Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეტაკებები სირიაში ასადის მხარდამჭერებსა და სამთავრობო ძალებს შორის - დაღუპულია 70 და დაჭრილია ათობით ადამიანი
შეტაკებები სირიაში ასადის მხარდამჭერებსა და სამთავრობო ძალებს შორის - დაღუპულია 70 და დაჭრილია ათობით ადამიანი

სი­რი­ის ქა­ლაქ ლა­ტა­კი­ა­ში სამ­თავ­რო­ბო უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­სა და ბა­შარ ალ-ასა­დის მხარ­დამ­ჭერ მებ­რძო­ლებს შო­რის შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად 70-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ათო­ბით და­იჭ­რა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ.

  • "და­ღუ­პუ­ლია 70-ზე მეტი და დაჭ­რი­ლი და ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლია ათო­ბით ადა­მი­ა­ნი თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წევ­რებ­სა და დაშ­ლი­ლი რე­ჟი­მის არ­მი­ის ბო­ე­ვი­კებს შო­რის სის­ხლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად“, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის შე­ფა­სე­ბით,“ ეს იყო ყვე­ლა­ზე ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ასა­დის დამ­ხო­ბის შემ­დეგ“.

ლა­ტა­კი­ა­ში სი­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, მუს­ტა­ფა კნე­ი­ფა­ტის გან­ცხა­დე­ბით, კარ­გად და­გეგ­მი­ლი და წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი თავ­დას­ხმის დროს, ასა­დის მხარ­დამ­ჭე­რი რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი თავს და­ეს­ხა სი­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ებ­სა და სა­გუ­შა­გო­ებს.

"აღ­ვად­გენთ სტა­ბი­ლუ­რო­ბას რე­გი­ონ­ში და და­ვი­ცავთ ჩვე­ნი ხალ­ხის სა­კუთ­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მუს­ტა­ფა კნე­ი­ფატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

შეტაკებები სირიაში ასადის მხარდამჭერებსა და სამთავრობო ძალებს შორის - დაღუპულია 70 და დაჭრილია ათობით ადამიანი

შეტაკებები სირიაში ასადის მხარდამჭერებსა და სამთავრობო ძალებს შორის - დაღუპულია 70 და დაჭრილია ათობით ადამიანი

სირიის ქალაქ ლატაკიაში სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

  • "დაღუპულია 70-ზე მეტი და დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილია ათობით ადამიანი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წევრებსა და დაშლილი რეჟიმის არმიის ბოევიკებს შორის სისხლიანი შეტაკებების შედეგად“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის შეფასებით,“ ეს იყო ყველაზე ძალადობრივი თავდასხმა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ასადის დამხობის შემდეგ“.

ლატაკიაში სირიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, მუსტაფა კნეიფატის განცხადებით, კარგად დაგეგმილი და წინასწარ განზრახული თავდასხმის დროს, ასადის მხარდამჭერი რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა სირიის უსაფრთხოების ძალების პოზიციებსა და საგუშაგოებს.

"აღვადგენთ სტაბილურობას რეგიონში და დავიცავთ ჩვენი ხალხის საკუთრებას“, - განაცხადა მუსტაფა კნეიფატმა.