საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გამოიდარებს? - ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს: როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
როდის გამოიდარებს? -  ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს: როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამინ­დის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, დოდო გვა­ზა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, 4 მარტს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გა­მო­ი­და­რებს, ხოლო დე­და­ქა­ლაქ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლოა, +13-+15 გრა­დუს­საც მი­აღ­წი­ოს.

"დღეს და ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქი ფიქ­სირ­დე­ბა. 4 მარტს დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მთა­ში და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლის სა­ხით, ზო­გან გაძ­ლი­ერ­დე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი.

რაც შე­ხე­ბა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, ხვალ დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში +2 +7გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში -5 და მა­ღალ მთა­ში -5.

4 მარტს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გა­მო­ი­და­რებს. ერთი-ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ლე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. ღა­მით ყინ­ვა ცოტა მო­ი­მა­ტებს. დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში -3 და -5 გრა­დუ­სამ­დეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 5-6-7 მარტს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყინ­ვა -3-დან -5 გრა­დუ­სამ­დე. მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში -5-10 იქ­ნე­ბა, ხოლო მა­ღალ მთა­ში -12. 7 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში შე­საძ­ლოა ნა­ლე­ქი იყოს, მაგ­რამ ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

9 მარ­ტის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ლე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. დაბ­ლობ­სა და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში 7 მარ­ტი­დან 9 მარ­ტის ჩათ­ვლით ღა­მის სა­ა­თებ­ში ყინ­ვა შერ­ბილ­დე­ბა. 8 და 9 მარტს დღის მაქ­სი­მა­ლურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია +10 +15 გრა­დუსს მი­აღ­წი­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, დღეს შე­იძ­ლე­ბა დღის ბო­ლოს­თვის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ნა­ლე­ქი იყოს, ამ სა­ღა­მოს შე­იძ­ლე­ბა თოვლ-ჭყა­პიც და­ფიქ­სირ­დეს. ხვალ, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 4 მარტს იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი. 5 მარტს, ღა­მით ყინ­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს -1-3-ის ფარ­გლებ­ში, ხოლო დღი­სით ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს. 5-დან 9 მარ­ტის ჩათ­ვლით დე­და­ქა­ლაქ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რამ +7-დან +13 გრა­დუ­სამ­დეც მო­ი­მა­ტოს, ხოლო შა­ბათ- კვი­რას შე­საძ­ლოა,+ 15 გრა­დუ­სიც იყოს“, - გა­ნა­ცხა­და დოდო გვა­ზა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

როდის გამოიდარებს? - ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს: როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

როდის გამოიდარებს? -  ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს: როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ხოლო დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +13-+15 გრადუსსაც მიაღწიოს.

"დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ფიქსირდება. 4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

რაც შეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ დაბლობ რაიონებში +2 +7გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში -5 და მაღალ მთაში -5.

4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ერთი-ორი დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ღამით ყინვა ცოტა მოიმატებს. დაბლობ რაიონებში -3 და -5 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 5-6-7 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ყინვა -3-დან -5 გრადუსამდე. მთიან რაიონებში -5-10 იქნება, ხოლო მაღალ მთაში -12. 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ნალექი იყოს, მაგრამ ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის.

9 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 7 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით ღამის საათებში ყინვა შერბილდება. 8 და 9 მარტს დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +10 +15 გრადუსს მიაღწიოს. შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს შეიძლება დღის ბოლოსთვის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი იყოს, ამ საღამოს შეიძლება თოვლ-ჭყაპიც დაფიქსირდეს. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 მარტს, ღამით ყინვა შეიძლება იყოს -1-3-ის ფარგლებში, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 5-დან 9 მარტის ჩათვლით დედაქალაქში შესაძლებელია ტემპერატურამ +7-დან +13 გრადუსამდეც მოიმატოს, ხოლო შაბათ- კვირას შესაძლოა,+ 15 გრადუსიც იყოს“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.