Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკამენტის "ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი!" - ინფექციონისტი გვაფრთხილებს
"მედიკამენტის "ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი!" - ინფექციონისტი გვაფრთხილებს

ცივი სე­ზო­ნი, ყო­ველ­წლი­უ­რად არა­ერ­თი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რად იგ­რძნო­ბა წელს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცირ­კუ­ლი­რებს A და B ტი­პის ვირუ­სე­ბი. ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც, რაც ცხა­დია სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პა­ნი­კა ხში­რად მათ არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის­კენ უბიძ­გებს, მა­გა­ლი­თად პრე­პა­რატ ტა­მიფ­ლუს მი­ღე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე. სწო­რედ მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე წერს, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ­ჟა­მად უამ­რავ ადა­მი­ანს აქვს სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცია, გა­მო­ხა­ტუ­ლი სხვა­დას­ხვა სიმპტო­მე­ბით. ზოგს უბ­რა­ლოდ სურ­დო აქვს, ზოგს კი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა და არის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც.

ამ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის ბევ­რს აქვს გრი­პის ვირუ­სი (A ან B ტი­პის), თუმ­ცა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში სხვა ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბიც ხში­რია.

რა­ტომ­ღაც თუ A ტი­პის ვირუ­სი და­დას­ტურ­და, ამ­ბო­ბენ, რომ "ღო­რის გრი­პი“ (H1N1) აქვთ და ეს ძა­ლი­ან აში­ნებთ. ჯერ ერთი, ტერ­მი­ნი "ღო­რის გრი­პი“ აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მე­ო­რეც, A ტი­პის ვირუ­სის აღ­მო­ჩე­ნა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად H1N1-ია, სხვა ტი­პის A ჯგუ­ფის ვირუ­სე­ბიც ცირ­კუ­ლი­რებს. მე­სა­მეც, H1N1 სუ­ლაც არ არის უფრო "სა­ში­ში“, ვიდ­რე სხვა ტი­პის გრი­პის ვირუ­სე­ბი.

თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც იმის დად­გე­ნა გვინ­და, მარ­თლა ე.წ. "ღო­რის გრი­პია“ თუ არა, ამას სწრა­ფი ტეს­ტით ვერ გა­ვი­გებთ და PCR კვლე­ვა უნდა ჩა­ტარ­დეს.

თუმ­ცა ეს პოს­ტი უფრო სხვა სა­კითხს ეხე­ბა. წელს ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად და ხში­რად ზედ­მე­ტად იღე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ან­ტი­ვირუ­სულ მკურ­ნა­ლო­ბას (ძი­რი­თა­დად ტა­მიფ­ლუს). კარ­გია, რომ რო­გორც იქნა ამ მე­დი­კა­მენ­ტმა ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა, რად­გან წლე­ბის მან­ძილ­ზე ვი­საც მარ­თლა ჭირ­დე­ბო­და ეს მე­დი­კა­მენ­ტი, მათი და­თან­ხმე­ბაც არ იყო ხოლ­მე ად­ვი­ლი. თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თან ხში­რად ხდე­ბა, ახლა ისეთ "მო­და­ში შე­მო­ვი­და“, სრუ­ლი­ად უად­გი­ლო­დაც იღე­ბენ.

ტა­მიფ­ლუს თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბე­ბი აქვს და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის სა­ჭი­რო ჯან­მრთელ, ახალ­გაზ­რდა პი­რებ­ში. ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ში ტა­მიფ­ლუს ეფექ­ტი მხო­ლოდ ის არის, რომ 1 დღით ამ­ცი­რებს სიმპტო­მე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, სულ ეგ არის.

ტა­მიფ­ლუ სა­ჭი­როა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში, ხან­დაზ­მუ­ლებ­ში, ორ­სუ­ლებ­ში, 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში. ასე­ვე იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც გრი­პის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბათ. ასე­ვე, ნამ­დვი­ლად უნდა იყოს დად­გე­ნი­ლი, რომ A ან B გრი­პის ვირუ­სია, რად­გან სხვა რეს­პი­რა­ცი­ულ ვირუ­სებ­ზე ეს მე­დი­კა­მენ­ტი არ მოქ­მე­დებს.

მე­დი­კა­მენ­ტი ეფექ­ტუ­რია სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან მხო­ლოდ 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში (აქ არ იგუ­ლის­ხმე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი).

საკ­მა­ოდ ხში­რია გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი (თა­ვის ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე, გუ­ლის­რე­ვა და სხვ.). ამი­ტომ მე­დი­კა­მენ­ტის "ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის“ გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და მკა­ფი­ოდ უნდა დად­გინ­დეს მისი სა­ჭი­რო­ე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მედიკამენტის "ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი!" - ინფექციონისტი გვაფრთხილებს

"მედიკამენტის "ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი!" - ინფექციონისტი გვაფრთხილებს

ცივი სეზონი, ყოველწლიურად არაერთი ვირუსული ინფექციის გავრცელებასთან ასოცირდება, რაც განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა წელს. საქართველოში ცირკულირებს A და B ტიპის ვირუსები. ხშირია გართულებების შემთხვევებიც, რაც ცხადია სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. მოსახლეობაში არსებული პანიკა ხშირად მათ არასწორი მკურნალობისკენ უბიძგებს, მაგალითად პრეპარატ ტამიფლუს მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. სწორედ მსგავს შემთხვევებზე წერს, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

"როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უამრავ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია, გამოხატული სხვადასხვა სიმპტომებით. ზოგს უბრალოდ სურდო აქვს, ზოგს კი მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა და არის გართულებული შემთხვევებიც.

ამ პაციენტებს შორის ბევრს აქვს გრიპის ვირუსი (A ან B ტიპის), თუმცა სასუნთქი სისტემის ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებში სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებიც ხშირია.

რატომღაც თუ A ტიპის ვირუსი დადასტურდა, ამბობენ, რომ "ღორის გრიპი“ (H1N1) აქვთ და ეს ძალიან აშინებთ. ჯერ ერთი, ტერმინი "ღორის გრიპი“ აღარ გამოიყენება, მეორეც, A ტიპის ვირუსის აღმოჩენა სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად H1N1-ია, სხვა ტიპის A ჯგუფის ვირუსებიც ცირკულირებს. მესამეც, H1N1 სულაც არ არის უფრო "საშიში“, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსები.

თუ მაინცდამაინც იმის დადგენა გვინდა, მართლა ე.წ. "ღორის გრიპია“ თუ არა, ამას სწრაფი ტესტით ვერ გავიგებთ და PCR კვლევა უნდა ჩატარდეს.

თუმცა ეს პოსტი უფრო სხვა საკითხს ეხება. წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ ადამიანები ანტივირუსულ მკურნალობას (ძირითადად ტამიფლუს). კარგია, რომ როგორც იქნა ამ მედიკამენტმა ადგილი დაიმკვიდრა, რადგან წლების მანძილზე ვისაც მართლა ჭირდებოდა ეს მედიკამენტი, მათი დათანხმებაც არ იყო ხოლმე ადვილი. თუმცა, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება, ახლა ისეთ "მოდაში შემოვიდა“, სრულიად უადგილოდაც იღებენ.

ტამიფლუს თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში. ასეთ ადამიანებში ტამიფლუს ეფექტი მხოლოდ ის არის, რომ 1 დღით ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას, სულ ეგ არის.

ტამიფლუ საჭიროა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ხანდაზმულებში, ორსულებში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის მძიმე მიმდინარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ასევე, ნამდვილად უნდა იყოს დადგენილი, რომ A ან B გრიპის ვირუსია, რადგან სხვა რესპირაციულ ვირუსებზე ეს მედიკამენტი არ მოქმედებს.

მედიკამენტი ეფექტურია სიმპტომების დაწყებიდან მხოლოდ 48 საათის განმავლობაში (აქ არ იგულისხმება ჰოსპიტალიზებული პაციენტები).

საკმაოდ ხშირია გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და სხვ.). ამიტომ მედიკამენტის "ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მკაფიოდ უნდა დადგინდეს მისი საჭიროება".