სპორტი
სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება..." - საძილე აბები სასმელში, არაადამიანური მოპყრობა: მარადონას გარდაცვალების სკანდალური დეტალები: რას წერდა მისი ექიმი მესიჯებში?
"ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება..." - საძილე აბები სასმელში, არაადამიანური მოპყრობა: მარადონას გარდაცვალების  სკანდალური დეტალები: რას წერდა მისი ექიმი მესიჯებში?

ფეხ­ბურ­თის არ­გენ­ტი­ნე­ლი ლე­გენ­დის, დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ორ­ჯერ გა­და­ვა­დე­ბის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 11 მარტს და­ი­წყო.

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს 7 წარ­მო­მად­გე­ნელს ბრა­ლად ედე­ბა და­უ­დევ­რო­ბა, რა­მაც, შე­საძ­ლოა, ფეხ­ბურ­თე­ლის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

  • ბრალ­დე­ბულ­თა შო­რის არი­ან მა­რა­დო­ნას ნე­ი­რო­ქი­რურ­გი და პი­რა­დი ექი­მი, ლე­ო­პოლ­დო ლუკე, ფსი­ქი­ატ­რი და ფსი­ქო­ლო­გი, ორი ექი­მი, ორი ექთა­ნი და მათი უფ­რო­სი. ყვე­ლა მათ­გან­მა უარ­ყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე.

სა­სა­მარ­თლოს პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, არე­უ­ლო­ბაა არ­გენ­ტი­ნა­ში. ლე­გენ­დის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ქუ­ჩებ­ში გა­ვიდ­ნენ და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ. არ­გენ­ტი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო­ე­თით, სან ისიდ­როს სა­სა­მარ­თლო შე­ნო­ბის გა­რეთ, მა­რა­დო­ნას მე­გო­ბა­რი ქალი ვე­რო­ნი­კა ოჯე­და და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ბა­ნე­რე­ბით იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი.

maradona
მა­რა­დო­ნას ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი, ვე­რო­ნი­კა ოჯე­და

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა D10S-თვის" - ეწე­რათ მა­რა­დო­ნას მა­ი­სუ­რის ნო­მე­რი, ბა­ნე­რებ­ზე ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

  • “ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა იმის თქმა, რომ ის მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა!“ - დე­ტა­ლე­ბი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­რა­დო­ნა მ2020 წლის 25 ნო­ემ­ბერს, 60 წლის ასაკ­ში არ­გენ­ტი­ნა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მას თა­ვის ტვინ­ზე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მო­სავ­ლე­ლად მე­დი­ცი­ნის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ტკი­ცებს, რომ გუნ­დმა, რო­მე­ლიც მა­რა­დო­ნამ და­ი­ქი­რა­ვა, კრი­მი­ნა­ლუ­რი და­უ­დევ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, რა­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ლე­გენ­დის სიკ­ვდი­ლი მოჰ­ყვა.

სამ­შა­ბათს გა­მარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ხმა­უ­რის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა.

პრო­კუ­რო­რი პატ­რი­სიო ფერ­ა­რი ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ე­გო მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

პრო­კუ­რო­რი პატ­რი­სიო ფერ­ა­რი

“ყვე­ლა, ვინც ამ­ბობს, რომ ვერ ამ­ჩნევ­და იმას, რაც დი­ე­გოს თავს ხდე­ბო­და, ურ­ცხვად იტყუ­ე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­გემ­ჩნია. მას ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხე­დავ­დნენ სა­წოლ­ში რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა იმის თქმა, რომ ის მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა.

სა­ნამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და, ექი­მე­ბის ბან­და და­კა­ვე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ან­გა­რი­შე­ბის შევ­სე­ბით. ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, რომ აკე­თებ­დნენ იმას, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. მთელ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფ­მა, ყვე­ლამ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ამ უაზ­რო მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, პა­სუ­ხი უნდა აგოს დი­ე­გო მა­რა­დო­ნას სიკ­ვდილ­ზე.

ყვე­ლა, ვინც მა­რა­დო­ნას­თან სახ­ლში მი­დი­ო­და და ხე­დავ­და მას, კრი­ტი­კულს უწო­დებ­და მის მდგო­მა­რე­ო­ბას და ამა­ზე ექი­მებს მი­უ­თი­თებ­და“, – თქვა პრო­ცეს­ზე ფერ­ა­რიმ.

სა­სა­მარ­თლო­ზე სხვა სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბიც გახ­და ცნო­ბი­ლი.

  • Thesun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეთ­ვალ­ყუ­რე­თა ჯგუფს ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, რომ მა­რა­დო­ნა დი­ლით და სა­ღა­მოს ლუდს სვამ­და.
  • მას სას­მელ­ში სა­ძი­ლე აბებს უყ­რიდ­ნენ.
  • ხოლო WhatsApp-ში იპო­ვეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლებ­შიც მისი ნევ­რო­ლო­გი ლე­ო­პოლ­დო ლუკე წერ­და: “ეს მსუ­ქა­ნი კაცი, მალე მოკ­ვდე­ბა“.
ნევ­რო­ლო­გი ლე­ო­პოლ­დო ლუკე

მა­რა­დო­ნას ქო­ნე­ბა ოდეს­ღაც 70 მი­ლი­ონ­ზე მეტ დო­ლარს შე­ად­გენ­და, თუმ­ცა მან ალ­კოჰოლ­ზე და კო­კა­ინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სი­ცო­ცხლე­ში­ვე გაფ­ლან­გა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში, მისი გული 503 გრამს იწო­ნი­და, რაც თით­ქმის ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ნორ­მა­ლურ წო­ნას.

თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ტკი­ცებს, რომ სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­რა­დო­ნა გა­დარ­ჩე­ბო­და.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა პატ­რი­ციო ფერ­ა­რიმ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და: “იმ სა­ში­ნე­ლე­ბა­თა სახ­ლში, სა­დაც დი­ე­გო მა­რა­დო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა, არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია ის, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა“.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ასე­ვე ამ­ტკი­ცებს, რომ სახ­ლში არ იყო დე­ფიბ­რი­ლა­ტო­რი, სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფ­მა ვერ ჩა­ა­ტა­რა სა­ჭი­რო შე­მოწ­მე­ბე­ბი.

  • სის­ხლი­სა და შარ­დის ტეს­ტებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მა­რა­დო­ნას აძ­ლევ­დნენ რე­ცეპ­ტით გა­მო­წე­რი­ლი წამ­ლე­ბის კოქ­ტე­ილს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დეპ­რე­სი­ის, პა­ნი­კის შე­ტე­ვე­ბი­სა და ეპი­ლეფ­სი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ.

მა­რა­დო­ნას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის, დალ­მა­სა და ჯა­ნი­ნას ად­ვო­კატ­მა ფერ­ნან­დო ბურ­ლან­დომ სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ფეხ­ბურ­თელს ექი­მე­ბი ცხო­ვე­ლი­ვით ეპყრო­ბოდ­ნენ.

მა­რა­დო­ნას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - დალ­მა და ჯა­ნი­ნი სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მო­ცხად­დნენ

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, სა­დაც ჩვე­ნე­ბას 100-მდე მოწ­მე მის­ცემს. თუკი ბრალ­დე­ბუ­ლებს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­უ­დას­ტურ­დათ, მათ 25 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება..." - საძილე აბები სასმელში, არაადამიანური მოპყრობა: მარადონას გარდაცვალების სკანდალური დეტალები: რას წერდა მისი ექიმი მესიჯებში?

"ეს მსუქანი კაცი მალე მოკვდება..." - საძილე აბები სასმელში, არაადამიანური მოპყრობა: მარადონას გარდაცვალების  სკანდალური დეტალები: რას წერდა მისი ექიმი მესიჯებში?

ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების საქმეზე, ორჯერ გადავადების შემდეგ, სასამართლო პროცესი 11 მარტს დაიწყო.

სამედიცინო სფეროს 7 წარმომადგენელს ბრალად ედება დაუდევრობა, რამაც, შესაძლოა, ფეხბურთელის სიკვდილი გამოიწვია.

  • ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე.

სასამართლოს პროცესის პარალელურად, არეულობაა არგენტინაში. ლეგენდის თაყვანისმცემლები ქუჩებში გავიდნენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. არგენტინის დედაქალაქის ჩრდილოეთით, სან ისიდროს სასამართლო შენობის გარეთ, მარადონას მეგობარი ქალი ვერონიკა ოჯედა და გულშემატკივრები ბანერებით იყვნენ შეკრებილი.

maradona
მარადონას ყოფილი პარტნიორი, ვერონიკა ოჯედა

"სამართლიანობა D10S-თვის" - ეწერათ მარადონას მაისურის ნომერი, ბანერებზე ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას.

