მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი სარატოველი ჩინოვნიკი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტად - რა არის ცნობილი ბადრა გუნბაზე, რომელიც დღეს პუტინმა იახლა?
ყოფილი სარატოველი ჩინოვნიკი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტად - რა არის ცნობილი ბადრა გუნბაზე, რომელიც დღეს პუტინმა იახლა?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დღეს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენტს შეხ­ვდე­ბა. ამის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში პუ­ტი­ნი კრემლში აფხა­ზე­თის არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს, გუნ­ბას შეხ­ვდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. "ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის“ მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 1-ელ მარტს ჩა­ტა­რე­ბულ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში "საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა“ ბად­რა გუნ­ბამ ხმე­ბის 54,73% მი­ი­ღო და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი“ გახ­და.

  • ვინ არის ბად­რა გუნ­ბა?

ბად­რა გუნ­ბა 1981 წლის 14 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა. ასა­კის გამო არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1992-1993 წლე­ბის აფხა­ზე­თის ომში.

უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და 2003 წელს და­ამ­თავ­რა სა­რა­ტო­ვის სა­ხელ­მწი­ფო აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი - ბუ­ღალ­ტე­რი­ი­სა და აუ­დი­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბით.

2003 წლის დე­კემ­ბრი­დან 2004 წლის აგ­ვის­ტომ­დე გუნ­ბა სა­რა­ტო­ვის საქა­ლა­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ფი­ნან­სო კო­მი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბი­სა და მარ­თვის აპა­რა­ტის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო.

მისი კა­რი­ე­რა და­ი­წყო სა­რა­ტო­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფი­ნან­სურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც მუ­შა­ობ­და 2004 წლი­დან 2006 წლამ­დე. 2007 წელს გუნ­ბამ და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია და მი­ი­ღო დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ეკო­ნო­მი­კა­ში.

2007 წლის სექ­ტემ­ბერ­ში აფხა­ზეთ­ში დაბ­რუნ­და და 2009 წლის იან­ვრამ­დე აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის იუ­რი­დი­ულ მრჩევ­ლად მუ­შა­ობ­და.

2009 წლის იან­ვრი­დან 2011 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე დე ფაქ­ტო კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ხოლო 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ე.წ. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი იყო.

2015 წლი­დან კი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და.

2020 წლის 7 თე­ბერ­ვალს ას­ლან ბჟა­ნი­ას გუნდში პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა, "აი­ტა­ი­რამ“ და "ამ­ცა­ხა­რამ“ იმა­ვე წლის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის დე ფაქ­ტო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად რე­კო­მენ­და­ცია ბად­რა გუნ­ბას გა­უ­წი­ეს.

2020 წლის 22 მარტს კი დე ფაქ­ტო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს.

2024 წლის 19 ნო­ემ­ბრი­დან 2025 წლის 3 მარ­ტამ­დე იყო თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მას შემ­დეგ, რაც ას­ლან ბჟა­ნია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­დად­გა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, ბჟა­ნი­ას წას­ვლის შემ­დეგ, ბად­რა გუნ­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც კომ­პრო­მი­სუ­ლი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც მხარს უჭერ­დნენ, რო­გორც რუ­სუ­ლი მხა­რე, ასე­ვე "ინ­ვეს­ტო­რე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი“, რომ­ლე­ბიც აკონ­ტრო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას აფხა­ზეთ­ში.

2025 წლის 2 მარტს გა­ი­მარ­ჯვა აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში და მისი ე.წ. ინა­უ­გუ­რა­ცია 3 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მის ე.წ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია კრემ­ლის პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გებ­მა და­გეგ­მეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ის მი­იჩ­ნე­ვა რუ­სეთ­თან "სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­თან­ხმე­ბი­სა" და ე.წ. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის პრო­ექ­ტის მომ­ხრედ, რის გა­მოც მო­უ­წია ბჟა­ნი­ას დე ფაქ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა.

ის თა­ვის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბად მი­იჩ­ნევს სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის სო­ცი­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ახალ­გაზ­რდე­ბის სა­კად­რო რე­ზერ­ვის ფორ­მი­რე­ბას და ე.წ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ლა­პა­რა­კია, რა თქმა უნდა, "აფხა­ზე­თის მთა­ვარ მო­კავ­ში­რე" - ოკუ­პანტს რუ­სეთ­ზე.

გუნ­ბას ჰყავს მე­უღ­ლე და 2 ვაჟი - 16 და 12 წლის.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სუ­ლი წლის 30 ოქ­ტომ­ბერს რუ­სეთ­მა და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა აფხა­ზეთ­მა ხელი მო­ა­წე­რეს შე­თან­ხმე­ბას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და შე­ღა­ვა­თებ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის მხარ­დამ­ჭერ ზო­მებს - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქო­ნე­ბა­სა და მო­გე­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დის­გან 8 წლით, ასე­ვე სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან (ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში) გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ეს გა­რი­გე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, ე.წ. რეს­პუბ­ლი­კის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას. თუმ­ცა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ შე­თან­ხმე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნესს და­არ­ტყამ­და, ბი­უ­ჯეტ­ში "ერთი კა­პი­კი“ არ შე­ი­ტან­და და "ოლი­გარ­ქი­ის გა­ფარ­თო­ე­ბას“ გა­მო­იწ­ვევ­და.

