საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კვირის პალიტრის“ პროექტის - “გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
“კვირის პალიტრის“ პროექტის - “გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის შე­ნო­ბა­ში, “კვი­რის პა­ლიტ­რის“ პრო­ექ­ტის - “გზავ­ნი­ლი მო­მა­ვალ­ში“ მო­რი­გი ეტა­პის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, 2005 და 2010 წლე­ბის შემ­დეგ, დღეს კი­დევ ერთხელ გა­იხ­სნა სპე­ცი­ა­ლუ­რი სკივ­რი და ად­რე­სა­ტე­ბი 25 წლის შემ­დეგ, 2000 წელს მათ­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებს მი­ი­ღე­ბენ.

რო­გორც “კვი­რის პა­ლიტ­რის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, ნუცა დუმ­ბა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეს ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო პრო­ექ­ტია და სკივ­რში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

“ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი დღე იყო. ბედ­ნი­ე­რი არის ის, ვინც მოვა და წე­რილს წა­ი­ღებს. ეს წე­რი­ლე­ბი არის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, მათ შო­რის მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი­და­ნაც. ეს გზავ­ნი­ლე­ბი მთლი­ა­ნად შლის იმ ეპო­ქის სუ­რათს, რაც მა­შინ იყო. ამ პრო­ექ­ტით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ“, - აღ­ნიშ­ნა ნუცა დუმ­ბა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თე­ო­ნა იაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი 25 წე­ლია ნა­ყო­ფი­ე­რად თა­ნამ­შრომ­ლობს “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ და­წე­რი­ლი გზავ­ნი­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სა­ცავ­ში 2000 წლი­დან ინა­ხე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი 25 წე­ლია ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რად თა­ნამ­შრომ­ლობს “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“. მათი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­წყე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სა­ცავ­ში 2000 წლი­დან ინა­ხე­ბა. იმე­დი გვაქვს, რომ სკივ­რი 2050 წელს ასე­ვე ეროვ­ნულ არ­ქივ­ში გა­იხ­სნე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს კი უკვე მომ­დევ­ნო თა­ო­ბე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ“, - აღ­ნიშ­ნა თე­ო­ნა იაშ­ვილ­მა.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა, მა­რი­კა დარ­ჩი­ამ.

“პრო­ექ­ტი 2000 წელს შე­იქ­მნა, მა­შინ, რო­დე­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­სა­ყა­რი იყო. წე­რი­ლე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს ინა­ხავს. გზავ­ნი­ლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ად­რე­სა­ტებს და­უ­ვი­წყა­რი ემო­ცე­ბი ელით“, - აღ­ნიშ­ნა დარ­ჩი­ამ.

პრო­ექ­ტი 2000 წელს და­ი­წყო. ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო წე­რი­ლი და­ე­წე­რა ოჯა­ხის წევ­რის­თვის, მე­გობ­რის­თვის, ახ­ლობ­ლის­თვის თუ ზო­გა­დად, ქვეყ­ნის­თვის, რო­მელ­საც ად­რე­სა­ტი, წე­რი­ლის ავ­ტო­რის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემ­დეგ მი­ი­ღებ­და და მი­ი­ღებს. წე­რი­ლე­ბი მო­თავ­სდა სპე­ცი­ა­ლურ სკივ­რში, და­ი­ლუ­ქა და შე­სა­ნა­ხად მი­ე­ბა­რა ეროვ­ნულ არ­ქივს. პრო­ექ­ტის “გზავ­ნი­ლი მო­მა­ვალ­ში“ ფარ­გლებ­ში სკივ­რი უკვე გა­იხ­სნა 2005 და 2010 წლებ­ში, ად­რე­სა­ტებს წარ­სუ­ლი­დან მი­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი გა­და­ე­ცათ. ამ­ჯე­რად ად­რე­სა­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ წე­რი­ლებს, რომ­ლე­ბიც მათ 25 წლის წინ გა­უგ­ზავ­ნეს. წე­რი­ლე­ბის გამ­გზავ­ნე­ბი­სა და ად­რე­სა­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა 10 მარ­ტი­დან ვებგ­ვერ­დზე www.kvirispalitra.ge., ასე­ვე სრუ­ლია სია შე­გიძ­ლი­ა­ხი­ლოთ “კვი­რის პა­ლიტ­რის“ 17 მარ­ტის ნო­მერ­ში.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წე­რი­ლე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლე­ბენ შემ­დეგ მი­სა­მარ­თზე - თბი­ლი­სი, თ. იო­სე­ბი­ძის ქუჩა #49 (“ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ას­თან დაგ­ხვდე­ბათ მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი სტი­კე­რი).

გზავ­ნი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა 11 მარ­ტი­დან, ყო­ველ­დღე, 11:00 სა­ა­თი­დან 16:00 სა­ა­თამ­დე, შა­ბათ-კვი­რის გარ­და. მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა თან უნდა იქო­ნი­ონ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბი შემ­დეგ სკივ­რი ისევ და­ი­ლუ­ქა, რო­მე­ლიც 2050 წელს გა­იხ­სე­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

“კვირის პალიტრის“ პროექტის - “გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

“კვირის პალიტრის“ პროექტის - “გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნული არქივის შენობაში, “კვირის პალიტრის“ პროექტის - “გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, 2005 და 2010 წლების შემდეგ, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსნა სპეციალური სკივრი და ადრესატები 25 წლის შემდეგ, 2000 წელს მათთვის გაგზავნილ წერილებს მიიღებენ.

როგორც “კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორის ყოფილმა მოადგილემ, ნუცა დუმბაძემ აღნიშნა, ეს ძალიან საამაყო პროექტია და სკივრში მთელი საქართველოდან გაგზავნილი წერილებია მოთავსებული.

“ძალიან ემოციური დღე იყო. ბედნიერი არის ის, ვინც მოვა და წერილს წაიღებს. ეს წერილები არის მთელი საქართველოდან, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებიდანაც. ეს გზავნილები მთლიანად შლის იმ ეპოქის სურათს, რაც მაშინ იყო. ამ პროექტით ძალიან ვამაყობთ“, - აღნიშნა ნუცა დუმბაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის განცხადებით კი, ეროვნული არქივი 25 წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს “კვირის პალიტრასთან“, პროექტის ფარგლებში მოქალაქეების მიერ დაწერილი გზავნილები ეროვნული არქივის საცავში 2000 წლიდან ინახება.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 25 წელია ძალიან ნაყოფიერად თანამშრომლობს “კვირის პალიტრასთან“. მათი ინიციატივით დაწყებული ძალიან საინტერესო პროექტის ფარგლებში, მოქალაქეების მიერ გაგზავნილი წერილები ეროვნული არქივის საცავში 2000 წლიდან ინახება. იმედი გვაქვს, რომ სკივრი 2050 წელს ასევე ეროვნულ არქივში გაიხსნება. ამ ყველაფერს კი უკვე მომდევნო თაობები გააკეთებენ. აღნიშნულ პროექტს წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

პროექტის შესახებ ისაუბრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, მარიკა დარჩიამ.

“პროექტი 2000 წელს შეიქმნა, მაშინ, როდესაც საუკუნეების გასაყარი იყო. წერილები საინტერესო ისტორიებს ინახავს. გზავნილებია საქართველოს მომავალი თაობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ადრესატებს დაუვიწყარი ემოცები ელით“, - აღნიშნა დარჩიამ.

პროექტი 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა და მიიღებს. წერილები მოთავსდა სპეციალურ სკივრში, დაილუქა და შესანახად მიებარა ეროვნულ არქივს. პროექტის “გზავნილი მომავალში“ ფარგლებში სკივრი უკვე გაიხსნა 2005 და 2010 წლებში, ადრესატებს წარსულიდან მიწერილი წერილები გადაეცათ. ამჯერად ადრესატები მიიღებენ წერილებს, რომლებიც მათ 25 წლის წინ გაუგზავნეს. წერილების გამგზავნებისა და ადრესატების ვინაობა გამოქვეყნდება 10 მარტიდან ვებგვერდზე www.kvirispalitra.ge., ასევე სრულია სია შეგიძლიახილოთ “კვირის პალიტრის“ 17 მარტის ნომერში.

მოქალაქეები წერილების მიღებას შეძლებენ შემდეგ მისამართზე - თბილისი, თ. იოსებიძის ქუჩა #49 (“ბიბლუსის“ მაღაზიასთან დაგხვდებათ მიმანიშნებელი სტიკერი).

გზავნილების მიღების შესაძლებლობა იქნება 11 მარტიდან, ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა. მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

ღონისძიები შემდეგ სკივრი ისევ დაილუქა, რომელიც 2050 წელს გაიხსენება.