მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!" - როგორ ულოცავს მამა ბუდუ ზივზივაძეს დაბადების დღეს?
"მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!" - როგორ ულოცავს მამა ბუდუ ზივზივაძეს დაბადების დღეს?

10 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და "ჰა­ი­დე­ნ­ჰა­ი­მის" ფორ­ვარ­დის, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის და­ბა­დე­ბის დღეა. ის 31 წლის გახ­და. და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე თავს ჩი­ნე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა და ბუნ­დეს­ლი­გა­ში სა­დე­ბი­უ­ტო გოლი გა­ი­ტა­ნა.

"ჰო­ფე­ნ­ჰა­იმ­თან" 25-ე ტურ­ში გას­ვლით ფრედ 1:1 დას­რუ­ლე­ბულ შეხ­ვედ­რა­ში ჩვე­ნე­ბუ­რი მო­ე­დან­ზე მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც მისი გუნ­დი 0:1 მარ­ცხდე­ბო­და, 65-ე წუთ­ზე კი ულა­მა­ზე­სი დარ­ტყმით თა­ვის კლუბს ქულა მო­უ­ტა­ნა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა თქმა უნდა, ბუდუ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო და თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბი Sportschau-ს გა­უ­ზი­ა­რა.

"ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ბუნ­დეს­ლი­გა­ში ჩემი პირ­ვე­ლი გოლი გა­ვი­ტა­ნე. ეს ოც­ნე­ბის ახ­დე­ნაა. რო­დე­საც ბავ­შვი ვი­ყა­ვი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი, ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ტოპ 5 ლი­გა­ში მე­თა­მა­შა. ახლა კი აქ ვარ და გოლი გა­მაქვს, ეს მარ­თლაც დი­დე­ბუ­ლი გრძნო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ასე­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტით და ბრძო­ლით თა­მა­ში უნდა გან­ვაგ­რძოთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქუ­ლებს და­ვაგ­რო­ვებთ", - თქვა ბუ­დუმ.

"მად­ლო­ბა მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლის სა­სა­ხე­ლოდ გაგ­რძე­ლე­ბის­თვის!! გი­ლო­ცავ, ბუდუ! 31", - ასე ულო­ცავს შვილს და­ბა­დე­ბის დღეს კახა ზივ­ზი­ვა­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ შვი­ლის და­ბა­დე­ბას ასე იხ­სე­ნებ­და:

"1994 წლის 10 მარ­ტია. ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ ისე­თი დროა, ვაზი სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­თხოვს!!! სო­ფელ­ში ვარ გა­მა­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს ვას­რუ­ლებ. მი­ში­კო ავა­ლი­ა­ნი და დათო გე­გე­ში­ძე გა­მოჩ­ნდნენ..გულ­მა მიგ­რძნო და ის­მის მი­ში­კოს ხმა, - ბი­ჭია ბი­ჭი­იი! პირ­ვე­ლი, რაც გა­ვი­ფიქ­რე, იყო, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და ადა­მი­ა­ნო­ბა გაგ­რძელ­და-მეთ­ქი. ბა­ბუ­ა­სა­ვით თა­ვა­წე­უ­ლი და­ა­ბი­ჯებ ამ ქვე­ყა­ნა­ზე!!! გი­ლო­ცავ ვუდუ! წარ­მა­ტე­ბე­ბი შენს მო­მა­ვალს!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!" - როგორ ულოცავს მამა ბუდუ ზივზივაძეს დაბადების დღეს?

"მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!" - როგორ ულოცავს მამა ბუდუ ზივზივაძეს დაბადების დღეს?

10 მარტს საქართველოს ნაკრებისა და "ჰაიდენჰაიმის" ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის დაბადების დღეა. ის 31 წლის გახდა. დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა და ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

"ჰოფენჰაიმთან" 25-ე ტურში გასვლით ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ჩვენებური მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, 65-ე წუთზე კი ულამაზესი დარტყმით თავის კლუბს ქულა მოუტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა, ბუდუ ძალიან ბედნიერი იყო და თავისი ემოციები Sportschau-ს გაუზიარა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბუნდესლიგაში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ეს ოცნების ახდენაა. როდესაც ბავშვი ვიყავი და საქართველოში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი, რომ ტოპ 5 ლიგაში მეთამაშა. ახლა კი აქ ვარ და გოლი გამაქვს, ეს მართლაც დიდებული გრძნობა და ბედნიერებაა. ასეთი მენტალიტეტით და ბრძოლით თამაში უნდა განვაგრძოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს დავაგროვებთ", - თქვა ბუდუმ.

"მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!! გილოცავ, ბუდუ! 31", - ასე ულოცავს შვილს დაბადების დღეს კახა ზივზივაძე, რომელიც წლების წინ შვილის დაბადებას ასე იხსენებდა:

"1994 წლის 10 მარტია. ველოდებით, მაგრამ ისეთი დროა, ვაზი სამუშაოებს მოითხოვს!!! სოფელში ვარ გამალებულ სამუშაოებს ვასრულებ. მიშიკო ავალიანი და დათო გეგეშიძე გამოჩნდნენ..გულმა მიგრძნო და ისმის მიშიკოს ხმა, - ბიჭია ბიჭიიი! პირველი, რაც გავიფიქრე, იყო, მამაჩემის სახელი და ადამიანობა გაგრძელდა-მეთქი. ბაბუასავით თავაწეული დააბიჯებ ამ ქვეყანაზე!!! გილოცავ ვუდუ! წარმატებები შენს მომავალს!"