პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული გენის ზეიმი დიდ სცენაზე - დათო კენჭიაშვილის კონცერტმა ფილარმონიაში სრული ანშლაგით ჩაიარა
ქართული გენის ზეიმი დიდ სცენაზე - დათო კენჭიაშვილის კონცერტმა ფილარმონიაში სრული ანშლაგით ჩაიარა

თბი­ლი­სის ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში 7 მარტს გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი და­უ­ვი­წყარ მოვ­ლე­ნად იქცა. „დედა ღვთი­საა“ – ასე ერ­ქვა სა­ღა­მოს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი მომ­ღერ­ლის, დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას, მის დე­დას და ყვე­ლა იმ დე­დას ეძღვნე­ბო­და, ვინც ამ დღეს დარ­ბაზ­ში შე­იკ­რი­ბა.

ამ დღეს ქარ­თუ­ლი გენი და კულ­ტუ­რა ზე­ი­მობ­და – დარ­ბაზ­ში არ დარ­ჩე­ნი­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი, ყვე­ლა ბი­ლე­თი წი­ნას­წარ გა­ი­ყი­და. ქარ­თუ­ლი ჰან­გე­ბი­სა და „სა­ქარ­თვე­ლოს ბულ­ბუ­ლის“ სიყ­ვა­რულ­მა სა­ზღვრე­ბი გა­არ­ღვია – და­ღეს­ტნი­დან, ინ­გუ­შე­თი­დან, ჩე­ხე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან, ევ­რო­პი­დან, ემიგ­რა­ცი­ი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში გა­ერ­თი­ან­დნენ.

კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ 7 მარტს იმარ­თე­ბა, დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლის დე­დის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად ტარ­დე­ბა. თუმ­ცა, ეს არ არის მხო­ლოდ პი­რა­დი ის­ტო­რია – ეს კონ­ცერ­ტი ყვე­ლა დე­დას ეძღვნე­ბა.

სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი პროგ­რა­მა, 16 შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა, მათ შო­რის რო­გორც ძვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­ლო­დი­ე­ბი, ასე­ვე ფოლკ­ლო­რულ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნი­ლი ახა­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი - ეს იყო მუ­სი­კის, ფოლკ­ლო­რი­სა და ქარ­თუ­ლი გე­ნის ზე­ი­მი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტი იყო მომ­ღერ­ლის დის, მუ­სი­კო­სის, თა­თია კენ­ჭი­აშ­ვი­ლის გა­მოს­ვლაც, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რა დე­დას მი­უ­ძღვნა.

სცე­ნა­ზე დათო კენ­ჭი­აშ­ვილ­თან ერ­თად მისი ბენ­დის წევ­რე­ბი, სტუ­დი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბი ან­სამ­ბლი „თა­ო­ბა“ და მუ­სი­კო­სე­ბი წარ­დგნენ, რა­მაც კონ­ცერ­ტი კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი გა­ხა­და.

ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის უნი­კა­ლუ­რი ხმო­ვა­ნე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან ერ­თად გა­ცო­ცხლდა, ხოლო თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა მსმე­ნე­ლის­თვის ემო­ცი­ურ მოგ­ზა­უ­რო­ბად იქცა. დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ­მა მსმე­ნელ­მა დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლის მუ­სი­კას სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ით უპა­სუ­ხა – ოვა­ცი­ე­ბი არ წყდე­ბო­და.

„გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გრძე­ლი გზა გა­მო­ი­ა­რა, რომ ამ დღეს ჩემ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო – კავ­კა­სი­ი­დან, ევ­რო­პი­დან, ემიგ­რა­ცი­ი­დან ჩა­მო­სულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ეს კონ­ცერ­ტი კი­დევ უფრო ემო­ცი­უ­რი გა­ხა­დეს. მე ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ხალ­ხი ჩემს კონ­ცერ­ტზე ჯერ არ მი­ნა­ხავს. მად­ლო­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩემს ხალ­ხს – ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის და ერ­თო­ბის შე­დე­გია. ეს ერ­თგვა­რი გა­მარ­ჯვე­ბაა – სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი ასე­თი ემო­ცია და ოვა­ცი­ე­ბი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რია. უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა შენი ხალ­ხი ასე გულ­წრფე­ლად გი­ზი­ა­რებს სიყ­ვა­რულს.“- დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი

„დედა ღვთი­საა“ კი­დევ ერთი დას­ტუ­რი იყო იმი­სა, რომ დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლის ხე­ლოვ­ნე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მხო­ლოდ მუ­სი­კა არ არის – ეს ქარ­თუ­ლი სუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. დას­ტუ­რი იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა კვლა­ვაც აერ­თი­ა­ნებს, ათ­ბობს და აძ­ლი­ე­რებს ყვე­ლას, ვი­საც სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი არ ავი­წყდე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ქართული გენის ზეიმი დიდ სცენაზე - დათო კენჭიაშვილის კონცერტმა ფილარმონიაში სრული ანშლაგით ჩაიარა

ქართული გენის ზეიმი დიდ სცენაზე - დათო კენჭიაშვილის კონცერტმა ფილარმონიაში სრული ანშლაგით ჩაიარა

თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 7 მარტს გამართული კონცერტი დაუვიწყარ მოვლენად იქცა. „დედა ღვთისაა“ – ასე ერქვა საღამოს, რომელიც ქართველების უსაყვარლესი მომღერლის, დათო კენჭიაშვილის შემოქმედებას, მის დედას და ყველა იმ დედას ეძღვნებოდა, ვინც ამ დღეს დარბაზში შეიკრიბა.

ამ დღეს ქართული გენი და კულტურა ზეიმობდა – დარბაზში არ დარჩენილა თავისუფალი ადგილი, ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა. ქართული ჰანგებისა და „საქართველოს ბულბულის“ სიყვარულმა საზღვრები გაარღვია – დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ევროპიდან, ემიგრაციიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმრები დიდ საკონცერტო დარბაზში გაერთიანდნენ.

კონცერტი, რომელიც ტრადიციულად, ყოველ 7 მარტს იმართება, დათო კენჭიაშვილის დედის ხსოვნის პატივსაცემად ტარდება. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ პირადი ისტორია – ეს კონცერტი ყველა დედას ეძღვნება.

საათნახევრიანი პროგრამა, 16 შესრულებული სიმღერა, მათ შორის როგორც ძველი, ტრადიციული მელოდიები, ასევე ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილი ახალი კომპოზიციები - ეს იყო მუსიკის, ფოლკლორისა და ქართული გენის ზეიმი.

განსაკუთრებული მომენტი იყო მომღერლის დის, მუსიკოსის, თათია კენჭიაშვილის გამოსვლაც, რომელმაც სიმღერა დედას მიუძღვნა.

სცენაზე დათო კენჭიაშვილთან ერთად მისი ბენდის წევრები, სტუდიის მოსწავლეები ანსამბლი „თაობა“ და მუსიკოსები წარდგნენ, რამაც კონცერტი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

ქართული ხალხური მუსიკის უნიკალური ხმოვანება ნაციონალურ ინსტრუმენტებთან ერთად გაცოცხლდა, ხოლო თითოეული სიმღერა მსმენელისთვის ემოციურ მოგზაურობად იქცა. დარბაზში შეკრებილმა მსმენელმა დათო კენჭიაშვილის მუსიკას საოცარი ენერგიით უპასუხა – ოვაციები არ წყდებოდა.

„განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც გრძელი გზა გამოიარა, რომ ამ დღეს ჩემთან ერთად ყოფილიყო – კავკასიიდან, ევროპიდან, ემიგრაციიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ეს კონცერტი კიდევ უფრო ემოციური გახადეს. მე ჩემს ქვეყანაში ამდენი ხალხი ჩემს კონცერტზე ჯერ არ მინახავს. მადლობა ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს – ეს ყველაფერი თქვენი სიყვარულის და ერთობის შედეგია. ეს ერთგვარი გამარჯვებაა – საკუთარ ქვეყანაში მიღებული ასეთი ემოცია და ოვაციები, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. უდიდესი ბედნიერებაა, როცა შენი ხალხი ასე გულწრფელად გიზიარებს სიყვარულს.“ - დათო კენჭიაშვილი

„დედა ღვთისაა“ კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ დათო კენჭიაშვილის ხელოვნება ქართველებისთვის მხოლოდ მუსიკა არ არის – ეს ქართული სულის გამოხატულებაა. დასტური იმისა, რომ ქართული სიმღერა კვლავაც აერთიანებს, ათბობს და აძლიერებს ყველას, ვისაც საკუთარი ფესვები არ ავიწყდება.