ამ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ აფხა­ზეთ­ში მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ, შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ღობე და­ან­გრი­ეს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დიო კომ­პა­ნი­ის და­კა­ვე­ბა სცა­დეს. შე­დე­გად, "ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად“, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია გა­დად­გა, ხოლო აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტმა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით უარი თქვა რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე. 2025 წლის თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში, ბად­რა გუნ­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის ვიცე-პრე­მი­ერ­მა ალექ­სან­დრე ნო­ვაკ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ მხა­რე­ე­ბი გა­და­ხე­და­ვენ სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­თან­ხმე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ყოფილი სარატოველი ჩინოვნიკი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტად - რა არის ცნობილი ბადრა გუნბაზე, რომელიც დღეს პუტინმა იახლა?

ყოფილი სარატოველი ჩინოვნიკი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტად - რა არის ცნობილი ბადრა გუნბაზე, რომელიც დღეს პუტინმა იახლა?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"დღის მეორე ნახევარში პუტინი კრემლში აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტს, გუნბას შეხვდება“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემების თანახმად, 1-ელ მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ ხმების 54,73% მიიღო და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი“ გახდა.

  • ვინ არის ბადრა გუნბა?

ბადრა გუნბა 1981 წლის 14 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა, სკოლაც იქ დაამთავრა. ასაკის გამო არ მონაწილეობდა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში.

უმაღლესი ეკონომიკური განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრა და 2003 წელს დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - ბუღალტერიისა და აუდიტის სპეციალობით.

2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის აგვისტომდე გუნბა სარატოვის საქალაქო ადმინისტრაციის საფინანსო კომიტეტის სოციალური სექტორის დაფინანსების განყოფილებისა და მართვის აპარატის წამყვანი სპეციალისტი იყო.

მისი კარიერა დაიწყო სარატოვის ადმინისტრაციის ფინანსურ განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 2004 წლიდან 2006 წლამდე. 2007 წელს გუნბამ დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში.

2007 წლის სექტემბერში აფხაზეთში დაბრუნდა და 2009 წლის იანვრამდე აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა.

2009 წლის იანვრიდან 2011 წლის ოქტომბრამდე დე ფაქტო კულტურის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2011 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე ე.წ. კულტურის მინისტრი იყო.

2015 წლიდან კი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა.

2020 წლის 7 თებერვალს ასლან ბჟანიას გუნდში პოლიტიკურმა პარტიებმა, "აიტაირამ“ და "ამცახარამ“ იმავე წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად რეკომენდაცია ბადრა გუნბას გაუწიეს.

2020 წლის 22 მარტს კი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

2024 წლის 19 ნოემბრიდან 2025 წლის 3 მარტამდე იყო თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ, რაც ასლან ბჟანია საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა.

აფხაზური მედიის თქმით, ბჟანიას წასვლის შემდეგ, ბადრა გუნბა განიხილებოდა, როგორც კომპრომისული ფიგურა, რომელსაც მხარს უჭერდნენ, როგორც რუსული მხარე, ასევე "ინვესტორები და ოფიციალური პირები“, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას აფხაზეთში.

2025 წლის 2 მარტს გაიმარჯვა აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და მისი ე.წ. ინაუგურაცია 3 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მის ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია კრემლის პოლიტტექნოლოგებმა დაგეგმეს და განახორციელეს. ის მიიჩნევა რუსეთთან "საინვესტიციო შეთანხმებისა" და ე.წ. აპარტამენტების პროექტის მომხრედ, რის გამოც მოუწია ბჟანიას დე ფაქტო თანამდებობიდან წასვლა.

ის თავის მთავარ პრიორიტეტებად მიიჩნევს საშინაო პოლიტიკის სოციალური ორიენტაციის შენარჩუნებას, ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების საკადრო რეზერვის ფორმირებას და ე.წ. საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებას. ლაპარაკია, რა თქმა უნდა, "აფხაზეთის მთავარ მოკავშირე" - ოკუპანტს რუსეთზე.

გუნბას ჰყავს მეუღლე და 2 ვაჟი - 16 და 12 წლის.

შეგახსენებთ, გასული წლის 30 ოქტომბერს რუსეთმა და თვითგამოცხადებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა შეღავათებსა და რუსეთის ფედერაციიდან ინვესტორებისთვის მხარდამჭერ ზომებს - ორგანიზაციების ქონებასა და მოგებაზე გადასახადების გადახდისგან 8 წლით, ასევე საბაჟო გადასახადებისგან (ზოგიერთ შემთხვევაში) გათავისუფლებას. აფხაზეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ეს გარიგება უზრუნველყოფდა, ე.წ. რესპუბლიკის ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ადგილობრივ ბიზნესს დაარტყამდა, ბიუჯეტში "ერთი კაპიკი“ არ შეიტანდა და "ოლიგარქიის გაფართოებას“ გამოიწვევდა.

ამ საინვესტიციო ხელშეკრულებამ აფხაზეთში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, შენობის მიმდებარე ღობე დაანგრიეს და ხელისუფლების ცნობით, ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიო კომპანიის დაკავება სცადეს. შედეგად, "ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესანარჩუნებლად“, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უარი თქვა რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირებაზე. 2025 წლის თებერვლის დასაწყისში, ბადრა გუნბასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გამოაცხადა, რომ მხარეები გადახედავენ საინვესტიციო შეთანხმებას.