პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების წითელი ხალიჩა - სელენა გომესისა და დემი მურის ბრწყინვალებასთან ერთად, "უგემოვნო" არიანა გრანდე და ტიმოთი შალამე (ფოტოები)
ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების წითელი ხალიჩა - სელენა გომესისა და დემი მურის ბრწყინვალებასთან ერთად, "უგემოვნო" არიანა გრანდე და ტიმოთი შალამე (ფოტოები)

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი კვი­რა სა­ღა­მოს ჰო­ლი­ვუ­დის დოლ­ბის თე­ატ­რში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ამე­რი­კუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის რი­გით 97-ე და­ჯილ­დო­ვე­ბის­თვის შე­იკ­რიბ­ნენ, რო­მე­ლიც ოს­კა­რის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი ე.წ. "ჯილ­დო­ე­ბის სე­ზო­ნის" ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ღა­მეს?

უცხო­ურ­მა ტაბ­ლო­ი­დებ­მა უკვე შე­ად­გი­ნეს ყვე­ლა­ზე კარ­გად და ყვე­ლა­ზე ცუ­დად ჩაც­მუ­ლი “სე­ლებ­რი­თე­ბის” სია. ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩაც­მულ ვარ­სკვლა­ვებს შო­რის სე­ლე­ნა გო­მე­სი, დემი მური, ჰოლი ბერი და ემა სტო­უ­ნი მოხ­ვდნენ. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა­ზე ცუ­დად ჩაც­მულ მსა­ხი­ო­ბებს, ასე­თე­ბად ამ­ჯე­რად ტი­მო­თი შა­ლა­მე, არი­ა­ნა გრან­დე, ვუპი გოლდბერ­გი და მა­ი­ლი სა­ი­რუ­სი და­სა­ხელ­დნენ.

სე­ლე­ნა გო­მე­სი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე სა­უ­კე­თე­სოდ ჩაც­მულ­თა სიას ლი­დე­რობ­და. მას სხე­ულ­ზე მჭიდ­როდ მომ­დგა­რი ვარ­დის­ფერ-ოქ­როს­ფე­რი, ბა­დი­სებ­რი Ralph Lauren-ის კაბა ეცვა, მოკ­ლე თმა კი ძვე­ლი ჰო­ლი­ვუ­დის სტილ­ში ჰქონ­და და­ვარ­ცხნი­ლი.

დემი მურ­მა ლი­თო­ნის ელ­ფე­რი აირ­ჩია და უპი­რა­ტე­სო­ბა ნაც­რის­ფერ-ვერ­ცხლის­ფერ Armani Prive-ს კა­ბას მი­ა­ნი­ჭა, რო­მე­ლიც მის შე­სა­ნიშ­ნავ აღ­ნა­გო­ბას უს­ვამ­და ხაზს.

58 წლის ჰოლი ბე­რიმ ვერ­ცხლის­ფე­რი ვიტ­რა­ჟის სტი­ლის კა­ბით ყვე­ლა აღაფრ­თო­ვა­ნა. ვარ­სკვლავს ამ კა­ბას­თან ბევ­რი სამ­კა­უ­ლი არ შე­უ­ხა­მე­ბია.

ემა სტო­უნ­მა Louis Vuitton-ის მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი ვერ­ცხლის­ფე­რი კაბა აირ­ჩია ღრმად ამოჭ­რი­ლი სა­ყე­ლო­თი.

კა­ი­ლი ჯე­ნე­რი ოს­კა­რის და­ჯილ­დო­ვე­ბას პირ­ვე­ლად, ტი­მო­თი შა­ლა­მეს პარტნი­ო­რის რან­გში და­ეს­წრო.

რე­ა­ლი­თი შოუს ვარ­სკვლავს შავი, ღიად ამოჭ­რი­ლი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც მის ფი­გუ­რას წარ­მო­ა­ჩენ­და, შავი თმა კი ტალ­ღე­ბად ჰქონ­და გაშ­ლი­ლი.

ეს იყო მისი პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნა მას შემ­დეგ, რაც მისი სტი­ლის­ტი, ხე­სუს გე­რე­რო 34 წლის ასაკ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

ელ ფა­ნინ­გი, რო­მე­ლიც სწო­რედ ტი­მო­თის უწევს პარტნი­ო­რო­ბას ფილმში A Complete Unknown, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ელე­გან­ტურ თეთრ Givenchy-ის კა­ბა­ში “და­ცუ­რავ­და”.

პე­ნე­ლო­პე კრუ­სი თეთრ კა­ბა­ში კორ­სე­ტი­თა და შუა ნა­წილ­ში ვერ­ცხლის­ფე­რი მო­სარ­თა­ვე­ბით, ბერ­ძე­ნი ქალღმერ­თი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

სკარ­ლეტ იო­ჰან­სონ­მა კი შუ­ა­ღა­მის ლურ­ჯი ხა­ვერ­დის კაბა და შე­სა­ბა­მი­სი ხელ­თათ­მა­ნე­ბი აარ­ჩია.

ჯონი დე­პი­სა და ვა­ნე­სა პა­რა­დის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლილი-როუზ დეპი გამჭვირ­ვა­ლე შავ მაქ­მა­ნი­ან Chanel-ის კა­ბა­ში, რო­მელ­საც და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი ჰქონ­და, სა­ოც­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

დემი მუ­რის პარტნი­ო­რი ფილმში The Substance, მარ­გა­რეტ ქუ­ა­ლი და­ბალ­ზურ­გი­ან შავ Chanel-ის კა­ბა­ში, რო­მელ­საც გულ­სა­კი­დი ყელ­სა­ბა­მი უკუღ­მა ეკე­თა, ოდრი ჰე­პ­ბერნს მოგ­ვა­გო­ნებ­და.

ფილმ Emilia Perez-ის ვარ­სკვლა­ვი, ზოი სალ­და­ნა, რო­მელ­მაც ოს­კა­რი მი­ი­ღო, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ბორ­დოს­ფერ და მრა­ვალშრი­ან Saint Laurent-ის კა­ბა­ში.

უკვე ოს­კა­რო­სან­მა მა­ი­კი მე­დი­სონ­მა და მო­ნი­კა ბარ­ბა­რომ კი ორ­ფე­რი­ა­ნი კა­ბე­ბი აირ­ჩი­ეს - მა­ი­კიმ უპი­რა­ტე­სო­ბა Dior-ის შავ და ვარ­დის­ფერ კა­ბას მი­ა­ნი­ჭა, ხოლო მო­ნი­კამ არ­ჩე­ვა­ნი ვერ­ცხლის­ფერ­სა და ვარ­დის­ფერ­ზე გა­ა­კე­თა.

ენ­დრიუ გარ­ფილდი კი თა­ვის შო­კო­ლა­დის­ფერ კოს­ტი­უმ­ში როკ ვარ­სკვლავს ჰგავ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ყვე­ლა­ზე ცუ­დად ჩაც­მულ ვარ­სკვლა­ვებს, პირ­ველ რიგ­ში, არი­ა­ნა გრან­დეს სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი და ბრჭყვი­ა­ლა ღია ვარ­დის­ფე­რი კაბა ეცვა. რო­გორც Daily Mail წერს, მან უპი­რა­ტე­სო­ბა “ბუშ­ტით შთა­გო­ნე­ბულ იერ­სა­ხეს მი­ა­ნი­ჭა”.

მა­ი­ლი სა­ი­რუ­სი კი შავ კა­ბა­ში და ხელ­თათ­მა­ნებ­ში, გა­უ­ფე­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­ბე­ბით, ექ­სტრე­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

ტი­მო­თი შა­ლა­მე­ზე Daily Mail-მა და­წე­რა, რომ მას “ჯიბე მზის შუ­ქით ჰქონ­და სავ­სე”, რად­გან ვარ­სკვლა­ვი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე კაშ­კა­შა ყვი­თე­ლი, მო­ნოქ­რო­მუ­ლი შარ­ვალ-კოს­ტი­უ­მით წვე­ტი­ა­ნი შავი ფეხ­საც­მლით წარ­სდგა.

გა­მო­ცე­მის შე­ფა­სე­ბით, ვუპი გოლდბერგს დრა­მა­ტუ­ლი მუქი ლურ­ჯი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც, “რო­გორც ჩანს, ვი­ნი­ლის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი”.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების წითელი ხალიჩა - სელენა გომესისა და დემი მურის ბრწყინვალებასთან ერთად, "უგემოვნო" არიანა გრანდე და ტიმოთი შალამე (ფოტოები)

ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების წითელი ხალიჩა - სელენა გომესისა და დემი მურის ბრწყინვალებასთან ერთად, "უგემოვნო" არიანა გრანდე და ტიმოთი შალამე (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავები კვირა საღამოს ჰოლივუდის დოლბის თეატრში, კალიფორნიაში, ამერიკული კინოაკადემიის რიგით 97-ე დაჯილდოვებისთვის შეიკრიბნენ, რომელიც ოსკარის სახელწოდებითაა ცნობილი. როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები ე.წ. "ჯილდოების სეზონის" ყველაზე მნიშვნელოვან ღამეს?

უცხოურმა ტაბლოიდებმა უკვე შეადგინეს ყველაზე კარგად და ყველაზე ცუდად ჩაცმული “სელებრითების” სია. ყველაზე კარგად ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის სელენა გომესი, დემი მური, ჰოლი ბერი და ემა სტოუნი მოხვდნენ. ხოლო რაც შეეხება ყველაზე ცუდად ჩაცმულ მსახიობებს, ასეთებად ამჯერად ტიმოთი შალამე, არიანა გრანდე, ვუპი გოლდბერგი და მაილი საირუსი დასახელდნენ.

