პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაღესტნელი მილიარდერის სკანდალური რომანები და ქართველი საყვარლები - რა არის ცნობილი სულეიმენ ქერიმოვზე, რომელსაც კადიროვის უპირველეს მტერსაც უწოდებენ?
დაღესტნელი მილიარდერის სკანდალური რომანები და ქართველი საყვარლები - რა არის ცნობილი სულეიმენ ქერიმოვზე, რომელსაც კადიროვის უპირველეს მტერსაც უწოდებენ?

58 წლის სუ­ლე­ი­მან ქე­რი­მო­ვი - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნია. წარ­მო­შო­ბით და­ღეს­ტნე­ლი ქე­რი­მო­ვი 2024 წელს ჟურ­ნალ­მა Forbes-მა მისი ქო­ნე­ბა 10,7 მი­ლი­არდ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა და რუ­სე­თის უმ­სხვი­ლე­სი მი­ლი­არ­დე­რე­ბის სი­ა­ში მე-12 ად­გილ­ზე გა­იყ­ვა­ნა.

ამ­ჟა­მად, და­ღეს­ტან­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "იმა­ნი“, რო­მელ­საც ქე­რი­მო­ვის მე­უღ­ლე მარ­თავს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მის­და­მი კე­თი­ჰან­წყო­ბილ­ნი არი­ან სწო­რედ მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. ბოლო თვე­ებ­ში მი­ლი­არ­დე­რი ქე­მი­რო­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რამ­ზან კა­დი­როვ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო მო­ექ­ცა. ამ­ჟა­მად მას, კა­დი­რო­ვის "ნო­მერ პირ­ველ მტერ­საც" კი უწო­დე­ბენ.

თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა ქე­რი­მო­ვის გახ­მა­უ­რე­ბულ­მა პი­რად­მა ცხოვ­რე­ბამ მი­იქ­ცია. მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი რო­მა­ნე­ბის სი­ა­ში, ორი სკან­და­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა და ორი­ვე ქარ­თველ ქა­ლებ­თან.

  • მე­წარ­მე და მისი ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი რო­მა­ნე­ბი

სუ­ლე­ი­მან ქე­რი­მო­ვი დერ­ბენ­ტში, იუ­რის­ტი­სა და ბუ­ღალ­ტრის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა და­ღეს­ტნის პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში და­ი­წყო, თუმ­ცა პირ­ვე­ლი კურ­სის შემ­დეგ ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვი­და და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მის მი­ღე­ბის შემ­დეგ კა­რი­ე­რა ქარ­ხა­ნა "ელ­თავ­ში“ და­ი­წყო და გაგ­რძელ­და - რი­გი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი­დან გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რო­ბამ­დე.

90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ქე­რი­მო­ვი მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც "ფედპ­რომ­ბან­კის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­ი­ბა­რა. მა­ლე­ვე გა­მოც­დი­ლი ინ­ვეს­ტო­რი გახ­და - ყი­დუ­ლობ­და პერ­სპექ­ტი­ულ აქ­ტი­ვებს, ზრდი­და მათ ღი­რე­ბუ­ლე­ბას და შემ­დეგ მომ­გე­ბი­ა­ნად ყიდ­და. წარ­მო­ე­ბის სა­ო­ცარ­მა უნა­რებ­მა ის რუ­სე­თის 20 უმ­დიდ­რეს ბიზ­ნეს­მენს შო­რის მო­აქ­ცია, თუმ­ცა ვერ და­იც­ვა და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის­გან და პი­რა­დი დრა­მე­ბის­გან.

  • ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ქა­ლე­ბი

სტუ­დენ­ტო­ბი­სას სუ­ლე­ი­მა­ნი და­ქორ­წინ­და თა­ნა­კურ­სელ ფი­რუ­ზა­ზე, რო­მე­ლიც და­ღეს­ტნის პროფ­კავ­ში­რე­ბის საბ­ჭოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნა­ზიმ ხან­ბა­ლა­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლია. სი­მამრმა ქე­რი­მოვს პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი უშო­ვა "ელ­თავ­ში“. ფი­რუ­ზა ერ­თგუ­ლი და თავ­და­დე­ბუ­ლი ცოლი იყო: სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და, ქმარს სამი შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა და მისი ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ ჭო­რებ­ზე რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია.

ქე­მი­რო­ვი კა­ნო­ნი­ერ ცოლ­თან ერ­თად

მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლე­ბიც იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბოდ­ნენ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. 2016 წელს მისი ვაჟი, სა­ი­დი, მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში (МГИМО) სწავ­ლობ­და და შემ­დგომ ბიზ­ნე­სით და­ინ­ტე­რეს­და. 2022 წელს, და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბი­სას, მან თა­ვი­სი ოქ­როს მო­პო­ვე­ბის კომ­პა­ნი­ის "პო­ლი­უ­სის“ აქ­ცი­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი გა­ყი­და, ხოლო მე­ო­რე ნა­წი­ლი ის­ლა­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­დამ­ჭერ ფონდს გა­დას­ცა.

"პო­ლი­უ­სის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ში 2016 წელს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი გულ­ნა­რა ქე­რი­მო­ვიც შე­დი­ო­და. მის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე მეტი 2014 წელს და­ი­წე­რა, რო­დე­საც მან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, არ­სენ­თან, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და ელი­ტურ Agalarov Club-ში. მე­წარ­მის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის, ამი­ნას შე­სა­ხებ მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ მა­ნაც МГИМО და­ამ­თავ­რა.

90-იანი წლე­ბის ბო­ლოს ქე­რი­მო­ვი მომ­ღე­რალ ნა­ტა­ლია ვეტ­ლიც­კა­ი­ას შეხ­ვდა... ამ­ბობ­დნენ, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი მის წარ­სულ პარტნი­ო­რებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ის მომ­ღე­რალს უზარ­მა­ზარ თან­ხებს სთა­ვა­ზობ­და, ოღონდ შინ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. "რო­გორც ჩანს, კე­რი­მოვ­მა ნა­ტა­ლია კარ­გად უზ­რუნ­ველ­ყო: მას კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი და ეს­პა­ნეთ­ში სახ­ლი დარ­ჩა,“ - ამ­ბობ­და ქსე­ნია სობ­ჩა­კი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უც­ნო­ბია, ვისი შვი­ლია 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ული­ა­ნა, თუ მამა მარ­თლაც ქე­რი­მო­ვია, ეს ნა­თელს ჰფენს, რა­ტომ ცხოვ­რობს ნა­ტა­ლია დღეს უდარ­დე­ლად ეს­პა­ნეთ­ში.

ელი­ტუ­რი ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, ვეტ­ლიც­კა­ი­ას შემ­დეგ ქე­რი­მოვ­მა ბა­ლე­რი­ნა ანას­ტა­სია ვო­ლო­ჩკო­ვას­თან გა­ა­ბა რო­მა­ნი. გან­სხვა­ვე­ბით წინა პარტნი­ო­რე­ბის­გან, ქალი თა­ვად უყ­ვე­ბო­და მე­დი­ას მათ რო­მან­ზე:

"სუ­ლე­ი­მან­თან სამი წელი ვი­ცხოვ­რე, ეს იყო ნამ­დვი­ლი, ორ­მხრი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი. და­შო­რე­ბის შემ­დე­გაც კი, ის ამ­ბობ­და, - შენ­ზე უკე­თეს ქალს ვერ ვი­პო­ვი, უა­რე­სი კი არ მინ­დაო..."

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბა­ლე­რი­ნა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში არ იცო­და ქე­რი­მო­ვის ოჯა­ხუ­რი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ, რად­გან ის მას ცო­ლო­ბას სთა­ვა­ზობ­და. მისი თქმით, ქე­რი­მო­ვი უკი­დუ­რე­სად ეჭ­ვი­ა­ნი იყო...

ბა­ლე­რი­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე სა­უბ­რობ­და ქე­რი­მო­ვის ახალ საყ­ვა­რელ­ზე - თინა კან­დე­ლაკ­ზე. 2006 წელს, როცა ნი­ცა­ში ქე­რი­მო­ვი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­და, მან­ქა­ნა­ში მას­თან ერ­თად სწო­რედ თინა იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მეც ვი­ყა­ვი იმ ავა­რი­ის დროს, მა­ში­ნაც და ახ­ლაც მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ახლა, 45 წლის ასაკ­ში, შე­მიძ­ლია ვთქვა: "დიახ, რო­მა­ნი იყო, დიახ, ლა­მა­ზი იყო!“ მაგ­რამ არა, რო­მა­ნიც არ ყო­ფი­ლა..." - ამ­ბობ­და წლე­ბის შემ­დეგ კან­დე­ლა­კი.

"სუ­ლე­ი­მა­ნი მა­შინ გა­ვი­ცა­ნი, როცა ის ჩემს მე­გო­ბარ ოლე­სია სუ­დი­ლოვ­სკა­ი­ას ხვდე­ბო­და... სუ­ლე­ი­მანს ულა­მა­ზე­სი ქა­ლე­ბი უყ­ვარს - ეს ფაქ­ტია. მა­ლე­ვე ის ოლე­სი­ას და­შორ­და და ჩემი კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი კა­ტია გო­მი­აშ­ვი­ლით, მო­ი­ხიბ­ლა", - წა­მოს­ცდა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თინა კან­დე­ლაკს.

  • ეკა­ტე­რი­ნე გო­მი­აშ­ვი­ლი

ქე­რი­მოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წყა­ლო­ბით, მსა­ხი­ობ არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა ბევრ რა­მეს მი­აღ­წია: სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გახ­სნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბუ­ტი­კე­ბი ლონ­დონ­სა და მოს­კოვ­ში. მისი ბრენ­დის Emperor Moth-ის სა­რეკ­ლა­მო პლა­კა­ტებ­ზე ქლოე სე­ვი­ნი ბრწყი­ნავ­და, ხოლო მისი ბრენ­დის ტან­საც­მელს თა­ვად კეიტ მოსი წა­რად­გენ­და.

კა­ტია გო­მი­აშ­ვი­ლი

მაგ­რამ ხმა­უ­რი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ი­დან ორი­ო­დე წლის შემ­დეგ, კა­ტია გო­მი­აშ­ვილ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ხუ­რა ყვე­ლა ბუ­ტი­კი. მა­შინ­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქე­რი­მოვ­მა ის მი­ა­ტო­ვა და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რაც შე­უ­წყვი­ტა. ამას­თა­ნა­ვე, გა­ირ­კვა, რომ ეკა­ტე­რი­ნა ორ­სუ­ლად იყო. ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, ვისი შვი­ლო­ბა მი­ა­წე­რეს ბავ­შვს, მით უმე­ტეს, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ში დი­ზა­ი­ნე­რი იმ ბიზ­ნეს­მენ­ზე სა­უბ­რობ­და, ვისი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბაც არ სურ­და.

"მან მი­თხრა, - კა­ტია, ჩვენ ორი­ვე ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი ვართ. თუ ისე მო­ვიქ­ცე­ვი, რო­გორც შენ გინ­და, ეს მე გამ­ტე­ხავს გულს, თუ ისე მო­ვიქ­ცე­ვი, რო­გორც მე მინ­და - შენო... არა­ნა­ი­რი წყე­ნა არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, მტკი­ვა, როცა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ჩემ­თვის არა­ფე­რი ცუდი არ გა­უ­კე­თე­ბია, ასე მექ­ცე­ვა", - იხ­სე­ნებ­და კა­ტია.

კა­ტია და ქე­რი­მო­ვი

სიმ­შვი­დის პე­რი­ო­დი2000-იან წლებ­ში ქე­რი­მო­ვის სა­ვა­რა­უ­დო საყ­ვარ­ლებს შო­რის მუდ­მი­ვად ჩნდე­ბოდ­ნენ მო­დე­ლე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გო­მი­აშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ ჭო­რე­ბი ჩა­წყნარ­და და პრე­სა­ში ქე­რი­მო­ვის ახა­ლი რჩე­უ­ლე­ბი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან.

წყა­რო­ე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ კა­ტია ხელ­ცა­რი­ე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა: მას ქე­რი­მოვ­მა ნი­ცას­თან ახ­ლოს 3 მი­ლი­ონ დო­ლა­რად ვილა უყი­და და სა­ვა­რა­უ­დო შვილ­საც თვე­ში 100 000-დო­ლა­რი­ან ალი­მენტს უხ­დის...

ამ­ჟა­მად მი­ლი­არ­დე­რი პირ­ველ და ერ­თა­დერთ ოფი­ცი­ა­ლურ ცოლ­თან ცხოვ­რობს. ფი­რუ­ზამ ის არც საყ­ვარ­ლე­ბის გამო მი­ა­ტო­ვა, არც ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში პრობ­ლე­მე­ბი და არც - და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

დაღესტნელი მილიარდერის სკანდალური რომანები და ქართველი საყვარლები - რა არის ცნობილი სულეიმენ ქერიმოვზე, რომელსაც კადიროვის უპირველეს მტერსაც უწოდებენ?

დაღესტნელი მილიარდერის სკანდალური რომანები და ქართველი საყვარლები - რა არის ცნობილი სულეიმენ ქერიმოვზე, რომელსაც კადიროვის უპირველეს მტერსაც უწოდებენ?

58 წლის სულეიმან ქერიმოვი - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია. წარმოშობით დაღესტნელი ქერიმოვი 2024 წელს ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 10,7 მილიარდ დოლარად შეაფასა და რუსეთის უმსხვილესი მილიარდერების სიაში მე-12 ადგილზე გაიყვანა.

ამჟამად, დაღესტანში აქტიურად მუშაობს საქველმოქმედო ფონდი "იმანი“, რომელსაც ქერიმოვის მეუღლე მართავს. ადგილობრივები მისდამი კეთიჰანწყობილნი არიან სწორედ მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო. ბოლო თვეებში მილიარდერი ქემიროვი, ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში რამზან კადიროვთან დაპირისპირების გამო მოექცა. ამჟამად მას, კადიროვის "ნომერ პირველ მტერსაც" კი უწოდებენ.

თუმცა რუსული მედიის ყურადღება ქერიმოვის გახმაურებულმა პირადმა ცხოვრებამ მიიქცია. მისი მრავალრიცხოვანი რომანების სიაში, ორი სკანდალური ურთიერთობაა და ორივე ქართველ ქალებთან.

  • მეწარმე და მისი ბურუსით მოცული რომანები

სულეიმან ქერიმოვი დერბენტში, იურისტისა და ბუღალტრის ოჯახში დაიბადა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა დაღესტნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო, თუმცა პირველი კურსის შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სამსახურის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე გადავიდა და უნივერსიტეტის დიპლომის მიღების შემდეგ კარიერა ქარხანა "ელთავში“ დაიწყო და გაგრძელდა - რიგითი სპეციალისტიდან გენერალური დირექტორობამდე.

90-იანი წლების დასაწყისში ქერიმოვი მოსკოვში გადავიდა, სადაც "ფედპრომბანკის“ ხელმძღვანელობა ჩაიბარა. მალევე გამოცდილი ინვესტორი გახდა - ყიდულობდა პერსპექტიულ აქტივებს, ზრდიდა მათ ღირებულებას და შემდეგ მომგებიანად ყიდდა. წარმოების საოცარმა უნარებმა ის რუსეთის 20 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის მოაქცია, თუმცა ვერ დაიცვა დასავლური სანქციებისგან და პირადი დრამებისგან.

  • ცხოვრების მთავარი ქალები

სტუდენტობისას სულეიმანი დაქორწინდა თანაკურსელ ფირუზაზე, რომელიც დაღესტნის პროფკავშირების საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, ნაზიმ ხანბალაევის ქალიშვილია. სიმამრმა ქერიმოვს პირველი სამსახური უშოვა "ელთავში“. ფირუზა ერთგული და თავდადებული ცოლი იყო: საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, ქმარს სამი შვილი გაუჩინა და მისი ღალატის შესახებ ჭორებზე რეაქცია არ ჰქონია.

ქემიროვი კანონიერ ცოლთან ერთად

მილიარდერის შვილებიც იშვიათად ჩნდებოდნენ საჯარო სივრცეში. 2016 წელს მისი ვაჟი, საიდი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО) სწავლობდა და შემდგომ ბიზნესით დაინტერესდა. 2022 წელს, დასავლური სანქციების დაწესებისას, მან თავისი ოქროს მოპოვების კომპანიის "პოლიუსის“ აქციების ერთი ნაწილი გაყიდა, ხოლო მეორე ნაწილი ისლამური ორგანიზაციების მხარდამჭერ ფონდს გადასცა.

"პოლიუსის“ დირექტორთა საბჭოში 2016 წელს მისი ქალიშვილი გულნარა ქერიმოვიც შედიოდა. მის შესახებ მედიაში ყველაზე მეტი 2014 წელს დაიწერა, როდესაც მან საყვარელ ადამიანთან, არსენთან, გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა ელიტურ Agalarov Club-ში. მეწარმის უმცროსი ქალიშვილის, ამინას შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მანაც МГИМО დაამთავრა.

90-იანი წლების ბოლოს ქერიმოვი მომღერალ ნატალია ვეტლიცკაიას შეხვდა... ამბობდნენ, რომ ბიზნესმენი მის წარსულ პარტნიორებზე ეჭვიანობდა. ის მომღერალს უზარმაზარ თანხებს სთავაზობდა, ოღონდ შინ დარჩენილიყო. "როგორც ჩანს, კერიმოვმა ნატალია კარგად უზრუნველყო: მას კერძო თვითმფრინავი და ესპანეთში სახლი დარჩა,“ - ამბობდა ქსენია სობჩაკი.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, ვისი შვილია 2004 წელს დაბადებული ულიანა, თუ მამა მართლაც ქერიმოვია, ეს ნათელს ჰფენს, რატომ ცხოვრობს ნატალია დღეს უდარდელად ესპანეთში.

ელიტური ჭორების თანახმად, ვეტლიცკაიას შემდეგ ქერიმოვმა ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვასთან გააბა რომანი. განსხვავებით წინა პარტნიორებისგან, ქალი თავად უყვებოდა მედიას მათ რომანზე:

"სულეიმანთან სამი წელი ვიცხოვრე, ეს იყო ნამდვილი, ორმხრივი სიყვარული. დაშორების შემდეგაც კი, ის ამბობდა, - შენზე უკეთეს ქალს ვერ ვიპოვი, უარესი კი არ მინდაო..."

ერთ-ერთ ინტერვიუში ბალერინა აღნიშნავდა, რომ ურთიერთობის დასაწყისში არ იცოდა ქერიმოვის ოჯახური სტატუსის შესახებ, რადგან ის მას ცოლობას სთავაზობდა. მისი თქმით, ქერიმოვი უკიდურესად ეჭვიანი იყო...

ბალერინა ინტერვიუში ასევე საუბრობდა ქერიმოვის ახალ საყვარელზე - თინა კანდელაკზე. 2006 წელს, როცა ნიცაში ქერიმოვი ავტოავარიაში მოჰყვა და სერიოზულად დაშავდა, მანქანაში მასთან ერთად სწორედ თინა იმყოფებოდა.

"მეც ვიყავი იმ ავარიის დროს, მაშინაც და ახლაც მხოლოდ მეგობრები ვიყავით. ახლა, 45 წლის ასაკში, შემიძლია ვთქვა: "დიახ, რომანი იყო, დიახ, ლამაზი იყო!“ მაგრამ არა, რომანიც არ ყოფილა..." - ამბობდა წლების შემდეგ კანდელაკი.

"სულეიმანი მაშინ გავიცანი, როცა ის ჩემს მეგობარ ოლესია სუდილოვსკაიას ხვდებოდა... სულეიმანს ულამაზესი ქალები უყვარს - ეს ფაქტია. მალევე ის ოლესიას დაშორდა და ჩემი კიდევ ერთი მეგობარი, დიზაინერი კატია გომიაშვილით, მოიხიბლა", - წამოსცდა ერთ-ერთ ინტერვიუში თინა კანდელაკს.

  • ეკატერინე გომიაშვილი

ქერიმოვთან ურთიერთობის წყალობით, მსახიობ არჩილ გომიაშვილის ქალიშვილმა ბევრ რამეს მიაღწია: სწორედ ამ პერიოდში გახსნა ძვირადღირებული ბუტიკები ლონდონსა და მოსკოვში. მისი ბრენდის Emperor Moth-ის სარეკლამო პლაკატებზე ქლოე სევინი ბრწყინავდა, ხოლო მისი ბრენდის ტანსაცმელს თავად კეიტ მოსი წარადგენდა.

კატია გომიაშვილი

მაგრამ ხმაურიანი სარეკლამო კამპანიიდან ორიოდე წლის შემდეგ, კატია გომიაშვილმა მოულოდნელად დახურა ყველა ბუტიკი. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქერიმოვმა ის მიატოვა და ფინანსური მხარდაჭერაც შეუწყვიტა. ამასთანავე, გაირკვა, რომ ეკატერინა ორსულად იყო. ადვილი მისახვედრია, ვისი შვილობა მიაწერეს ბავშვს, მით უმეტეს, რომ ინტერვიუში დიზაინერი იმ ბიზნესმენზე საუბრობდა, ვისი სახელის ხსენებაც არ სურდა.

"მან მითხრა, - კატია, ჩვენ ორივე ძალიან ძლიერები ვართ. თუ ისე მოვიქცევი, როგორც შენ გინდა, ეს მე გამტეხავს გულს, თუ ისე მოვიქცევი, როგორც მე მინდა - შენო... არანაირი წყენა არ მაქვს. უბრალოდ, მტკივა, როცა ადამიანი, ვისაც ჩემთვის არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, ასე მექცევა", - იხსენებდა კატია.

კატია და ქერიმოვი

სიმშვიდის პერიოდი2000-იან წლებში ქერიმოვის სავარაუდო საყვარლებს შორის მუდმივად ჩნდებოდნენ მოდელები, მომღერლები და ტელეწამყვანები. მიუხედავად ამისა, გომიაშვილთან დაკავშირებული ამბების შემდეგ ჭორები ჩაწყნარდა და პრესაში ქერიმოვის ახალი რჩეულები აღარ გამოჩენილან.

წყაროები ამტკიცებდნენ, რომ კატია ხელცარიელი არ დარჩენილა: მას ქერიმოვმა ნიცასთან ახლოს 3 მილიონ დოლარად ვილა უყიდა და სავარაუდო შვილსაც თვეში 100 000-დოლარიან ალიმენტს უხდის...

ამჟამად მილიარდერი პირველ და ერთადერთ ოფიციალურ ცოლთან ცხოვრობს. ფირუზამ ის არც საყვარლების გამო მიატოვა, არც ნავთობის ბიზნესში პრობლემები და არც - დასავლური სანქციების...

წაიკითხეთ ასევე: