საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაქორწინებასაც დამპირდა, მთვრალი პუტინზე ლაპარაკს იწყებდა" - 17 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს გორდონს, რომელსაც ახლა ქართველი ცოლი ჰყავს
"დაქორწინებასაც დამპირდა, მთვრალი პუტინზე ლაპარაკს იწყებდა" - 17 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს გორდონს, რომელსაც ახლა ქართველი ცოლი ჰყავს

ცნო­ბილ რუს ტე­ლე­წამ­ყვან ალექ­სან­დრე გორ­დონს 17 წლის გო­გო­ნა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს.

  • რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ვეყ­ნებს სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლის ის­ტო­რი­ას. მე­დია არ ასა­ხე­ლებს მის სა­ხელს და გვარს.

სტა­ტი­ის გმი­რი ჰყვე­ბა, თუ რო­გორ გა­იც­ნო გორ­დო­ნი 2010 წელს სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს "და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. მისი თქმით, ტე­ლე­წამ­ყვანს ელ­ფოს­ტა თა­ვად სთხო­ვა, რად­გან მას­თან შეხ­ვედ­რა სურ­და.

მი­მო­წე­რა და­ი­წყეს და რო­გორც მსხვერ­პლი იხ­სე­ნებს, გორ­დო­ნის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ღა­მით მის­დი­ო­და. ცნო­ბილ მა­მა­კაც­თან მი­მო­წე­რა გო­გო­ნას აბედ­ნი­ე­რებ­და.

  • რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მი­მო­წე­რის შემ­დეგ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გო­გო­ნას შეხ­ვედ­რა­ზე და­თან­ხმდა. ყა­ვის და­ლე­ვის შემ­დეგ კი კაც­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი სახ­ლში და­პა­ტი­ჟა.

"სას­მე­ლი შე­მომ­თა­ვა­ზა, ალ­კოჰო­ლი იქამ­დე არას­დროს მი­მი­ღია, მაგ­რამ დავ­თან­ხმდი. როცა მკი­თხეს, რას ვსვამ­დი, პირ­ვე­ლი რაც გა­მახ­სენ­და, კო­ნი­ა­კი იყო. ჩემს ყა­ვა­ში ჩა­ვას­ხი - ისე­თი სა­ზი­ზღა­რი არ იყო, რო­გორც მე წარ­მო­ვიდ­გენ­დი - ასე რომ, კი­დევ დავ­ლიე.

ის ჩემს ასაკ­ზე ლა­პა­რა­კობ­და. მახ­სოვს, ასე­ვე სა­უბ­რობ­და 16 წლის გო­გო­ნა, ჟე­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ერთხელ მი­ვი­და მას­თან შე­სახ­ვედ­რად, შემ­დეგ კი და­ორ­სულ­და და აბორ­ტი გა­ი­კე­თა. ”ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ მო­მიყ­ვა”, - აღ­ნიშ­ნა გო­გო­ნამ.

  • მსხვერ­პლის თქმით, სასმლის­გან ცუ­დად გახ­და და ტუ­ა­ლეტ­ში შე­ვი­და. რის შემ­დე­გაც გორ­დონ­მა ოთახ­ში მოს­ვე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"მისი შე­ხე­ბის­გან და კოც­ნის­გან გა­მეღ­ვი­ძა. ის შიშ­ვე­ლი იყო და...“, - იხ­სე­ნებს იგი. გო­გო­ნამ აღი­ა­რა, რომ "შე­ე­ცა­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და". ამ დროს "გა­ი­ყი­ნა, სხე­უ­ლი არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და. ჯო­ჯო­ხე­თუ­რად სა­ში­ნე­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი იყო, მაგ­რამ ში­ში­სა და ალ­კოჰო­ლის გამო ვერ ვმოძ­რა­ობ­დი".

გო­გო­ნა აღი­ა­რებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ხდა­რი­დან წლე­ბი გა­ვი­და, გა­და­ტა­ნი­ლი სტრე­სის გამო, დღემ­დე პრობ­ლე­მე­ბი აქვს სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. იმ დღეს გორ­დონს სწრა­ფად ჩა­ე­ძი­ნა და მსხვერ­პლმა ჩუ­მად და­ტო­ვა ბინა.

"მეტ­რო­ში თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი - ალ­კოჰო­ლი­სა და ჭუ­ჭყის გამო გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. სახ­ლში მი­სულ­მა ტან­საც­მე­ლი გა­დავ­ყა­რე, თავს ჭუ­ჭყი­ა­ნად ვგრძნობ­დი. ბევ­რჯერ მიგ­რძნია, რომ ეს ჩემი ბრა­ლი იყო, რომ არ და­მე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და“.

რო­გორც გო­გო­ნამ გა­ნა­ცხა­და, ამ შემ­თხვე­ვის მერე კაცი ურე­კავ­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ ენატ­რე­ბო­და. შეხ­ვედ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე­ჯერ გან­მე­ორ­და. ერთ დღეს კი და­ქორ­წი­ნე­ბა­საც დაჰ­პირ­და.

"როცა მთვრა­ლი იყო, ყო­ველ­თვის იწყებ­და პუ­ტინ­ზე ლა­პა­რაკს და ნა­ნობ­და, რომ აღა­რა­სო­დეს გახ­დე­ბო­და სო­ლო­ვი­ო­ვი. მას ასე­ვე უყ­ვარ­და თა­ვი­სი გა­და­ცე­მე­ბის და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ეპი­ზო­დე­ბის ჩვე­ნე­ბა, კო­მენ­ტარს აკე­თებ­და სა­კუ­თარ თავ­ზე და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო, რომ აქამ­დე არ ვუ­ყუ­რებ­დი“.

გორ­დო­ნი მე­ხუ­თე ცოლ­თან, სო­ფია კა­ლან­და­ძეს­თან ერ­თად

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალექ­სან­დრე გორ­დონს წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის კა­ტია გორ­დო­ნის თქმით, გო­გო­ნე­ბი პი­რი­ქით, ალექ­სან­დრეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

"ამი­ტომ მე უფრო მჯე­რა იმ ამ­ბის, რომ ჯერ კი­დევ 2010 წელს ვი­ღა­ცამ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა გორ­დო­ნი, ვიდ­რე პი­რი­ქით. მგო­ნია, რომ გო­გო­ნა იტყუ­ე­ბა. ”საშა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მიდ­რე­კი­ლი ძა­ლა­დო­ბის­კენ”, - თქვა ქალ­მა მე­დი­ას­თან.

ალექ­სან­დრე გორ­დო­ნი ახლა მე­ხუ­თედ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მისი მე­ო­რე და მე­ხუ­თე ცოლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის მე­ხუ­თე რჩე­უ­ლი არ­ფის­ტი სო­ფია კა­ლან­და­ძეა. წყვილ­მა 2022 წელს იქორ­წი­ნა, რო­დე­საც გორ­დო­ნი 58 წლის იყო, ცოლი კი 20 წლის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"დაქორწინებასაც დამპირდა, მთვრალი პუტინზე ლაპარაკს იწყებდა" - 17 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს გორდონს, რომელსაც ახლა ქართველი ცოლი ჰყავს

"დაქორწინებასაც დამპირდა, მთვრალი პუტინზე ლაპარაკს იწყებდა" - 17 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს გორდონს, რომელსაც ახლა ქართველი ცოლი ჰყავს

ცნობილ რუს ტელეწამყვან ალექსანდრე გორდონს 17 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

  • რუსული მედია აქვეყნებს სავარაუდო მსხვერპლის ისტორიას. მედია არ ასახელებს მის სახელს და გვარს.

სტატიის გმირი ჰყვება, თუ როგორ გაიცნო გორდონი 2010 წელს სატელევიზიო შოუს "დახურული ჩვენების" გადასაღებ მოედანზე. მისი თქმით, ტელეწამყვანს ელფოსტა თავად სთხოვა, რადგან მასთან შეხვედრა სურდა.

მიმოწერა დაიწყეს და როგორც მსხვერპლი იხსენებს, გორდონისგან შეტყობინებები ყველაზე ხშირად ღამით მისდიოდა. ცნობილ მამაკაცთან მიმოწერა გოგონას აბედნიერებდა.

  • რამდენიმეთვიანი მიმოწერის შემდეგ, ტელეწამყვანი გოგონას შეხვედრაზე დათანხმდა. ყავის დალევის შემდეგ კი კაცმა არასრულწლოვანი სახლში დაპატიჟა.

"სასმელი შემომთავაზა, ალკოჰოლი იქამდე არასდროს მიმიღია, მაგრამ დავთანხმდი. როცა მკითხეს, რას ვსვამდი, პირველი რაც გამახსენდა, კონიაკი იყო. ჩემს ყავაში ჩავასხი - ისეთი საზიზღარი არ იყო, როგორც მე წარმოვიდგენდი - ასე რომ, კიდევ დავლიე.

ის ჩემს ასაკზე ლაპარაკობდა. მახსოვს, ასევე საუბრობდა 16 წლის გოგონა, ჟენიაზე, რომელიც, მისი თქმით, ერთხელ მივიდა მასთან შესახვედრად, შემდეგ კი დაორსულდა და აბორტი გაიკეთა. ”ვერ მივხვდი, რატომ მომიყვა”, - აღნიშნა გოგონამ.

  • მსხვერპლის თქმით, სასმლისგან ცუდად გახდა და ტუალეტში შევიდა. რის შემდეგაც გორდონმა ოთახში მოსვენება შესთავაზა.

"მისი შეხებისგან და კოცნისგან გამეღვიძა. ის შიშველი იყო და...“, - იხსენებს იგი. გოგონამ აღიარა, რომ "შეეცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ არ გამოუვიდა". ამ დროს "გაიყინა, სხეული არ ემორჩილებოდა. ჯოჯოხეთურად საშინელი და მტკივნეული იყო, მაგრამ შიშისა და ალკოჰოლის გამო ვერ ვმოძრაობდი".

გოგონა აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან წლები გავიდა, გადატანილი სტრესის გამო, დღემდე პრობლემები აქვს სექსუალურ ცხოვრებაში. იმ დღეს გორდონს სწრაფად ჩაეძინა და მსხვერპლმა ჩუმად დატოვა ბინა.

"მეტროში თავს ცუდად ვგრძნობდი - ალკოჰოლისა და ჭუჭყის გამო გონება დავკარგე. სახლში მისულმა ტანსაცმელი გადავყარე, თავს ჭუჭყიანად ვგრძნობდი. ბევრჯერ მიგრძნია, რომ ეს ჩემი ბრალი იყო, რომ არ დამელია, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა“.

როგორც გოგონამ განაცხადა, ამ შემთხვევის მერე კაცი ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ენატრებოდა. შეხვედრები რამდენიმეჯერ განმეორდა. ერთ დღეს კი დაქორწინებასაც დაჰპირდა.

"როცა მთვრალი იყო, ყოველთვის იწყებდა პუტინზე ლაპარაკს და ნანობდა, რომ აღარასოდეს გახდებოდა სოლოვიოვი. მას ასევე უყვარდა თავისი გადაცემების და ინტერვიუების ეპიზოდების ჩვენება, კომენტარს აკეთებდა საკუთარ თავზე და განაწყენებული იყო, რომ აქამდე არ ვუყურებდი“.

გორდონი მეხუთე ცოლთან, სოფია კალანდაძესთან ერთად

ბოლო ინფორმაციით, ალექსანდრე გორდონს წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი ყოფილი ცოლის კატია გორდონის თქმით, გოგონები პირიქით, ალექსანდრეს გაუპატიურებას ცდილობდნენ.

"ამიტომ მე უფრო მჯერა იმ ამბის, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს ვიღაცამ გააუპატიურა გორდონი, ვიდრე პირიქით. მგონია, რომ გოგონა იტყუება. ”საშა არასოდეს ყოფილა მიდრეკილი ძალადობისკენ”, - თქვა ქალმა მედიასთან.

ალექსანდრე გორდონი ახლა მეხუთედ არის დაქორწინებული. მისი მეორე და მეხუთე ცოლი ქართველები არიან. ტელეწამყვანის მეხუთე რჩეული არფისტი სოფია კალანდაძეა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა, როდესაც გორდონი 58 წლის იყო, ცოლი კი 20 წლის.

წაიკითხეთ ასევე: