მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გამოჩნდა მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ჯვრით?
რატომ გამოჩნდა მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ჯვრით?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მარ­კო რუ­ბიო Fox News-ის პირ­და­პირ ეთერ­ში შუბ­ლზე ნაც­რით გა­მო­სა­ხუ­ლი ჯვრით გა­მოჩ­ნდა, ამის მი­ზე­ზი "ფერ­ფლის ოთხშა­ბა­თი" იყო, რო­მე­ლიც თეთრ სახ­ლშიც აღ­ნიშ­ნეს - ჩა­ტარ­და კა­თო­ლი­კუ­რი მესა.

  • თეთრმა სახ­ლმა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლა წე­რი­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ "ვინც აღ­ნიშ­ნავს ამ დღეს, შე­უძ­ლი­ათ, მსა­ხუ­რე­ბას და­ეს­წრონ".

პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა და პირ­ველ­მა ლე­დიმ, მე­ლა­ნია ტრამპმა, ასე­ვე გა­ავ­რცე­ლეს მი­ლოც­ვა ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • "ვუ­ერ­თდე­ბით ლოც­ვა­ში ათო­ბით მი­ლი­ონ ამე­რი­კელ კა­თო­ლი­კე­სა და სხვა ქრის­ტი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მარ­ხვის წმინ­და პე­რი­ოდს იწყე­ბენ - ეს დრო სუ­ლი­ე­რად გვამ­ზა­დებს ჩვე­ნი უფ­ლი­სა და მა­ცხოვ­რის, იესო ქრის­ტეს ვნე­ბის, სიკ­ვდი­ლი­სა და აღ­დგო­მი­სათ­ვის.

მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ქრის­ტი­ა­ნე­ბი 40 დღე და 40 ღამე ლო­ცუ­ლო­ბენ, მარ­ხუ­ლო­ბენ და მო­წყა­ლე­ბას გას­ცე­მენ, რათა გა­აღ­რმა­ონ თა­ვი­ან­თი რწმე­ნა

დღეს ქრის­ტეს მიმ­დევ­რე­ბი შუბ­ლზე ფერ­ფლის­გან გა­კე­თე­ბულ ჯვარს ატა­რე­ბენ - ეს წმინ­და შეხ­სე­ნე­ბაა ჩვე­ნი მოკ­ვდა­ო­ბი­სა, ქრის­ტეს უსა­ზღვრო მო­წყა­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მუდ­მი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტრამ­პის მე­ო­რე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯეი დი ვენ­სი და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო კა­თო­ლი­კუ­რი რწმე­ნის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

  • ცნო­ბის­თვის, "ფერ­ფლის ოთხშა­ბა­თი“ დიდ­მარ­ხვის პირ­ველ დღეს აღ­ნიშ­ნავს ან­გლი­კა­ნურ, კა­თო­ლი­კურ, ლუ­თე­რა­ნულ ეკ­ლე­სი­ებ­ში. ნაც­რით ჯვრის გა­მო­სახ­ვა კი, სი­ნა­ნულ­სა და ღვთი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას ნიშ­ნავს

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რატომ გამოჩნდა მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ჯვრით?

რატომ გამოჩნდა მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ჯვრით?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო Fox News-ის პირდაპირ ეთერში შუბლზე ნაცრით გამოსახული ჯვრით გამოჩნდა, ამის მიზეზი "ფერფლის ოთხშაბათი" იყო, რომელიც თეთრ სახლშიც აღნიშნეს - ჩატარდა კათოლიკური მესა.

  • თეთრმა სახლმა თანამშრომლებისთვის ოფიციალურად გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ "ვინც აღნიშნავს ამ დღეს, შეუძლიათ, მსახურებას დაესწრონ".

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ასევე გაავრცელეს მილოცვა ამ დღესთან დაკავშირებით.

  • "ვუერთდებით ლოცვაში ათობით მილიონ ამერიკელ კათოლიკესა და სხვა ქრისტიანებს, რომლებიც მარხვის წმინდა პერიოდს იწყებენ - ეს დრო სულიერად გვამზადებს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ვნების, სიკვდილისა და აღდგომისათვის.

მარხვის პერიოდში ქრისტიანები 40 დღე და 40 ღამე ლოცულობენ, მარხულობენ და მოწყალებას გასცემენ, რათა გააღრმაონ თავიანთი რწმენა

დღეს ქრისტეს მიმდევრები შუბლზე ფერფლისგან გაკეთებულ ჯვარს ატარებენ - ეს წმინდა შეხსენებაა ჩვენი მოკვდაობისა, ქრისტეს უსაზღვრო მოწყალებისა და სიყვარულის მუდმივი საჭიროების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კათოლიკური რწმენის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან.

  • ცნობისთვის, "ფერფლის ოთხშაბათი“ დიდმარხვის პირველ დღეს აღნიშნავს ანგლიკანურ, კათოლიკურ, ლუთერანულ ეკლესიებში. ნაცრით ჯვრის გამოსახვა კი, სინანულსა და ღვთისადმი ერთგულებას ნიშნავს

წყარო