სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიგის თავი არ მოუკლავს... მოძღვარმა წესიც აუგო. ძველი ტრავმის გამო პერიოდულად ითიშებოდა" - რას ჰყვება ახლობელი მეტეხის ხიდიდან ავტომობილით გადავარდნილ ახალგაზრდაზე?
"გიგის თავი არ მოუკლავს... მოძღვარმა წესიც აუგო. ძველი ტრავმის გამო პერიოდულად ითიშებოდა" - რას ჰყვება ახლობელი მეტეხის ხიდიდან ავტომობილით გადავარდნილ ახალგაზრდაზე?

5 დღის წინ თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც "ფორ­დის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით ძლი­ე­რად და­ე­ჯა­ხა ხი­დის ჯე­ბირს, მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა ცხე­და­რი იპო­ვეს, გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 24 წლის გიგი ზა­რან­დია აღ­მოჩ­ნდა. მას ხვალ მშობ­ლი­ურ ხობ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

გიგი ზა­რან­დია ბა­ი­კე­რი იყო. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 წლის წინ, და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ად­გი­ლას გიგი "ბა­ი­კით" მოყ­ვა ავა­რი­ა­ში და მას 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნი­უ­ჰოს­პი­ტალსში“ მკურ­ნა­ლობ­დნენ (აქე­დან 2 კვი­რა კო­მა­ში გა­ა­ტა­რა).

გი­გის შე­სა­ხებ ambebi.ge-ს მისი მე­ზო­ბე­ლი და ნა­თე­სა­ვი ჯაბა თო­ლორ­და­ვა გვე­სა­უბ­რა:

"ამ ტრა­გე­დი­ის ირ­გვლივ უამ­რა­ვი ჭორი ტრი­ა­ლებს, თით­ქოს გი­გიმ გან­ზრახ მო­იკ­ლა თავი, აზარ­ტულ თა­მა­შებს თა­მა­შობ­და და ა.შ. გი­გის ჩვე­უ­ლებ­რივ აუ­გეს წესი. მას გარ­კვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ 3 წლის უკან, მარ­ტის თვე­ში და და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე ად­გი­ლას, მას მო­ტო­ციკ­ლით ავა­რია მო­უხ­და (გიგი მოყ­ვა­რუ­ლი ბა­ი­კე­რი იყო) და და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე კლი­ნი­კა­ში იწვა, აქე­დან რამ­დე­ნი­მე ხანს კო­მა­შიც იყო. მისი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მი­ნი­მა­ლუ­რი იყო, ყვე­ლა­ნი მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვლო­ცუ­ლობ­დით. ავა­რი­ის შე­დე­გად გი­გის თავი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. გა­მო­კე­თე­ბის მერე ამ შემ­თხვე­ვამ მას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და­უ­ტო­ვა - პე­რი­ო­დუ­ლად ითი­შე­ბო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე, ამას არ იმ­ჩნევ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და ყო­ფი­ლი­ყო სა­მა­გა­ლი­თო ახალ­გაზ­რდა, მე­გო­ბა­რი, შვი­ლი... გა­და­ტა­ნი­ლის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ, მის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლიც არ იყო სა­ჭეს­თან ჯდო­მა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ გი­გის იმ მო­მენ­ტში გო­ნე­ბა გა­ე­თი­შა, არ იცო­და, რას აკე­თებ­და და რა ხდე­ბო­და, თო­რემ მას არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ ჰქო­ნია სა­ი­მი­სო, თავი რომ მო­ეკ­ლა. გიგი სიყ­ვა­რუ­ლით და­ო­ჯახ­და, ის და ანა პა­ტა­რა გო­გო­ნას ელო­დე­ბოდ­ნენ, გა­ხა­რე­ბულს ექოს­კო­პი­ის სუ­რა­თი დაჰ­ქონ­და თან...

ახ­ლა­ხან სახ­ლში რე­მონ­ტი გა­ა­კე­თეს და ქორ­წი­ლის­თვის ჰქონ­დათ სამ­ზა­დი­სი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში უნდა ჰქო­ნო­დათ. გი­გის მშობ­ლე­ბი და-ძმა­სა­ვით ჰყავ­და (დედა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლი­საა, მამა - 45 წლამ­დე), ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან ძა­ლი­ან, მას არა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი აკ­ლდა. პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი და ყვე­ლას იმე­დი იყო. გი­გი­ზე ისიც კი თქვეს, ხომ არ თა­მა­შობ­დაო... ცხოვ­რე­ბა­ში არ უთა­მა­შია, ეს არარ­სე­ბუ­ლია, მუდ­მი­ვად მუ­შა­ობ­და, რას არ აკე­თებ­და, ოჯახს არა­ფე­რი მოჰ­კლე­ბო­და. მშრო­მე­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და უწე­სი­ე­რე­სი ბიჭი იყო, მის­გან ბილ­წი სი­ტყვაც არ მახ­სოვს. ხობ­ში მე­ზობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ, ძა­ლი­ან ვახ­ლობ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთ­თან. გიგი სო­ფელ გუ­რი­ფუ­რი­ში გა­ი­ზარ­და და მერე წა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, ვი­ნა­ი­დან სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის მეტი პერ­სპექ­ტი­ვაა. ხობ­ში მას ძლი­ე­რი ოჯა­ხი ჰყავს, კარ­გად ცხოვ­რო­ბენ. გი­გის დედა დევ­ნი­ლია, იმ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბა აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, ვერ აღ­გი­წერთ. ჯერ მარ­ტო მისი მშობ­ლე­ბი (გი­გის ბე­ბია-ბა­ბუა) აფხა­ზეთ­ში სახ­ლში გა­მო­უწ­ვეს და გი­გის დედა სამ დედ­მა­მიშ­ვილ­თან ერ­თად ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და. და-ძმებ­მა ერ­თმა­ნე­თი გა­ზარ­დეს და გა­ჭირ­ვე­ბის მეტი არა­ფე­რი აქვთ ნა­ნა­ხი. გი­გის სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი დარ­ჩა - ორი ძმა და ერთი და.

გი­გის ხვალ დავ­კრძა­ლავთ, გუ­შინ­წინ მას მო­ძღვარ­მა წესი აუგო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვლო­ცუ­ლობთ მის­თვის...

ბევ­რი წერს, მა­ინც ვიხ­სე­ნი­ებთ ლოც­ვებ­ში, ღმერ­თმა შე­უნ­დო­სო. გიგი თავი არ მო­უკ­ლავს, ყვე­ლას ვთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვონ ამა­ზე ლა­პა­რა­კის­გან... ის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს 99%-ით გა­თი­შუ­ლი იყო. გული გვტკი­ვა, არარ­სე­ბულ­ზე როცა სა­უბ­რო­ბენ... ავა­რი­ის შემ­დეგ გიგი შე­იც­ვა­ლა, პა­ტარ-პა­ტა­რა გა­თიშ­ვე­ბი ჰქონ­და. თა­ვის მოკ­ვლა რომ გა­და­ე­წყვი­ტა, რაღა შუა ქუ­ჩა­ში გა­ა­კე­თებ­და ამას და გამ­ვლე­ლებს საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და? იმ მო­მენ­ტში გა­თი­შუ­ლი იყო და ვერ აკონ­ტრო­ლებ­და თავს, შე­საძ­ლოა, აზ­რზეც მო­ვი­და, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნი იყო...

ღმერ­თმა ჯან­მრთე­ლი და­ბა­დოს მისი შვი­ლი და მას მა­ინც ჰქონ­დეს ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი, მე­უღ­ლეც ისე მძი­მე დღე­შია, არ ვიცი, რო­გორ გა­და­ი­ტანს ამ ამ­ბავს. და­იქ­ცა ოჯა­ხი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბია. გიგი ჩვე­ნი დიდი ტკი­ვი­ლია, ღმერ­თმა სა­სუ­ფე­ვე­ლი და­უმ­კვიდ­როს“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გიგის თავი არ მოუკლავს... მოძღვარმა წესიც აუგო. ძველი ტრავმის გამო პერიოდულად ითიშებოდა" - რას ჰყვება ახლობელი მეტეხის ხიდიდან ავტომობილით გადავარდნილ ახალგაზრდაზე?

"გიგის თავი არ მოუკლავს... მოძღვარმა წესიც აუგო. ძველი ტრავმის გამო პერიოდულად ითიშებოდა" - რას ჰყვება ახლობელი მეტეხის ხიდიდან ავტომობილით გადავარდნილ ახალგაზრდაზე?

5 დღის წინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ტრაგედია დატრიალდა - მამაკაცი, რომელიც "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს, მტკვარში გადავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია აღმოჩნდა. მას ხვალ მშობლიურ ხობში დაკრძალავენ.

გიგი ზარანდია ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით, 3 წლის წინ, დაახლოებით იმავე ადგილას გიგი "ბაიკით" მოყვა ავარიაში და მას 2 თვის განმავლობაში "ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდნენ (აქედან 2 კვირა კომაში გაატარა).

გიგის შესახებ ambebi.ge-ს მისი მეზობელი და ნათესავი ჯაბა თოლორდავა გვესაუბრა:

"ამ ტრაგედიის ირგვლივ უამრავი ჭორი ტრიალებს, თითქოს გიგიმ განზრახ მოიკლა თავი, აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ა.შ. გიგის ჩვეულებრივ აუგეს წესი. მას გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ 3 წლის უკან, მარტის თვეში და დაახლოებით იმავე ადგილას, მას მოტოციკლით ავარია მოუხდა (გიგი მოყვარული ბაიკერი იყო) და დაახლოებით 2 თვე კლინიკაში იწვა, აქედან რამდენიმე ხანს კომაშიც იყო. მისი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო, ყველანი მისი გადარჩენისთვის ვლოცულობდით. ავარიის შედეგად გიგის თავი ჰქონდა დაზიანებული. გამოკეთების მერე ამ შემთხვევამ მას გარკვეული პრობლემები დაუტოვა - პერიოდულად ითიშებოდა, მაგრამ იმდენად მუშაობდა საკუთარ თავზე, ამას არ იმჩნევდა, მაქსიმალურად ცდილობდა ყოფილიყო სამაგალითო ახალგაზრდა, მეგობარი, შვილი... გადატანილის შემდეგ, უბრალოდ, მისთვის რეკომენდებულიც არ იყო საჭესთან ჯდომა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გიგის იმ მომენტში გონება გაეთიშა, არ იცოდა, რას აკეთებდა და რა ხდებოდა, თორემ მას არანაირი მიზეზი არ ჰქონია საიმისო, თავი რომ მოეკლა. გიგი სიყვარულით დაოჯახდა, ის და ანა პატარა გოგონას ელოდებოდნენ, გახარებულს ექოსკოპიის სურათი დაჰქონდა თან...

ახლახან სახლში რემონტი გააკეთეს და ქორწილისთვის ჰქონდათ სამზადისი, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა ჰქონოდათ. გიგის მშობლები და-ძმასავით ჰყავდა (დედა დაახლოებით 40 წლისაა, მამა - 45 წლამდე), ახალგაზრდები არიან ძალიან, მას არავის სიყვარული აკლდა. პირველი შვილიშვილი და ყველას იმედი იყო. გიგიზე ისიც კი თქვეს, ხომ არ თამაშობდაო... ცხოვრებაში არ უთამაშია, ეს არარსებულია, მუდმივად მუშაობდა, რას არ აკეთებდა, ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. მშრომელი, მოსიყვარულე და უწესიერესი ბიჭი იყო, მისგან ბილწი სიტყვაც არ მახსოვს. ხობში მეზობლები და ნათესავები ვართ, ძალიან ვახლობლობდით ერთმანეთთან. გიგი სოფელ გურიფურიში გაიზარდა და მერე წამოვიდა თბილისში, ვინაიდან სამსახურის შოვნის მეტი პერსპექტივაა. ხობში მას ძლიერი ოჯახი ჰყავს, კარგად ცხოვრობენ. გიგის დედა დევნილია, იმდენი გაჭირვება აქვს გადატანილი, ვერ აღგიწერთ. ჯერ მარტო მისი მშობლები (გიგის ბებია-ბაბუა) აფხაზეთში სახლში გამოუწვეს და გიგის დედა სამ დედმამიშვილთან ერთად ობლობაში გაიზარდა. და-ძმებმა ერთმანეთი გაზარდეს და გაჭირვების მეტი არაფერი აქვთ ნანახი. გიგის სამი დედმამიშვილი დარჩა - ორი ძმა და ერთი და.

გიგის ხვალ დავკრძალავთ, გუშინწინ მას მოძღვარმა წესი აუგო, ჩვეულებრივად ვლოცულობთ მისთვის...

ბევრი წერს, მაინც ვიხსენიებთ ლოცვებში, ღმერთმა შეუნდოსო. გიგი თავი არ მოუკლავს, ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ ამაზე ლაპარაკისგან... ის უბედური შემთხვევის დროს 99%-ით გათიშული იყო. გული გვტკივა, არარსებულზე როცა საუბრობენ... ავარიის შემდეგ გიგი შეიცვალა, პატარ-პატარა გათიშვები ჰქონდა. თავის მოკვლა რომ გადაეწყვიტა, რაღა შუა ქუჩაში გააკეთებდა ამას და გამვლელებს საფრთხეს შეუქმნიდა? იმ მომენტში გათიშული იყო და ვერ აკონტროლებდა თავს, შესაძლოა, აზრზეც მოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...

ღმერთმა ჯანმრთელი დაბადოს მისი შვილი და მას მაინც ჰქონდეს ბედნიერი მომავალი, მეუღლეც ისე მძიმე დღეშია, არ ვიცი, როგორ გადაიტანს ამ ამბავს. დაიქცა ოჯახი, რომელსაც მთელი ცხოვრება სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია. გიგი ჩვენი დიდი ტკივილია, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს“.

იხილეთ ასევე: