პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა
ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

ის­რა­ელ­მა ღა­ზის სექ­ტორს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტა ის­რა­ელ­მა ღა­ზის სექ­ტორს, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბის დაბ­ლოკ­ვის შემ­დეგ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტა, - მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა ელი კო­ენ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას, რათა და­ვიბ­რუ­ნოთ ყვე­ლა მძე­ვა­ლი და უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ "ჰა­მა­სი“ აღარ იყოს ღა­ზის სექ­ტორ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა.

"ჰა­მა­სმა“, თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "ია­ფ­ფა­სი­ან და მი­უ­ღე­ბელ შან­ტა­ჟის ტაქ­ტი­კა­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, "ჰა­მას­სა“ და ის­რა­ელს შო­რის მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც 1-ელ მარტს დას­რულ­და, "ჰა­მა­სმა“ ის­რა­ელს 25 ცო­ცხა­ლი მძე­ვა­ლი და 8 მძევ­ლის ცხე­და­რი გა­დას­ცა. ის­რა­ელ­მა, სა­ნაც­ვლოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 1 800 პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ის­რა­ე­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მე­ო­რე ეტა­პის პი­რო­ბად ღა­ზის სექ­ტო­რის სრულ დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას და დარ­ჩე­ნი­ლი 58 მძევ­ლის, მათ შო­რის რო­გორც ცო­ცხლე­ბის, ასე­ვე და­ღუ­პუ­ლე­ბის, გა­და­ცე­მას აყე­ნებს. თა­ვის მხრივ, "ჰა­მა­სი“ ღა­ზის სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის სრულ გაყ­ვა­ნას ითხოვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა ისრაელმა ღაზის სექტორს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა.

"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა დავიბრუნოთ ყველა მძევალი და უზრუნველვყოთ, რომ "ჰამასი“ აღარ იყოს ღაზის სექტორში“, - განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა.

"ჰამასმა“, თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლება "იაფფასიან და მიუღებელ შანტაჟის ტაქტიკაში“ დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, "ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს დასრულდა, "ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და 8 მძევლის ცხედარი გადასცა. ისრაელმა, სანაცვლოდ, დაახლოებით 1 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის პირობად ღაზის სექტორის სრულ დემილიტარიზაციას და დარჩენილი 58 მძევლის, მათ შორის როგორც ცოცხლების, ასევე დაღუპულების, გადაცემას აყენებს. თავის მხრივ, "ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ითხოვს.