პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინეთისთვის პორტი კარიბჭე გახდება... მისი მშენებლობის გეგმები საქართველოს პოლიტიკაში არეულობას იწვევს" - რას წერს The New York Times-ი?
"ჩინეთისთვის პორტი კარიბჭე გახდება... მისი მშენებლობის გეგმები საქართველოს პოლიტიკაში არეულობას იწვევს" - რას წერს The New York Times-ი?

"ჩი­ნუ­რი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის გეგ­მე­ბი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა­ში არე­უ­ლო­ბას იწ­ვევს", - ამ სა­თა­უ­რით სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა The New York Times-ი აქ­ვეყ­ნებს.

  • "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­ყო­ველ­თაო აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია იმის გა­მო­ცხა­დე­ბით, რომ შავ ზღვა­ზე პორ­ტის პრო­ექ­ტი ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცე­მო­და, მას შემ­დეგ, რაც კონ­სორ­ცი­უმ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც და­სავ­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი შე­დი­ოდ­ნენ, გა­უქ­მდა“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ივან ნე­ჩე­პუ­რენ­კო აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი ამ­ბი­ცი­უ­რი ძა­ლის გავ­ლე­ნა ნა­თე­ლი ხდე­ბა.

"წე­ლი­წად­ზე მე­ტია, პრო­და­სავ­ლუ­რი საპ­რო­ტეს­ტო მარ­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, რო­მე­ლიც რუ­სეთს ესა­ზღვრე­ბა, თა­ვი­ანთ მთავ­რო­ბას იმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ ის მოს­კოვს ნე­ბას რთავს ქვე­ყა­ნა­ზე კონ­ტრო­ლი აღად­გი­ნოს. მაგ­რამ, 3,6 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ნა­თე­ლი ხდე­ბა კი­დევ ერთი ამ­ბი­ცი­უ­რი ძა­ლის გავ­ლე­ნა. ბოლო წლებ­ში ჩი­ნეთ­მა რე­გი­ონ­ში თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­აძ­ლი­ე­რა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აშე­ნე­ბი­თა და სა­ვაჭ­რო მარ­შრუ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბით, რი­თაც იმე­დოვ­ნებს, რომ მის ეკო­ნო­მი­კას გა­აძ­ლი­ე­რებს“, - წერს ავ­ტო­რი.

  • ავ­ტო­რი წერს, რომ ცენ­ტრა­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­ლი მუ­შე­ბი კლდე­ებ­ში გვი­რა­ბებს ჭრი­ან, რათა ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის და­სა­კავ­ში­რებ­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე გზატ­კე­ცი­ლი აა­შე­ნონ.

"ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით, ჩი­ნურ კომ­პა­ნია China Railway Tunnel Group-ს 5,5 მი­ლის სიგ­რძის გვი­რა­ბი გაჰ­ყავს, რათა რუ­სეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზატ­კე­ცი­ლი გა­ა­ფარ­თო­ოს. ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­ში მზა­დე­ბა კი­დევ ერთი ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის, China Communications Construction Company-სთვის მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა შავ ზღვა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი აა­შე­ნოს, პე­კი­ნის "სარ­ტყე­ლი და გზის“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სა­ვაჭ­რო ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში“, - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პორ­ტს ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ხე­ლი არ აქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ დე­ბა­ტე­ბის სა­კითხს წარ­მო­ად­გენს, "რე­გი­ონ­ში ჩი­ნე­თის მზარ­დი გავ­ლე­ნი­სა და ქვეყ­ნის კურ­სის და­სავ­ლე­თი­დან შე­მობ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ“.

"სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც ამ­წვა­ვებს, რომ პრო­ექ­ტი ჩა­მო­არ­თვეს ქარ­თულ, ევ­რო­პულ და ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ე­ბის ჯგუფს - "ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“ - და სა­ბო­ლო­ოდ გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას დაჰ­პირ­დნენ. გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პორ­ტის პრო­ექ­ტის მი­ნი­ჭე­ბა ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის­თვის "შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში და­ფუძ­ნე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში“ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვილ­თან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ავ­ტო­რი წერს, რომ "პორ­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კავ­კა­სი­ა­სა და რე­გი­ონ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას გარ­დაქ­მნის და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნულ სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძად გარ­დაქ­მნას შე­უ­წყობს ხელს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბი ჯერ კი­დევ ზუს­ტდე­ბა, მაგ­რამ ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნია პორ­ტის 49%-ს მი­ი­ღებს, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში სა­კონ­ტრო­ლო წილი იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე ჩი­ნუ­რი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის­გან 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ელის”.

"ჩი­ნე­თის­თვის პორ­ტი კავ­კა­სი­ა­ში კა­რიბ­ჭე გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც აზი­ას ევ­რო­პას­თან და­ა­კავ­ში­რებს "შუა დე­რეფ­ნის“ მეშ­ვე­ო­ბით. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ებს თა­ვი­ან­თი სა­ქო­ნე­ლი ჩი­ნე­თი­დან რკი­ნიგ­ზით ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ი­სა და კას­პი­ის ზღვის გავ­ლით ევ­რო­პა­ში გა­და­ი­ტა­ნონ. რუ­სე­თი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი გახ­დეს. პორ­ტის გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა ხაზს უს­ვამს იმას, თუ რო­გორ იზ­რდე­ბა რე­გი­ონ­ში მე­ტო­ქე­ო­ბა ჩი­ნეთ­სა და აშშ-ს შო­რის და ეს სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს პა­ტა­რა ქვეყ­ნებს ით­რევს“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

"ჩინეთისთვის პორტი კარიბჭე გახდება... მისი მშენებლობის გეგმები საქართველოს პოლიტიკაში არეულობას იწვევს" - რას წერს The New York Times-ი?

"ჩინეთისთვის პორტი კარიბჭე გახდება... მისი მშენებლობის გეგმები საქართველოს პოლიტიკაში არეულობას იწვევს" - რას წერს The New York Times-ი?

"ჩინური პორტის მშენებლობის გეგმები ყოფილი საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკაში არეულობას იწვევს", - ამ სათაურით სტატიას გამოცემა The New York Times-ი აქვეყნებს.

  • "საქართველოს მთავრობამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია იმის გამოცხადებით, რომ შავ ზღვაზე პორტის პროექტი ჩინურ კომპანიას გადაეცემოდა, მას შემდეგ, რაც კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება, რომელშიც დასავლური კომპანიები შედიოდნენ, გაუქმდა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი, ივან ნეჩეპურენკო აღნიშნავს, რომ საქართველოში კიდევ ერთი ამბიციური ძალის გავლენა ნათელი ხდება.

"წელიწადზე მეტია, პროდასავლური საპროტესტო მარშის მონაწილეები საქართველოში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, თავიანთ მთავრობას იმაში ადანაშაულებენ, რომ ის მოსკოვს ნებას რთავს ქვეყანაზე კონტროლი აღადგინოს. მაგრამ, 3,6 მილიონიან ქვეყანაში მოგზაურობისას ნათელი ხდება კიდევ ერთი ამბიციური ძალის გავლენა. ბოლო წლებში ჩინეთმა რეგიონში თავისი საქმიანობა გააძლიერა, ინფრასტრუქტურის აშენებითა და სავაჭრო მარშრუტების გაფართოებით, რითაც იმედოვნებს, რომ მის ეკონომიკას გააძლიერებს“, - წერს ავტორი.

  • ავტორი წერს, რომ ცენტრალურ საქართველოში ჩინელი მუშები კლდეებში გვირაბებს ჭრიან, რათა ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად თანამედროვე გზატკეცილი ააშენონ.

"ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group-ს 5,5 მილის სიგრძის გვირაბი გაჰყავს, რათა რუსეთთან დამაკავშირებელი გზატკეცილი გააფართოოს. ქვეყნის დასავლეთში მზადება კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, China Communications Construction Company-სთვის მიმდინარეობს, რათა შავ ზღვაზე საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ააშენოს, პეკინის "სარტყელი და გზის“ ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო ინიციატივის ფარგლებში“, - აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პორტს ჯერჯერობით სახელი არ აქვს, თუმცა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დებატების საკითხს წარმოადგენს, "რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენისა და ქვეყნის კურსის დასავლეთიდან შემობრუნების შესახებ“.

"სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ პროექტი ჩამოართვეს ქართულ, ევროპულ და ამერიკულ კომპანიების ჯგუფს - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ - და საბოლოოდ გასული წლის მაისში ჩინურ კომპანიას დაჰპირდნენ. გასული წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პორტის პროექტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის "შეუთავსებელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში“ გაწევრიანების სურვილთან“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ "პორტი, სავარაუდოდ, კავკასიასა და რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობას გარდაქმნის და საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო კვანძად გარდაქმნას შეუწყობს ხელს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ ჩინური კომპანია პორტის 49%-ს მიიღებს, ხოლო საქართველოს მფლობელობაში საკონტროლო წილი იქნება. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ჩინური სამშენებლო კომპანიისგან 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელის”.

"ჩინეთისთვის პორტი კავკასიაში კარიბჭე გახდება, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს "შუა დერეფნის“ მეშვეობით. ეს საშუალებას მისცემს ჩინურ კომპანიებს თავიანთი საქონელი ჩინეთიდან რკინიგზით ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის გავლით ევროპაში გადაიტანონ. რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება, შეიძლება პროექტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი გახდეს. პორტის გარშემო ვითარება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ იზრდება რეგიონში მეტოქეობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის და ეს საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს ითრევს“, - ნათქვამია სტატიაში.