ზოგიერთი ვერ ისვენებს, არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“დღემდე ზოგიერთი ვერ ისვენებს, ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც ნაპოლეონის დროში დაბრუნება სურს, და ავიწყდებათ, რით დასრულდა ეს,” - განაცხადა პუტინმა.
გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტი დებატების წინადადებით გამოვიდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.
“ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს; ის სრულიად, სუვერენულია, თავიდან ბოლომდე ფრანგულია… გერმანიის სამომავლო კანცლერის [ფრიდრიხ მერცის] ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად, გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი [ბირთვული] შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე… რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში,” - განაცხადა მაკრონმა.
წაიკითხეთ ასევე: