ, რომ ინ­ტერ­პოლ­მა, რუ­სე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა არ და­ი­წყოს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მუ­შავ­დეს სის­ტე­მა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ინ­ტერ­პო­ლი მიდ­გო­მებს შეც­ვლის ყვე­ლა იმ მებ­რძო­ლის მი­მართ, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის. უკ­რა­ი­ნის დაც­ვა აღ­ქმუ­ლი უნდა იყოს ისე, რო­გორც ევ­რო­პის დაც­ვა. ირო­ნი­აა, რომ რუ­სე­ბი, რო­მელ­მაც მე 4 წლის ასაკ­ში გა­მო­მაგ­დეს სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან (აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ვარ) და ამი­წი­ო­კეს ოჯა­ხი, აქეთ მის­ჯი­ან 25 წელს. აქვე მინ­და და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი პრო­ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ, იმის გამო, რომ ჩემი ოჯა­ხის ამ­წი­ო­კებ­ლებს, ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მკვლე­ლებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და. მე მო­მი­ხა­და ვინ­მემ ბო­დი­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან რომ გა­მო­მაგ­დეს? რა­ტომ აკე­თე­ბენ ამას, ნუთუ მარ­თლა აქვთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის იმე­დი? კი მაგ­რამ, რო­გორ? ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ვერ და­ა­ლა­გა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მა­ნამ­დე ერეკ­ლე მე­ფემ ვერ და­ა­ლა­გა, ვერც გამ­სა­ხურ­დი­ამ, შე­ვარ­დნა­ძემ და სა­ა­კაშ­ვილ­მა ვერ და­ა­ლა­გეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რა ჰგო­ნია, მათ­ზე ჭკვი­ა­ნია? ერ­თა­დერ­თი, რისი მიღ­წე­ვაც შე­უძ­ლია, ის არის, რომ მუდ­მი­ვად დათ­მო­ბის პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებს და სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის უკა­ნა ეზოდ აქ­ცევს.

რუ­სე­თი არის მტა­ცე­ბე­ლი და თუ მარ­თლა მშვი­დო­ბა გინ­და და არა მო­ნო­ბა, მა­შინ გა­მა­ლე­ბით უნდა აგებ­დე თავ­დაც­ვის ბა­რი­ე­რებს.

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა ასე­თია, რაც არ უნდა დათ­მოს სა­ქარ­თვე­ლომ, რუ­სე­თი მა­ინც არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩვე­ნი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს, არც გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს და არც წარ­თმე­ულ ტე­რი­ტო­რი­ებს დაგ­ვიბ­რუ­ნებს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ბი­ჭე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც რუ­სე­ბი პა­ტიმ­რო­ბით ემუქ­რე­ბი­ან. სხვა­თა შო­რის, ამ დრო­ის­თვი­საც არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა რუ­სე­თის ცი­ხე­ებ­ში და აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გა­ურ­კვე­ვე­ლია მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვენ­მა დაზ­ვერ­ვამ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვა ამ სა­კი­თხზე, შე­აღ­წი­ეს ყველ­გან, კრემლში მო­მუ­შა­ვე პი­რებ­თა­ნაც გა­ვიდ­ნენ კონ­ტაქ­ტებ­ზე, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის შე­სა­ხებ ვე­რა­ფე­რი გა­არ­კვი­ეს. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბი არ არი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ ცი­ხე­ებ­ში და მათი საქ­მეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია.

- ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უნ­დობ­ლე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ. იმ ტე­რი­ტო­რი­ებს, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი ეგუ­ლე­ბათ უფრო დიდი მონ­დო­მე­ბით ბომ­ბა­ვენ.

- დიახ, ეს სი­მარ­თლეა, გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­ჩი­ან ქარ­თვე­ლებს. ვფიქ­რობ, ეს მათი კომ­პლექ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ასე­თი გან­წყო­ბე­ბის შექ­მნა­ში მუ­შა­ობს, რო­გორც სტა­ლი­ნის და ბე­რი­ას, ასე­ვე შე­ვარ­დნა­ძის ფაქ­ტო­რი. ქარ­თვე­ლი იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბურ­ჯიც და და­მან­გრე­ვე­ლიც. ახლა კი რო­დე­საც ქარ­თვე­ლი მათ წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღი­ზი­ა­ნებთ. მათ უნ­დათ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მუდ­მი­ვად მათ სა­სარ­გებ­ლოდ იბ­რძოდ­ნენ. რუ­სე­თი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პიკ­შია ეს ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩე­ნებ­საც ეტყო­ბა. კი, რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც არ უნდა იბ­რძო­დეს უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სე­ბი ყვე­ლას ერ­ჩი­ან, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ათ­მა­გად და ას­მა­გად გა­მო­ხა­ტა­ვენ აგ­რე­სი­ას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პუტინის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა - "რუსები ყველას ერჩიან, მაგრამ ქართველების მიმართ ათმაგად და ასმაგად გამოხატავენ აგრესიას"

პუტინის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს მიუსაჯა 25-წლიანი პატიმრობა - "რუსები ყველას ერჩიან, მაგრამ ქართველების მიმართ ათმაგად და ასმაგად გამოხატავენ აგრესიას"

მოსკოვის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ უკრაინაში მყოფ ქართველს - "კავკასიური კავშირის“ სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ლადო გამსახურდიას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ადრე დაკისრებული სასჯელის გათვალისწინებით, სასამართლომ შეიარაღებული ფორმირება "კავკასიური ლეგიონის“ ლიდერს ლადო გამსახურდიას დაუსწრებლად მიუსაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირველი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენი კი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთს სამხედრო სასამართლოს დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ლადო გამსახურდია 2024 წლის სექტემბერში კურსკის რეგიონში შეიჭრა, თავს დაესხა დასახლებულ პუნქტებს, ესროლა რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და სამართალდამცავების, საცხოვრებელ შენობებსა და სხვა ობიექტებს.

ცნობისთვის, ლადო გამსახურდია, რუსულმა სასამართლომ 2024 წლის დეკემბერშიც გაასამართლა დაუსწრებლად და დაქირავებულ მებრძოლობაში დასდო ბრალი . უფრო ვრცლად რუსეთის ბრალდებებსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ლადო გამსახურდია გვესაუბრება:

- უკრაინაში აღარ დარჩა ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის სასამართლოს დაუსწრებლად არ ჰყავს გასამართლებული. მე 2024 წელს 18 წელი მომისაჯეს, ახლა 25-ით შემიცვალეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსები მხოლოდ ქართულებს არ გვემუქრებიან ციხით. ეს ხალხი ვერავის პატიობს სიმართლის მხარეს ყოფნას. ზოგიერთ მათგანს იმდენ წლიანი განაჩენი აქვს გამოტანილი, რომ შეიძლება მაგდენი ხანი ადამიანმა საერთოდ ვერ იცოცხლოს.

- თქვენი 18 წლიანი განაჩენის 25 წლით შეცვლის მიზეზი აშკარად ის ფაქტია რომ შარშან კურსკის ოლქში ერთ-ერთი პირველი შეხვედით. ბოლოდროინდელი ცნობებით სუჯას ახლა რუსების სრულად აკონტროლებენ. თქვენ არ შეგიძლიათ ამის შესახებ თქვათ?

- ეს ინფორმაცია გაზვიადებულია, და არ შეესაბამება სრულ სიმართლეს, რუსები სუჯის მისადგომებთან არიან. ბრძოლები ისევ მიმდინარეობს, უკრაინელები ჯერჯერობით უკან დახევას არ აპირებენ. ასეთი ვერსიაც გავრცელდა, რომ თითქოს უკრაინამ სუჯა მოლაპარაკებების ფარგლებში დათმო, რა თქმა უნდა, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. უკრაინულმა ჯარებმა საჭიროებიდან გამომდინარე უკან დაიხიეს ბახმუტში, შემდეგ იგივე მოხდა ავდეევკის მაღლობის შემთხვევაშიც, არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სუჯა, ჯერ არ დაგვიკარგავს, იქ ბრძოლები ისევ მიმდინარეობს.

- უკრაინა და დანარჩენი მსოფლიო ახლა იმის მოლოდინშია, თუ როგორი იქნება რუსეთის პასუხი ამერიკის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავებულ შეთავაზებულ წინადადებებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმების შემთხვევაში, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, ის ქართველი მებრძოლები, რომლებსაც რუსებმა პატიმრობა მოგისაჯეს?

