კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს - რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს - რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

“თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის“ ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ლე­ვან მა­ხა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს დის­ტან­ცი­უ­რად და­ეს­წრე­ბა.

მისი თქმით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლეს დე­ტა­ლურ ჩვე­ნე­ბას მის­ცემს, მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

“სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, რომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად მის­ცეს და იმე­დი მაქვს, რომ ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას მო­სა­მარ­თლე და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. სა­სა­მარ­თლო კი რე­ა­ლურ ჩვე­ნე­ბას მო­ის­მენს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვას, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა უც­ნო­ბია, ტექ­ნი­კუ­რად პრობ­ლე­მა ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ეს ელექტრო­ნუ­ლად მოხ­დე­ბა. მო­სა­მარ­თლე ვალ­დე­ბუ­ლია ჩვენს მიერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის დის­ტან­ცი­უ­რად გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან ეს კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და თან გვქო­ნია პრე­ცე­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც გა­მო­სა­კი­თხმა პი­რებ­მა სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მის­ცეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივ ნა­წილს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას შე­ე­ხე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ბრალ­დე­ბის მხა­რემ ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვოს, თუმ­ცა გი­ორ­გის ბა­ჩი­აშ­ვილს სხვა ბრალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს, ამი­ტომ მე­ო­რედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ველს ვერ ვხე­დავ“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მა­ხა­რაშ­ვილ­მა.

  • პრო­კუ­რა­ტუ­რა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლას ითხოვს.

რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მი­ხე­ილ სად­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა 2 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ უკა­ნო­ნო გზით და­ტო­ვა. მი­სი­ვე თქმით, ბა­ჩი­აშ­ვილს ჩა­მორ­თმე­უ­ლი ჰქონ­და პას­პორ­ტი, პი­რა­დო­ბა, ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და სა­ზღვრის კვე­თა შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე. სად­რა­ძის თქმით, ბრალ­დე­ბულ­მა არ შე­ას­რუ­ლა გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბი და და­არ­ღვია კა­ნო­ნი, რაც მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ჩი­აშ­ვი­ლის უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას, რო­მე­ლიც და­ყა­და­ღე­ბუ­ლია, პრო­კუ­რო­რის თქმით, გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, აღ­სას­რუ­ლებ­ლად უნდა მი­ე­ცეს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გარ­და ბრა­ლი კი­დევ ორ საქ­მე­ზე - "მტკვა­რი ჰე­სის" და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. ბა­ჩი­აშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად გუ­შინ შე­ე­ფარ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს - რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს - რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

“თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოს დისტანციურად დაესწრება.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილი მოსამართლეს დეტალურ ჩვენებას მისცემს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

“სასამართლო სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება დისტანციურად მისცეს და იმედი მაქვს, რომ ამ შუამდგომლობას მოსამართლე დააკმაყოფილებს. სასამართლო კი რეალურ ჩვენებას მოისმენს მომხდარი ფაქტის შესახებ. რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ადგილმდებარეობა უცნობია, ტექნიკურად პრობლემა ვერ იქნება, რადგან ეს ელექტრონულად მოხდება. მოსამართლე ვალდებულია ჩვენს მიერ წაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს, გიორგი ბაჩიაშვილის დისტანციურად გამოკითხვასთან დაკავშირებით, რადგან ეს კანონით არის გათვალისწინებული და თან გვქონია პრეცედენტები, როდესაც გამოსაკითხმა პირებმა სასამართლოს ჩვენება ონლაინ რეჟიმში მისცეს.

რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას შეეხება, გამორიცხული არ არის ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილისთვის პატიმრობის გამოყენება მოითხოვოს, თუმცა გიორგის ბაჩიაშვილს სხვა ბრალთან მიმართებაში პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, ამიტომ მეორედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობის დაყენების საფუძველს ვერ ვხედავ“,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

  • პროკურატურა “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 მარტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სავარაუდოდ უკანონო გზით დატოვა. მისივე თქმით, ბაჩიაშვილს ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი, პირადობა, ასევე აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა შესაბამისი ორგანოს ინფორმირების გარეშე. სადრაძის თქმით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი, რაც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, რომელიც დაყადაღებულია, პროკურორის თქმით, გირაოს პირობების დარღვევის გამო, აღსასრულებლად უნდა მიეცეს შესაბამის ორგანოს.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული საქმის გარდა ბრალი კიდევ ორ საქმეზე - "მტკვარი ჰესის" და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აქვს წაყენებული. ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად გუშინ შეეფარდა.

იხილეთ ასევე: