მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ეჭვობს, რომ მას ბაჩიაშვილის მამა ესაუბრა" - ვინ არის დაკავებული პირი, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაყვანაში დახმარებას ედავებიან
"ის ეჭვობს, რომ მას ბაჩიაშვილის მამა ესაუბრა" - ვინ არის დაკავებული პირი, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაყვანაში დახმარებას ედავებიან

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ 48 წლის შოთა ქა­რუ­მი­ძის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალს აღი­ა­რებს.

  • რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, ქა­რუ­მი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც მოწ­მეს აქვს მი­წო­დე­ბუ­ლი.

კი­თხვა­ზე - რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­უ­კავ­შირ­და თუ არა ბრალ­დე­ბულს ბა­ჩი­აშ­ვი­ლია მამა? - ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ „ქა­რუ­მი­ძე ეჭ­ვობს, რომ პირი, რო­მე­ლიც მას ესა­უბ­რა, ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მამა იყო“.

"გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში დახ­მა­რე­ბა­ზე. ის და­ე­თან­ხმა ბრალს, აღი­ა­რებს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას. ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დე­ბუ­ლი აქვს მოწ­მის სა­ხით, რო­გორც ბრალ­დე­ბულს ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­წო­დე­ბია, უბ­რა­ლოდ და­ე­თან­ხმა ბრალს“,- გა­ნა­ცხა­და ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბულს ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მამა, ალექ­სან­დრე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი არ უნა­ხავს, მას მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა.

"ამ დე­ტა­ლებ­ზე არ მი­სა­უბ­რია, ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ, ვერც უარ­ვყოფ, რაც მო­ვას­წა­რი მას­თან სა­უ­ბა­რი, იმის მი­ხედ­ვით, ის ეჭ­ვობს, რომ მას ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მამა ესა­უბ­რა, თუმ­ცა, ის თვა­ლით არ უნა­ხავს, უშუ­ა­ლოდ ბა­ჩი­აშ­ვილს შეხ­ვდა, სხვას არა­ვის“,- გა­ნა­ცხა­და ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა.

ის სა­სა­მარ­თლოს ქა­რუ­მი­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას შეს­თა­ვა­ზებს.

ცნო­ბის­თვის, შოთა ქა­რუ­მი­ძემ მიმ­დი­ნა­რე წლის 2 მარტს, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად და ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, ავ­ტო­მო­ბილ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბი­ლი სა­მა­ლა­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე სომ­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ლუ­ლად გა­და­იყ­ვა­ნა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც, რო­გორც ბრალ­დე­ბულს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა.

„და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სსკ-ის 25, 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ 3-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ის ეჭვობს, რომ მას ბაჩიაშვილის მამა ესაუბრა" - ვინ არის დაკავებული პირი, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაყვანაში დახმარებას ედავებიან

"ის ეჭვობს, რომ მას ბაჩიაშვილის მამა ესაუბრა" - ვინ არის დაკავებული პირი, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაყვანაში დახმარებას ედავებიან

გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ 48 წლის შოთა ქარუმიძის ადვოკატის, ალექსანდრე ამირხანაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

  • როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აღნიშნავს, ქარუმიძეს გამოძიებისთვის ინფორმაცია როგორც მოწმეს აქვს მიწოდებული.

კითხვაზე - როგორც საგამოძიებო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაუკავშირდა თუ არა ბრალდებულს ბაჩიაშვილია მამა? - ადვოკატი პასუხობს, რომ „ქარუმიძე ეჭვობს, რომ პირი, რომელიც მას ესაუბრა, ბაჩიაშვილის მამა იყო“.

"გუშინ წაუყენეს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებაზე. ის დაეთანხმა ბრალს, აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. ინფორმაცია მიწოდებული აქვს მოწმის სახით, როგორც ბრალდებულს ინფორმაცია არ მიუწოდებია, უბრალოდ დაეთანხმა ბრალს“,- განაცხადა ამირხანაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებულს ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი არ უნახავს, მას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა.

"ამ დეტალებზე არ მისაუბრია, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, რაც მოვასწარი მასთან საუბარი, იმის მიხედვით, ის ეჭვობს, რომ მას ბაჩიაშვილის მამა ესაუბრა, თუმცა, ის თვალით არ უნახავს, უშუალოდ ბაჩიაშვილს შეხვდა, სხვას არავის“,- განაცხადა ამირხანაშვილმა.

ის სასამართლოს ქარუმიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.

ცნობისთვის, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

„დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: