საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის კოლაფსს ნიშნავს" - ორბანი
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის კოლაფსს ნიშნავს" - ორბანი

უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

"უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ნიშ­ნავს ევ­რო­პის კო­ლაფსს, უნ­გრე­თის ეკო­ნო­მი­კის ჩათ­ვლით“, - გა­ნა­ცხა­და ორ­ბან­მა Kossuth Radio-ს გა­ნუ­ცხა­და და მისი კო­მენ­ტა­რის თარ­გმანს უნ­გრე­თის მთავ­რო­ბის პრესს­პი­კე­რი, ზოლ­ტან კო­ვა­ჩი ავ­რცე­ლებს.

  • მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა უკვე გახ­სნა თა­ვი­სი ბა­ზა­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ქონ­ლის­თვის, რა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა უნ­გრელ ფერ­მე­რებ­ზე. მისი მტკი­ცე­ბით, სრუ­ლი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რის­თვის.

ორ­ბა­ნის თქმით, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ომის შემ­დეგ ქვეყ­ნის აღ­დგე­ნა და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­პის თავ­დაც­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან ერ­თად, ევ­რო­კავ­შირს არამ­დგრად ფი­ნან­სურ ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა.

"თუ ამ გზას გა­ვუყ­ვე­ბით, ამ ომში ჩვენს ბოლო ცენ­ტსაც დავ­ხარ­ჯავთ“, - აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი ახლა იწყე­ბენ უკ­რა­ი­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის გა­მოთ­ვლას და ეს პრო­ცე­სი, მისი აზ­რით, აუ­ცი­ლებ­ლად მი­იყ­ვანს მათ იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბამ­დე, რომ ასე­თი ხარ­ჯე­ბი უმარ­თა­ვია.

"სა­ბო­ლო­ოდ, დას­კვნა იქ­ნე­ბა, რომ ევ­რო­კავ­შირს არ შე­უძ­ლია ამას თავი გა­არ­თვას“, - აღ­ნიშ­ნა ორ­ბან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის კოლაფსს ნიშნავს" - ორბანი

"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის კოლაფსს ნიშნავს" - ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ევროპის კოლაფსს, უნგრეთის ეკონომიკის ჩათვლით“, - განაცხადა ორბანმა Kossuth Radio-ს განუცხადა და მისი კომენტარის თარგმანს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი ავრცელებს.

  • მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე გახსნა თავისი ბაზარი უკრაინული საქონლისთვის, რამაც სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა უნგრელ ფერმერებზე. მისი მტკიცებით, სრული გაწევრიანება კატასტროფული იქნება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორისთვის.

ორბანის თქმით, უკრაინის სამხედრო ძალების შენარჩუნება, ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენა და უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროპის თავდაცვის საჭიროებებთან ერთად, ევროკავშირს არამდგრად ფინანსურ ტვირთად დააწვება.

"თუ ამ გზას გავუყვებით, ამ ომში ჩვენს ბოლო ცენტსაც დავხარჯავთ“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი მტკიცებით, ევროპელი ლიდერები ახლა იწყებენ უკრაინის შენარჩუნების რეალური ხარჯების გამოთვლას და ეს პროცესი, მისი აზრით, აუცილებლად მიიყვანს მათ იმის გაცნობიერებამდე, რომ ასეთი ხარჯები უმართავია.

"საბოლოოდ, დასკვნა იქნება, რომ ევროკავშირს არ შეუძლია ამას თავი გაართვას“, - აღნიშნა ორბანმა.