სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ 25 წლით პატიმრობა ემუქრებათ" - დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე 7 ექიმს გაასამართლებენ
"მათ 25 წლით პატიმრობა ემუქრებათ" - დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე 7 ექიმს გაასამართლებენ

ლე­გენ­და­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის დი­ე­გო მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რვა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­დან შვი­დი სამ­შა­ბათს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა. და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ. მათ სა­სა­მარ­თლო და­უ­დევ­რო­ბა­ში სდებს ბრალს.

ბრალ­დე­ბულ­თა შო­რის არი­ან მა­რა­დო­ნას ნე­ი­რო­ქი­რურ­გი და პი­რა­დი ექი­მი, ლე­ო­პოლ­დო ლუკე, ფსი­ქი­ატ­რი და ფსი­ქო­ლო­გი, ორი ექი­მი, ორი ექთა­ნი და მათი უფ­რო­სი. ყვე­ლა მათ­გან­მა უარ­ყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სიკ­ვდილ­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დი­ე­გო მა­რა­დო­ნა 2020 წლის 25 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. 3 ნო­ემ­ბერს, მას ტვი­ნის სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. იგი ბუ­ე­ნოს აი­რე­სის ელი­ტა­რულ უბან­ში, ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ეს ოპე­რა­ცი­ი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ მოხ­და.

  • ქვეყ­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ი­წყო. ჯერ კი­დევ 2021 წელს, 20 ექ­სპერ­ტის­გან შემ­დგარ­მა კო­მი­სი­ამ, რო­მელ­მაც მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვლია, სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფის ქმე­დე­ბე­ბი „არა­სა­თა­ნა­დოდ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ“ მი­იჩ­ნია.

ექ­სპერ­ტებ­მა და­ას­კვნეს რომ ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის "გა­დარ­ჩე­ნის შან­სე­ბი უფრო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და", თუ მას სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევ­დნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლი ექთ­ნე­ბი და ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მა­რა­დო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არაა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მათ 25 წლით პატიმრობა ემუქრებათ" - დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე 7 ექიმს გაასამართლებენ

"მათ 25 წლით პატიმრობა ემუქრებათ" - დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე 7 ექიმს გაასამართლებენ

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული რვა სამედიცინო პერსონალიდან შვიდი სამშაბათს სასამართლოს წინაშე წარდგება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ სასამართლო დაუდევრობაში სდებს ბრალს.

ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა სიკვდილზე.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. 3 ნოემბერს, მას ტვინის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბუენოს აირესის ელიტარულ უბანში, ნაქირავებ სახლში საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ეს ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ მოხდა.

  • ქვეყნის პროკურატურამ გამოძიება ფეხბურთელის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო. ჯერ კიდევ 2021 წელს, 20 ექსპერტისგან შემდგარმა კომისიამ, რომელმაც მარადონას გარდაცვალების გარემოებები გამოიკვლია, სამედიცინო ჯგუფის ქმედებები „არასათანადოდ, არაადეკვატურად და უპასუხისმგებლოდ“ მიიჩნია.

ექსპერტებმა დაასკვნეს რომ ლეგენდარული ფეხბურთელის "გადარჩენის შანსები უფრო მაღალი იქნებოდა", თუ მას სათანადო სამედიცინო დახმარებას გაუწევდნენ.

ბრალდებული ექთნები და ექიმები ამბობენ, რომ მარადონას გარდაცვალება მათი პასუხისმგებლობა არაა.

წყარო