მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ბულბულის" ემოციური ტრიუმფი - დათო კენჭიაშვილი კონცერტის შემდგომ ემოციებს გვიზიარებს
"საქართველოს ბულბულის" ემოციური ტრიუმფი - დათო კენჭიაშვილი კონცერტის შემდგომ ემოციებს გვიზიარებს

7 მარტს თბი­ლი­სის ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლის სოლო კონ­ცერ­ტმა სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. „სა­ქარ­თვე­ლოს ბულ­ბუ­ლის“ მო­სას­მე­ნად მსმე­ნე­ლი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­დან, არა­მედ მის სა­ზღვრებს გა­რე­და­ნაც, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ჩა­მო­ვი­და. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში შეკ­რე­ბილ გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის იყ­ვნენ ემიგ­რან­ტე­ბი და­ღეს­ტნი­დან, ინ­გუ­შე­თი­დან, ჩე­ხე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან და საფ­რან­გე­თი­დან.

სა­ღა­მომ და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­უ­ტო­ვა მა­ყუ­რე­ბელს, ისე­თი, რო­გორ­საც მხო­ლოდ ნამ­დვი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა და გულ­წრფე­ლი სცე­ნუ­რი შეს­რუ­ლე­ბა ქმნის.

„დედა ღვთი­საა“ – კონ­ცერ­ტი ტრა­დი­ცი­უ­ლად მომ­ღერ­ლის დე­დის ხსოვ­ნას და ყვე­ლა დე­დას მი­ე­ძღვნა.

კონ­ცერ­ტის შემ­დგომ დათო კენ­ჭი­აშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რა – რას ნიშ­ნავ­და ეს დღე მის­თვის, რამ­დე­ნად ელო­და ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში?

უკვე მე­სა­მედ გქონ­დათ კონ­ცერ­ტი ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, რო­მელ­მაც სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. რამ­დე­ნად ელო­დით ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას? გაგ­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ჩემს კონ­ცერ­ტზე ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან შე­იკ­რი­ბე­ბო­და. წელს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რი იყო. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და მხარ­და­ჭე­რა, რო­მელ­საც სცე­ნი­დან ყო­ველ წამს ვგრძნობ­დი. მსმე­ნე­ლის­გან წა­მო­სუ­ლი ეს ენერ­გია ჩემ­თვის იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ სა­კუ­თარ თავ­ში კი­დევ უფრო მეტი ძალა ვი­პო­ვე – ორ­მა­გად ვცდი­ლობ­დი, ორ­მა­გად გა­დავ­ცემ­დი ჩემს ემო­ცი­ას და უფრო ძლი­ე­რად ვგრძნობ­დი მუ­სი­კის სიღ­რმეს.

რო­დე­საც ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს გრძნობ შენს ქვე­ყა­ნა­ში, შე­ნი­ვე ხალ­ხის­გან, ეს ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რია. ჩემი ხალ­ხი, ჩემი ქვე­ყა­ნა არის ჩემი მთა­ვა­რი სა­ზო­მი – მათი გვერ­დში დგო­მა და ეს ერ­თი­ა­ნო­ბა ჩემ­თვის ამ დღე­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ემო­ცი­აა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ასე­თი ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ამ დო­ზით აქამ­დე არ მიგ­რძნია– და ეს შეგ­რძნე­ბა ჩემ­თან დიდი ხნით დარ­ჩე­ბა.

მსმე­ნე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი უდი­დე­სი ძა­ლაა ნე­ბის­მი­ე­რი არ­ტის­ტის­თვის. რო­გორ აღიქ­ვამთ იმ ფაქტს, რომ ხალ­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­დის თქვე­ნი კონ­ცერ­ტის­თვის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან?

ხე­ლოვ­ნე­ბას უდი­დე­სი ძალა აქვს – ის ეხე­ბა არა მხო­ლოდ მუ­სი­კას, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, მათ ემო­ცი­ებ­სა და შეგ­რძნე­ბებს. ეს ძალა იწ­ვევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ყუ­რა­დღე­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბას, ზოგ­ჯერ კი შიშ­საც. ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად აჩენს სიყ­ვა­რუ­ლის და გა­მარ­ჯვე­ბის გან­ცდას, მაგ­რამ ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. ხე­ლო­ვა­ნი ყო­ველ­თვის აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ბედ­ნი­ე­რე­ბის წყა­რო, მაგ­რამ ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც აღიქ­ვან. ხე­ლოვ­ნე­ბა ისე­თი­ვე ძლი­ერ ემო­ცი­ას იწ­ვევს, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი – ზო­გის­თვის ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, ზო­გის­თვის კი გა­უ­ცხო­ე­ბაც. ამი­ტომ, როცა სცე­ნი­დან ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს გრძნობ, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შენი შე­მოქ­მე­დე­ბა იყოს გულ­წრფე­ლი, სუფ­თა ვიბ­რა­ცი­ე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი.

ეს ვიბ­რა­ცი­ე­ბი მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი არ არის – ეს არის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის ემო­ცია, რო­მელ­საც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერ­თნა­ი­რად შე­იგ­რძნობს, ენის ბა­რი­ე­რის მი­უ­ხე­და­ვად. სწო­რედ ამი­ტომ, ამ კონ­ცერ­ტზე ჩა­მო­ვიდ­ნენ მსმე­ნე­ლე­ბი და­ღეს­ტნი­დან, ინ­გუ­შე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ჩე­ხე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან. მათ შო­რის იყ­ვნენ რო­გორც ემიგ­რან­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­ში ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა წა­ი­ღეს, ისე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ ვიბ­რა­ცი­ე­ბის სიძ­ლი­ე­რე სხვა­ნა­ი­რად, მაგ­რამ ისე­ვე ღრმად შე­იგ­რძნეს. ეს კონ­ცერ­ტი კი­დევ ერთხელ იყო და­დას­ტუ­რე­ბა იმი­სა, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა ცდე­ბა სა­ზღვრებს – ის ქმნის ერ­თი­ან ემო­ცი­ურ სივ­რცეს, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეს­მის, მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა და მშობ­ლი­უ­რი ენის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა.

„დედა ღვთი­საა“ – კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას ატა­რებს. რას ნიშ­ნავს ეს სა­ღა­მო თქვენ­თვის და რამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო წლე­ვან­დე­ლი კონ­ცერ­ტი?

კონ­ცერ­ტი „დედა ღვთი­საა“ უკვე თა­ვად­ვე ატა­რებს უდი­დეს სიმ­ბო­ლურ დატ­ვირ­თვას. მაგ­რამ რო­დე­საც ამ სა­ხე­ლის ქვეშ დე­დაც მო­ი­აზ­რე­ბა, ეს ემო­ცი­ას კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს – ის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ენერ­გი­ის სრუ­ლი­ად სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­დის. ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტი უნი­კა­ლუ­რია, მაგ­რამ ამ სა­ღა­მოს­თვის ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი. ვცდი­ლობ, რომ ყო­ველ წელს რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ვი­ტა­ნო, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი მუხ­ტი უც­ვლე­ლი რჩე­ბა. ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მას­ში უამ­რა­ვი ჟან­რობ­რი­ვი ელე­მენ­ტი ერ­თი­ან­დე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც კონ­ცერ­ტი დე­დის ხსოვ­ნას ეძღვნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად სხვაგ­ვარ ენერ­გი­ა­ში გა­და­დის.

ამ დღეს სცე­ნა­ზე ჩემი ვიბ­რა­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის უფრო რბი­ლი, თბი­ლი და ემო­ცი­უ­რად სიღ­რმი­სე­უ­ლია. ეს არ არის მხო­ლოდ მუ­სი­კა – ეს არის გან­ცდა, კავ­ში­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ტალ­ღა, რო­მე­ლიც იმ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მი­დის, ვინც დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ეს კონ­ცერ­ტი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გზით უნდა შეს­რულ­დეს – იმ ვიბ­რა­ცი­ით, რო­მელ­საც მხო­ლოდ ეს დღე მო­ი­თხოვს.

რა არის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი? უნდა ვე­ლო­დოთ ახალ პრო­ექ­ტებს, კო­ლა­ბო­რა­ცი­ებს ან კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ კონ­ცერ­ტებს?

ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი ყო­ველ­თვის ბევ­რი და მრა­ვალ­მხრი­ვია. ვმუ­შა­ობ რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც თით­ქმის ყვე­ლა ჟან­რი ერ­თი­ან­დე­ბა, თუმ­ცა ჩემი მთა­ვა­რი ღერ­ძი ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რია – მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­ზეც გა­ვი­ზარ­დე და რო­მე­ლიც ჩემ­თვის იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია. სწო­რედ ამი­ტომ, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად მო­დის – ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემ­თვის მუდ­მი­ვი ძი­ე­ბაა, თუმ­ცა მისი ფეს­ვე­ბი ყო­ველ­თვის ქარ­თულ მუ­სი­კა­ში რჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ცერ­ტებს – და­ვი­წყეთ ტურ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. პირ­ველ ეტაპ­ზე ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი და ზუგ­დი­დი იქ­ნე­ბა ის ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც ჩემს მსმე­ნელ­თან ერ­თად კი­დევ ერთხელ შევ­ქმნით იმ სა­ო­ცარ ერ­თო­ბას, რა­საც ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ვიგ­რძე­ნით. ამ ტურ­ნეს ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად მი­ვუ­ძღვე­ნი – მათ­თვის, ვინც დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მოს­ვლას ვერ მო­ა­ხერ­ხა, ახლა მე მივ­დი­ვარ მათ­თან.

მჯე­რა, რომ მუ­სი­კა სა­ზღვრებს არ ცნობს – არც გე­ოგ­რა­ფი­ულს, არც ემო­ცი­ურს. ამი­ტომ, ვი­მოგ­ზა­უ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში, მი­ვი­ტანთ იმ გან­ცდას, რაც ერ­თად გა­ვი­ზი­ა­რეთ ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, და შევ­ხვდე­ბით ჩვენს მსმე­ნელს იქ, სა­დაც ისი­ნი არი­ან. ჩვენ, ხე­ლო­ვა­ნე­ბი, ჩვენს საქ­მე­ში ქვეყ­ნის ელ­ჩე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი ვართ – და ამ გზა­ზე სი­ხა­რუ­ლით მივ­დი­ვარ, რად­გან ვიცი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ერ­თო­ბას, ჩვენს სა­ერ­თო ენერ­გი­ას, ჩვენს მუ­სი­კას ეკუთ­ვნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საქართველოს ბულბულის" ემოციური ტრიუმფი - დათო კენჭიაშვილი კონცერტის შემდგომ ემოციებს გვიზიარებს

"საქართველოს ბულბულის" ემოციური ტრიუმფი - დათო კენჭიაშვილი კონცერტის შემდგომ ემოციებს გვიზიარებს

7 მარტს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. „საქართველოს ბულბულის“ მოსასმენად მსმენელი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მის საზღვრებს გარედანაც, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. ფილარმონიაში შეკრებილ გულშემატკივრებს შორის იყვნენ ემიგრანტები დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან.

საღამომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა მაყურებელს, ისეთი, როგორსაც მხოლოდ ნამდვილი ხელოვნება და გულწრფელი სცენური შესრულება ქმნის.

„დედა ღვთისაა“ – კონცერტი ტრადიციულად მომღერლის დედის ხსოვნას და ყველა დედას მიეძღვნა.

კონცერტის შემდგომ დათო კენჭიაშვილმა საკუთარი ემოციები გაგვიზიარა – რას ნიშნავდა ეს დღე მისთვის, რამდენად ელოდა ასეთ გამოხმაურებას და რა გეგმები აქვს მომავალში?

უკვე მესამედ გქონდათ კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. რამდენად ელოდით ამხელა გამოხმაურებას? გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები...

- სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ჩემს ქვეყანაში, ჩემს კონცერტზე ამდენი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბებოდა. წელს ყველაფერი კიდევ უფრო ემოციური იყო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ის უდიდესი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც სცენიდან ყოველ წამს ვგრძნობდი. მსმენელისგან წამოსული ეს ენერგია ჩემთვის იმდენად ძლიერი იყო, რომ საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტი ძალა ვიპოვე – ორმაგად ვცდილობდი, ორმაგად გადავცემდი ჩემს ემოციას და უფრო ძლიერად ვგრძნობდი მუსიკის სიღრმეს.

როდესაც ამხელა სიყვარულს გრძნობ შენს ქვეყანაში, შენივე ხალხისგან, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. ჩემი ხალხი, ჩემი ქვეყანა არის ჩემი მთავარი საზომი – მათი გვერდში დგომა და ეს ერთიანობა ჩემთვის ამ დღეების ყველაზე დიდი ემოციაა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ჩემს ქვეყანაში ამ დოზით აქამდე არ მიგრძნია– და ეს შეგრძნება ჩემთან დიდი ხნით დარჩება.

მსმენელის სიყვარული უდიდესი ძალაა ნებისმიერი არტისტისთვის. როგორ აღიქვამთ იმ ფაქტს, რომ ხალხი სპეციალურად ჩამოდის თქვენი კონცერტისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან?

ხელოვნებას უდიდესი ძალა აქვს – ის ეხება არა მხოლოდ მუსიკას, არამედ ადამიანების შინაგან სამყაროს, მათ ემოციებსა და შეგრძნებებს. ეს ძალა იწვევს პასუხისმგებლობას, ყურადღებას, ბედნიერებას, ზოგჯერ კი შიშსაც. ხელოვნება ერთდროულად აჩენს სიყვარულის და გამარჯვების განცდას, მაგრამ ასევე შეიძლება განსხვავებული რეაქციებიც გამოიწვიოს. ხელოვანი ყოველთვის აცნობიერებს, რომ მისი შემოქმედება შეიძლება იყოს ბედნიერების წყარო, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სხვაგვარადაც აღიქვან. ხელოვნება ისეთივე ძლიერ ემოციას იწვევს, როგორც სიყვარული – ზოგისთვის ეს გაერთიანებაა, ზოგისთვის კი გაუცხოებაც. ამიტომ, როცა სცენიდან ამხელა სიყვარულს გრძნობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შენი შემოქმედება იყოს გულწრფელი, სუფთა ვიბრაციებით გაჟღენთილი.

ეს ვიბრაციები მხოლოდ ქართული არ არის – ეს არის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ემოცია, რომელსაც ყველა ადამიანი ერთნაირად შეიგრძნობს, ენის ბარიერის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, ამ კონცერტზე ჩამოვიდნენ მსმენელები დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან. მათ შორის იყვნენ როგორც ემიგრანტები, რომლებმაც შორეულ ქვეყნებში ქართული მუსიკა წაიღეს, ისე ადგილობრივები, რომლებმაც ამ ვიბრაციების სიძლიერე სხვანაირად, მაგრამ ისევე ღრმად შეიგრძნეს. ეს კონცერტი კიდევ ერთხელ იყო დადასტურება იმისა, რომ ხელოვნება ცდება საზღვრებს – ის ქმნის ერთიან ემოციურ სივრცეს, რომელიც ყველას ესმის, მიუხედავად ეროვნებისა და მშობლიური ენის განსხვავებულობისა.

„დედა ღვთისაა“ – კონცერტი, რომელიც განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. რას ნიშნავს ეს საღამო თქვენთვის და რამდენად განსხვავებული იყო წლევანდელი კონცერტი?

კონცერტი „დედა ღვთისაა“ უკვე თავადვე ატარებს უდიდეს სიმბოლურ დატვირთვას. მაგრამ როდესაც ამ სახელის ქვეშ დედაც მოიაზრება, ეს ემოციას კიდევ უფრო ამძაფრებს – ის სიყვარულისა და ენერგიის სრულიად სხვა განზომილებაში გადადის. ყოველი კონცერტი უნიკალურია, მაგრამ ამ საღამოსთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები. ვცდილობ, რომ ყოველ წელს რაღაც განსხვავებული შევიტანო, თუმცა ძირითადი მუხტი უცვლელი რჩება. ჩემი შემოქმედება მრავალფეროვანია, მასში უამრავი ჟანრობრივი ელემენტი ერთიანდება, მაგრამ როდესაც კონცერტი დედის ხსოვნას ეძღვნება, ყველაფერი ბუნებრივად სხვაგვარ ენერგიაში გადადის.

ამ დღეს სცენაზე ჩემი ვიბრაციები ყოველთვის უფრო რბილი, თბილი და ემოციურად სიღრმისეულია. ეს არ არის მხოლოდ მუსიკა – ეს არის განცდა, კავშირი და ენერგეტიკული ტალღა, რომელიც იმ ადამიანებამდე მიდის, ვინც დარბაზში იმყოფება. ეს კონცერტი ყოველთვის განსაკუთრებული გზით უნდა შესრულდეს – იმ ვიბრაციით, რომელსაც მხოლოდ ეს დღე მოითხოვს.

რა არის შემდეგი ნაბიჯი? უნდა ველოდოთ ახალ პროექტებს, კოლაბორაციებს ან კიდევ უფრო მასშტაბურ კონცერტებს?

ჩემს შემოქმედებაში სიახლეები ყოველთვის ბევრი და მრავალმხრივია. ვმუშაობ რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით, სადაც თითქმის ყველა ჟანრი ერთიანდება, თუმცა ჩემი მთავარი ღერძი ქართული ფოლკლორია – მუსიკალური საფუძველი, რომელზეც გავიზარდე და რომელიც ჩემთვის იდენტობის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩემი შემოქმედებითი მრავალფეროვნება ბუნებრივად მოდის – ხელოვნება ჩემთვის მუდმივი ძიებაა, თუმცა მისი ფესვები ყოველთვის ქართულ მუსიკაში რჩება.

რაც შეეხება კონცერტებს – დავიწყეთ ტურნე საქართველოს მასშტაბით. პირველ ეტაპზე ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი იქნება ის ქალაქები, სადაც ჩემს მსმენელთან ერთად კიდევ ერთხელ შევქმნით იმ საოცარ ერთობას, რასაც ფილარმონიაში ვიგრძენით. ამ ტურნეს ჩემს გულშემატკივრებთან შესახვედრად მივუძღვენი – მათთვის, ვინც დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ მოახერხა, ახლა მე მივდივარ მათთან.

მჯერა, რომ მუსიკა საზღვრებს არ ცნობს – არც გეოგრაფიულს, არც ემოციურს. ამიტომ, ვიმოგზაურებთ საქართველოს რეგიონებში, მივიტანთ იმ განცდას, რაც ერთად გავიზიარეთ ფილარმონიაში, და შევხვდებით ჩვენს მსმენელს იქ, სადაც ისინი არიან. ჩვენ, ხელოვანები, ჩვენს საქმეში ქვეყნის ელჩები და ჯარისკაცები ვართ – და ამ გზაზე სიხარულით მივდივარ, რადგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ერთობას, ჩვენს საერთო ენერგიას, ჩვენს მუსიკას ეკუთვნის.