მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის მთავრობის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა - "განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს"
აჭარის მთავრობის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა - "განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს"

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბამ ახა­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო შექ­მნა და მი­ნის­ტრად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ელი­სო ბოლ­ქვა­ძე და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. აღ­ნიშ­ნულ პოსტზე ბოლ­ქვა­ძე აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ წა­რად­გი­ნა.

"მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რის, სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­დან ცალ­კე სა­მი­ნის­ტროდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო აჭა­რის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. აჭა­რას ნამ­დვი­ლად აქვს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი კულ­ტუ­რის სფე­რო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩავ­თვა­ლეთ, რომ კი­დევ უფრო ეფექ­ტი­ა­ნად მომ­ხდა­რი­ყო ამ სფე­როს გაძ­ლი­ე­რე­ბა. ბოლო წლებ­ში არა­ერ­თი მიღ­წე­ვა გვაქვს კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

მაქვს პა­ტი­ვი, წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ახა­ლი სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­ნის­ტრი ელი­სო ბოლ­ქვა­ძე, რო­მელ­საც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს. ქალ­ბა­ტო­ნი ელი­სო ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში. ის გახ­ლდათ კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე, იუ­ნეს­კო-ს მშვი­დო­ბის ელჩი. მას გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, პა­რი­ზის უმაღ­ლეს სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა­ში; გახ­ლავთ შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კულ­ტუ­რა­ში არა­ერ­თი და­დე­ბი­თი სი­ახ­ლე გვექ­ნე­ბა.

ასე­ვე, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქალ­ბა­ტონ მაია ხა­ჯიშ­ვილს, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კულ­ტუ­რის სფე­როს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ქალ­ბა­ტო­ნი მაია გა­აგ­რძე­ლებს გა­ნათ­ლე­ბის, ასე­ვე სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ელი­სო ბოლ­ქვა­ძემ წარ­დგე­ნი­სას აღ­ნიშ­ნა, აჭა­რას აქვს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, სა­დაც კულ­ტუ­რა ყო­ველ­თვის იყო და ახ­ლაც იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­დი.

"ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და პა­ტი­ვია, ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ქვე­ყა­ნას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა, მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს გუნდს, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ჩვენს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბა­ტონ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს... ბა­თუ­მი, აჭა­რა არის ის რე­გი­ო­ნი, რო­მელ­საც აქვს უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი, სა­დაც კულ­ტუ­რა ყო­ველ­თვის იყო და ახ­ლაც იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­დი. ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ გა­ვა­კე­თებთ და გა­ვაგ­რძე­ლებთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს, რად­გან ბევ­რი რამ უკვე გა­კე­თე­ბუ­ლია. ჩემ­თვის, რო­გორც უკვე კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის­თვის, რო­მე­ლიც ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში, ძა­ლი­ან დიდი გა­მო­ცი­ლე­ბა იყო სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კულ­ტუ­რას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი გუნ­დის­თვის. გუნ­დი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, რათა კულ­ტუ­რა ეს იყოს უწყვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გუ­შინ­დე­ლი დღე, დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი დღეც. ეს იყოს გამ­ჭო­ლი ხაზი, რათა ჩვენ ახალ­გაზ­რდებ­საც მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, მუდ­მი­ვად იყ­ვნენ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ზრდის პრო­ცეს­ში. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რა თქმა უნდა, ბა­თუ­მი უნდა იყოს კულ­ტუ­რის მსოფ­ლიო რუ­კა­ზე, ეს ჩვენ უკვე მი­ვაღ­წი­ეთ, ბა­თუმს მი­ე­ნი­ჭა იუ­ნეს­კო-ს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ქა­ლა­ქე­ბის სტა­ტუ­სი, ასე­ვე ბა­თუ­მის ფეს­ტი­ვა­ლი არის, იუ­ნეს­კო-ს უწყვე­ტი ქუ­დის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლი. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ იუ­ნეს­კოს­თან და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან მუ­შა­ო­ბას. მთა­ვა­რი ჩვენ­თვის რჩე­ბა ის, რომ კულ­ტუ­რა მი­ვი­დეს ყველ­გან, ყვე­ლა სო­ფელ­სა და ქა­ლაქ­ში, ყვე­ლას ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა დიდი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნის. რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტი და სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გავ­ზარ­დოთ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს ბა­თუმს ისევ და­ვუბ­რუნ­დი“, - გა­ნა­ცხა­და ბოლ­ქვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აჭარის მთავრობის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა - "განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს"

აჭარის მთავრობის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა - "განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ახალი კულტურის სამინისტრო შექმნა და მინისტრად "ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ელისო ბოლქვაძე დანიშნა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო. აღნიშნულ პოსტზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება.

მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, მინისტრი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი ელისო ბოლო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. ის გახლდათ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ასევე, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩი. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პარიზის უმაღლეს სახელოვნებო სკოლაში; გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი დადებითი სიახლე გვექნება.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. ქალბატონი მაია გააგრძელებს განათლების, ასევე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთანავე, როგორც ელისო ბოლქვაძემ წარდგენისას აღნიშნა, აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი, სადაც კულტურა ყოველთვის იყო და ახლაც იქნება ძალიან განვითარებადი.

"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვემსახურო ჩემს ქვეყანას. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს... ბათუმი, აჭარა არის ის რეგიონი, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, სადაც კულტურა ყოველთვის იყო და ახლაც იქნება ძალიან განვითარებადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაკეთებთ და გავაგრძელებთ ძალიან საინტერესო პროექტებს, რადგან ბევრი რამ უკვე გაკეთებულია. ჩემთვის, როგორც უკვე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტში, ძალიან დიდი გამოცილება იყო საჯარო სამსახურში და ძალიან კარგად ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს კულტურას ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი გუნდისთვის. გუნდი მობილიზებულია, რათა კულტურა ეს იყოს უწყვეტი განვითარება, ჩვენი ქვეყნის გუშინდელი დღე, დღევანდელი და ხვალინდელი დღეც. ეს იყოს გამჭოლი ხაზი, რათა ჩვენ ახალგაზრდებსაც მიეცეთ საშუალება, მუდმივად იყვნენ შემოქმედებითი ზრდის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ბათუმი უნდა იყოს კულტურის მსოფლიო რუკაზე, ეს ჩვენ უკვე მივაღწიეთ, ბათუმს მიენიჭა იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი, ასევე ბათუმის ფესტივალი არის, იუნესკო-ს უწყვეტი ქუდის ქვეშ მოქცეული. ჩვენ გავაგრძელებთ იუნესკოსთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან მუშაობას. მთავარი ჩვენთვის რჩება ის, რომ კულტურა მივიდეს ყველგან, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დიდი ნიჭის გამოვლენის. რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა ტალანტი და სახელოვანი ადამიანი გავზარდოთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ბათუმს ისევ დავუბრუნდი“, - განაცხადა ბოლქვაძემ.