პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ბადრა გუნბა “პრეზიდენტის“ პოსტზე, პრაქტიკულად, რუსებმა დანიშნეს“ - გამოხმაურებები ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე
“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ბადრა გუნბა “პრეზიდენტის“ პოსტზე, პრაქტიკულად, რუსებმა დანიშნეს“ - გამოხმაურებები ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე

“ევ­რო­კავ­ში­რი არ ცნობს იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩოს, რო­მელ­შიც [ აფხა­ზე­თის ე.წ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი] ჩა­ტარ­და“, - ამის შე­სა­ხებ ბრი­უ­სელ­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენტს ევ­რო­კავ­ში­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ოფის­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

“ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, რო­გორც ეს აღი­ა­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მიერ. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ, სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ აფხა­ზეთ­ში, ევ­რო­კავ­ში­რი არ ცნობს იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩოს, რო­მელ­შიც ის ჩა­ტარ­და. ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს არა­ღი­ა­რე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კას”, - აცხა­დე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ოფის­ში.

  • აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტის, გია გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ბად­რა გუნ­ბა “პრე­ზი­დენ­ტის“ პოსტზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სებ­მა და­ნიშ­ნეს.

gia_gvazava
აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი, გია გვა­ზა­ვა

“რა თქმა უნდა, და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. ორი აზრი არ არ­სე­ბობს, იმი­ტომ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, აფხა­ზეთ­ში არის “კლა­ნობ­რი­ვი“ მმარ­თვე­ლო­ბა. კლა­ნე­ბი მარ­თა­ვენ “ქვე­ყა­ნას“. არის კი­დევ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა - თურ­ქუ­ლი და რუ­სუ­ლი. არ­ძინ­ბა თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლებთ არის უფრო შემ­ჩნე­უ­ლი, ვიდ­რე რუ­სე­თის, ამი­ტო­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩა­ეხ­სნა რუ­სუ­ლი მხარ­და­ჭე­რის­გან. რაც შე­ე­ხე­ბა გუნ­ბას - პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­ბის და­ნიშ­ნუ­ლია. რა თქმა უნდა, რუ­სე­თი გა­აგ­რძე­ლებს ამას,“ - გა­ნა­ცხა­და გვა­ზა­ვამ.

  • ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გა­მარ­თულ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს აფა­სებს აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ჯე­მალ გა­მა­ხა­რია.

აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ჯე­მალ გა­მა­ხა­რია

“აფხა­ზეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოა - აფხა­ზე­თის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ვი­ღებთ დად­გე­ნი­ლე­ბას და ბა­თი­ლად გა­მო­ვა­ცხა­დებთ ამ ე.წ. არ­ჩევ­ნებს“, - ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ჯე­მალ გა­მა­ხა­რი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თე­ბა ჟე­ნე­ვა­შიც.

“ჩვენ აფხა­ზე­თის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ვი­ღებთ დად­გე­ნი­ლე­ბას და ბა­თი­ლად გა­მო­ვა­ცხა­დებთ ამ ე.წ. არ­ჩევ­ნებს. დღეს იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა ჟე­ნე­ვა­შიც. ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის 63-ე რა­უნ­დი იწყე­ბა. იქაც იქ­ნე­ბა ამა­ზე სა­უ­ბა­რი და შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­კეთ­დე­ბა. ეს არ­ჩევ­ნე­ბი კი არის დე ფაქ­ტო, მაგ­რამ არის სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნო და ჩვენ ამას არა მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბე­ბით, არა­მედ იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით ვა­დას­ტუ­რებთ,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, გა­მა­ხა­რია აცხა­დებს, რომ არ­ძინ­ბას მი­მართ რეპ­რე­სი­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია და რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ის პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­ა­შო­როს.

