სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს, ანგრეულ-გაფარჩაკებულია..." - კახა კალაძე
"ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს, ანგრეულ-გაფარჩაკებულია..." - კახა კალაძე

გა­მი­ჭირ­დე­ბა გი­პა­სუ­ხოთ ოპო­ზი­ცი­ის ნაც­ვლად თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ მათი ში­შე­ბიც მეს­მის - არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ აქვთ, რომ წა­გე­ბულ ბრძო­ლა­ში შე­მო­ვიდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა და­წყე­ბუ­ლი აქვს.

"გა­მი­ჭირ­დე­ბა გი­პა­სუ­ხოთ ოპო­ზი­ცი­ის ნაც­ვლად თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ მათი ში­შე­ბიც მეს­მის. ისი­ნი მარ­ცხის­თვის არი­ან გან­წი­რუ­ლი - მათ არ­ცერთ რა­ი­ონ­ში და ქა­ლაქ­ში, რო­გორც მე­რე­ბის, ასე­ვე საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის დო­ნე­ზე, გა­მარ­ჯვე­ბის არა­ნა­ი­რი შან­სი არ აქვთ. ვფიქ­რობ, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ აქვთ, რომ წა­გე­ბულ ბრძო­ლა­ში შე­მო­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

ჩვენ და­წყე­ბუ­ლი გვაქვს მზა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის - შეხ­ვედ­რე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბის შე­მო­ტა­ნა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ არას­დროს გაგ­ვი­წყვე­ტია ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცია რე­ა­ლუ­რად, არ არ­სე­ბობს და ის "ან­გრე­ულ-გა­ფარ­ჩა­კე­ბუ­ლია.“

"ოპო­ზი­ცია რე­ა­ლუ­რად, არ არ­სე­ბობს - ან­გრე­ულ-გა­ფარ­ჩა­კე­ბუ­ლია. ეს არის ის რე­ა­ლო­ბა, თუ რას წარ­მო­ად­გენს ეს რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა. არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას არ აქვს ვინ იქ­ნე­ბა ე.წ ლი­დე­რი. ლი­დე­რი ნიშ­ნავს იმას, რომ გაქვს ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა, სარ­გებ­ლობ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით, შენს მი­მართ აქვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თუნ­დაც სიყ­ვა­რუ­ლი. ავი­ღოთ ოპო­ზი­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - ვინ სარ­გებ­ლობს ამ ყვე­ლაფ­რით, რაც ჩა­მოვ­თვა­ლეთ? - ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რას ეტყვი­ან გა­რე­დან და ვის და­ა­ყე­ნე­ბენ ამ რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ე.წ ლი­დე­რად“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მათ­თვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მი­ი­ღებს თუ არა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ოპო­ზი­ცია.

"ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვემ­ზა­დე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. მთა­ვა­რია ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, ჩვენ არ ვმოქ­მე­დებთ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ოპო­ზი­ცია - გინდ ცალ-ცალ­კე, გინდ შე­ერ­თე­ბუ­ლი. ჩვენ მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბიც ბევ­რჯერ გვი­ნა­ხავს და ფან­ჩა­ტუ­რე­ბიც.

არ აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ოპო­ზი­ცია მი­ი­ღებს თუ არა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვა ქა­ლა­ქებ­თან და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს. უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს, რა­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხი სჭირ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტებ­სა და ხედ­ვებს თუ რა გა­კეთ­დე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში, სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, არის თუ არა ლი­ბე­რა­ლი, კა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა: "არ ვარ ლი­ბე­რა­ლი, არ მაქვს ეგ იდე­ო­ლო­გია“. კა­ლა­ძემ ამ კი­თხვას მას შემ­დეგ უპა­სუ­ხა, რაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის მი­მართ "სა­ფა­რის " ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბაია პა­ტა­რა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­ზე კი­თხვას, სა­დაც პა­ტა­რა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "გა­ე­როს ქალ­თა სტა­ტუ­სის გან­მსა­ზღვრელ კო­მი­სი­ის შეხ­ვედ­რა­ზე მივფრი­ნავ ნიუ იორკში. გა­ვი­გე, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლიც მო­ეთ­რე­ვა“.

"ერთი და იგი­ვე "მე­სი­ჯ­ბოქ­სი“, მიდ­გო­მე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე გა­რეთ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ. მა­შინ­ვე მი­დის თავ­დას­ხმა, შე­უ­რა­ცხყო­ფა. რომ ჰკი­თხო, ლი­ბე­რა­ლე­ბი არი­ან და სა­ერ­თოდ, ლი­ბე­რა­ლიზ­მთან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­შის­ტე­ბი არი­ან, ყვე­ლა ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მიდ­გო­მა, რაც აქვთ გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რთან, ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მია. ფა­შიზ­მი, რა­დი­კა­ლიზ­მი ყო­ველ­თვის მარ­ცხის­თვის იქ­ნე­ბა გან­წი­რუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს, ანგრეულ-გაფარჩაკებულია..." - კახა კალაძე

"ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს, ანგრეულ-გაფარჩაკებულია..." - კახა კალაძე

გამიჭირდება გიპასუხოთ ოპოზიციის ნაცვლად თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ მათი შიშებიც მესმის - არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ წაგებულ ბრძოლაში შემოვიდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს.

"გამიჭირდება გიპასუხოთ ოპოზიციის ნაცვლად თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ მათი შიშებიც მესმის. ისინი მარცხისთვის არიან განწირული - მათ არცერთ რაიონში და ქალაქში, როგორც მერების, ასევე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ვფიქრობ, არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ წაგებულ ბრძოლაში შემოვიდნენ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ჩვენ დაწყებული გვაქვს მზადება არჩევნებისთვის - შეხვედრები, სიახლეების შემოტანა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოებასთან“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს და ის "ანგრეულ-გაფარჩაკებულია.“

"ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს - ანგრეულ-გაფარჩაკებულია. ეს არის ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება. არსებითი მნიშვნელობა იმას არ აქვს ვინ იქნება ე.წ ლიდერი. ლიდერი ნიშნავს იმას, რომ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, სარგებლობ საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით, შენს მიმართ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუნდაც სიყვარული. ავიღოთ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი - ვინ სარგებლობს ამ ყველაფრით, რაც ჩამოვთვალეთ? - ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ეტყვიან გარედან და ვის დააყენებენ ამ რადიკალური დაჯგუფების ე.წ ლიდერად“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია.

"ჩვენ ჩვეულებრივად ვემზადებით არჩევნებისთვის. მთავარია ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენ არ ვმოქმედებთ იქიდან გამომდინარე თუ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია - გინდ ცალ-ცალკე, გინდ შეერთებული. ჩვენ მათი გაერთიანებებიც ბევრჯერ გვინახავს და ფანჩატურებიც.

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ოპოზიცია მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს. უამრავი პრობლემა და გამოწვევები არსებობს, რასაც წლების განმავლობაში პასუხი სჭირდება და საზოგადოება ელოდება კონკრეტულ პროექტებსა და ხედვებს თუ რა გაკეთდება რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ლიბერალი, კალაძემ უპასუხა: "არ ვარ ლიბერალი, არ მაქვს ეგ იდეოლოგია“. კალაძემ ამ კითხვას მას შემდეგ უპასუხა, რაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიმართ "საფარის " ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებაზე კითხვას, სადაც პატარაიამ განაცხადა, რომ "გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრაზე მივფრინავ ნიუ იორკში. გავიგე, მაკა ბოჭორიშვილიც მოეთრევა“.

"ერთი და იგივე "მესიჯბოქსი“, მიდგომები და დამოკიდებულება აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, განსხვავებული აზრის მიმართ. მაშინვე მიდის თავდასხმა, შეურაცხყოფა. რომ ჰკითხო, ლიბერალები არიან და საერთოდ, ლიბერალიზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, ყველა ის დამოკიდებულება და მიდგომა, რაც აქვთ განსხვავებულ აზრთან, ლიბერალური ფაშიზმია. ფაშიზმი, რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული“, - განაცხადა კახა კალაძემ.