მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია თბილისში უძველესი ხიდი და რომელს უწოდებდნენ "ვირის ხიდს"? - "ციხესა და ქალაქს შორის საჭირო იყო კავშირი, რასაც...
რომელია თბილისში უძველესი ხიდი და რომელს უწოდებდნენ "ვირის ხიდს"? - "ციხესა და ქალაქს შორის საჭირო იყო კავშირი, რასაც...

ხიდი კა­ცობ­რი­ო­ბის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­ინ­ჟინ­რო გა­მო­გო­ნე­ბაა. მისი კონ­სტრუქ­ცია და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის ფუნ­ქცი­ა­სა და ლან­დშაფ­ტის ხა­სი­ათ­ზე. სა­ბო­ლო­ოდ კი ხე­ლოვ­ნუ­რი ნა­გე­ბო­ბაა, რო­მე­ლიც გა­და­ჭი­მუ­ლია მდი­ნა­რე­ზე, ხე­ო­ბა­ზე, ტბა­ზე ან ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ დაბ­რკო­ლე­ბა­ზე.

  • თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვარ­ზე 10 ხი­დია გა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მტკვრის ორი­ვე ნა­პირს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი ვიწ­რო ქვა­ბულ­ში მდე­ბა­რე­ობს, რო­მელ­საც შუ­ა­ში მდი­ნა­რე მტკვა­რი ჰკვეთს.

თბი­ლი­სის ხი­დე­ბი­დან ყვე­ლას თა­ვი­სი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ძალ­ზე ძველ და ის­ტო­რი­ულ ხიდ­ზე, მე­ტე­ხის ხიდ­ზე უნდა, შევ­ჩერ­დეთ.

თე­მა­ზე ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, ალექ­სან­დრე ბო­შიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი, მსოფ­ლი­ოს ძველ ქა­ლა­ქებს შო­რის სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს, თა­ვი­სი ხან­გრძლი­ვი, უწყვე­ტი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ით, ამას­თან, ყო­ველ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ქა­ლა­ქი იყო. ის­ტო­რი­უ­ლად სამ ძი­რი­თად ნა­წი­ლად იყო გა­ყო­ფი­ლი, - თბი­ლი­სი, კალა და ისა­ნი. თბი­ლი­სი და კალა მტკვრის მარ­ცხე­ნა მხა­რეს იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, ისა­ნი კი მათ პირ­და­პირ მა­ღალ კლდო­ვან ბორ­ცვზე მდე­ბა­რე­ობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისანს მე­ტე­ხი ეწო­და... ისან­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად თბი­ლისს ხიდი ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, ამი­ტო­მაც მდი­ნა­რე მტკვარ­ზე მის არ­სე­ბო­ბას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან­ვე ვა­რა­უ­დო­ბენ...

- ამას ცხა­დია, ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი ადას­ტუ­რებს...

- დიახ, მა­გა­ლი­თად, არა­ბე­ბის ბა­ტო­ნო­ბის პე­რი­ო­დის, VIII სა­უ­კუ­ნის, ამ­ბე­ბის აღ­წე­რი­სას, იო­ა­ნე სა­ბა­ნის­ძე, "აბოს წა­მე­ბა­ში" ახ­სე­ნებს ფრა­ზას - "ხიდ­თა მათ ქა­ლა­ქი­სა­თა" – ამ ცნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობ­და, რომ მე­ტე­ხის ცი­ხის ძირ­ში, ორი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით გან­ლა­გე­ბუ­ლი ხიდი არ­სე­ბობ­და. ორი ხი­დის ერ­თად არ­სე­ბო­ბა, რო­გორც ჩანს, იმით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ცი­ხე­სა და ქა­ლაქს შო­რის სა­ჭი­რო იყო მუდ­მი­ვი ინ­ტენ­სი­უ­რი კავ­ში­რი, რა­საც სწო­რედ მტკვარ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ორი ხიდი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. იმ დრო­ის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი, მხო­ლოდ ხის ხი­დის არ­სე­ბო­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ერთი ხიდი, რო­მელ­საც გრძე­ლი მალი ჰქონ­და, გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო მა­ღა­ლი ნა­პი­რე­ბის კლდო­ვან გა­მო­ნაშ­ვე­რებ­ზე და მას მცი­რე დატ­ვირ­თვის­თვის შე­ეძ­ლო გაძ­ლე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას მერ­ყე­ვი კონ­სტრუქ­ცია ჰქონ­და და მხო­ლოდ ფე­ხო­სან და ნა­წი­ლობ­რივ სა­სა­პალ­ნე მოძ­რა­ო­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მე­ო­რე კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად შე­და­რე­ბით მყა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, იგი მდი­ნა­რე მტკვრის კა­ლა­პოტ­ში ღრმად იყო ჩამ­ჯდა­რი, გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და უმ­თავ­რე­სად ურ­მე­ბის მოძ­რა­ო­ბის­თვის. ამა­ვე დროს ის ხიდი ხშირ ნგრე­ვას გა­ნიც­დი­და, რად­გან გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო შიგ­ნით მდი­ნა­რე­ში და გა­ზა­ფხუ­ლის წყალ­დი­დო­ბა აზი­ა­ნებ­და.

X სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი არა­ბი გე­ოგ­რა­ფი, ალ­მუ­ქუ­და­სი თა­ვის ნა­წარ­მო­ებ­ში ახ­სე­ნებს თბი­ლი­სის მე­ტე­ხის ხიდს, ავ­ტო­რი ქა­ლა­ქის აღ­წე­რი­სას მოგ­ვი­თხრობს, რომ "მას (თბი­ლისს) გა­დაჰ­კვეთს მდი­ნა­რე მტკვა­რი, იგი გაშ­ლი­ლია ორი­ვე ნა­პირ­ზე და და­კა­ვე­ბუ­ლია ხი­დით". თბი­ლი­სის ხიდს არა­ერ­თგზის მო­იხ­სე­ნე­ბენ ქარ­თუ­ლი სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბი, არა­ბი ის­ტო­რი­კო­სე­ბი, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მოგ­ზა­უ­რე­ბი და სხვა.

- მე­ტე­ხის ხიდი, ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჯა­ლალ ედ-დი­ნის შე­მო­სე­ვი­სა­საც მო­იხ­სე­ნი­ე­ბა...

- XIII სა­უ­კუ­ნე­ში, ხვა­რაზ­მის შა­ჰი­სა და 1226 წელს თბი­ლი­სის აღე­ბის დროს მე­ტე­ხის ხიდ­ზე და­უდ­გამთ სი­ო­ნის ტაძ­რი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ხატი. ვინც არ შე­ა­გი­ნებ­და ამ ხატს, მას თავს ჰკვეთ­დნენ და ხი­დი­დან მდი­ნა­რე მტკვარ­ში აგ­დებ­დნენ. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1522 წელს, ირა­ნის შა­ჰის ის­მა­ი­ლის ჯა­რე­ბის შე­მო­სე­ვის დროს, იგი­ვე გან­მე­ორ­და, რაც ჯა­ლალ ედ-დი­ნის შე­მო­სე­ვის დროს. წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს, ვინც ის­ლამს არ იღებ­და, მდი­ნა­რე­ში ჰყრიდ­ნენ. თბი­ლი­სის აღე­ბის შემ­დეგ ის­მა­ილ­მა, რო­გორც იმ­დრო­ინ­დე­ლი მე­მა­ტი­ა­ნე წერს - "აღა­შე­ნა მე­ჩე­თი სჯუ­ლი­სა თვი­სი­სა ყუ­რე­სა მას ხი­დი­სა­სა". ხი­დის ყუ­რეს­თან არ­სე­ბუ­ლი მე­ჩე­თი XX სა­უ­კუ­ნემ­დე იდგა და 1940-იანი წლე­ბის ბო­ლოს აი­ღეს.

- აღა-მაჰ­მად-ხან­საც მი­უ­ტა­ნია მას­ზე იე­რი­ში...

- თბი­ლი­სის ხი­დის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, მოგ­ვი­ა­ნო პე­რი­ო­დის ავ­ტო­რე­ბიც (ევ­ლია ჩე­ლე­ბი, ვა­სი­ლი გა­გა­რი, დი­ონ­ჯო კარ­ლი და სხვა.) მე­ტე­ხის ხიდი და­ტა­ნი­ლია ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მიერ 1735 წელს შედ­გე­ნილ თბი­ლი­სის გეგ­მა­ზეც. 1795 წელს სექ­ტემ­ბერ­ში, ირა­ნის შაჰ­მა აღა-მაჰ­მად-ხან­მა თბი­ლი­სი აიღო და სხვა, უამ­რავ ნა­გე­ბო­ბას­თან ერ­თად, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, მე­ტე­ხის ხი­დიც გა­დაწ­ვა. დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ჩანს, რომ იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ხი­დის გა­ნა­პი­რა ქვის საყ­რდე­ნე­ბი აღუდ­გე­ნი­ათ და ზედ თე­ძა­მის ხე­ო­ბი­დან მო­ტა­ნი­ლი ხის მო­რე­ბი და­უ­ლა­გე­ბი­ათ. ამით ფე­ხით მი­მოს­ვლა აღ­დგე­ნი­ლა. თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მისი აღ­დგე­ნით, რად­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბა­საც კი ითხოვ­დნენ.

მე­ტე­ხის ხი­დის სა­ბო­ლოო აღ­დგე­ნას ორი წელი დას­ჭირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 1797 წელს დას­რულ­და. ეს ხიდი 1805 წლამ­დე არ­სე­ბობ­და. რო­გორც ვი­ცით, 1801 წელს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს არ­სე­ბო­ბის გა­უქ­მე­ბის ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა და მთე­ლი სა­მე­ფოს ტე­რი­ტო­რია და­ი­პყრო. რუ­სე­თის მიერ დამ­ყა­რე­ბულ­მა ახალ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა აპა­რატ­მა, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მარ­თე­ბელ­მა, წარ­მო­შო­ბით ქარ­თველ­მა - პავ­ლე ცი­ცი­ა­ნოვ­მა რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორს მე­ტე­ხის ხი­დის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი მოხ­სე­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა. მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1805 წლის წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ინ­გრა ძვე­ლი ხიდი და მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით მო­ე­წყო - დრო­ე­ბი­თი. მთა­ვარ­მარ­თე­ბე­ლი უფრო მყა­რი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. რად­გან ხიდი იმ დროს ქა­ლა­ქის სურ­სა­თით მო­მა­რა­გე­ბა­ში უმ­თავ­რე­სი კვან­ძი იყო, და მისი გავ­ლით, ავ­ლაბ­რის მხრი­დან შე­მო­დი­ო­და ქა­ლაქ­ში ტვირ­თე­ბი, ამი­ტომ სწრა­ფად, 25 დღე­ში აუ­შე­ნე­ბი­ათ. 1805 წელს აიგო ორი, ერთი შე­და­რე­ბით დიდი და მე­ო­რე პა­ტა­რა ხიდი.

ორი­ვეს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. დიდ ხიდს "ავ­ლაბ­რის ხიდს" უწო­დებ­დნენ, პა­ტა­რას "მე­ტე­ხის ხიდს"... დიდი ხიდი, რო­გორც ით­ქვა, აგე­ბულ იქნა 1805 წელს, შე­ა­კე­თეს 1815 და 1820 წლებ­ში, 1822 წელს და­ი­წყეს ახა­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც უფრო მყა­რად, ქვის საყ­რდე­ნებ­ზე აშენ­და და ხის კა­მა­რო­ვა­ნი კონ­სტრუქ­ცია ჰქონ­და, მშე­ნებ­ლო­ბა 1826 წელს დას­რულ­და. მის გვერ­დით საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი აგუ­რით იყო მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი. ამ­რი­გად, მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­სე­ბუ­ლი სა­ხი­დე კონ­სტრუქ­ცია, ე.წ. კო­ჭუ­რი ხი­დე­ბი, 1826 წელს კა­მა­რო­ვა­ნი სა­ხი­დე სა­შუ­ა­ლე­ბით იქნა შეც­ვლი­ლი. ეს ახა­ლი ხი­დე­ბი ბევ­რად მაღ­ლა იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი მტკვრის დო­ნი­დან, თუმ­ცა წყალ­დი­დო­ბის­გან მის დაც­ვას მა­ინც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და და 1829 წლის წყალ­დი­დო­ბას ვერც გა­და­ურ­ჩა.

- და რო­დის აღ­დგა?

- 1870 წელს კი უკვე ინ­ჟი­ნერ ზა­ზე­მა­ნის პრო­ექ­ტით, ახა­ლი, ე.წ. ამე­რი­კუ­ლი სის­ტე­მის ლი­თო­ნის ხიდი აშენ­და. ავ­ლაბ­რის ხიდ­ზე, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის გარ­და ურ­მე­ბი, ეტ­ლე­ბი და სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მოძ­რა­ობ­და. 1805 წელსვე, დიდ ხი­დის მახ­ლობ­ლად მოქ­მე­დებ­და მე­ო­რე, შე­და­რე­ბით პა­ტა­რა, ხიდი, რო­მე­ლიც გარ­და სიმ­ცი­რი­სა, ნაკ­ლებ­სა­ი­მე­დოც იყო. ხში­რად იშ­ლე­ბო­და და ხე­ლახ­ლა შენ­დე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, 1839 წელს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით ხიდი და­შა­ლეს. თუმ­ცა ქა­ლაქ­ში მე­ო­რე ხი­დის სა­ჭი­რო­ე­ბის სა­კი­თხი მა­ლე­ვე დად­გა და 1843 წელს, მე­ჩე­თის გვერ­დით, დაშ­ლი­ლი ხი­დის ად­გი­ლას, ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყეს. ახა­ლი ხიდი კლდის გა­მო­ნაშ­ვერ ბაქ­ნებ­ზე იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, მისი სიგ­რძე 32 მეტ­რი იყო. კონ­სტრუქ­ცია და მდე­ბა­რე­ო­ბა ხიდს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას სძენ­და. წყლის დო­ნი­დან საკ­მაო სი­მაღ­ლე­ზე არ­სე­ბო­ბის გამო, იგი წყალ­დი­დო­ბის­გან უფრო და­ცუ­ლი იყო. ხოლო 1870 წელს, მის ად­გი­ლას ინ­ჟი­ნერ ორ­დი­შის პრო­ექ­ტით ლი­თო­ნის ხიდი იქნა აგე­ბუ­ლი. მას­ზე მხო­ლოდ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს და სა­ხედ­რებს შე­ეძ­ლოთ გა­და­ად­გი­ლე­ბა, ამის გამო მე­ტე­ხის ხიდს, "ვი­რის ხიდ­საც" ეძახ­დნენ. ორი­ვე ხი­დის ნაკ­ლი ის იყო, რომ ქა­ლა­ქის ამ ხი­დებ­ზე იმ­დე­ნად დიდი მოძ­რა­ო­ბა იყო, რომ ხში­რად მას­ზე ფე­ნი­ლი ორ­ჯერ იც­ვლე­ბო­და და მუდ­მი­ვად სა­ჭი­რო­ებ­და მათი ცალ­კე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბა.

1870-იან წლებ­ში აგე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ჯერ შე­კე­თე­ბუ­ლი ხი­დე­ბი XX სა­უ­კუ­ნის 50-იან წლე­ბამ­დე იყო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში. იმის გამო, რომ ბო­ლოს ვე­ღარ ას­რუ­ლებ­დნენ ქა­ლა­ქის მზარ­დი გამ­ტა­რო­ბის მო­თხოვ­ნებს. ამი­ტომ ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წი­ნა­შე დად­გა სა­კი­თხი მტკვარ­ზე, ქვის დიდი ხიდი აშე­ნე­ბუ­ლი­ყო.

- და ახ­ლან­დე­ლი მე­ტე­ხის ხიდი რო­დის აიგო?

- მისი მშე­ნებ­ლო­ბა 1950 წლის ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­წყო, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გ. ჩო­მა­ხი­ძე, ხოლო არ­ქი­ტექ­ტო­რი ს. დემ­ჩი­ნე­ლი იყო. ხიდი აგე­ბუ­ლია მყა­რი მა­სა­ლით, ხის­ტი არ­მა­ტუ­რი­თა და ბე­ტო­ნით. მთა­ვა­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მოკ­ლე ვა­და­ში, 6 თვე­სა და 17 დღე­ში შეს­რულ­და. მას­ზე მოძ­რა­ო­ბა 1951 წლის 1 მა­ისს გა­იხ­სნა... ხი­დის გარე კედ­ლე­ბი და თა­ღე­ბი მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია ბა­ზალ­ტის ქვით, ხოლო ოთხი 11-მეტ­რი­ა­ნი სვე­ტი ბოლ­ნი­სის ტუ­ფით. ხიდს თუ­ჯის ლა­მა­ზი მო­ა­ჯი­რე­ბი და ლამ­პი­ო­ნე­ბი ამ­შვე­ნებს. მას­თან მი­სას­ვლე­ლი გზის დონე და­ახ­ლო­ე­ბით 2 მეტ­რამ­დე ას­წი­ეს. მისი აგე­ბი­თა და ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბის აღე­ბით, ქა­ლა­ქის ამ ნა­წი­ლის სახე მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. ძვე­ლი, ქვე­მოთ მდე­ბა­რე რკი­ნის ხიდი ახა­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ან­გრი­ეს, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა "ვი­რის ხიდს", იგი 1955 წელს და­შა­ლეს.

ავტორი:

რომელია თბილისში უძველესი ხიდი და რომელს უწოდებდნენ "ვირის ხიდს"? - "ციხესა და ქალაქს შორის საჭირო იყო კავშირი, რასაც...

რომელია თბილისში უძველესი ხიდი და რომელს უწოდებდნენ "ვირის ხიდს"? - "ციხესა და ქალაქს შორის საჭირო იყო კავშირი, რასაც...

ხიდი კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი საინჟინრო გამოგონებაა. მისი კონსტრუქცია დამოკიდებულია მის ფუნქციასა და ლანდშაფტის ხასიათზე. საბოლოოდ კი ხელოვნური ნაგებობაა, რომელიც გადაჭიმულია მდინარეზე, ხეობაზე, ტბაზე ან ნებისმიერ ფიზიკურ დაბრკოლებაზე.

  • თბილისში, მდინარე მტკვარზე 10 ხიდია გადებული, რომელიც მტკვრის ორივე ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი დედაქალაქი ვიწრო ქვაბულში მდებარეობს, რომელსაც შუაში მდინარე მტკვარი ჰკვეთს.

თბილისის ხიდებიდან ყველას თავისი საინტერესო ისტორია აქვს, მაგრამ ამჯერად ძალზე ძველ და ისტორიულ ხიდზე, მეტეხის ხიდზე უნდა, შევჩერდეთ.

თემაზე ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ალექსანდრე ბოშიშვილი საუბრობს:

- საქართველოს დედაქალაქი, მსოფლიოს ძველ ქალაქებს შორის საპატიო ადგილს იკავებს, თავისი ხანგრძლივი, უწყვეტი და საინტერესო ისტორიით, ამასთან, ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. ისტორიულად სამ ძირითად ნაწილად იყო გაყოფილი, - თბილისი, კალა და ისანი. თბილისი და კალა მტკვრის მარცხენა მხარეს იყო განლაგებული, ისანი კი მათ პირდაპირ მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა. მოგვიანებით ისანს მეტეხი ეწოდა... ისანთან დასაკავშირებლად თბილისს ხიდი ესაჭიროებოდა, ამიტომაც მდინარე მტკვარზე მის არსებობას უძველესი დროიდანვე ვარაუდობენ...

- ამას ცხადია, ისტორიული წყაროები ადასტურებს...

- დიახ, მაგალითად, არაბების ბატონობის პერიოდის, VIII საუკუნის, ამბების აღწერისას, იოანე საბანისძე, "აბოს წამებაში" ახსენებს ფრაზას - "ხიდთა მათ ქალაქისათა" – ამ ცნობის საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ მეტეხის ციხის ძირში, ორი ერთმანეთის გვერდით განლაგებული ხიდი არსებობდა. ორი ხიდის ერთად არსებობა, როგორც ჩანს, იმით იყო გამოწვეული, რომ ციხესა და ქალაქს შორის საჭირო იყო მუდმივი ინტენსიური კავშირი, რასაც სწორედ მტკვარზე განლაგებული ორი ხიდი უზრუნველყოფდა. იმ დროის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მხოლოდ ხის ხიდის არსებობა იყო შესაძლებელი. ერთი ხიდი, რომელსაც გრძელი მალი ჰქონდა, განლაგებული იყო მაღალი ნაპირების კლდოვან გამონაშვერებზე და მას მცირე დატვირთვისთვის შეეძლო გაძლება. სავარაუდოდ, მას მერყევი კონსტრუქცია ჰქონდა და მხოლოდ ფეხოსან და ნაწილობრივ სასაპალნე მოძრაობისთვის იქნებოდა გამოყენებული. მეორე კონსტრუქციულად შედარებით მყარი უნდა ყოფილიყო, იგი მდინარე მტკვრის კალაპოტში ღრმად იყო ჩამჯდარი, გამოიყენებოდა უმთავრესად ურმების მოძრაობისთვის. ამავე დროს ის ხიდი ხშირ ნგრევას განიცდიდა, რადგან განლაგებული იყო შიგნით მდინარეში და გაზაფხულის წყალდიდობა აზიანებდა.

X საუკუნის გამოჩენილი არაბი გეოგრაფი, ალმუქუდასი თავის ნაწარმოებში ახსენებს თბილისის მეტეხის ხიდს, ავტორი ქალაქის აღწერისას მოგვითხრობს, რომ "მას (თბილისს) გადაჰკვეთს მდინარე მტკვარი, იგი გაშლილია ორივე ნაპირზე და დაკავებულია ხიდით". თბილისის ხიდს არაერთგზის მოიხსენებენ ქართული საისტორიო წყაროები, არაბი ისტორიკოსები, სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურები და სხვა.

- მეტეხის ხიდი, ისტორიულ წყაროებში, როგორც ცნობილია, ჯალალ ედ-დინის შემოსევისასაც მოიხსენიება...

- XIII საუკუნეში, ხვარაზმის შაჰისა და 1226 წელს თბილისის აღების დროს მეტეხის ხიდზე დაუდგამთ სიონის ტაძრიდან გამოტანილი ხატი. ვინც არ შეაგინებდა ამ ხატს, მას თავს ჰკვეთდნენ და ხიდიდან მდინარე მტკვარში აგდებდნენ. ცოტა მოგვიანებით, 1522 წელს, ირანის შაჰის ისმაილის ჯარების შემოსევის დროს, იგივე განმეორდა, რაც ჯალალ ედ-დინის შემოსევის დროს. წყაროების მიხედვით, ქალაქის მცხოვრებლებს, ვინც ისლამს არ იღებდა, მდინარეში ჰყრიდნენ. თბილისის აღების შემდეგ ისმაილმა, როგორც იმდროინდელი მემატიანე წერს - "აღაშენა მეჩეთი სჯულისა თვისისა ყურესა მას ხიდისასა". ხიდის ყურესთან არსებული მეჩეთი XX საუკუნემდე იდგა და 1940-იანი წლების ბოლოს აიღეს.

- აღა-მაჰმად-ხანსაც მიუტანია მასზე იერიში...

- თბილისის ხიდის შესახებ საუბრობენ, მოგვიანო პერიოდის ავტორებიც (ევლია ჩელები, ვასილი გაგარი, დიონჯო კარლი და სხვა.) მეტეხის ხიდი დატანილია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შედგენილ თბილისის გეგმაზეც. 1795 წელს სექტემბერში, ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო და სხვა, უამრავ ნაგებობასთან ერთად, ერთ-ერთი პირველი, მეტეხის ხიდიც გადაწვა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იმავე წლის ოქტომბრის ბოლოს ხიდის განაპირა ქვის საყრდენები აღუდგენიათ და ზედ თეძამის ხეობიდან მოტანილი ხის მორები დაულაგებიათ. ამით ფეხით მიმოსვლა აღდგენილა. თბილისის მოსახლეობა განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, მისი აღდგენით, რადგან სპეციალური გადასახადის დაწესებასაც კი ითხოვდნენ.

მეტეხის ხიდის საბოლოო აღდგენას ორი წელი დასჭირდა და საბოლოოდ 1797 წელს დასრულდა. ეს ხიდი 1805 წლამდე არსებობდა. როგორც ვიცით, 1801 წელს რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის გაუქმების ბრძანება გამოსცა და მთელი სამეფოს ტერიტორია დაიპყრო. რუსეთის მიერ დამყარებულმა ახალმა ადმინისტრაციულმა აპარატმა, კერძოდ, საქართველოს მთავარმართებელმა, წარმოშობით ქართველმა - პავლე ციციანოვმა რუსეთის იმპერატორს მეტეხის ხიდის შესახებ სპეციალური მოხსენება გაუგზავნა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 1805 წლის წყალდიდობის შედეგად დაინგრა ძველი ხიდი და მისი ინიციატივით მოეწყო - დროებითი. მთავარმართებელი უფრო მყარი ხიდის მშენებლობაში დახმარებას ითხოვდა. რადგან ხიდი იმ დროს ქალაქის სურსათით მომარაგებაში უმთავრესი კვანძი იყო, და მისი გავლით, ავლაბრის მხრიდან შემოდიოდა ქალაქში ტვირთები, ამიტომ სწრაფად, 25 დღეში აუშენებიათ. 1805 წელს აიგო ორი, ერთი შედარებით დიდი და მეორე პატარა ხიდი.

ორივეს საინტერესო ისტორია აქვს. დიდ ხიდს "ავლაბრის ხიდს" უწოდებდნენ, პატარას "მეტეხის ხიდს"... დიდი ხიდი, როგორც ითქვა, აგებულ იქნა 1805 წელს, შეაკეთეს 1815 და 1820 წლებში, 1822 წელს დაიწყეს ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც უფრო მყარად, ქვის საყრდენებზე აშენდა და ხის კამაროვანი კონსტრუქცია ჰქონდა, მშენებლობა 1826 წელს დასრულდა. მის გვერდით საყრდენი კედლები აგურით იყო მოპირკეთებული. ამრიგად, მრავალი საუკუნის განმავლობაში, არსებული სახიდე კონსტრუქცია, ე.წ. კოჭური ხიდები, 1826 წელს კამაროვანი სახიდე საშუალებით იქნა შეცვლილი. ეს ახალი ხიდები ბევრად მაღლა იყო განლაგებული მტკვრის დონიდან, თუმცა წყალდიდობისგან მის დაცვას მაინც ვერ უზრუნველყოფდა და 1829 წლის წყალდიდობას ვერც გადაურჩა.

- და როდის აღდგა?

- 1870 წელს კი უკვე ინჟინერ ზაზემანის პროექტით, ახალი, ე.წ. ამერიკული სისტემის ლითონის ხიდი აშენდა. ავლაბრის ხიდზე, ფეხით მოსიარულეების გარდა ურმები, ეტლები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობდა. 1805 წელსვე, დიდ ხიდის მახლობლად მოქმედებდა მეორე, შედარებით პატარა, ხიდი, რომელიც გარდა სიმცირისა, ნაკლებსაიმედოც იყო. ხშირად იშლებოდა და ხელახლა შენდებოდა. საბოლოოდ, 1839 წელს მთავრობის განკარგულებით ხიდი დაშალეს. თუმცა ქალაქში მეორე ხიდის საჭიროების საკითხი მალევე დადგა და 1843 წელს, მეჩეთის გვერდით, დაშლილი ხიდის ადგილას, ახლის მშენებლობა დაიწყეს. ახალი ხიდი კლდის გამონაშვერ ბაქნებზე იყო განლაგებული, მისი სიგრძე 32 მეტრი იყო. კონსტრუქცია და მდებარეობა ხიდს განსაკუთრებულობას სძენდა. წყლის დონიდან საკმაო სიმაღლეზე არსებობის გამო, იგი წყალდიდობისგან უფრო დაცული იყო. ხოლო 1870 წელს, მის ადგილას ინჟინერ ორდიშის პროექტით ლითონის ხიდი იქნა აგებული. მასზე მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს და სახედრებს შეეძლოთ გადაადგილება, ამის გამო მეტეხის ხიდს, "ვირის ხიდსაც" ეძახდნენ. ორივე ხიდის ნაკლი ის იყო, რომ ქალაქის ამ ხიდებზე იმდენად დიდი მოძრაობა იყო, რომ ხშირად მასზე ფენილი ორჯერ იცვლებოდა და მუდმივად საჭიროებდა მათი ცალკეული ნაწილების განახლება.

1870-იან წლებში აგებული და მრავალჯერ შეკეთებული ხიდები XX საუკუნის 50-იან წლებამდე იყო ექსპლუატაციაში. იმის გამო, რომ ბოლოს ვეღარ ასრულებდნენ ქალაქის მზარდი გამტარობის მოთხოვნებს. ამიტომ ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე დადგა საკითხი მტკვარზე, ქვის დიდი ხიდი აშენებულიყო.

- და ახლანდელი მეტეხის ხიდი როდის აიგო?

- მისი მშენებლობა 1950 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო, პროექტის ავტორი და მშენებლობის ხელმძღვანელი გ. ჩომახიძე, ხოლო არქიტექტორი ს. დემჩინელი იყო. ხიდი აგებულია მყარი მასალით, ხისტი არმატურითა და ბეტონით. მთავარი სამუშაოები მოკლე ვადაში, 6 თვესა და 17 დღეში შესრულდა. მასზე მოძრაობა 1951 წლის 1 მაისს გაიხსნა... ხიდის გარე კედლები და თაღები მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით, ხოლო ოთხი 11-მეტრიანი სვეტი ბოლნისის ტუფით. ხიდს თუჯის ლამაზი მოაჯირები და ლამპიონები ამშვენებს. მასთან მისასვლელი გზის დონე დაახლოებით 2 მეტრამდე ასწიეს. მისი აგებითა და ახლომდებარე შენობების აღებით, ქალაქის ამ ნაწილის სახე მთლიანად შეიცვალა. ძველი, ქვემოთ მდებარე რკინის ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დამთავრებისთანავე დაანგრიეს, ხოლო რაც შეეხება "ვირის ხიდს", იგი 1955 წელს დაშალეს.