“არ­ძინ­ბას მი­მართ რეპ­რე­სი­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვან. ეს ადა­მი­ა­ნი აფხაზ­თა დიდი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს და რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ის პო­ლი­ტი­კას ჩა­მო­ა­შო­როს. არ­ძინ­ბა ამ წუ­თამ­დე დუმს, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ის არის მკაც­რად გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი. ის ემ­ზა­დე­ბო­და, არ ეღი­ა­რე­ბი­ნათ ეს ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი და და­ე­წყოთ ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი და ხელ­მე­ო­რედ გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ისი­ნი მკაც­რად გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ეს ვერ გა­ბე­დეს. ასე რომ ეს ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად დუმს,“ - გა­ნა­ცხა­და გა­მა­ხა­რი­ამ.

  • ამას­თან, აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე აღ­ნიშ­ნავს, რომ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვა უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო.

“რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ში ერე­ო­და, არა მარ­ტო მის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, არა­მედ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც, მაგ­რამ ადრე რუ­სე­თის “ფა­ვო­რი­ტი“ კან­დი­და­ტი ყო­ველ­თვის აგებ­და, ახლა, რო­გორც პირ­ველ ტურ­ში, ისე მე­ო­რე ტურ­ში, ძა­ლი­ან დიდი სხვა­ო­ბით იმარ­ჯვებს პრო­რუ­სუ­ლი კან­დი­და­ტი. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო ჩა­რე­ვის შე­დე­გი, რომ­ლის მსგავ­სი ჩვენ მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვახ­სოვს.

არ­ჩევ­ნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­დე­გი გახ­ლავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკი­დუ­რე­სი პო­ლა­რი­ზა­ცია. იყო სრო­ლე­ბი რო­გორც აფხა­ზებს შო­რის, ასე­ვე იყო თავ­დას­ხმა სომ­ხურ უბ­ნებ­ზე. წლე­ბია მო­დის, მაგ­რამ ახლა უკვე პიკს უახ­ლოვ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა სომ­ხებ­სა და აფხა­ზებს შო­რის. ესეც ამ არ­ჩევ­ნე­ბის ერთ-ერთი შე­დე­გი გახ­ლავთ. ე.ი. სა­ხე­ზეა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა თვით აფხა­ზებს შო­რის და და­პი­რის­პი­რე­ბა აფხა­ზებ­სა და სომ­ხებს შო­რის.

აფხა­ზებს ოდით­გან­ვე არა­თუ არ უყ­ვარ­დათ, არა­მედ სძულ­დათ რუ­სე­ბი, უბ­რა­ლოდ, რუ­სე­თი აფხა­ზებს ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებ­დნენ. თუ ეს სი­ძულ­ვი­ლი ადრე არ ჩან­და, ახლა ეს უკვე სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვი­და და ამ არ­ჩევ­ნებ­მა ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­ა­შიშ­ვლა,“ - გა­ნა­ცხა­და გა­მა­ხა­რი­ამ მე­დი­აჰოლ­დინგ “კვი­რას“ პრესკლუბ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. “საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის“ მე­ო­რე ტური 1-ელ მარტს გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც, ე.წ. “ცეს­კოს“ მო­ნა­ცე­მე­ბით, ბად­რა გუნ­ბამ “გა­ი­მარ­ჯვა“. კერ­ძოდ, ე.წ. “ცეს­კოს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, კენ­ჭისყ­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, ად­გურ არ­ძინ­ბამ ხმე­ბის 41.54% მი­ი­ღო, ბად­რა გუნ­ბამ კი 54.73%.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ბადრა გუნბა “პრეზიდენტის“ პოსტზე, პრაქტიკულად, რუსებმა დანიშნეს“ - გამოხმაურებები ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ბადრა გუნბა “პრეზიდენტის“ პოსტზე, პრაქტიკულად, რუსებმა დანიშნეს“ - გამოხმაურებები ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე

“ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც [ აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები] ჩატარდა“, - ამის შესახებ ბრიუსელში “ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ. რაც შეეხება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას”, - აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.

  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია გვაზავას განცხადებით, ბადრა გუნბა “პრეზიდენტის“ პოსტზე, პრაქტიკულად, რუსებმა დანიშნეს.

gia_gvazava
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გია გვაზავა

“რა თქმა უნდა, დაპირისპირება გაგრძელდება. ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, აფხაზეთში არის “კლანობრივი“ მმართველობა. კლანები მართავენ “ქვეყანას“. არის კიდევ ორი მიმართულება - თურქული და რუსული. არძინბა თურქეთის მიმართულებთ არის უფრო შემჩნეული, ვიდრე რუსეთის, ამიტომაც პრაქტიკულად, ჩაეხსნა რუსული მხარდაჭერისგან. რაც შეეხება გუნბას - პრაქტიკულად, რუსების დანიშნულია. რა თქმა უნდა, რუსეთი გააგრძელებს ამას,“ - განაცხადა გვაზავამ.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია

“აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები სრულიად უკანონოა - აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მივიღებთ დადგენილებას და ბათილად გამოვაცხადებთ ამ ე.წ. არჩევნებს“, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი გაიმართება ჟენევაშიც.

“ჩვენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მივიღებთ დადგენილებას და ბათილად გამოვაცხადებთ ამ ე.წ. არჩევნებს. დღეს იქნება მსჯელობა ჟენევაშიც. ჟენევის დისკუსიების 63-ე რაუნდი იწყება. იქაც იქნება ამაზე საუბარი და შესაბამისი განცხადებები გაკეთდება. ეს არჩევნები კი არის დე ფაქტო, მაგრამ არის სრულიად უკანონო და ჩვენ ამას არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ იურიდიული დოკუმენტის გამოქვეყნებით ვადასტურებთ,“ - აღნიშნა მან.

ამასთან, გამახარია აცხადებს, რომ არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს.

“არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და არ არის გამორიცხული, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვან. ეს ადამიანი აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის პოლიტიკას ჩამოაშოროს. არძინბა ამ წუთამდე დუმს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის არის მკაცრად გაფრთხილებული. ის ემზადებოდა, არ ეღიარებინათ ეს ე.წ. არჩევნები და დაეწყოთ ქუჩის აქციები და ხელმეორედ გადატრიალება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მკაცრად გაფრთხილებულები არიან და ეს ვერ გაბედეს. ასე რომ ეს ადამიანი ძალიან უცნაურად დუმს,“ - განაცხადა გამახარიამ.

  • ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა უპრეცედენტო იყო.

“რუსეთი ყოველთვის ყველა არჩევნებში ერეოდა, არა მარტო მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ ადრე რუსეთის “ფავორიტი“ კანდიდატი ყოველთვის აგებდა, ახლა, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ძალიან დიდი სხვაობით იმარჯვებს პრორუსული კანდიდატი. ეს არის უპრეცედენტო ჩარევის შედეგი, რომლის მსგავსი ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში არ გვახსოვს.

არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახლავთ საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია. იყო სროლები როგორც აფხაზებს შორის, ასევე იყო თავდასხმა სომხურ უბნებზე. წლებია მოდის, მაგრამ ახლა უკვე პიკს უახლოვდება დაპირისპირება სომხებსა და აფხაზებს შორის. ესეც ამ არჩევნების ერთ-ერთი შედეგი გახლავთ. ე.ი. სახეზეა განხეთქილება თვით აფხაზებს შორის და დაპირისპირება აფხაზებსა და სომხებს შორის.

აფხაზებს ოდითგანვე არათუ არ უყვარდათ, არამედ სძულდათ რუსები, უბრალოდ, რუსეთი აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ იყენებდნენ. თუ ეს სიძულვილი ადრე არ ჩანდა, ახლა ეს უკვე სააშკარაოზე გამოვიდა და ამ არჩევნებმა ეს ურთიერთობები თავიდან ბოლომდე გააშიშვლა,“ - განაცხადა გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც, ე.წ. “ცესკოს“ მონაცემებით, ბადრა გუნბამ “გაიმარჯვა“. კერძოდ, ე.წ. “ცესკოს“ ინფორმაციით, კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ ხმების 41.54% მიიღო, ბადრა გუნბამ კი 54.73%.

იხილეთ ასევე: