პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთმა აშშ-ს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პირობები წარუდგინა - რა მოითხოვა კრემლმა
რუსეთმა აშშ-ს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პირობები წარუდგინა - რა მოითხოვა კრემლმა

რუ­სეთ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის დას­რუ­ლე­ბის და ვა­შინგტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნე­ბის სია წა­რუდ­გი­ნა, - ამის შე­სა­ხებ Reuters-ი ორ ინ­ფორ­მი­რე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

  • გა­მო­ცე­მა წერს, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლია კონ­კრე­ტუ­ლად რა შე­ი­ტა­ნა მოს­კოვ­მა აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში ან მზად არის თუ არა ჩა­ერ­თოს კი­ევ­თან სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მათ მი­ღე­ბამ­დე.

Reuters-ის წყა­რო­ე­ბის თქმით, კრემ­ლმა ვრცე­ლი პი­რო­ბე­ბი წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის, აშშ-სა და ნატო-ს მი­მართ მოს­კო­ვის მიერ ადრე წარ­დგე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის მსგავ­სია.

Reuters-ი წერს, რომ ად­რინ­დე­ლი პი­რო­ბე­ბი მო­ი­ცავ­და მო­თხოვ­ნას, რომ უკ­რა­ი­ნა ნატო-ს წევ­რი არ უნდა გახ­დეს, შე­თან­ხმე­ბას უკ­რა­ი­ნა­ში უცხო­უ­რი ჯა­რე­ბის არ გან­ლა­გე­ბის შე­სა­ხებ და პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრე­ტენ­ზი­ის - რომ ყი­რი­მი და უკ­რა­ი­ნის ოთხი რე­გი­ო­ნი რუ­სე­თის კუთ­ვნი­ლე­ბაა - სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი ელო­დე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, და­თან­ხმდე­ბა თუ არა 30-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტას, რის­თვი­საც უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ მზად­ყოფ­ნა გა­მო­ხა­ტა.

ამას­თან, Reuters-ი იხ­სე­ნებს, რომ აშშ-ისა და რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ბოლო კვი­რებ­ში აცხა­დებ­დნენ, რომ შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­მა, კი­ევ­მა და მოს­კოვ­მა 2022 წელს სტამ­ბოლ­ში გა­ნი­ხი­ლეს, შე­იძ­ლე­ბა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი გახ­დეს. აღ­ნიშ­ნულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე რუ­სეთ­მა მოს­თხო­ვა უკ­რა­ი­ნას, უარი ეთ­ქვა ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გეგ­მა­ზე და ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის­გან სა­მუ­და­მოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნის სტა­ტუსს დას­თან­ხმე­ბო­და. მოს­კოვ­მა ასე­ვე მო­ი­თხო­ვა ვე­ტოს და­დე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც, ომის შემ­თხვე­ვა­ში, უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა სურთ.

Reuters-ი წერს, რომ რო­გორც ჩანს, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ყო­ფი­ლია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სტივ უიტ­კოფ­მა სტამ­ბო­ლის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს მყა­რი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ის, შე­საძ­ლოა, გახ­დეს ორი­ენ­ტი­რი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის­თვის. უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის სა­კი­თხებ­ში დო­ნალდ ტრამ­პის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კიტ კე­ლოგ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ სტამ­ბო­ლის შე­თან­ხმე­ბას ამო­სა­ვალ წერ­ტი­ლად არ მი­იჩ­ნევს.

„ვფიქ­რობ, ჩვენ უნდა შე­ვი­მუ­შა­ოთ რა­ღაც სრუ­ლი­ად ახა­ლი“, - აღ­ნიშ­ნა კე­ლოგ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

რუსეთმა აშშ-ს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პირობები წარუდგინა - რა მოითხოვა კრემლმა

რუსეთმა აშშ-ს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პირობები წარუდგინა - რა მოითხოვა კრემლმა

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა, - ამის შესახებ Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

  • გამოცემა წერს, რომ გაურკვეველია კონკრეტულად რა შეიტანა მოსკოვმა აღნიშნულ სიაში ან მზად არის თუ არა ჩაერთოს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე.

Reuters-ის წყაროების თქმით, კრემლმა ვრცელი პირობები წარადგინა, რომელიც უკრაინის, აშშ-სა და ნატო-ს მიმართ მოსკოვის მიერ ადრე წარდგენილი მოთხოვნების მსგავსია.

Reuters-ი წერს, რომ ადრინდელი პირობები მოიცავდა მოთხოვნას, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეტენზიის - რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის კუთვნილებაა - საერთაშორისო აღიარებას.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ელოდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, დათანხმდება თუ არა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა.

ამასთან, Reuters-ი იხსენებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო კვირებში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების პროექტი, რომელიც ვაშინგტონმა, კიევმა და მოსკოვმა 2022 წელს სტამბოლში განიხილეს, შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი გახდეს. აღნიშნულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა მოსთხოვა უკრაინას, უარი ეთქვა ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე და ბირთვული იარაღისგან სამუდამოდ თავისუფალი ქვეყნის სტატუსს დასთანხმებოდა. მოსკოვმა ასევე მოითხოვა ვეტოს დადება იმ ქვეყნების ქმედებებზე, რომლებსაც, ომის შემთხვევაში, უკრაინის დახმარება სურთ.

Reuters-ი წერს, რომ როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა სტამბოლის მოლაპარაკებებს მყარი და შინაარსობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ის, შესაძლოა, გახდეს ორიენტირი სამშვიდობო შეთანხმებისთვის. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა კი განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმებას ამოსავალ წერტილად არ მიიჩნევს.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ რაღაც სრულიად ახალი“, - აღნიშნა კელოგმა.