- ზოგადად, რუსების მიზანი ჩვენი დაშინებაა, მაგრამ... ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ინტერპოლს გადაეცემა. ჩვენზე დიდი საფრთხის წინაშე არიან ის ინგუში, ჩეჩენი და დაღესტნელი მებრძოლები, რომლებსაც თავის დროზე ისე დაურიგეს რუსული პასპორტები, რომ არც ჰკითხეს, უნდოდათ თუ არა ეს. ჩვენ კი თითოეული მათგანის საქმეზე, ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რომ ინტერპოლმა, რუსების მოთხოვნის საფუძველზე საერთაშორისო ძებნა არ დაიწყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდეს სისტემა, რის საფუძველზეც ინტერპოლი მიდგომებს შეცვლის ყველა იმ მებრძოლის მიმართ, ვინც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. უკრაინის დაცვა აღქმული უნდა იყოს ისე, როგორც ევროპის დაცვა. ირონიაა, რომ რუსები, რომელმაც მე 4 წლის ასაკში გამომაგდეს საკუთარი სახლიდან (აფხაზეთიდან დევნილი ვარ) და ამიწიოკეს ოჯახი, აქეთ მისჯიან 25 წელს. აქვე მინდა დავაფიქსირო ჩემი პროტესტი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნების“ მიმართ, იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის ამწიოკებლებს, ჩემი ნათესავებისა და ახლობლების მკვლელებს ბოდიში მოუხადა. მე მომიხადა ვინმემ ბოდიში, საკუთარი სახლიდან რომ გამომაგდეს? რატომ აკეთებენ ამას, ნუთუ მართლა აქვთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების იმედი? კი მაგრამ, როგორ? ილია ჭავჭავაძემ ვერ დაალაგა რუსეთთან ურთიერთობა, მანამდე ერეკლე მეფემ ვერ დაალაგა, ვერც გამსახურდიამ, შევარდნაძემ და სააკაშვილმა ვერ დაალაგეს. ბიძინა ივანიშვილს რა ჰგონია, მათზე ჭკვიანია? ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია, ის არის, რომ მუდმივად დათმობის პოლიტიკას გაატარებს და საქართველოს რუსეთის უკანა ეზოდ აქცევს.

რუსეთი არის მტაცებელი და თუ მართლა მშვიდობა გინდა და არა მონობა, მაშინ გამალებით უნდა აგებდე თავდაცვის ბარიერებს.

სამწუხარო რეალობა ასეთია, რაც არ უნდა დათმოს საქართველომ, რუსეთი მაინც არ გაითვალისწინებს ჩვენი ხალხის ინტერესებს, არც განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს და არც წართმეულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს. "ქართული ოცნება“ ვალდებულია დაიცვას ქართველი მებრძოლი ბიჭების უფლებები, რომლებსაც რუსები პატიმრობით ემუქრებიან. სხვათა შორის, ამ დროისთვისაც არაერთი ქართველი იმყოფება რუსეთის ციხეებში და აბსოლუტურად, გაურკვეველია მათი მდგომარეობა. ჩვენმა დაზვერვამ ძალიან აქტიურად იმუშავა ამ საკითხზე, შეაღწიეს ყველგან, კრემლში მომუშავე პირებთანაც გავიდნენ კონტაქტებზე, მაგრამ ქართველი ტყვეების შესახებ ვერაფერი გაარკვიეს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ტყვეები არ არიან ჩვეულებრივ ციხეებში და მათი საქმეც განსაკუთრებულად კონფიდენციალურია.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსები განსაკუთრებულად დაუნდობლები არიან ქართველების მიმართ. იმ ტერიტორიებს, სადაც ქართველები ეგულებათ უფრო დიდი მონდომებით ბომბავენ.

- დიახ, ეს სიმართლეა, განსაკუთრებით ერჩიან ქართველებს. ვფიქრობ, ეს მათი კომპლექსებიდან გამომდინარეობს. ასეთი განწყობების შექმნაში მუშაობს, როგორც სტალინის და ბერიას, ასევე შევარდნაძის ფაქტორი. ქართველი იყო საბჭოთა კავშირის ბურჯიც და დამანგრეველიც. ახლა კი როდესაც ქართველი მათ წინააღმდეგ იბრძვის, ეს განსაკუთრებულად აღიზიანებთ. მათ უნდათ, რომ ქართველები მუდმივად მათ სასარგებლოდ იბრძოდნენ. რუსეთი გაღიზიანების პიკშია ეს ქართველების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებსაც ეტყობა. კი, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იბრძოდეს უკრაინაში, რუსები ყველას ერჩიან, მაგრამ ქართველების მიმართ ათმაგად და ასმაგად გამოხატავენ აგრესიას.