სელენა გომესი წითელ ხალიჩაზე საუკეთესოდ ჩაცმულთა სიას ლიდერობდა. მას სხეულზე მჭიდროდ მომდგარი ვარდისფერ-ოქროსფერი, ბადისებრი Ralph Lauren-ის კაბა ეცვა, მოკლე თმა კი ძველი ჰოლივუდის სტილში ჰქონდა დავარცხნილი.

დემი მურმა ლითონის ელფერი აირჩია და უპირატესობა ნაცრისფერ-ვერცხლისფერ Armani Prive-ს კაბას მიანიჭა, რომელიც მის შესანიშნავ აღნაგობას უსვამდა ხაზს.

58 წლის ჰოლი ბერიმ ვერცხლისფერი ვიტრაჟის სტილის კაბით ყველა აღაფრთოვანა. ვარსკვლავს ამ კაბასთან ბევრი სამკაული არ შეუხამებია.

ემა სტოუნმა Louis Vuitton-ის მოშიშვლებული ვერცხლისფერი კაბა აირჩია ღრმად ამოჭრილი საყელოთი.

კაილი ჯენერი ოსკარის დაჯილდოვებას პირველად, ტიმოთი შალამეს პარტნიორის რანგში დაესწრო.

რეალითი შოუს ვარსკვლავს შავი, ღიად ამოჭრილი კაბა ეცვა, რომელიც მის ფიგურას წარმოაჩენდა, შავი თმა კი ტალღებად ჰქონდა გაშლილი.

ეს იყო მისი პირველი გამოჩენა მას შემდეგ, რაც მისი სტილისტი, ხესუს გერერო 34 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.

ელ ფანინგი, რომელიც სწორედ ტიმოთის უწევს პარტნიორობას ფილმში A Complete Unknown, წითელ ხალიჩაზე ელეგანტურ თეთრ Givenchy-ის კაბაში “დაცურავდა”.

პენელოპე კრუსი თეთრ კაბაში კორსეტითა და შუა ნაწილში ვერცხლისფერი მოსართავებით, ბერძენი ქალღმერთივით გამოიყურებოდა.

სკარლეტ იოჰანსონმა კი შუაღამის ლურჯი ხავერდის კაბა და შესაბამისი ხელთათმანები აარჩია.

ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი, ლილი-როუზ დეპი გამჭვირვალე შავ მაქმანიან Chanel-ის კაბაში, რომელსაც დანაოჭებული აქცენტები ჰქონდა, საოცრად გამოიყურებოდა.

დემი მურის პარტნიორი ფილმში The Substance, მარგარეტ ქუალი დაბალზურგიან შავ Chanel-ის კაბაში, რომელსაც გულსაკიდი ყელსაბამი უკუღმა ეკეთა, ოდრი ჰეპბერნს მოგვაგონებდა.

ფილმ Emilia Perez-ის ვარსკვლავი, ზოი სალდანა, რომელმაც ოსკარი მიიღო, შესანიშნავად გამოიყურებოდა ბორდოსფერ და მრავალშრიან Saint Laurent-ის კაბაში.

უკვე ოსკაროსანმა მაიკი მედისონმა და მონიკა ბარბარომ კი ორფერიანი კაბები აირჩიეს - მაიკიმ უპირატესობა Dior-ის შავ და ვარდისფერ კაბას მიანიჭა, ხოლო მონიკამ არჩევანი ვერცხლისფერსა და ვარდისფერზე გააკეთა.

ენდრიუ გარფილდი კი თავის შოკოლადისფერ კოსტიუმში როკ ვარსკვლავს ჰგავდა.

რაც შეეხება ყველაზე ცუდად ჩაცმულ ვარსკვლავებს, პირველ რიგში, არიანა გრანდეს სტრუქტურირებული და ბრჭყვიალა ღია ვარდისფერი კაბა ეცვა. როგორც Daily Mail წერს, მან უპირატესობა “ბუშტით შთაგონებულ იერსახეს მიანიჭა”.

მაილი საირუსი კი შავ კაბაში და ხელთათმანებში, გაუფერულებული წარბებით, ექსტრემალურად გამოიყურებოდა.

ტიმოთი შალამეზე Daily Mail-მა დაწერა, რომ მას “ჯიბე მზის შუქით ჰქონდა სავსე”, რადგან ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე კაშკაშა ყვითელი, მონოქრომული შარვალ-კოსტიუმით წვეტიანი შავი ფეხსაცმლით წარსდგა.

გამოცემის შეფასებით, ვუპი გოლდბერგს დრამატული მუქი ლურჯი კაბა ეცვა, რომელიც, “როგორც ჩანს, ვინილისგან იყო დამზადებული”.

წყარო

იხილეთ ასევე: