მსოფლიო
Faceამბები
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხედავდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამდიოდნენ. ეს საშინელებაა..." - რას ჰყვება მამა იეგუდიელი - ბერი უდაბნოს მონასტრიდან?
"ვხედავდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამდიოდნენ. ეს საშინელებაა..." - რას ჰყვება მამა იეგუდიელი - ბერი უდაბნოს მონასტრიდან?

მამა იე­გუ­დი­ე­ლი უდაბ­ნოს მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობს. რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ვთხო­ვე, მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზით დამ­თან­ხმდა: ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­კი­თხვის შემ­დეგ, თუ ერთი ადა­მი­ა­ნის გულ­ში მა­ინც მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა და ღვთის­კენ შე­მობ­რუნ­დე­ბა, ჩავ­თვლი, რომ ჩემი მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­აო.

- შეძ­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი მყავ­და. მაგ­რამ 11 წლის ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, ერთი წლის შემ­დეგ - დე­დაც. დე­დის დაკ­რძალ­ვის ღა­მეს ბი­ძამ თბი­ლის­ში წა­მიყ­ვა­ნა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გორ­ში დავ­ბრუნ­დი. მარ­ტო ადა­მი­ა­ნი, ხომ იცით, რო­გორც ცხოვ­რობს? 16 წლის ბიჭი ვი­ყა­ვი, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა რომ და­ვი­წყე. ამას მოჰ­ყვა მო­სა­წე­ვი, ტაბ­ლე­ტე­ბი, წა­მა­ლი და სა­ბო­ლო­ოდ გავ­ყი­დე სახ­ლი. აი, ღმერ­თი რომ არ გწი­რავს მა­ინც, რაც არ უნდა ცუ­დად მო­იქ­ცე...

შემ­ხვდა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე, თუმ­ცა ვერ ავე­წყვეთ. ძა­ლი­ან მალე გავ­შორ­დი და იმ დღი­დან ისევ დავ­ჯე­ქი წა­მალ­ზე, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ ჯან­მრთე­ლო­ბა მო­მის­პო. ცოტა ხან­ში ლა­პა­რა­კიც გა­მი­ჭირ­და და სი­ა­რუ­ლიც.

მოკ­ლედ, და­მი­ჭი­რეს. წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მივ­ხვდი, თუ ნარ­კო­ტი­კი არ მქონ­და, ისე ვი­ყა­ვი, სი­ტყვებს ვე­ღარ ვუყ­რი­დი თავს. როცა იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მო­მიშ­ვეს, ისევ გა­ვაგ­რძე­ლე და და­მე­წყო ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი. ვგრძნობ­დი და ვხე­დავ­დი, სხე­ულ­ზე მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბი რო­გორ დამ­დი­ოდ­ნენ. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა, მე­ტყვე­ლე­ბის უნარს გარ­თმევს, ტვი­ნი აღარ გაქვს და როცა მივ­ხვდი, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს ჩემი ბოლო ყო­ფი­ლი­ყო, შე­ვეშ­ვი! მაგ­რამ ერთ დღე­საც გა­ვიღ­ვი­ძე და ისევ იმა­ვე აზ­რმა გა­მი­ელ­ვა თავ­ში, ჩქა­რა ადე­ქი-მეთ­ქი და როცა წა­მა­ლი ვი­შო­ვე და გა­ვი­კე­თე, ყვე­ლა­ფე­რი "და­ლაგ­და".

როცა ასე­თი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, ის, რაც შენ გარ­შე­მო ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, გარ­და­იც­ვა­ლა უბან­ში ვი­ღაც ნარ­კო­ტი­კით, შენ სამ­ძი­მარ­ზე მი­დი­ხარ, გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, უტიფ­რად უყუ­რებ თვა­ლებ­ში გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და უსამ­ძიმ­რებ. შვი­ლი რომ მა­მის პა­ნაშ­ვიდ­ზე კა­იფ­შია,რა ჰქვია ამას? მაგ­რამ იმ დროს გგო­ნია, რომ ჭი­რი­სუ­ფალს წა­მალს თუ მის­ცემ, გულ­ზე მო­ეშ­ვე­ბა.

ბო­ლოს, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი უსაშ­ვე­ლოდ გეჩ­ვე­ნე­ბა, ნარ­კო­ტიკ­თან ერ­თად და­სა­ძი­ნე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს იღებ, რად­გან კვი­რე­ბი არ გძი­ნავს და ძილ­შიც ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი გე­წყე­ბა, შე­იძ­ლე­ბა უცებ ყვი­რი­ლით წა­მოხ­ტე. ორ­ჯერ ფეხ­ზე ამო­მა­ცოც­და ეშ­მა­კი. ბო­ლოს, ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი, გორ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი და ყო­ველ­დღე ერთი და იგი­ვე ხდე­ბო­და. გა­რეთ აღარ გავ­დი­ო­დი და ასე ნელ-ნელა მივ­დი­ო­დი სიკ­ვდი­ლი­სა­კენ.

- შემ­დეგ რა მოხ­და ისე­თი, რომ დღეს სულ სხვა ადა­მი­ან­თან სა­უბ­რობ?

- შემ­თხვე­ვით ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­პო­ვა. ისიც ბე­რია. დიდი ხნის წა­სუ­ლი იყო უკვე მო­ნას­ტერ­ში. ერთ დღეს მო­ნას­ტრი­დან თა­ვის სახ­ლში მო­უხ­და ჩა­მოს­ვლა. რომ ალა­გებ­და სახ­ლს, შემ­თხვე­ვით ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გად­მო­უ­ვარ­და. შემ­თხვე­ვით მარ­თლა არა­ფე­რი ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბაა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ვაბ­რა­ლებთ შემ­თხვე­ვი­თო­ბას მსგავს რა­მე­ებს. ნა­ხევ­რად გა­თი­შუ­ლი მი­პო­ვა, მან­ქა­ნა­ში ჩამ­დეს და ამი­ტა­ნეს მო­ნას­ტერ­ში. აქ იმ­დე­ნი ქნა, გა­მომ­გლი­ჯა ეშ­მა­კის კლან­ჭებს. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მას. ღმერ­თი ჰფა­რავ­დეს, გა­აძ­ლი­ე­როს! ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ცო­ცხა­ლი აღარ ვიქ­ნე­ბო­დი.

ერთი წელი სულ მე­ძი­ნა. მხო­ლოდ საჭ­მელ­ზე მაღ­ვი­ძებ­დნენ. აქ მამა იო­ა­ნეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და მისი ძა­ლით დავ­დე­ქი ფეხ­ზე. ორი გზა არ­სე­ბობს: ერთი ვიწ­რო, მე­ო­რე ფარ­თო. ფარ­თო ეშ­მა­კის გზაა, ვიწ­რო კი, ღვთის, რო­მელ­ზეც სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან ძნე­ლია, თუმ­ცა - შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- დღეს რო­გორ უყუ­რებთ თქვენს გან­ვლილ გზას?

- ჩემი ბე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ რა­მეს მივ­ხვდი - ხში­რად ბერს ან თუნ­დაც მღვდელს ევა­ლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნურ მან­კი­ე­რე­ბე­ბამ­დე და­ვი­დეს. ადა­მი­ანს ჯერ სა­კუ­თა­რი თავი და­ა­ნა­ხოს და შემ­დეგ და­ა­ნა­ხოს ღმერ­თი და მი­იყ­ვა­ნოს ეკ­ლე­სი­ამ­დე. დღეს ადა­მი­ანს უჭირს ცხოვ­რე­ბა და ძნე­ლად უმკლავ­დე­ბა იმ საც­დუ­რებს, რაც ხში­რად გვევ­ლი­ნე­ბა. ახ­ლაც, ამ­წუ­თას, ჩემ­ზე იმი­ტომ გიყ­ვე­ბით, რომ ერ­თმა ადა­მი­ან­მა ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­კი­თხვის შემ­დეგ, თუნ­დაც პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი გა­დად­გას ღვთის­კენ.

გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ვხედავდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამდიოდნენ. ეს საშინელებაა..." - რას ჰყვება მამა იეგუდიელი - ბერი უდაბნოს მონასტრიდან?

"ვხედავდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამდიოდნენ. ეს საშინელებაა..." - რას ჰყვება მამა იეგუდიელი - ბერი უდაბნოს მონასტრიდან?

მამა იეგუდიელი უდაბნოს მამათა მონასტერში მოღვაწეობს. როდესაც ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, მხოლოდ ერთი მიზეზით დამთანხმდა: ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თუ ერთი ადამიანის გულში მაინც მოხდება ცვლილება და ღვთისკენ შემობრუნდება, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულიაო.

- შეძლებული მშობლები მყავდა. მაგრამ 11 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, ერთი წლის შემდეგ - დედაც. დედის დაკრძალვის ღამეს ბიძამ თბილისში წამიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ გორში დავბრუნდი. მარტო ადამიანი, ხომ იცით, როგორც ცხოვრობს? 16 წლის ბიჭი ვიყავი, სიგარეტის მოწევა რომ დავიწყე. ამას მოჰყვა მოსაწევი, ტაბლეტები, წამალი და საბოლოოდ გავყიდე სახლი. აი, ღმერთი რომ არ გწირავს მაინც, რაც არ უნდა ცუდად მოიქცე...

შემხვდა გოგონა, რომელიც ცოლად მოვიყვანე, თუმცა ვერ ავეწყვეთ. ძალიან მალე გავშორდი და იმ დღიდან ისევ დავჯექი წამალზე, რომელმაც საბოლოოდ ჯანმრთელობა მომისპო. ცოტა ხანში ლაპარაკიც გამიჭირდა და სიარულიც.

მოკლედ, დამიჭირეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში მივხვდი, თუ ნარკოტიკი არ მქონდა, ისე ვიყავი, სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს. როცა იზოლატორიდან გამომიშვეს, ისევ გავაგრძელე და დამეწყო ჰალუცინაციები. ვგრძნობდი და ვხედავდი, სხეულზე მაჯლაჯუნები როგორ დამდიოდნენ. ეს საშინელებაა, მეტყველების უნარს გართმევს, ტვინი აღარ გაქვს და როცა მივხვდი, რომ შეიძლება ეს ჩემი ბოლო ყოფილიყო, შევეშვი! მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძე და ისევ იმავე აზრმა გამიელვა თავში, ჩქარა ადექი-მეთქი და როცა წამალი ვიშოვე და გავიკეთე, ყველაფერი "დალაგდა".

როცა ასეთი ცხოვრების წესს მისდევ, ჩვეულებრივი მოვლენაა, ის, რაც შენ გარშემო ხდება. მაგალითად, გარდაიცვალა უბანში ვიღაც ნარკოტიკით, შენ სამძიმარზე მიდიხარ, გაბრუებული, უტიფრად უყურებ თვალებში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და უსამძიმრებ. შვილი რომ მამის პანაშვიდზე კაიფშია,რა ჰქვია ამას? მაგრამ იმ დროს გგონია, რომ ჭირისუფალს წამალს თუ მისცემ, გულზე მოეშვება.

ბოლოს, როდესაც ყველაფერი უსაშველოდ გეჩვენება, ნარკოტიკთან ერთად დასაძინებელ საშუალებებს იღებ, რადგან კვირები არ გძინავს და ძილშიც ჰალუცინაციები გეწყება, შეიძლება უცებ ყვირილით წამოხტე. ორჯერ ფეხზე ამომაცოცდა ეშმაკი. ბოლოს, ყველასგან მიტოვებული, გორში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და ყოველდღე ერთი და იგივე ხდებოდა. გარეთ აღარ გავდიოდი და ასე ნელ-ნელა მივდიოდი სიკვდილისაკენ.

- შემდეგ რა მოხდა ისეთი, რომ დღეს სულ სხვა ადამიანთან საუბრობ?

- შემთხვევით ჩემმა მეგობარმა მიპოვა. ისიც ბერია. დიდი ხნის წასული იყო უკვე მონასტერში. ერთ დღეს მონასტრიდან თავის სახლში მოუხდა ჩამოსვლა. რომ ალაგებდა სახლს, შემთხვევით ჩემი ტელეფონის ნომერი გადმოუვარდა. შემთხვევით მართლა არაფერი ხდება, ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ ადამიანები ვაბრალებთ შემთხვევითობას მსგავს რამეებს. ნახევრად გათიშული მიპოვა, მანქანაში ჩამდეს და ამიტანეს მონასტერში. აქ იმდენი ქნა, გამომგლიჯა ეშმაკის კლანჭებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას. ღმერთი ჰფარავდეს, გააძლიეროს! ის რომ არ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ერთი წელი სულ მეძინა. მხოლოდ საჭმელზე მაღვიძებდნენ. აქ მამა იოანეს ლოცვა-კურთხევითა და მისი ძალით დავდექი ფეხზე. ორი გზა არსებობს: ერთი ვიწრო, მეორე ფართო. ფართო ეშმაკის გზაა, ვიწრო კი, ღვთის, რომელზეც სიარული ძალიან ძნელია, თუმცა - შესაძლებელი.

- დღეს როგორ უყურებთ თქვენს განვლილ გზას?

- ჩემი ბერული ცხოვრების განმავლობაში ერთ რამეს მივხვდი - ხშირად ბერს ან თუნდაც მღვდელს ევალება, რომ ადამიანურ მანკიერებებამდე დავიდეს. ადამიანს ჯერ საკუთარი თავი დაანახოს და შემდეგ დაანახოს ღმერთი და მიიყვანოს ეკლესიამდე. დღეს ადამიანს უჭირს ცხოვრება და ძნელად უმკლავდება იმ საცდურებს, რაც ხშირად გვევლინება. ახლაც, ამწუთას, ჩემზე იმიტომ გიყვებით, რომ ერთმა ადამიანმა ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თუნდაც პატარა ნაბიჯი გადადგას ღვთისკენ.

გააგრძელეთ კითხვა