მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც მოისმინეთ, ნარკოდანაშაულით მოხეირე "ოცნების" მორიგი თაღლითობაა - სინამდვილეში სხვა რამ აღელვებთ" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი
"რაც მოისმინეთ, ნარკოდანაშაულით მოხეირე "ოცნების" მორიგი თაღლითობაა - სინამდვილეში სხვა რამ აღელვებთ" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი

“ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ნარ­კო­ტი­კე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბიც, ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც და გამ­სა­ღე­ბელ­თა თა­ვი­სუფ­ლად თა­რე­შიც, იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბით, გამ­სა­ღე­ბელ­თა მფარ­ვე­ლო­ბით, მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ზოგ­ჯერ ზე­წო­ლით და ზოგ­ჯერ მათ­თან ვაჭ­რო­ბით თა­ვად ხე­ი­რობს - რაც გუ­შინ მო­ის­მი­ნეთ „ოც­ნე­ბის­გან“, არის ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლით მო­ხე­ი­რე „ოც­ნე­ბის“ მო­რი­გი თაღ­ლი­თო­ბა, - ამის შე­სა­ხებ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” წევ­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს, რი­თაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­ნონ­სე­ბულ ცვლი­ლე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • მისი თქმით, რე­ა­ლუ­რად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ახ­ლაც არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა და მი­ზა­ნი “თაღ­ლი­თო­ბით ხმე­ბის მო­ზიდ­ვაა”.

“ჩემი პო­ზი­ცი­აა, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბი უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯონ (არა­ნა­ი­რი კომ­პრო­მი­სი), შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ზე უნდა მოხ­დეს სას­ჯე­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ოდე­ნო­ბე­ბის და სა­ხე­ო­ბე­ბის მი­ხედ­ვით და უმ­კაც­რე­სი უნდა იყოს მიდ­გო­მა ორ­გა­ნი­ზე­ბულ ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან. ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა (წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულ­თა) და მათი ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე (პირ­ველ რიგ­ში, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით).

ეტა­პობ­რი­ვად უნდა შე­იც­ვა­ლოს ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, არა­ე­ფექ­ტი­ან მე­თო­დე­ბი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი დას­ჯის პო­ლი­ტი­კი­დან უნდა გა­და­ვი­დეთ პრე­ვენ­ცი­ის, მომ­ხმა­რე­ბელ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გამ­სა­ღე­ბელ­თა მკაც­რად დას­ჯის ეფექ­ტი­ან და სა­მარ­თლი­ან პო­ლი­ტი­კა­ზე.

ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რას აკე­თებს არა­ლე­გი­ტი­მურ თაღ­ლით­თა დაჯ­გუ­ფე­ბა:

„ოც­ნე­ბას“ სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ნარ­კო­ტი­კე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბიც, ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც და გამ­სა­ღე­ბელ­თა თა­ვი­სუფ­ლად თა­რე­შიც იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბით, გამ­სა­ღე­ბელ­თა მფარ­ვე­ლო­ბით, მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ზოგ­ჯერ ზე­წო­ლით და ზოგ­ჯერ მათ­თან ვაჭ­რო­ბით თა­ვად ხე­ი­რობს.

არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ეს ის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მელ­მაც ნარ­კო­ტესტზე შე­მოწ­მე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა გა­ა­უქ­მა იმი­ტომ, რომ „ოც­ნე­ბის“ რი­გე­ბი სავ­სეა ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბით. გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზად რა და­ა­სა­ხე­ლეს, ამა­საც შე­გახ­სე­ნებთ: დე­პუ­ტატს შე­უ­რა­ცხყოფს შე­მოწ­მე­ბაო.

ეს ის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მელ­მაც სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბის­თვის ჯერ ამ­ნის­ტია შე­ა­ხო ნარ­კო­და­ნა­შა­ულს და შემ­დეგ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა. ანუ, როცა ხმებს ყი­დუ­ლობ­დნენ, ამ დროს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის გავ­რცე­ლე­ბა და ახალ­გაზ­რდებ­ში მოხ­მა­რე­ბის ზრდა, არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და. თუ „ოც­ნე­ბის­თვის“ ხმა მო­აქვს, ახალ­გაზ­რდე­ბის სიკ­ვდი­ლი რა მო­სა­ტა­ნია.

ეს ის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის, ე.წ. მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში კო­რუფ­ცი­ას აგუ­გუ­ნებს და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხარ­ჯზე ფულს აკე­თებს, ნაც­ვლად იმი­სა ამ ხალ­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე იზ­რუ­ნოს. იმ­დე­ნად ამო­რა­ლუ­რე­ბი და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, აქაც ფულს აკე­თე­ბენ.

ეს ის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რომ­ლის პო­ლი­ცია "ბა­რი­გე­ბის" გა­მოვ­ლე­ნის ნაც­ვლად ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვის­ტებს დას­დევს. სა­ნამ 5-6 პო­ლი­ცი­ე­ლი ერთ მო­ქა­ლა­ქეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გამო და­სა­ჯა­რი­მებ­ლად დას­დევს, მი­ნი­მუმ ერთი "ბა­რი­გა" და­თა­რე­შობს ქვე­ყა­ნა­ში. არც "ბა­რი­გებ­თან" გა­რი­გე­ბა­ზე და ამ გზით გამ­დიდ­რე­ბა­ზე ამ­ბო­ბენ უარს. ანუ, ივა­ნიშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მკვლე­ლე­ბის ხარ­ჯზეც მდიდ­რდე­ბა.

ეს ის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რომ­ლის პი­რო­ბებ­ში კლუ­ბებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი იხო­ცე­ბი­ან და არა­თუ რა­ი­მე ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამთ ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, ერთი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბაც არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

ეს ის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­მელ­მაც და­აბ­რუ­ნა „ჩა­დე­ბა“, რო­მე­ლიც მოვ­სპეთ.

ამი­ტომ, რაც გუ­შინ მო­ის­მი­ნეთ „ოც­ნე­ბის­გან“, არის ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი მო­ხე­ი­რე „ოც­ნე­ბის“ მო­რი­გი თაღ­ლი­თო­ბა. ახალ­გაზ­რდე­ბის სიკ­ვდი­ლი და ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბა რომ მარ­თლა აღელ­ვებ­დეთ, მი­ნი­მუმ რაც ზე­მოთ წე­რია იმას მო­აგ­ვა­რებ­დნენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში სხვა რამე აღელ­ვებთ - აქ­ცი­ებ­ზე მყო­ფი აქ­ტი­ვის­ტე­ბის დევ­ნა - მათი გა­დაყ­ვა­ნა თით­ქოს­და ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე შე­სა­მოწ­მებ­ლად, მათ­თვის ჩა­დე­ბა (რო­გორც გი­ორ­გი ახო­ბა­ძეს ჩა­უ­დეს), ამ გზით მათი შე­ვიწ­რო­ე­ბა და შემ­დეგ აქ­ცი­ის გა­შა­ვე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ მდი­ნა­რა­ძეს ქვეც­ნო­ბი­ერ­მა ამოს­ძა­ხა - „რო­გორც ადრე იყოო“. რა სიმ­ბო­ლუ­რია, რომ რაც ადრე იყო, იმას სწო­რედ მდი­ნა­რა­ძის პი­რით აბ­რუ­ნებს „ოც­ნე­ბა“.

ახ­ლაც არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მი­ზა­ნი თაღ­ლი­თო­ბით ხმე­ბის მო­ზიდ­ვაა. "ბა­რი­გე­ბი" კი ისევ ითა­რე­შე­ბენ და ახალ­გაზ­რდე­ბის სი­ცო­ცხლე ისევ ფე­ხებ­ზე ეკი­დე­ბათ”,- აცხა­დებს მეზვრიშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"რაც მოისმინეთ, ნარკოდანაშაულით მოხეირე "ოცნების" მორიგი თაღლითობაა - სინამდვილეში სხვა რამ აღელვებთ" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი

"რაც მოისმინეთ, ნარკოდანაშაულით მოხეირე "ოცნების" მორიგი თაღლითობაა - სინამდვილეში სხვა რამ აღელვებთ" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი

“ქართულ ოცნებას“ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც, იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს - რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაულით მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე” წერს, რითაც “ქართული ოცნების” მიერ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება.

  • მისი თქმით, რეალურად, “ქართული ოცნება” ახლაც არჩევნებისთვის ემზადება და მიზანი “თაღლითობით ხმების მოზიდვაა”.

“ჩემი პოზიციაა, რომ ნარკოტიკების გამსაღებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ (არანაირი კომპრომისი), შეძენა-შენახვაზე უნდა მოხდეს სასჯელების დიფერენცირება, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების და სახეობების მიხედვით და უმკაცრესი უნდა იყოს მიდგომა ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან. ამასთან, სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებელთა (წამალდამოკიდებულთა) და მათი ოჯახების მხარდაჭერა-რეაბილიტაციაზე (პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობით და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებით).

ეტაპობრივად უნდა შეიცვალოს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მოძველებული, არაეფექტიან მეთოდები და წლების განმავლობაში არსებული დასჯის პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ პრევენციის, მომხმარებელთა რეაბილიტაციისა და გამსაღებელთა მკაცრად დასჯის ეფექტიან და სამართლიან პოლიტიკაზე.

ახლა, რაც შეეხება იმას, რას აკეთებს არალეგიტიმურ თაღლითთა დაჯგუფება:

„ოცნებას“ სულ ფეხებზე ჰკიდია ნარკოტიკებით გარდაცვლილი ახალგაზრდებიც, ნარკოტიკების გავრცელებაში ახალგაზრდების მზარდი მონაწილეობაც და გამსაღებელთა თავისუფლად თარეშიც იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების გასაღებით, გამსაღებელთა მფარველობით, მომხმარებლებზე ზოგჯერ ზეწოლით და ზოგჯერ მათთან ვაჭრობით თავად ხეირობს.

არ დაგვავიწყდეს ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც ნარკოტესტზე შემოწმების სავალდებულოობა გააუქმა იმიტომ, რომ „ოცნების“ რიგები სავსეა ნარკოტიკების მომხმარებლებით. გაუქმების მიზეზად რა დაასახელეს, ამასაც შეგახსენებთ: დეპუტატს შეურაცხყოფს შემოწმებაო.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც საარჩევნო მიზნებისთვის ჯერ ამნისტია შეახო ნარკოდანაშაულს და შემდეგ ყაველაშვილის შეწყალება. ანუ, როცა ხმებს ყიდულობდნენ, ამ დროს ნარკოდანაშაულის გავრცელება და ახალგაზრდებში მოხმარების ზრდა, არავის აინტერესებდა. თუ „ოცნებისთვის“ ხმა მოაქვს, ახალგაზრდების სიკვდილი რა მოსატანია.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეტადონის პროგრამაში კორუფციას აგუგუნებს და ნარკოდამოკიდებული ადამიანების ხარჯზე ფულს აკეთებს, ნაცვლად იმისა ამ ხალხის რეაბილიტაციაზე იზრუნოს. იმდენად ამორალურები და კორუმპირებულები არიან, აქაც ფულს აკეთებენ.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პოლიცია "ბარიგების" გამოვლენის ნაცვლად ახალგაზრდა აქტივისტებს დასდევს. სანამ 5-6 პოლიციელი ერთ მოქალაქეს განსხვავებული აზრის გამო დასაჯარიმებლად დასდევს, მინიმუმ ერთი "ბარიგა" დათარეშობს ქვეყანაში. არც "ბარიგებთან" გარიგებაზე და ამ გზით გამდიდრებაზე ამბობენ უარს. ანუ, ივანიშვილი ახალგაზრდების მკვლელების ხარჯზეც მდიდრდება.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომლის პირობებში კლუბებში ახალგაზრდები იხოცებიან და არათუ რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ ნარკოტიკების გავრცელების პრევენციისთვის, ერთი პასუხისმგებლობიანი განცხადებაც არ გაუკეთებიათ.

ეს ის ე.წ. ხელისუფლებაა, რომელმაც დააბრუნა „ჩადება“, რომელიც მოვსპეთ.

ამიტომ, რაც გუშინ მოისმინეთ „ოცნებისგან“, არის ნარკოდანაშაული მოხეირე „ოცნების“ მორიგი თაღლითობა. ახალგაზრდების სიკვდილი და ნარკოტიკების გასაღება რომ მართლა აღელვებდეთ, მინიმუმ რაც ზემოთ წერია იმას მოაგვარებდნენ. სინამდვილეში სხვა რამე აღელვებთ - აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნა - მათი გადაყვანა თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადება (როგორც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს), ამ გზით მათი შევიწროება და შემდეგ აქციის გაშავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მდინარაძეს ქვეცნობიერმა ამოსძახა - „როგორც ადრე იყოო“. რა სიმბოლურია, რომ რაც ადრე იყო, იმას სწორედ მდინარაძის პირით აბრუნებს „ოცნება“.

ახლაც არჩევნებისთვის ემზადებიან. მიზანი თაღლითობით ხმების მოზიდვაა. "ბარიგები" კი ისევ ითარეშებენ და ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ფეხებზე ეკიდებათ”,- აცხადებს მეზვრიშვილი.