სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეჯახება ჩრდილოეთის ზღვაში: დააკავეს ერთ-ერთი ხომალდის კაპიტანი -  რა ხდება ცნობილი და ემუქრება თუ არა ეკოლოგიური კრიზისი მიმდებარე ტერიტორიას?
შეჯახება ჩრდილოეთის ზღვაში: დააკავეს ერთ-ერთი ხომალდის კაპიტანი -  რა ხდება ცნობილი და ემუქრება თუ არა ეკოლოგიური კრიზისი მიმდებარე ტერიტორიას?

10 მარტს, ჩრდი­ლო­ე­თის ზღვა­ში, ერ­თმა­ნეთს ნავ­თო­ბტან­კე­რი Stena Immaculate-ი და სატ­ვირ­თო გემი Solong-ი შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. შე­ჯა­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ იორკში­რის სა­ნა­პი­რო ზო­ლის სი­ახ­ლო­ვეს მოხ­და. ტან­კერს სა­ა­ვი­ა­ციო საწ­ვა­ვი გა­დაჰ­ქონ­და, რო­მე­ლიც შე­ჯა­ხე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ზღვა­ში ჩა­იღ­ვა­რა.

ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ ჩრდი­ლო­ე­თის ზღვა­ში, ტან­კე­რი­სა და გე­მის შე­ჯა­ხე­ბის საქ­მე­ზე, და­ა­კა­ვეს სატ­ვირ­თო გე­მის კა­პი­ტა­ნი. ის არა გან­ზრახ, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა.

და­კა­ვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ის 59 წლი­საა. ის მას შემ­დეგ და­ა­პა­ტიმ­რეს, რაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ნა­პი­რო დაც­ვამ Solong - ის სატ­ვირ­თო გე­მის და­კარ­გუ­ლი ეკი­პა­ჟის წევ­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ას­რუ­ლა.

“ჩა­ტარ­და ფარ­თო სა­მუ­შაო. ჩვენ მჭიდ­როდ ვმუ­შა­ობთ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, რათა გა­ვი­გოთ რა მოხ­და და მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვარ­მა ზე­დამ­ხედ­ველ­მა კრე­იგ ნი­კოლ­სონ­მა.

BBC-ის წყა­რო­ებ­მა ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი სატ­ვირ­თო გე­მის Solong-ის ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თის და ფი­ლი­პი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ტან­კერ Stena Immaculate-ის ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

  • რა მოხ­და?

ამე­რი­კულ ნავ­თო­ბტან­კერს Stena Immaculate-ს, რო­მელ­საც ფლობს კომ­პა­ნია Crowley, ბრი­ტა­ნუ­ლი ქა­ლა­ქის კინგსტონ-აპონ-ჰა­ლის მახ­ლობ­ლად პორ­ტში ჰქო­და ღუზა ჩაშ­ვე­ბუ­ლი, რო­დე­საც მას შე­ე­ჯა­ხა პორ­ტუ­გა­ლი­ის დრო­ში ქვეშ მცუ­რა­ვი ტვირ­თმზი­დი ხო­მალ­დი Solong-ი, რის მე­რეც ორი­ვე­ზე ცე­ცხლი გაჩ­ნდა. ტან­კერ­ზე ხან­ძა­რი უკვე ჩა­აქ­რეს, თუმ­ცა ტვირ­თმზი­დი ჯერ კი­დევ იწ­ვის.

BBC- ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კუ­ლი ტან­კე­რი ერთ-ერთი ბერ­ძნუ­ლი პორ­ტი­დან მო­დი­ო­და.

სატ­ვირ­თო გე­მის ეკი­პა­ჟის ერთ-ერთი წევ­რი ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, სულ მცი­რე, 32 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. Solong-ის 14 მე­ზღვა­უ­რი­დან 13 გა­და­არ­ჩი­ნეს, 1-ს პოვ­ნა დღემ­დე ვერ მო­ხერ­ხდა, ის გარ­დაც­ვლი­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

  • ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის საფრ­თხე

“გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ბორტზე პო­ტენ­ცი­ურ სა­ხი­ფა­თო მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ამას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ. თუმ­ცა, და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი­ვე გემი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვე­შაა", - გა­ნა­ცხა­და ბრი­ტა­ნე­თის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მაიკ კე­ინ­მა.

დი­ზა­ი­ნის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გამო, ამე­რი­კუ­ლი ნავ­თო­ბტან­კე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩა­ი­ძი­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ტვირ­თმზი­დის მფლო­ბელ­მა ერ­ნესტ რას­მა თქვა, რომ ბორტზე არ­სე­ბულ კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში არ იყო ნატ­რი­უ­მის ცი­ა­ნი­დი, რო­გორც მა­ნამ­დე გავ­რცელ­და.

იმავდრო­უ­ლად, კინგსტონ-ჰო­ლის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს ლი­დერ­მა მაიკ როს­მა სას­წრა­ფოდ მო­ი­თხო­ვა მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტის სხდო­მის შეკ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხდო­მა მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში იკ­რი­ბე­ბა.

როსი მი­იჩ­ნევს, რომ ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს სწო­რედ ასე­თი შემ­თხვე­ვაა.

გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს და­მან­გრე­ვე­ლი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ზე.

"ვი­ცით, რომ ნავ­თო­ბის დაღ­ვრას შე­უძ­ლია და­მან­გრე­ვე­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ზღვაო ეკო­სის­ტე­მებ­სა და ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ზე. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი ეხე­ბა თვითმფრი­ნა­ვის საწ­ვავს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ სწრა­ფად აორ­თქლდე­ბა. დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან დაგ­ვი­ცავს" - ამ­ბობს WWF-UK-ის ოკე­ა­ნის დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი ტომ ბრუ­კი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

შეჯახება ჩრდილოეთის ზღვაში: დააკავეს ერთ-ერთი ხომალდის კაპიტანი -  რა ხდება ცნობილი და ემუქრება თუ არა ეკოლოგიური კრიზისი მიმდებარე ტერიტორიას?

შეჯახება ჩრდილოეთის ზღვაში: დააკავეს ერთ-ერთი ხომალდის კაპიტანი -  რა ხდება ცნობილი და ემუქრება თუ არა ეკოლოგიური კრიზისი მიმდებარე ტერიტორიას?

10 მარტს, ჩრდილოეთის ზღვაში, ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შეჯახება აღმოსავლეთ იორკშირის სანაპირო ზოლის სიახლოვეს მოხდა. ტანკერს საავიაციო საწვავი გადაჰქონდა, რომელიც შეჯახებით გამოწვეული აფეთქების შედეგად ზღვაში ჩაიღვარა.

ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთის ზღვაში, ტანკერისა და გემის შეჯახების საქმეზე, დააკავეს სატვირთო გემის კაპიტანი. ის არა განზრახ, გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მომხდარზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.

დაკავებულის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 59 წლისაა. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გაერთიანებული სამეფოს სანაპირო დაცვამ Solong - ის სატვირთო გემის დაკარგული ეკიპაჟის წევრის სამძებრო სამუშაოები დაასრულა.

“ჩატარდა ფართო სამუშაო. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავიგოთ რა მოხდა და მხარი დავუჭიროთ დაზარალებულებს“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის მთავარმა ზედამხედველმა კრეიგ ნიკოლსონმა.

BBC-ის წყაროებმა ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ პორტუგალიური სატვირთო გემის Solong-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის და ფილიპინის მოქალაქეები.

ტანკერ Stena Immaculate-ის ეკიპაჟის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.

  • რა მოხდა?

ამერიკულ ნავთობტანკერს Stena Immaculate-ს, რომელსაც ფლობს კომპანია Crowley, ბრიტანული ქალაქის კინგსტონ-აპონ-ჰალის მახლობლად პორტში ჰქოდა ღუზა ჩაშვებული, როდესაც მას შეეჯახა პორტუგალიის დროში ქვეშ მცურავი ტვირთმზიდი ხომალდი Solong-ი, რის მერეც ორივეზე ცეცხლი გაჩნდა. ტანკერზე ხანძარი უკვე ჩააქრეს, თუმცა ტვირთმზიდი ჯერ კიდევ იწვის.

BBC- ის ინფორმაციით, ამერიკული ტანკერი ერთ-ერთი ბერძნული პორტიდან მოდიოდა.

სატვირთო გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაშავდა. Solong-ის 14 მეზღვაურიდან 13 გადაარჩინეს, 1-ს პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა, ის გარდაცვლილად მიიჩნევა.

  • ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე

“გავრცელდა ინფორმაცია ბორტზე პოტენციურ სახიფათო მასალებთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ. თუმცა, დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს. ორივე გემი დაკვირვების ქვეშაა", - განაცხადა ბრიტანეთის საზღვაო ძალების მინისტრმა მაიკ კეინმა.

დიზაინის მახასიათებლების გამო, ამერიკული ნავთობტანკერი, სავარაუდოდ, ჩაიძირება. ამასთანავე, ტვირთმზიდის მფლობელმა ერნესტ რასმა თქვა, რომ ბორტზე არსებულ კონტეინერებში არ იყო ნატრიუმის ციანიდი, როგორც მანამდე გავრცელდა.

იმავდროულად, კინგსტონ-ჰოლის საქალაქო საბჭოს ლიდერმა მაიკ როსმა სასწრაფოდ მოითხოვა მთავრობის საგანგებო კომიტეტის სხდომის შეკრება. აღსანიშნავია, რომ სხდომა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში იკრიბება.

როსი მიიჩნევს, რომ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის გათვალისწინებით, ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.

გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ტოქსიკურ ნივთიერებებს დამანგრეველი გავლენა ექნება მიმდებარე ტერიტორიის ველურ ბუნებაზე.

"ვიცით, რომ ნავთობის დაღვრას შეუძლია დამანგრეველი და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს საზღვაო ეკოსისტემებსა და ველურ ბუნებაზე. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ეხება თვითმფრინავის საწვავს, რომელიც სავარაუდოდ სწრაფად აორთქლდება. დროული რეაგირება უარყოფითი ზემოქმედებისგან დაგვიცავს" - ამბობს WWF-UK-ის ოკეანის დაცვის სპეციალისტი ტომ ბრუკი.

წყარო

იხილეთ ასევე: