პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
SpaceX-ს ზედიზედ მეორე რაკეტა აუფეთქდა - გადაიღეს კადრები, როგორც ჩამოცვივდა ციდან რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები
SpaceX-ს ზედიზედ მეორე რაკეტა აუფეთქდა - გადაიღეს კადრები, როგორც ჩამოცვივდა ციდან რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები

ტე­ხას­ში SpaceX-ის მო­რი­გი რა­კე­ტა გა­უშ­ვეს და ის ამ­ჯე­რა­დაც აფეთ­ქდა. შემ­თხვე­ვის გამო ფრე­ნე­ბი შე­ჩერ­და და ცი­დან ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ნამ­სხვრე­ვე­ბის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი გა­ი­ცა.

  • SpaceX-მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ უპი­ლო­ტო ხო­მალდმა კოს­მოს­ში ას­ვლი­სას "სწრა­ფი დაშ­ლა“ გა­ნი­ცა­და და მი­წას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და­კარ­გა.

გი­გან­ტუ­რი SpaceX Starship - ყვე­ლა­ზე დიდი რა­კე­ტა ის­ტო­რი­ა­ში - გაშ­ვე­ბის შემ­დეგ კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ან ზი­ა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ კა­რი­ბის ზღვის კუნ­ძუ­ლებ­ზე მყოფ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­და­ი­ღო, რო­გორ ჩა­მოც­ვივ­და ცი­დან ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ნამ­სხვრე­ვე­ბი.

ეს რა­კე­ტის მერ­ვე სა­ტეს­ტო მი­სია და ზე­დი­ზედ მე­ო­რე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გაშ­ვე­ბა იყო. 123-მეტ­რი­ა­ნი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ფრე­ნის შემ­დეგ დე­და­მი­წის ორ­ბი­ტი­დან ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნის­კენ უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

"დღე­ვან­დე­ლი ფრე­ნა კი Starship-ის სა­ი­მე­დო­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და­მა­ტე­ბით გაკ­ვე­თი­ლებს გვას­წავ­ლის", - ნათ­ქვა­მია SpaceX-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნამ­სხვრე­ვე­ბი წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ ზო­ნა­ში უნდა და­ცე­მუ­ლი­ყო და ის ტოქ­სი­კურ მა­სა­ლებს არ შე­ი­ცავ­და. კომ­პა­ნი­ამ ასე­ვე მათ, ვინც რა­კე­ტის ნა­წი­ლებს წა­ა­წყდე­ბა, ელ­ფოს­ტა­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე და­კავ­ში­რე­ბა სთხო­ვა.

  • თა­ვად მასკს აფეთ­ქე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

SpaceX-ს ზედიზედ მეორე რაკეტა აუფეთქდა - გადაიღეს კადრები, როგორც ჩამოცვივდა ციდან რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები

SpaceX-ს ზედიზედ მეორე რაკეტა აუფეთქდა - გადაიღეს კადრები, როგორც ჩამოცვივდა ციდან რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები

ტეხასში SpaceX-ის მორიგი რაკეტა გაუშვეს და ის ამჯერადაც აფეთქდა. შემთხვევის გამო ფრენები შეჩერდა და ციდან ჩამოცვენილი ნამსხვრევების შესახებ გაფრთხილებები გაიცა.

  • SpaceX-მა დაადასტურა, რომ უპილოტო ხომალდმა კოსმოსში ასვლისას "სწრაფი დაშლა“ განიცადა და მიწასთან კომუნიკაცია დაკარგა.

გიგანტური SpaceX Starship - ყველაზე დიდი რაკეტა ისტორიაში - გაშვების შემდეგ კონტროლიდან გამოვიდა. დაშავებულების ან ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ კარიბის ზღვის კუნძულებზე მყოფმა მოსახლეობამ გადაიღო, როგორ ჩამოცვივდა ციდან ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევები.

ეს რაკეტის მერვე სატესტო მისია და ზედიზედ მეორე წარუმატებელი გაშვება იყო. 123-მეტრიანი კოსმოსური ხომალდი ერთსაათიანი ფრენის შემდეგ დედამიწის ორბიტიდან ინდოეთის ოკეანისკენ უნდა დაბრუნებულიყო.

"დღევანდელი ფრენა კი Starship-ის საიმედოობის გასაუმჯობესებლად დამატებით გაკვეთილებს გვასწავლის", - ნათქვამია SpaceX-ის განცხადებაში.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნამსხვრევები წინასწარ განსაზღვრულ ზონაში უნდა დაცემულიყო და ის ტოქსიკურ მასალებს არ შეიცავდა. კომპანიამ ასევე მათ, ვინც რაკეტის ნაწილებს წააწყდება, ელფოსტასა და ტელეფონის ნომერზე დაკავშირება სთხოვა.

  • თავად მასკს აფეთქებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

წყარო