საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინაპატიმრობაში რომ ამიყვანეს, მუდმივად მანქანებით იყო გარშემორტყმული ჩემი სახლი... ერთ დღეს გამოვედი და დავინახე, რომ მანქანაში ეძინათ" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა
"შინაპატიმრობაში რომ ამიყვანეს, მუდმივად მანქანებით იყო გარშემორტყმული ჩემი სახლი... ერთ დღეს გამოვედი და დავინახე, რომ მანქანაში ეძინათ" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის მიერ იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გარ­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ტი­ვი და "ოქ­როს მოწ­მეა", რომ­ლის ნათ­ქვა­მის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლოა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბაც კი მოხ­დეს.

"მეც მქონ­და ეგე­თი ეპი­ზო­დი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, 2007 წელს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში ამიყ­ვა­ნეს. მუდ­მი­ვად მან­ქა­ნე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ჩემი სახ­ლი. ერთხელ მო­მი­წია კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წას­ვლა, გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან და და­ვი­ნა­ხე მან­ქა­ნა­ში ეძი­ნათ სო­დის თა­ნამ­შრომ­ლებს. არ გა­ვაღ­ვი­ძე. წა­ვე­დი. ორი დღე ისე იდ­გნენ იქ, ეგო­ნათ რომ სახ­ლში ვი­ყა­ვი. ორი დღის შემ­დეგ, რომ ჩა­მო­ვე­დი და სახ­ლში მი­ვე­დი ტაქ­სით, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ. ეს კუ­რი­ო­ზუ­ლი მო­მენ­ტი იყო.

თუმ­ცა ბა­ჩი­აშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და მისი გას­ვლის. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ეს. ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ტი­ვია, "ოქ­როს მოწ­მე". ბი­ძი­ნას კომ­პრო­მა­ტე­ბის მფლო­ბე­ლია. ბა­ჩი­აშ­ვი­ლი იყო თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი. ამ ფონ­დის გავ­ლით, ბევ­რი ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბო­და, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი. ასე, რომ ბა­ჩაშ­ვი­ლი ფლობს სე­რი­ო­ზულ კომ­პრო­მა­ტებს რაც ბი­ძი­ნას და­სან­ქცი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, ან კრი­მი­ნალ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­დოს" - ამ­ბობს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, შს სა­მი­ნის­ტრომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი შ.ქ.

"2024 წლის დე­კემ­ბრის თვე­ში, და­კა­ვე­ბულ - შ.ქ.-ს, და­უ­კავ­შირ­და მისი მე­გო­ბა­რი დ.გ. და რო­გორც მის სან­დო პირს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რომ­ლის სა­ნაც­ვლო­დაც ის შე­სა­ბა­მის თან­ხას მი­ი­ღებ­და.

შ.ქ. აღ­ნიშ­ნულ შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა და 2024 წლის დე­კემ­ბრის თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, მას მისი მე­გობ­რის - დ.გ.-ს სა­ხე­ლით და­უ­კავ­შირ­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მამა, ალექ­სან­დრე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე მის­ვლა სთხო­ვა, სა­დაც მან გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გა­იც­ნო.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას, გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ერთი პი­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან ფა­რუ­ლად გაყ­ვა­ნა შეს­თა­ვა­ზა. შ.ქ.-სა და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"შინაპატიმრობაში რომ ამიყვანეს, მუდმივად მანქანებით იყო გარშემორტყმული ჩემი სახლი... ერთ დღეს გამოვედი და დავინახე, რომ მანქანაში ეძინათ" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა

"შინაპატიმრობაში რომ ამიყვანეს, მუდმივად მანქანებით იყო გარშემორტყმული ჩემი სახლი... ერთ დღეს გამოვედი და დავინახე, რომ მანქანაში ეძინათ" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გასვლა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყოს ორგანიზებული.

ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გარდუსში" განაცხადა.

  • მისი თქმით, ბაჩიაშვილი სერიოზული აქტივი და "ოქროს მოწმეა", რომლის ნათქვამის საფუძველზე შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაც კი მოხდეს.

"მეც მქონდა ეგეთი ეპიზოდი. წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს შინაპატიმრობაში ამიყვანეს. მუდმივად მანქანებით იყო გარშემორტყმული ჩემი სახლი. ერთხელ მომიწია კონფერენციაზე წასვლა, გამოვედი სახლიდან და დავინახე მანქანაში ეძინათ სოდის თანამშრომლებს. არ გავაღვიძე. წავედი. ორი დღე ისე იდგნენ იქ, ეგონათ რომ სახლში ვიყავი. ორი დღის შემდეგ, რომ ჩამოვედი და სახლში მივედი ტაქსით, გაკვირვებულები მიყურებდნენ. ეს კურიოზული მომენტი იყო.

თუმცა ბაჩიაშვილის შემთხვევაში ბევრად უფრო სერიოზული სპეცოპერაცია ჩატარდა მისი გასვლის. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო ორგანიზებული ეს. ბაჩიაშვილი სერიოზული აქტივია, "ოქროს მოწმე". ბიძინას კომპრომატების მფლობელია. ბაჩიაშვილი იყო თანაინვესტირების ფონდის დირექტორი. ამ ფონდის გავლით, ბევრი ოპერაცია ტარდებოდა, ხორციელდებოდა ტრანზაქციები. ასე, რომ ბაჩაშვილი ფლობს სერიოზულ კომპრომატებს რაც ბიძინას დასანქცირების საფუძველი შეიძლება გახდეს, ან კრიმინალში ეჭვმიტანილიც შეიძლება გახადოს" - ამბობს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, შს სამინისტრომ გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ.

"2024 წლის დეკემბრის თვეში, დაკავებულ - შ.ქ.-ს, დაუკავშირდა მისი მეგობარი დ.გ. და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც ის შესაბამის თანხას მიიღებდა.

შ.ქ. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და 2024 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში, მას მისი მეგობრის - დ.გ.-ს სახელით დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც მან გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.