  • “ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი არ ყოფილა!“ - დეტალები

შეგახსენებთ, რომ მარადონა მ2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა და მოსავლელად მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ჰყავდა დაქირავებული.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ გუნდმა, რომელიც მარადონამ დაიქირავა, კრიმინალური დაუდევრობა გამოავლინა, რასაც სავარაუდოდ, ლეგენდის სიკვდილი მოჰყვა.

სამშაბათს გამართული სასამართლო სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

პროკურორი პატრისიო ფერარი ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა.

პროკურორი პატრისიო ფერარი

“ყველა, ვინც ამბობს, რომ ვერ ამჩნევდა იმას, რაც დიეგოს თავს ხდებოდა, ურცხვად იტყუება. შეუძლებელი იყო მისი მდგომარეობა არ შეგემჩნია. მას ასეთ მდგომარეობაში ხედავდნენ საწოლში რამდენიმე დღის განმავლობაში. ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი არ ყოფილა.

სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, ექიმების ბანდა დაკავებული იყო მხოლოდ ანგარიშების შევსებით. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ აკეთებდნენ იმას, რაც სინამდვილეში არ გაუკეთებიათ. მთელმა სამედიცინო ჯგუფმა, ყველამ, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ უაზრო მკურნალობაზე, პასუხი უნდა აგოს დიეგო მარადონას სიკვდილზე.

ყველა, ვინც მარადონასთან სახლში მიდიოდა და ხედავდა მას, კრიტიკულს უწოდებდა მის მდგომარეობას და ამაზე ექიმებს მიუთითებდა“, – თქვა პროცესზე ფერარიმ.

სასამართლოზე სხვა სკანდალური დეტალებიც გახდა ცნობილი.

  • Thesun-ის ინფორმაციით, მეთვალყურეთა ჯგუფს ჰქონდა პრეტენზია, რომ მარადონა დილით და საღამოს ლუდს სვამდა.
  • მას სასმელში საძილე აბებს უყრიდნენ.
  • ხოლო WhatsApp-ში იპოვეს შეტყობინება, რომლებშიც მისი ნევროლოგი ლეოპოლდო ლუკე წერდა: “ეს მსუქანი კაცი, მალე მოკვდება“.
ნევროლოგი ლეოპოლდო ლუკე

მარადონას ქონება ოდესღაც 70 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენდა, თუმცა მან ალკოჰოლზე და კოკაინზე დამოკიდებულების გამო, ქონების დიდი ნაწილი სიცოცხლეშივე გაფლანგა. გარდაცვალების მომენტში, მისი გული 503 გრამს იწონიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ნორმალურ წონას.

თუმცა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში მარადონა გადარჩებოდა.

მთავარმა პროკურორმა პატრიციო ფერარიმ სასამართლოს განუცხადა: “იმ საშინელებათა სახლში, სადაც დიეგო მარადონა გარდაიცვალა, არავის გაუკეთებია ის, რაც უნდა გაეკეთებინა“.

პროკურატურა ასევე ამტკიცებს, რომ სახლში არ იყო დეფიბრილატორი, სამედიცინო ჯგუფმა ვერ ჩაატარა საჭირო შემოწმებები.

  • სისხლისა და შარდის ტესტებმა აჩვენა, რომ მარადონას აძლევდნენ რეცეპტით გამოწერილი წამლების კოქტეილს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, პანიკის შეტევებისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ.

მარადონას ქალიშვილების, დალმასა და ჯანინას ადვოკატმა ფერნანდო ბურლანდომ სასამართლოს განუცხადა, რომ ფეხბურთელს ექიმები ცხოველივით ეპყრობოდნენ.

მარადონას ქალიშვილები - დალმა და ჯანინი სასამართლოზე გამოცხადდნენ

სასამართლო პროცესი ივლისამდე გაგრძელდება, სადაც ჩვენებას 100-მდე მოწმე მისცემს. თუკი ბრალდებულებს განზრახ მკვლელობა დაუდასტურდათ, მათ 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო

იხილეთ ასევე: