მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებულსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შესაბამისი გარიგება თანხის სანაცვლოდ შედგა" - შსს აქვეყნებს სქემას, რითაც, უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან წავიდა
"დაკავებულსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შესაბამისი გარიგება თანხის სანაცვლოდ შედგა" - შსს აქვეყნებს სქემას, რითაც, უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან წავიდა

შს სა­მი­ნის­ტრო იმ სქე­მის შე­სა­ხებ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რი­თაც "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა შეძ­ლო.

  • რო­გორც შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ შ.ქ.-სა და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს შო­რის შე­სა­ბა­მი­სი გა­რი­გე­ბა თან­ხის სა­ნაც­ვლოდ შედ­გა.

ამას­თა­ნა­ვე, შსს-ს ცნო­ბით, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, შ.ქ.-მ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მო­დე­ლის, მუქი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ი­ძი­ნა, სა­დაც ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­მა­ლა­ვი მო­ა­წყო. რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას "გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­სა და სა­ბარ­გულს შო­რის, წი­ნას­წარ მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში მო­თავ­სდა“.

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

  • ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი შ.ქ.

მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის დე­კემ­ბრის თვე­ში, და­კა­ვე­ბულ - შ.ქ.-ს, და­უ­კავ­შირ­და მისი მე­გო­ბა­რი დ.გ. და რო­გორც მის სან­დო პირს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რომ­ლის სა­ნაც­ვლო­დაც ის შე­სა­ბა­მის თან­ხას მი­ი­ღებ­და.

შ.ქ. აღ­ნიშ­ნულ შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა და 2024 წლის დე­კემ­ბრის თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, მას მისი მე­გობ­რის - დ.გ.-ს სა­ხე­ლით და­უ­კავ­შირ­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მამა, ალექ­სან­დრე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე მის­ვლა სთხო­ვა, სა­დაც მან გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გა­იც­ნო.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნე­ბას, გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ერთი პი­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან ფა­რუ­ლად გაყ­ვა­ნა შეს­თა­ვა­ზა. შ.ქ.-სა და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა.

პირ­ველ ეტაპ­ზე, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა შ.ქ.-ს გა­დას­ცა "გუ­გლის“ სა­ტე­ლი­ტუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და მოს­თხო­ვა, რომ მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით ჰქო­ნო­და მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. ასე­ვე, მას გა­დას­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ძე­ნად გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხა და და­ა­ვა­ლა, რომ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მო­დე­ლის, მუქი ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ძი­ნა.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, და­ვა­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ პირს დღე-ღა­მის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში რამ­დენ­ჯერ­მე უნდა გა­და­ეკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვა­რი და იქ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა.

ბა­ჩი­აშ­ვილ­მა მას ასე­ვე, მოს­თხო­ვა ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა და უკა­ნა სა­ქა­რე მი­ნა­ზე ვი­დე­ო­რე­გის­ტრა­ტო­რე­ბი და­ე­მონ­ტა­ჟე­ბი­ნა, რომ­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბიც მან სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით თა­ვად გა­შიფ­რა.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბა­ჩი­აშ­ვილ­მა შ.ქ.-ს მოს­თხო­ვა, რამ­დე­ნი­მე დღე მის­თვის მან­ქა­ნა კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რა დროც მან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მა­ლა­ვის მო­წყო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა. ამის შემ­დეგ, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა შ.ქ.-ს გა­უმ­ხი­ლა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი ფა­რუ­ლად მას უნდა გა­და­ეკ­ვე­თა.

წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მიმ­დი­ნა­რე წლის 2 მარტს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და შ.ქ. სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თნენ.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სა­დახ­ლოს გამ­ტა­რი პუნ­ქტის სი­ახ­ლო­ვეს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­სა და სა­ბარ­გულს შო­რის, წი­ნას­წარ მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში მო­თავ­სდა.

შ.ქ. მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვი­და სა­დახ­ლოს გამ­ტარ პუნ­ქტთან, გა­ი­ა­რა სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი, მათ შო­რის, მე­სა­ზღვრე-კონ­ტრო­ლი­ო­რებ­მა შე­ა­მოწ­მეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის დო­კუ­მენ­ტე­ბი და მოხ­და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, ისი­ნი გა­ე­მარ­თნენ სომ­ხე­თის სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სომ­ხე­თის სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტთან, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გად­მო­ვი­და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან და მის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სხვა პას­პორ­ტი წა­რად­გი­ნა, რის შე­დე­გა­დაც გა­დაკ­ვე­თა სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ერევ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მის­ვლის შემ­დეგ, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა შ.ქ.-ს მოს­თხო­ვა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ, გა­დას­ცა მას და­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა და ურ­ჩია, რომ უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რის შე­დე­გა­დაც მიმ­დი­ნა­რე წლის 5 მარტს, შ.ქ., მა­შინ რო­დე­საც ის სარ­ფის გავ­ლით ცდი­ლობ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას, შე­ა­ჩე­რეს შემ­დგო­მი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, რის შემ­დგო­მაც იგი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ი­კი­თხა არა­ერ­თი პირი, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია ჰქო­ნო­დათ მიმ­დი­ნა­რე საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩა­ტარ­და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კა. პო­ლი­ცი­ის მიერ, ამო­ღე­ბუ­ლია ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი პირი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

ჩხრე­კის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, 3800 აშშ დო­ლა­რი, 525 ლარი და 66,000 სომ­ხუ­რი დრა­მი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე და 25-344-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"დაკავებულსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შესაბამისი გარიგება თანხის სანაცვლოდ შედგა" - შსს აქვეყნებს სქემას, რითაც, უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან წავიდა

"დაკავებულსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შესაბამისი გარიგება თანხის სანაცვლოდ შედგა" - შსს აქვეყნებს სქემას, რითაც, უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან წავიდა

შს სამინისტრო იმ სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რითაც "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეძლო.

  • როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შესაბამისი გარიგება თანხის სანაცვლოდ შედგა.

ამასთანავე, შსს-ს ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილის დავალებით, შ.ქ.-მ "ტოიოტა ქამრის“ მოდელის, მუქი ფერის ავტომობილი შეიძინა, სადაც ბაჩიაშვილმა სამალავი მოაწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას "გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა“.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის თვეში, დაკავებულ - შ.ქ.-ს, დაუკავშირდა მისი მეგობარი დ.გ. და როგორც მის სანდო პირს გარკვეული საკითხის მოგვარება შესთავაზა, რომლის სანაცვლოდაც ის შესაბამის თანხას მიიღებდა.

შ.ქ. აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდა და 2024 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში, მას მისი მეგობრის - დ.გ.-ს სახელით დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვა, სადაც მან გიორგი ბაჩიაშვილი გაიცნო.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას, გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირის საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შ.ქ.-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა.

პირველ ეტაპზე, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გადასცა "გუგლის“ სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე, მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ "ტოიოტა ქამრის“ მოდელის, მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა.

ბაჩიაშვილის მითითებით, დავალების შემსრულებელ პირს დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

ბაჩიაშვილმა მას ასევე, მოსთხოვა ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეორეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა.

გამოძიებით დგინდება, რომ ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა, რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რა დროც მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ, ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა.

წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილი და შ.ქ. საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ.

გამოძიებით დგინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს, გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა.

შ.ქ. მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება.

აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით, სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მიმდინარე წლის 5 მარტს, შ.ქ., მაშინ როდესაც ის სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, შეაჩერეს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რის შემდგომაც იგი დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ გამოიკითხა არაერთი პირი, რომელთაც შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარდა დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. პოლიციის მიერ, ამოღებულია ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ.

ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 25-344-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: