პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკა დაბრუნდა" - რა თქვა ტრამპმა კონგრესში: ზელენსკის წერილი, დარბაზიდან გაძევებული კონგრესმენი და მუქარა ფედერალურ ბიუროკრატებს
"ამერიკა დაბრუნდა" - რა თქვა ტრამპმა კონგრესში: ზელენსკის წერილი, დარბაზიდან გაძევებული კონგრესმენი და მუქარა ფედერალურ ბიუროკრატებს

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ფე­დე­რა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პო­ლი­ტი­კას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წე­ვენ, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

ამის შე­სა­ხებ ტრამპმა კონ­გრე­სის ერ­თობ­ლივ სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით ზე­ლენ­სკის­გან დღეს დი­ლით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წე­რი­ლი მი­ი­ღო.

ტრამ­პის თქმით, წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია: „მე და ჩემი გუნ­დი მზად ვართ ვი­მუ­შა­ოთ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ძლი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, რათა მი­ვი­ღოთ ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა. ჩვენ ნამ­დვი­ლად ვა­ფა­სებთ იმას, რაც გა­ა­კე­თა ამე­რი­კამ უკ­რა­ი­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ა­ღი­სე­უ­ლი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას, უკ­რა­ი­ნა მზა­დაა ხელი მო­ა­წე­როს მას თქვენ­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბელ ნე­ბის­მი­ერ დროს“.

დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის აფა­სებს წე­რილს.

"ამავდრო­უ­ლად, ჩვენ გვქონ­და სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი რუ­სეთ­თან და მი­ვი­ღეთ ძლი­ე­რი სიგ­ნა­ლე­ბი, რომ ისი­ნი მზად არი­ან მშვი­დო­ბის­თვის. მშვე­ნი­ე­რი არ იქ­ნე­ბა? დროა, ეს უაზ­რო ომი დას­რულ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

"ჩემი ად­მი­ნის­ტრა­ცია და­იბ­რუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ბი­უ­როკ­რა­ტი­ის­გან და ჩვენ აღ­ვად­გენთ ნამ­დვილ დე­მოკ­რა­ტი­ას ამე­რი­კა­ში. ნე­ბის­მი­ე­რი ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როკ­რა­ტი, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევს ამ ცვლი­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­იხ­სნე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. იმი­ტომ, რომ ჭა­ობს ვაშ­რობთ. არა­არ­ჩე­უ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დღე­ე­ბი დას­რულ­და“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის სა­ხი­ფა­თო ღია სა­ზღვრე­ბის პო­ლი­ტი­კის გამო, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი „ძლი­ე­რად არი­ან ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი“ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

„ჯო ბა­ი­დე­ნის გი­ჟუ­რი და ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ღია სა­ზღვრე­ბის პო­ლი­ტი­კის გამო, ისი­ნი ახლა ძლი­ე­რად არი­ან ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მაგ­რამ ჩვენ ვა­ძე­ვებთ მათ და ვა­ძე­ვებთ სწრა­ფად“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო სი­ტყვა გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ექ­ვსი კვი­რის წინ "ამე­რი­კის ოქ­როს ხა­ნის გა­რიჟ­რა­ჟი" გა­მო­ა­ცხა­და.

"იმ მო­მენ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სხვა არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, თუ არა სწრა­ფი და შე­უ­პო­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეპო­ქის და­სა­წყე­ბად. 43 დღე­ში ჩვენ უფრო მეტს მი­ვაღ­წი­ეთ, ვიდ­რე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ მი­აღ­წია ოთხ თუ რვა წე­ლი­წად­ში. ჩვენ მხო­ლოდ ახლა ვი­წყებთ, ”- აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა შე­უ­ჩე­რე­ბე­ლია“.

"ამე­რი­კის იმ­პულ­სი დაბ­რუნ­და. ჩვე­ნი სული დაბ­რუნ­და. ჩვე­ნი სი­ა­მა­ყე დაბ­რუნ­და. ჩვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა დაბ­რუნ­და. ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა იზ­რდე­ბა - იმა­ზე უფრო მე­ტად და უკე­თე­სად, ვიდ­რე ოდეს­მე. ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა შე­უ­ჩე­რე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

  • ტრამ­პის სი­ტყვის გა­მოს­ვლი­სას დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვეს "დე­მოკ­რა­ტი” კონ­გრეს­მე­ნი ალ გრი­ნი, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენტს სი­ტყვა რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­წყვე­ტი­ნა შე­ძა­ხი­ლით : "თქვენ არ გაქვთ მან­და­ტი“.

ტრამპმა ისა­უბ­რა ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბა­ზე. ამ კონ­ტექ­სტში მან ისა­უბ­რა ისეთ ქვეყ­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ინ­დო­ე­თი, სამ­ხრეთ კო­რეა და ბრა­ზი­ლია.

"ინ­დო­ე­თი გვა­კის­რებს 100%-იან­ზე მეტ ტა­რი­ფებს, ჩი­ნე­თის სა­შუ­ა­ლო ტა­რი­ფი ჩვენს პრო­დუქ­ტებ­ზე ორ­ჯერ მე­ტია, ვიდ­რე ჩვენ მათ­თვის გვაქვს და­წე­სე­ბუ­ლი და სამ­ხრეთ კო­რე­ის სა­შუ­ა­ლო ტა­რი­ფი ოთხჯერ მე­ტია“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ აშშ-ის სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფე­ბი 2 აპ­რი­ლი­დან შევა ძა­ლა­ში. ტრამ­პის გან­მარ­ტე­ბით, შე­საძ­ლოა, ტა­რი­ფე­ბის და­წე­სე­ბას მოჰ­ყვეს მცი­რე მღელ­ვა­რე­ბის და ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ტა­რი­ფე­ბი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კე­თილ­დღე­ო­ბას მო­უ­ტანს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს იმით, რომ აი­ძუ­ლებს კომ­პა­ნი­ებს მეტი პრო­დუქ­ტი აწარ­მო­ონ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რაც შექ­მნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

"ის მოგ­ვი­ტანს ტრი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს და შექ­მნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ისე, რაც არას­დროს არ გვი­ნა­ხავს“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი თქმით, მექ­სი­კა და კა­ნა­და აშშ-ში ფენ­ტა­ნი­ლის შე­ტა­ნას აქამ­დე არ­ნა­ხულ დო­ნე­ზე უშ­ვე­ბენ, რაც იწ­ვევს ასო­ბით და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას და ოჯა­ხე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას. ტრამ­პის მტკი­ცე­ბით, ეს ორი ქვე­ყა­ნა აშშ-სგან მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის სუბ­სი­დი­ას იღებს. ”ჩვენ აღარ ვა­პი­რებთ ამის გა­კე­თე­ბას”, - დას­ძი­ნა ტრამპმა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ამერიკა დაბრუნდა" - რა თქვა ტრამპმა კონგრესში: ზელენსკის წერილი, დარბაზიდან გაძევებული კონგრესმენი და მუქარა ფედერალურ ბიუროკრატებს

"ამერიკა დაბრუნდა" - რა თქვა ტრამპმა კონგრესში: ზელენსკის წერილი, დარბაზიდან გაძევებული კონგრესმენი და მუქარა ფედერალურ ბიუროკრატებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალური მუშაკები, რომლებიც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ, თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით ზელენსკისგან დღეს დილით მნიშვნელოვანი წერილი მიიღო.

ტრამპის თქმით, წერილში ნათქვამია: „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარების კუთხით. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს მას თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აფასებს წერილს.

"ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. მშვენიერი არ იქნება? დროა, ეს უაზრო ომი დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

"ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას უპასუხისმგებლო ბიუროკრატიისგან და ჩვენ აღვადგენთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ მოიხსნება თანამდებობიდან. იმიტომ, რომ ჭაობს ვაშრობთ. არაარჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ეს ადამიანები „ძლიერად არიან ჩაბუდებული“ შეერთებულ შტატებში.

„ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან სახიფათო ღია საზღვრების პოლიტიკის გამო, ისინი ახლა ძლიერად არიან ჩაბუდებული ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ ვაძევებთ მათ და ვაძევებთ სწრაფად“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ექვსი კვირის წინ "ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟი" გამოაცხადა.

"იმ მომენტიდან მოყოლებული, სხვა არაფერი მომხდარა, თუ არა სწრაფი და შეუპოვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად. 43 დღეში ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ადმინისტრაციების უმეტესობამ მიაღწია ოთხ თუ რვა წელიწადში. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ, ”- აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, "ამერიკული ოცნება შეუჩერებელია“.

"ამერიკის იმპულსი დაბრუნდა. ჩვენი სული დაბრუნდა. ჩვენი სიამაყე დაბრუნდა. ჩვენი თავდაჯერებულობა დაბრუნდა. ამერიკული ოცნება იზრდება - იმაზე უფრო მეტად და უკეთესად, ვიდრე ოდესმე. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია", - აღნიშნა ტრამპმა.

  • ტრამპის სიტყვის გამოსვლისას დარბაზიდან გააძევეს "დემოკრატი” კონგრესმენი ალ გრინი, რომელმაც პრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა შეძახილით : "თქვენ არ გაქვთ მანდატი“.

ტრამპმა ისაუბრა ასევე სხვადასხვა ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ინდოეთი, სამხრეთ კორეა და ბრაზილია.

"ინდოეთი გვაკისრებს 100%-იანზე მეტ ტარიფებს, ჩინეთის საშუალო ტარიფი ჩვენს პროდუქტებზე ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ მათთვის გვაქვს დაწესებული და სამხრეთ კორეის საშუალო ტარიფი ოთხჯერ მეტია“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, სავაჭრო პარტნიორების მიმართ აშშ-ის საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში. ტრამპის განმარტებით, შესაძლოა, ტარიფების დაწესებას მოჰყვეს მცირე მღელვარების და ადაპტაციის პერიოდი, მაგრამ ტარიფები, საბოლოო ჯამში, კეთილდღეობას მოუტანს შეერთებულ შტატებს იმით, რომ აიძულებს კომპანიებს მეტი პროდუქტი აწარმოონ შეერთებულ შტატებში, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს.

"ის მოგვიტანს ტრილიონობით დოლარს და შექმნის სამუშაო ადგილებს ისე, რაც არასდროს არ გვინახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, მექსიკა და კანადა აშშ-ში ფენტანილის შეტანას აქამდე არნახულ დონეზე უშვებენ, რაც იწვევს ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. ტრამპის მტკიცებით, ეს ორი ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს. ”ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, - დასძინა ტრამპმა.

იხილეთ ასევე: