მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანსუაზ საგანის "დაუფარავი ღიმილი" - რატომ არ გააჩნია ბედნიერებას ისტორია?
ფრანსუაზ საგანის "დაუფარავი ღიმილი" - რატომ არ გააჩნია ბედნიერებას ისტორია?

„სიყ­ვა­რუ­ლი ისაა, რაც ორ შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს შო­რის ხდე­ბა.“ როჟე ვა­ი­ა­ნი

ამ ეპიგ­რაფ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არც არა­ფე­რია. იმ­დე­ნად ცხა­დი და მარ­თა­ლია ეს სი­ტყვე­ბი, თით­ქოს უხერ­ხუ­ლიც კია მათი გა­მე­ო­რე­ბა. რო­მა­ნი, რო­მელ­საც ეს ცი­ტა­ტა უძღვის წინ, ფრან­სუ­აზ სა­გა­ნის „და­უ­ფა­რა­ვი ღი­მი­ლია“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს თა­ვი­სი­ვე ეპიგ­რაფს. „და­უ­ფა­რა­ვი ღი­მი­ლი“ სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხე­ბაა; იმა­ზეა, რაც ორ შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს შო­რის ხდე­ბა, ანუ ყვე­ლა­ზე ბა­ნა­ლურ ამ­ბავ­ზე, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად ოს­ტა­ტი მწერ­ლის ხელ­ში რი­გით მე­ლოდ­რა­მად დარ­ჩე­ბო­და და სრუ­ლი­ად და­კარ­გავ­და იმ ხიბლს, რო­მე­ლიც ფრან­სუ­აზ სა­გა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა სევ­დამ და მე­ლან­ქო­ლი­ამ შეს­ძი­ნა.

სი­უ­ჟეტ­შიც არა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. დო­მი­ნი­კი, ახალ­გაზ­რდა, მშვე­ნი­ე­რი სტუ­დენ­ტი, ბერტრანს ხვდე­ბა, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, უყ­ვარს კი­დეც. თუმ­ცა დრო­დად­რო უსაშ­ვე­ლოდ მო­წყე­ნი­ლია და ამ მო­წყე­ნას ვერც ის აქარ­წყლებს, რომ ჟურ­ნა­ლი­დან გად­მო­სულ წყვილს ჰგვა­ნან და თით­ქოს ძა­ლი­ან შე­ე­ფე­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ამ დროს ჩნდე­ბა ბერტრა­ნის ბიძა, ლუკი, დაღ­ლი­ლი, სევ­დი­ა­ნი და სიმ­პა­თი­უ­რი, თა­ნაც - უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მათი პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­სას ხვდე­ბა მკი­თხვე­ლი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა რო­მა­ნის სი­უ­ჟე­ტი და თა­ვად დო­მი­ნი­კიც ამ­ჩნევს ამ სი­უ­ჟე­ტის კონ­ტუ­რებს - რო­გორ იპყრობს მაც­დუ­რი კაცი პა­ტა­რა გო­გოს გულს და რო­გორ ტყდე­ბა ეს გული იმედ­გაც­რუ­ე­ბის­გან.

მალე სწო­რედ ასე ხდე­ბა: ბერტრან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან დო­მი­ნი­კი ლუ­კით არის მო­ხიბ­ლუ­ლი და იგი მე­ტად იზი­დავს, ვიდ­რე ბერტრა­ნი. მე­ო­რე მხრივ, ლუ­კიც გა­ტა­ცე­ბუ­ლია დო­მი­ნი­კით და მას რო­მა­ნის წა­მო­წყე­ბას სთა­ვა­ზობს.

ლუ­კის პი­რო­ბე­ბი მარ­ტი­ვია: იმ­თა­ვით­ვე აფრ­თხი­ლებს, აქამ­დეც მქო­ნია რო­მა­ნე­ბი, არ­ცერ­თი ყო­ფი­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი და, ცხა­დია, არც ჩვე­ნი იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი, რად­გან არც არა­ფე­რია სე­რი­ო­ზუ­ლი, ჩემი ცო­ლის გარ­დაო. თუმ­ცა, იმა­საც ეუბ­ნე­ბა, რომ დრო, რო­მელ­საც ერ­თად გა­ა­ტა­რე­ბენ, ორი­ვეს­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა.

შემ­დეგ კი ამ­ბობს იმას, რაც ჩემ­თვის მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­ღე­ბია:

„ერ­თად ნაკ­ლე­ბად მო­ვი­წყენთ“.

საქ­მე ისაა, რომ ლუკი და დო­მი­ნი­კი ერ­თმა­ნეთს სწო­რედ უსა­ზღვრო მო­წყე­ნი­ლო­ბის გამო უახ­ლოვ­დე­ბი­ან და მო­წყე­ნის­გან­ვე თა­ვის და­სახ­სნე­ლად ღა­ლა­ტო­ბენ თა­ვი­ანთ პარტნი­ო­რებს. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი (თუკი მე­ტის­მე­ტად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი არ არის ეს სი­ტყვა მათი გრძნო­ბე­ბის სა­ხელ­დე­ბის­თვის) მე­ლან­ქო­ლი­ი­დან იბა­დე­ბა; ორი­ვეს­თვის სა­ზი­ა­როა გან­ცდა, რომ ცხოვ­რე­ბა ხე­ლი­დან უსხლტე­ბათ და მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბის­გან დაც­ლილ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში სწო­რედ ამ გან­ცდის სიმ­ძი­მე უბიძ­გებთ ერ­თმა­ნე­თის­კენ.

ამას ორი­ვე­ნი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და ლუკი თა­ვად­ვე ეუბ­ნე­ბა დო­მი­ნიკს:

„თუმ­ცა შენ რას რის­კავ? ფიქ­რობ, რომ შე­მეჩ­ვე­ვი და შემ­დეგ და­ი­ტან­ჯე­ბი? და რა, ეს მო­წყე­ნი­ლო­ბას არ აჯო­ბებს? არ სჯობს ჯერ ბედ­ნი­ე­რი და შემ­დეგ უბე­დუ­რი იყო, ვიდ­რე სა­ერ­თოდ არა­ფერს გრძნობ­დე?“

და დო­მი­ნი­კიც თან­ხმდე­ბა ამ რისკს. გუ­ლის ტკე­ნის, ტან­ჯვის, მარ­ტო­ო­ბის, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის არე­ვის რისკს, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად მძი­მედ ასა­ტა­ნია არაფ­რის გან­ცდას­თან, ცხოვ­რე­ბის­თვის შო­რი­დან ყუ­რე­ბა­სა და გუ­ლის­გა­მა­წყა­ლე­ბელ მო­წყე­ნი­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით.

ვინ იცის, სწო­რია თუ არა დო­მი­ნი­კის არ­ჩე­ვა­ნი, ღირს თუ არა ისე­თი ამ­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც უცი­ლობ­ლად ცუ­დად დას­რულ­დე­ბა შენ­თვის. ფრან­სუ­აზ სა­გა­ნი ამ მცი­რე რო­მა­ნით გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ზოგ­ჯერ და ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლად დას­რუ­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვიც კი უკე­თე­სია, ვიდ­რე ამ­ბე­ბის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა.

„როცა ახალ­გაზ­რდა ხარ, ამ სიც­რუ­ი­თა და ცბი­ე­რე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ში და­უ­დევ­რო­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“ და დო­მი­ნი­კიც ასეთ და­უ­დევ­რო­ბას იჩენს, როცა ლუკი უყ­ვარ­დე­ბა. ამ სიყ­ვა­რულ­ზე თხრო­ბი­სას აღ­მო­ა­ჩენს მკი­თხვე­ლი, რომ დო­მი­ნი­კი არა მხო­ლოდ სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლია, არა­მედ თვი­თი­რო­ნი­უ­ლი და მახ­ვილ­გო­ნი­ე­რი მთხრო­ბე­ლიც, რო­მე­ლიც და­ქორ­წი­ნე­ბულ მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად ზღვის ხილ­ვის, მოგ­ზა­უ­რო­ბის, სხვას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პირ­ველ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­საც ხა­ტოვ­ნად აღ­წერს და, ამა­ვე დროს, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად აა­ნა­ლი­ზებს სა­კუ­თარ გრძნო­ბებს, და­მაბ­ნე­ველ აწ­მყო­სა და ბუნ­დო­ვან მო­მა­ვალს.

ამ­გვა­რად, დო­მი­ნი­კი სწო­რედ ისე­თი პერ­სო­ნა­ჟია, რო­გორ­საც ფრან­სუ­აზ სა­გა­ნის რო­მა­ნებ­ში ვე­ლო­დე­ბით ხოლ­მე: სევ­დი­ა­ნი, ცო­ტა­თი უიღ­ბლო, თავ­და­ვი­წყე­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მარ­ტო­სუ­ლი. მხო­ლოდ ასეთ პერ­სო­ნაჟს შე­უძ­ლია, პა­თე­ტი­კის გა­რე­შე თქვას, რომ „ბედ­ნი­ე­რე­ბას ის­ტო­რია არ გა­აჩ­ნია“ და ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი

ეპი­ზო­დე­ბი ჩვე­ნი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან უკ­ვა­ლოდ უჩი­ნარ­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის ნაც­ვლად კი მხო­ლოდ შეგ­რძნე­ბე­ბი გვრჩე­ბა, რომ­ლე­ბი­თაც უნდა ავა­წყოთ წარ­სუ­ლი, რო­მელ­შიც ოდეს­ღაც ვცხოვ­რობ­დით; რო­მელ­შიც ოდეს­ღაც, ალ­ბათ, ბედ­ნი­ე­რე­ბი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით მას­ზე, ვინც ვი­ცო­დით, რომ მალე მიგ­ვა­ტო­ვებ­და;

„საკ­მა­რი­სად სევ­დი­ა­ნი ვი­ყა­ვი იმის­თვის, რომ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლის, მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რი­სა და მორ­ჩი­ლე­ბის შემ­შუ­რე­ბო­და,“ - ფიქ­რობს დო­მი­ნი­კი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რე­ბის, თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბი­სას იკარ­გე­ბა. მარ­ტო­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბი­სას კი­დევ უფრო ტო­ტა­ლურ, ყოვ­ლის­მომ­ცველ მარ­ტო­ო­ბას აღ­მო­ა­ჩენს და სა­კუ­თა­რი სევ­დის სა­ზღვრე­ბის და­უს­რუ­ლე­ბელ გა­ფარ­თო­ე­ბას ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბა.

„მერე რა, რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი. მერე რა, რომ მე თვი­თო­ნაც მშვე­ნივ­რად მო­მეხ­სე­ნე­ბო­და

ამის შე­სა­ხებ.“

მარ­თლაც - მერე რა?

დო­მი­ნი­კის­თვის, სა­ბო­ლო­ოდ, მთა­ვა­რი მა­ინც ისაა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და არა უშავს, თუ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად ცო­ტა­თი უბე­დუ­რიც არის.

ამი­ტო­მაც მთავ­რდე­ბა რო­მა­ნი ღი­მი­ლით. დო­მი­ნი­კის და­უ­ფა­რა­ვი ღი­მი­ლით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ფრანსუაზ საგანის "დაუფარავი ღიმილი" - რატომ არ გააჩნია ბედნიერებას ისტორია?

ფრანსუაზ საგანის "დაუფარავი ღიმილი" - რატომ არ გააჩნია ბედნიერებას ისტორია?

„სიყვარული ისაა, რაც ორ შეყვარებულ ადამიანს შორის ხდება.“ როჟე ვაიანი

ამ ეპიგრაფში განსაკუთრებული არც არაფერია. იმდენად ცხადი და მართალია ეს სიტყვები, თითქოს უხერხულიც კია მათი გამეორება. რომანი, რომელსაც ეს ციტატა უძღვის წინ, ფრანსუაზ საგანის „დაუფარავი ღიმილია“, რომელიც ძალიან ჰგავს თავისივე ეპიგრაფს. „დაუფარავი ღიმილი“ სიყვარულის შესახებაა; იმაზეა, რაც ორ შეყვარებულ ადამიანს შორის ხდება, ანუ ყველაზე ბანალურ ამბავზე, რომელიც ნაკლებად ოსტატი მწერლის ხელში რიგით მელოდრამად დარჩებოდა და სრულიად დაკარგავდა იმ ხიბლს, რომელიც ფრანსუაზ საგანისთვის დამახასიათებელმა სევდამ და მელანქოლიამ შესძინა.

სიუჟეტშიც არაფერია განსაკუთრებული. დომინიკი, ახალგაზრდა, მშვენიერი სტუდენტი, ბერტრანს ხვდება, რომელიც, ალბათ, უყვარს კიდეც. თუმცა დროდადრო უსაშველოდ მოწყენილია და ამ მოწყენას ვერც ის აქარწყლებს, რომ ჟურნალიდან გადმოსულ წყვილს ჰგვანან და თითქოს ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს. ამ დროს ჩნდება ბერტრანის ბიძა, ლუკი, დაღლილი, სევდიანი და სიმპათიური, თანაც - უკვე დაქორწინებული. მათი პირველივე შეხვედრისას ხვდება მკითხველი, როგორ განვითარდება რომანის სიუჟეტი და თავად დომინიკიც ამჩნევს ამ სიუჟეტის კონტურებს - როგორ იპყრობს მაცდური კაცი პატარა გოგოს გულს და როგორ ტყდება ეს გული იმედგაცრუებისგან.

მალე სწორედ ასე ხდება: ბერტრანთან ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია, რადგან დომინიკი ლუკით არის მოხიბლული და იგი მეტად იზიდავს, ვიდრე ბერტრანი. მეორე მხრივ, ლუკიც გატაცებულია დომინიკით და მას რომანის წამოწყებას სთავაზობს.

ლუკის პირობები მარტივია: იმთავითვე აფრთხილებს, აქამდეც მქონია რომანები, არცერთი ყოფილა სერიოზული და, ცხადია, არც ჩვენი იქნება გამონაკლისი, რადგან არც არაფერია სერიოზული, ჩემი ცოლის გარდაო. თუმცა, იმასაც ეუბნება, რომ დრო, რომელსაც ერთად გაატარებენ, ორივესთვის სასიამოვნო იქნება.

შემდეგ კი ამბობს იმას, რაც ჩემთვის მათი ურთიერთობის გასაღებია:

„ერთად ნაკლებად მოვიწყენთ“.

საქმე ისაა, რომ ლუკი და დომინიკი ერთმანეთს სწორედ უსაზღვრო მოწყენილობის გამო უახლოვდებიან და მოწყენისგანვე თავის დასახსნელად ღალატობენ თავიანთ პარტნიორებს. მათი ურთიერთობა და სიყვარული (თუკი მეტისმეტად შეუფერებელი არ არის ეს სიტყვა მათი გრძნობების სახელდებისთვის) მელანქოლიიდან იბადება; ორივესთვის საზიაროა განცდა, რომ ცხოვრება ხელიდან უსხლტებათ და მძაფრი ემოციებისგან დაცლილ ყოველდღიურობაში სწორედ ამ განცდის სიმძიმე უბიძგებთ ერთმანეთისკენ.

ამას ორივენი აცნობიერებენ და ლუკი თავადვე ეუბნება დომინიკს:

„თუმცა შენ რას რისკავ? ფიქრობ, რომ შემეჩვევი და შემდეგ დაიტანჯები? და რა, ეს მოწყენილობას არ აჯობებს? არ სჯობს ჯერ ბედნიერი და შემდეგ უბედური იყო, ვიდრე საერთოდ არაფერს გრძნობდე?“

და დომინიკიც თანხმდება ამ რისკს. გულის ტკენის, ტანჯვის, მარტოობის, საკუთარი ცხოვრების არევის რისკს, რომელიც ნაკლებად მძიმედ ასატანია არაფრის განცდასთან, ცხოვრებისთვის შორიდან ყურებასა და გულისგამაწყალებელ მოწყენილობასთან შედარებით.

ვინ იცის, სწორია თუ არა დომინიკის არჩევანი, ღირს თუ არა ისეთი ამბის თანამონაწილეობა, რომელიც უცილობლად ცუდად დასრულდება შენთვის. ფრანსუაზ საგანი ამ მცირე რომანით გვაფიქრებინებს, რომ ზოგჯერ და ზოგიერთი ადამიანისთვის ყველაზე ტრაგიკულად დასრულებული ამბავიც კი უკეთესია, ვიდრე ამბების გარეშე არსებობა.

„როცა ახალგაზრდა ხარ, ამ სიცრუითა და ცბიერებით სავსე ცხოვრებაში დაუდევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ და დომინიკიც ასეთ დაუდევრობას იჩენს, როცა ლუკი უყვარდება. ამ სიყვარულზე თხრობისას აღმოაჩენს მკითხველი, რომ დომინიკი არა მხოლოდ სენტიმენტალური, შეყვარებული ქალია, არამედ თვითირონიული და მახვილგონიერი მთხრობელიც, რომელიც დაქორწინებულ მამაკაცთან ურთიერთობის სირთულეებთან ერთად ზღვის ხილვის, მოგზაურობის, სხვასთან თანაცხოვრების პირველ შთაბეჭდილებებსაც ხატოვნად აღწერს და, ამავე დროს, რაციონალურად აანალიზებს საკუთარ გრძნობებს, დამაბნეველ აწმყოსა და ბუნდოვან მომავალს.

ამგვარად, დომინიკი სწორედ ისეთი პერსონაჟია, როგორსაც ფრანსუაზ საგანის რომანებში ველოდებით ხოლმე: სევდიანი, ცოტათი უიღბლო, თავდავიწყებით შეყვარებული და მარტოსული. მხოლოდ ასეთ პერსონაჟს შეუძლია, პათეტიკის გარეშე თქვას, რომ „ბედნიერებას ისტორია არ გააჩნია“ და ყველაზე ძვირფასი

ეპიზოდები ჩვენი მეხსიერებიდან უკვალოდ უჩინარდება, კონკრეტული მოგონებების ნაცვლად კი მხოლოდ შეგრძნებები გვრჩება, რომლებითაც უნდა ავაწყოთ წარსული, რომელშიც ოდესღაც ვცხოვრობდით; რომელშიც ოდესღაც, ალბათ, ბედნიერები და შეყვარებულები ვიყავით მასზე, ვინც ვიცოდით, რომ მალე მიგვატოვებდა;

„საკმარისად სევდიანი ვიყავი იმისთვის, რომ ყველა ბედნიერი სიყვარულის, მოულოდნელი შეხვედრისა და მორჩილების შემშურებოდა,“ - ფიქრობს დომინიკი და მოულოდნელი შეხვედრების, თავგადასავლებისა და სიყვარულის ძიებისას იკარგება. მარტოობიდან თავის დაღწევის მცდელობისას კიდევ უფრო ტოტალურ, ყოვლისმომცველ მარტოობას აღმოაჩენს და საკუთარი სევდის საზღვრების დაუსრულებელ გაფართოებას ინტერესით აკვირდება.

„მერე რა, რომ მარტო ვიყავი. მერე რა, რომ მე თვითონაც მშვენივრად მომეხსენებოდა

ამის შესახებ.“

მართლაც - მერე რა?

დომინიკისთვის, საბოლოოდ, მთავარი მაინც ისაა, რომ შეყვარებულია და არა უშავს, თუ შეყვარებულთან ერთად ცოტათი უბედურიც არის.

ამიტომაც მთავრდება რომანი ღიმილით. დომინიკის დაუფარავი ღიმილით.

R