მსოფლიო
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონია, რომ არა მხოლოდ 2024 წლის, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა" - ირაკლი კობახიძე ISFED-ზე
"მგონია, რომ არა მხოლოდ 2024 წლის, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა" - ირაკლი კობახიძე ISFED-ზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა „სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით (ISFED) არა მხო­ლოდ 2024 წლის, არა­მედ 2020 წლის დათ­ვლის შე­დე­გე­ბი­თაც უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, ISFED-ი არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და ისე­თი ძა­ლე­ბის დაკ­ვე­თით, რომ­ლებ­საც არ ჰქონ­დათ კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, შე­სა­ბა­მი­სად, რა თქმა უნდა პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს, მე­ტიც არა მხო­ლოდ 2024 წლით, არა­მედ 2020 წლის დათ­ვლის შე­დე­გე­ბით.

„ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს ერ­თა­დერთ რა­მე­ზე - ISFED-ს ჰქონ­და ერ­თა­დერ­თი და­ვა­ლე­ბა, რა­მე­ნა­ი­რად ეჭვქვეშ და­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზი­სა და სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე. იმა­ვეს აკე­თებ­და ეს კომ­პა­ნია 2020 წელს, მა­შინ მათ იკად­რეს ის, რომ გა­ა­ყალ­ბეს მთლი­ა­ნად პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბი. ახლა, მე­ო­რედ, იგი­ვე ვე­ღარ გა­ბე­დეს, ვი­ნა­ი­დან, აზრი არ ჰქონ­და ამ ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა გა­ყალ­ბე­ბის მა­გივ­რად, გა­უ­ყალ­ბე­ბე­ლი „პი­ვი­ტი" აღარ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ყვე­ლა­ფე­რი დევს ხე­ლის გულ­ზე. ISFED-ი არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და, მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე­თი ძა­ლე­ბის დაკ­ვე­თით, რომ­ლებ­საც არ ჰქონ­დათ კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. ამის შე­დე­გი იყო, თა­ვის დრო­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და შემ­დეგ მათი არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს, მე­ტიც, მე მგო­ნია, რომ არამ­ხო­ლოდ 2024 წლის დათ­ვლის შე­დე­გე­ბით, არა­მედ 2020 წლის დათ­ვლის შე­დე­გე­ბით უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა. პირ­ველ რიგ­ში, იქ მგო­ნია, რომ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი გა­ირ­კვეს, შე­საძ­ლო და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მგონია, რომ არა მხოლოდ 2024 წლის, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა" - ირაკლი კობახიძე ISFED-ზე

"მგონია, რომ არა მხოლოდ 2024 წლის, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა" - ირაკლი კობახიძე ISFED-ზე

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით (ISFED) არა მხოლოდ 2024 წლის, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებითაც უნდა დაინტერესდეს.

როგორც კობახიძემ მედიას განუცხადა, ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, შესაბამისად, რა თქმა უნდა პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მეტიც არა მხოლოდ 2024 წლით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით.

„ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე - ISFED-ს ჰქონდა ერთადერთი დავალება, რამენაირად ეჭვქვეშ დაეყენებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე. იმავეს აკეთებდა ეს კომპანია 2020 წელს, მაშინ მათ იკადრეს ის, რომ გააყალბეს მთლიანად პარალელური დათვლის შედეგები. ახლა, მეორედ, იგივე ვეღარ გაბედეს, ვინაიდან, აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, თუმცა გაყალბების მაგივრად, გაუყალბებელი „პივიტი" აღარ გამოაქვეყნეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია. ყველაფერი დევს ხელის გულზე. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ამის შედეგი იყო, თავის დროზე, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ მათი არ გამოქვეყნება. რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, მეტიც, მე მგონია, რომ არამხოლოდ 2024 წლის დათვლის შედეგებით, არამედ 2020 წლის დათვლის შედეგებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა. პირველ რიგში, იქ მგონია, რომ შეიძლება ბევრი საინტერესო დეტალი გაირკვეს, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.