პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთის სოფელში ორი მეტეორი ჩამოვარდა - ერთ-ერთი  ფერმერის სახლის დაეცა: "ქვები შეხებისას ცივი იყო"
ინდოეთის სოფელში ორი მეტეორი ჩამოვარდა - ერთ-ერთი  ფერმერის სახლის დაეცა: "ქვები შეხებისას ცივი იყო"

ინ­დო­ეთ­ში, მა­ჰა­რაშ­ტრას შტა­ტის სო­ფელ­ში, 2025 წლის 3 მარტს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დღის ორ სა­ათ­ზე, ცი­დან ორი ქვა ჩა­მო­ვარ­და. ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და კოს­მო­სუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ეს ობი­ექ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად მე­ტე­ო­რი­ტე­ბია.

  • ერთ-ერთი მე­ტე­ო­რი­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რის სახ­ლის და­ე­ცა, ხოლო მე­ო­რე მინ­დორ­ში ჩა­მო­ვარ­და. რო­გორც ქა­ნე­ბი, ასე­ვე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი მეც­ნი­ე­რებ­მა დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლეს.

"ობი­ექ­ტე­ბის სიმ­ძი­მის, მაგ­ნი­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და სხვა პა­რა­მეტ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ისი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ას­ტე­რო­ი­დის მცი­რე ფრაგ­მენ­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მო­ვი­და. კვლე­ვას ვაგ­რძე­ლებთ,“ – გა­ნა­ცხა­და ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, დოქ­ტორ შრი­ნი­ას აუნდჰკარ­მა.

მე­ტე­ო­რი­ტე­ბის სა­ერ­თო წონა და­ახ­ლო­ე­ბით 280 გრა­მია. თვითმხილ­ვე­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქვე­ბი შე­ხე­ბი­სას ცივი იყო.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვა 2023 წლის 24 იან­ვარს ბო­ჯა­დეს სო­ფელ­შიც და­ფიქ­სირ­და, რო­მე­ლიც პუ­ნე­დან და­ახ­ლო­ე­ბით 120 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. იმ დროს მე­ტე­ო­რი­ტი რამ­დე­ნი­მე ფრაგ­მენ­ტად და­ი­შა­ლა და ად­გი­ლობ­რი­ვის სა­ძი­ნებ­ლის ია­ტაკ­ზე 50 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი ნაჭ­დე­ვი და­ტო­ვა. შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის სა­ერ­თო მასა 1 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

ინ­დო­ეთ­ში 1621 წლი­დან დღემ­დე 700-ზე მეტი მე­ტე­ო­რი­ტის ჩა­მო­ვარ­დნაა დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი მოვ­ლე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნა­ცე­მებს მა­ტებს პლა­ნე­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ე.წ. ჩვე­უ­ლებ­რივ ქონ­დრი­ტებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ცნო­ბი­ლი მე­ტე­ო­რი­ტის 85%-ს შე­ად­გე­ნენ და მათ უნი­კა­ლუ­რი მი­ნე­რა­ლუ­რი და ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის გამო ფარ­თოდ იკ­ვლე­ვენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ინდოეთის სოფელში ორი მეტეორი ჩამოვარდა - ერთ-ერთი  ფერმერის სახლის დაეცა: "ქვები შეხებისას ცივი იყო"

ინდოეთის სოფელში ორი მეტეორი ჩამოვარდა - ერთ-ერთი  ფერმერის სახლის დაეცა: "ქვები შეხებისას ცივი იყო"

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის სოფელში, 2025 წლის 3 მარტს, ადგილობრივი დროით დღის ორ საათზე, ციდან ორი ქვა ჩამოვარდა. ასტრონომიისა და კოსმოსური მეცნიერებების ცენტრის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს ობიექტები ნამდვილად მეტეორიტებია.

  • ერთ-ერთი მეტეორიტი ადგილობრივი ფერმერის სახლის დაეცა, ხოლო მეორე მინდორში ჩამოვარდა. როგორც ქანები, ასევე შემთხვევის ადგილი მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს.

"ობიექტების სიმძიმის, მაგნიტური თვისებებისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით, ისინი, სავარაუდოდ, ასტეროიდის მცირე ფრაგმენტებია, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა. კვლევას ვაგრძელებთ,“ – განაცხადა ცენტრის დირექტორმა, დოქტორ შრინიას აუნდჰკარმა.

მეტეორიტების საერთო წონა დაახლოებით 280 გრამია. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ქვები შეხებისას ცივი იყო.

მსგავსი შემთხვევა 2023 წლის 24 იანვარს ბოჯადეს სოფელშიც დაფიქსირდა, რომელიც პუნედან დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობს. იმ დროს მეტეორიტი რამდენიმე ფრაგმენტად დაიშალა და ადგილობრივის საძინებლის იატაკზე 50 მილიმეტრიანი ნაჭდევი დატოვა. შეგროვებული ნიმუშების საერთო მასა 1 კილოგრამს იწონიდა.

ინდოეთში 1621 წლიდან დღემდე 700-ზე მეტი მეტეორიტის ჩამოვარდნაა დოკუმენტირებული. თითოეული ასეთი მოვლენა მნიშვნელოვან მონაცემებს მატებს პლანეტარულ მეცნიერებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ე.წ. ჩვეულებრივ ქონდრიტებს, რომლებიც ყველა ცნობილი მეტეორიტის 85%-ს შეადგენენ და მათ უნიკალური მინერალური და ქიმიური შემადგენლობის გამო ფართოდ იკვლევენ.

წყარო