პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფერი დამიშავებია, რომ ეთიკის კომისიას უნივერსიტეტიდან გავეშვი" - თეატრალური უნივერსიტეტის პროტესტანტ სტუდენტებს სტატუსი შეუჩერეს
"არაფერი დამიშავებია, რომ ეთიკის კომისიას უნივერსიტეტიდან გავეშვი" - თეატრალური უნივერსიტეტის პროტესტანტ სტუდენტებს სტატუსი შეუჩერეს

თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის პრო­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილს, სტა­ტუ­სი შე­უ­წყვი­ტეს, ინ­ფორ­მა­ცია მოძ­რა­ო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

"დღეს, პრო­ტეს­ტში მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილს მოგ­ვი­ვი­და მე­ი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან, რო­მე­ლიც იუ­წყე­ბა, რომ სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი შეგ­ვი­წყდა", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი წე­რილ­ში წე­რია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთი­კის კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო:

"რო­გორც თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, გა­ი­მარ­თა ეთი­კის კო­მი­სი­ის სხდო­მა, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იყო სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთი­კის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის სა­კი­თხი. გაც­ნო­ბებთ, რომ ეთი­კის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თქვენ შე­გი­წყდათ სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, 3 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში რექ­ტორ­თან, წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე".

9 მარტს, სტუ­დენ­ტებ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა და­ტო­ვეს. ამ დღეს, შე­ნო­ბა­ში პო­ლი­ცია სამ­ჯერ იყო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი.მე­ო­რე გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე შე­ნო­ბა­ში მყოფ სტუ­დენ­ტებს 5000-5000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბი გა­მო­უ­წე­რეს. პრო­ტეს­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­ი­ე­ში 80 დღე­ზე მეტი გრძელ­დე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ის მის­ვლის მო­მენ­ტში შე­ნო­ბა­ში 20-ზე მეტი სტუ­დენ­ტი იყო. ად­ვო­კა­ტის თქმით, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლია ცხრა მათ­გა­ნი.

მაშო მა­ყაშ­ვი­ლი, ერთ-ერ­თია ვი­საც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ი­ლი მი­უ­ვი­და. Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­აპ­რო­ტეს­ტებს

"83 დღე ვი­ყა­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში უწყვეტ პრო­ტეს­ტში. სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სულ იც­ვლე­ბო­და. ყვე­ლა ღა­მეს ვა­თე­ნებ­დით. თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ ბოლო ერთი თვე­ზე მე­ტია არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ყო­ფი­ლა ბოლო დღე­ე­ბამ­დე. გუ­შინ, ცხრა სტუ­დენ­ტი დაგ­ვა­ჯა­რი­მეს. რა თქმა უნდა, გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ, რო­გორც ჯა­რი­მას, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მოგ­დე­ბის ფაქტსაც.

- თქვენ რო­მელ კურ­სზე სწავ­ლობთ?

- წე­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი უნდა მქონ­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მაგ­რამ ჩემ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა ჩა­ტე­ულ დრო­ში სპექ­ტაკ­ლის დად­გმა, ამი­ტომ და­მა­ტე­ბი­თი სე­მესტრის აღე­ბა მო­მი­წია. ახლა ვი­გებ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მიშ­ვეს.

- დღეს რა ხდე­ბა პრო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვე­რა­ვინ ვე­ღარ რჩე­ბა, მაგ­რამ პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა. გა­რეთ გა­მო­ვალთ და უფრო მძაფრს დო­ნეს მი­ი­ღებს ეს პრო­ტეს­ტი.

- სულ რამ­დენ სტუ­დენტს მო­გი­ვი­დათ მე­ი­ლი?

- ახლა ვით­ვლით, ჯერ­ჯე­რო­ბით რაც ვნა­ხეთ, 8-9 სტუ­დენტს და მგო­ნია, უფრო მეტი არი­ან.

- ეს ხართ ის სტუ­დენ­ტე­ბი ვინც შე­ნო­ბა­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- დიახ, მხო­ლოდ ის სტუ­დენ­ტე­ბი ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენს აქ­ტი­ვო­ბას ვაბ­რა­ლებთ. პი­რა­დად მე ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, რომ ეთი­კის კო­მი­სი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­ვეშ­ვი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"არაფერი დამიშავებია, რომ ეთიკის კომისიას უნივერსიტეტიდან გავეშვი" - თეატრალური უნივერსიტეტის პროტესტანტ სტუდენტებს სტატუსი შეუჩერეს

"არაფერი დამიშავებია, რომ ეთიკის კომისიას უნივერსიტეტიდან გავეშვი" - თეატრალური უნივერსიტეტის პროტესტანტ სტუდენტებს სტატუსი შეუჩერეს

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეუწყვიტეს, ინფორმაცია მოძრაობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

"დღეს, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა მეილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილში წერია, რომ გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ მიიღო:

"როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია, 3 სამუშაო დღის ვადაში რექტორთან, წერილობითი მიმართვის საფუძველზე".

9 მარტს, სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა დატოვეს. ამ დღეს, შენობაში პოლიცია სამჯერ იყო გამოძახებული.მეორე გამოძახებაზე შენობაში მყოფ სტუდენტებს 5000-5000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. პროტესტი უნივერსიტეტის ფოიეში 80 დღეზე მეტი გრძელდებოდა.

პოლიციის მისვლის მომენტში შენობაში 20-ზე მეტი სტუდენტი იყო. ადვოკატის თქმით, დაჯარიმებულია ცხრა მათგანი.

მაშო მაყაშვილი, ერთ-ერთია ვისაც ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული მეილი მიუვიდა. Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებლად გააპროტესტებს

"83 დღე ვიყავი უნივერსიტეტის შენობაში უწყვეტ პროტესტში. სტუდენტების რაოდენობა სულ იცვლებოდა. ყველა ღამეს ვათენებდით. თავდაპირველად ადმინისტრაციის მხრიდან იყო მოლაპარაკებების მცდელობები, მაგრამ ბოლო ერთი თვეზე მეტია არანაირი კონტაქტი არ ყოფილა ბოლო დღეებამდე. გუშინ, ცხრა სტუდენტი დაგვაჯარიმეს. რა თქმა უნდა, გავაპროტესტებთ, როგორც ჯარიმას, ასევე უნივერსიტეტიდან გამოგდების ფაქტსაც.

- თქვენ რომელ კურსზე სწავლობთ?

- წესით დამთავრებული უნდა მქონდეს უნივერსიტეტი, მაგრამ ჩემმა ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა ჩატეულ დროში სპექტაკლის დადგმა, ამიტომ დამატებითი სემესტრის აღება მომიწია. ახლა ვიგებ, რომ უნივერსიტეტიდან გამიშვეს.

- დღეს რა ხდება პროტესტთან დაკავშირებით?

- უნივერსიტეტში ვერავინ ვეღარ რჩება, მაგრამ პროტესტი გრძელდება. გარეთ გამოვალთ და უფრო მძაფრს დონეს მიიღებს ეს პროტესტი.

- სულ რამდენ სტუდენტს მოგივიდათ მეილი?

- ახლა ვითვლით, ჯერჯერობით რაც ვნახეთ, 8-9 სტუდენტს და მგონია, უფრო მეტი არიან.

- ეს ხართ ის სტუდენტები ვინც შენობაში გამართულ საპროტესტო ტალღაში მონაწილეობდით?

- დიახ, მხოლოდ ის სტუდენტები ვართ და რა თქმა უნდა, ჩვენს აქტივობას ვაბრალებთ. პირადად მე ამ დროის განმავლობაში არაფერი დამიშავებია, რომ ეთიკის კომისიას უნივერსიტეტიდან გავეშვი.

იხილეთ ასევე: