პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანაზიარი ვარ თქვენი შვილის გარდაცვალების... მე მასთან მიზერული შეხება მქონდა" - რა თქვა პროცესზე ექიმმა, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზეა ბრალდებული
"თანაზიარი ვარ თქვენი შვილის გარდაცვალების... მე მასთან მიზერული შეხება მქონდა" - რა თქვა პროცესზე ექიმმა, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზეა ბრალდებული

მე ვი­ყა­ვი მისი მო­რი­გე ექი­მი, მე მი­ზე­რუ­ლი შე­ხე­ბა მქონ­და მაგ ბავ­შვთან, - ამის შე­სა­ხებ კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ექიმ­მა, ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა მისი ქმე­დე­ბე­ბის გარ­შე­მო და აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ცი­ენტ ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ან­თან, რო­გორც არა მკურ­ნალ ექიმს, არა­მედ მო­რი­გე ექიმს ჰქონ­და შე­ხე­ბა და მას მხო­ლოდ 1 გრა­მი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გა­უ­კე­თა.

"მე თა­ნა­ზი­ა­რი ვარ თქვე­ნი შვი­ლის [გარ­დაც­ვა­ლე­ბის], მე პი­რა­დად მქონ­და მას­თან შე­ხე­ბა. ზო­გა­დად, მე ვარ ექი­მი-თე­რა­პევ­ტი, მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, როცა კო­ვიდ­პან­დე­მია და­ი­წყე­ბო­და, პირ­ვე­ლი­ვე დღეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი მე­უღ­ლე აქ არის, ჩვენ გვქონ­და დიდი კონ­ფლიქ­ტი, რად­გან სიკ­ვდი­ლის წი­ნა­შე ვი­ყა­ვი, მე მყავს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი, მათ გვერ­დით დავ­დე­ქი, ჩემი ქვეყ­ნის, ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის გვერ­დით. ანა­ზღა­უ­რე­ბა მქონ­და სა­მარ­ცხვი­ნო, თუმ­ცა, ეს ჩემ­თვის არა­ფე­რია, ვი­დე­ქი მათ გვერ­დით.

მინ­და გი­თხრათ, როცა კო­ვიდ გან­ყო­ფი­ლე­ბად გა­დავ­კეთ­დით, ჩვენ მო­რი­გე ექი­მე­ბად გა­და­ვე­დით, მე პა­ცი­ენ­ტებ­თან სა­ა­თობ­რი­ვი შე­ხე­ბა მქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს შვილს, სა­ო­ცარ ვაჟ­კაცს, ამა­ზეც პა­ტა­რა სი­ტყვას გე­ტყვით, როცა მკურ­ნალ ექი­მად თვლით ადა­მი­ანს, როცა ვი­ღებ პა­ცი­ენტს, გა­წე­რის ბო­ლომ­დე მე ვარ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა ნი­უ­ანსზე, მაგ­რამ მე ვი­ყა­ვი მისი მო­რი­გე ექი­მი, მე მი­ზე­რუ­ლი შე­ხე­ბა მქონ­და მაგ ბავ­შვთან... სხვებს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მო­რი­გე­ო­ბა ჰქონ­დათ, მე ეს არ შე­მეძ­ლო ფი­ზი­კუ­რად, თქვენ ვერ ხვდე­ბით, ჩა­ნაჭ­დე­ვე­ბი კვი­რა­ო­ბით არ ამომ­დი­ო­და, ყვე­ლა­ფერ­ში შე­ფუ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით - ვერ ვსუნ­თქავ­დით, ვერ ვჭამ­დით, რო­ბო­ტე­ბი­ვით დავ­დი­ო­დით, ეს იყო საბ­რძო­ლო პი­რო­ბე­ბი...

ქალს ბევ­რი შე­უძ­ლია, შე­იძ­ლე­ბა კაც­მა ვერც შეძ­ლოს, რაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რად­გან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თვა­ლებს ვუ­ყუ­რებ­დით, რომ­ლე­ბიც სიკ­ვდი­ლის ში­შით იყ­ვნენ ან­თე­ბუ­ლე­ბი, ჩვენ მათ­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით. მე მკურ­ნა­ლი ექი­მი არ ვი­ყა­ვი, მე ვი­ყა­ვი რი­გი­თი, მო­რი­გე ექი­მი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სა­დოქ­ტო­როს ვი­ცავ­დი, მე მო­რი­გე ექი­მი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ამა­ყი, რომ შე­მეძ­ლო ამ ხალ­ხის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ისე­ვე, რო­გორც ჩემი კო­ლე­გე­ბის და ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის, ჩემ­თვის მთა­ვა­რია ხალ­ხი. თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მხო­ლოდ 2-ჯერ მქონ­და დღის მო­რი­გე­ო­ბა, სხვამ მი­ი­ღო პა­ცი­ენ­ტი, 12-ში და 14-ში, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მქონ­და...

ჩემს არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებს ახლა გა­ურ­თულ­დათ ვირუ­სი, ყელ-ყურ­მა ანა­ლი­ზიც არ გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნა, ისე და­ვი­წყეთ, 7-7 დღე მი­ვი­ღეთ ზუს­ტად იმ წამ­ლის ანა­ლო­გი, რაც იმ დღეს და­ვი­წყე, მინ­და გულ­წრფე­ლე­ბი ვი­ყოთ თქვენს მი­მართ. ბო­დი­ში ჩემი ემო­ცი­უ­რო­ბის­თვის, გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლიც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო და მას­თან შე­თან­ხმე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად, რაც გა­იდ­ლა­ინ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი - ყვე­ლა­ზე უმ­ტკივ­ნე­უ­ლო მე­დი­კა­მენ­ტი, ჩემი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ მხო­ლოდ და მხო­ლოდ 1 გრა­მი „ცე­პე­ფი­ნი“ გა­კეთ­და, ჩემს შვი­ლებს ახლა 7-7 დღე ეძ­ლე­ო­დათ. მას შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტთან შემ­ხებ­ლო­ბა არ მქო­ნია, ის ისევ და­ყოვ­ნდა თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მე აღარ მქონ­და მო­რი­გე­ო­ბე­ბი, შემ­დეგ კარ­გა ხანი იყო რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში... სრუ­ლი ნუს­ხა გა­ვა­კე­თე ამ ბი­ჭის­თვის, რომ ერთი წამი არ და­კარ­გუ­ლი­ყო, თუმ­ცა, მე 14-ში სა­ღა­მოს შემ­დეგ, ამ პა­ცი­ენ­ტთან შემ­ხებ­ლო­ბა აღარ მქო­ნია, არ ვიცი შემ­დეგ რო­გო­რი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა, რომ აღ­ნიშ­ნავთ, მკურ­ნა­ლი ექი­მიო, მე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვი­ყა­ვი. წა­მო­ვი­და ბაქ­ტე­რია? დავ­ნიშ­ნე ის 1 გრა­მი, ჩათ­ვა­ლეთ ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია 1 აბი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის, დავ­ნიშ­ნე, რად­გან მე ექი­მი ვარ... სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად, 1 გრა­მი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი [გა­უ­კეთ­და], რაც შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან, შემ­დეგ მე უკვე პა­ცი­ენ­ტთან შემ­ხებ­ლო­ბა არ მქო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ლობ­ჟა­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის საქ­მე­ზე „აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის“ თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექიმს, ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 12 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქე­თე­ვან ლობ­ჟა­ნი­ძეს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას მის­და­მი და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი ბრალ­დე­ბუ­ლის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მან პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და პა­ცი­ენტს მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე და­უ­ნიშ­ნა. პრო­ტო­კო­ლის დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის მი­ზე­ზი გახ­და, რის გა­მოც ის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ავტორი:

"თანაზიარი ვარ თქვენი შვილის გარდაცვალების... მე მასთან მიზერული შეხება მქონდა" - რა თქვა პროცესზე ექიმმა, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზეა ბრალდებული

"თანაზიარი ვარ თქვენი შვილის გარდაცვალების... მე მასთან მიზერული შეხება მქონდა" - რა თქვა პროცესზე ექიმმა, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზეა ბრალდებული

მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან, - ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდებულმა ექიმმა, ქეთევან ლობჟანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მან დეტალურად ისაუბრა მისი ქმედებების გარშემო და აღნიშნა, რომ პაციენტ ვახტანგ ჩარკვიანთან, როგორც არა მკურნალ ექიმს, არამედ მორიგე ექიმს ჰქონდა შეხება და მას მხოლოდ 1 გრამი ანტიბიოტიკი გაუკეთა.

"მე თანაზიარი ვარ თქვენი შვილის [გარდაცვალების], მე პირადად მქონდა მასთან შეხება. ზოგადად, მე ვარ ექიმი-თერაპევტი, მანამდე ვმუშაობდი განყოფილებაში, როცა კოვიდპანდემია დაიწყებოდა, პირველივე დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე აქ არის, ჩვენ გვქონდა დიდი კონფლიქტი, რადგან სიკვდილის წინაშე ვიყავი, მე მყავს ორი არასრულწლოვანი, მათ გვერდით დავდექი, ჩემი ქვეყნის, ჩემი პაციენტების გვერდით. ანაზღაურება მქონდა სამარცხვინო, თუმცა, ეს ჩემთვის არაფერია, ვიდექი მათ გვერდით.

მინდა გითხრათ, როცა კოვიდ განყოფილებად გადავკეთდით, ჩვენ მორიგე ექიმებად გადავედით, მე პაციენტებთან საათობრივი შეხება მქონდა. რაც შეეხება თქვენს შვილს, საოცარ ვაჟკაცს, ამაზეც პატარა სიტყვას გეტყვით, როცა მკურნალ ექიმად თვლით ადამიანს, როცა ვიღებ პაციენტს, გაწერის ბოლომდე მე ვარ პასუხისმგებელი ყველა ნიუანსზე, მაგრამ მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან... სხვებს შეიძლება ბევრი მორიგეობა ჰქონდათ, მე ეს არ შემეძლო ფიზიკურად, თქვენ ვერ ხვდებით, ჩანაჭდევები კვირაობით არ ამომდიოდა, ყველაფერში შეფუთულები ვიყავით - ვერ ვსუნთქავდით, ვერ ვჭამდით, რობოტებივით დავდიოდით, ეს იყო საბრძოლო პირობები...

ქალს ბევრი შეუძლია, შეიძლება კაცმა ვერც შეძლოს, რაც ჩვენ შეგვიძლია, რადგან იმ ადამიანების თვალებს ვუყურებდით, რომლებიც სიკვდილის შიშით იყვნენ ანთებულები, ჩვენ მათთვის ყველაფერს ვაკეთებდით. მე მკურნალი ექიმი არ ვიყავი, მე ვიყავი რიგითი, მორიგე ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სადოქტოროს ვიცავდი, მე მორიგე ექიმი ვიყავი, მაგრამ სრულიად ამაყი, რომ შემეძლო ამ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი ისევე, როგორც ჩემი კოლეგების და ასევე პაციენტების, ჩემთვის მთავარია ხალხი. თერაპიულ განყოფილებაში მხოლოდ 2-ჯერ მქონდა დღის მორიგეობა, სხვამ მიიღო პაციენტი, 12-ში და 14-ში, რამდენიმე საათით მქონდა...

ჩემს არასრულწლოვან შვილებს ახლა გაურთულდათ ვირუსი, ყელ-ყურმა ანალიზიც არ გაგვაკეთებინა, ისე დავიწყეთ, 7-7 დღე მივიღეთ ზუსტად იმ წამლის ანალოგი, რაც იმ დღეს დავიწყე, მინდა გულწრფელები ვიყოთ თქვენს მიმართ. ბოდიში ჩემი ემოციურობისთვის, განყოფილების ხელმძღვანელიც ინფორმირებული იყო და მასთან შეთანხმებით, სრულიად საფუძვლიანად, რაც გაიდლაინშია მოთავსებული - ყველაზე უმტკივნეულო მედიკამენტი, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ 1 გრამი „ცეპეფინი“ გაკეთდა, ჩემს შვილებს ახლა 7-7 დღე ეძლეოდათ. მას შემდეგ პაციენტთან შემხებლობა არ მქონია, ის ისევ დაყოვნდა თერაპიულ განყოფილებაში, მე აღარ მქონდა მორიგეობები, შემდეგ კარგა ხანი იყო რეანიმაციაში... სრული ნუსხა გავაკეთე ამ ბიჭისთვის, რომ ერთი წამი არ დაკარგულიყო, თუმცა, მე 14-ში საღამოს შემდეგ, ამ პაციენტთან შემხებლობა აღარ მქონია, არ ვიცი შემდეგ როგორი რეაგირება მოჰყვა, რომ აღნიშნავთ, მკურნალი ექიმიო, მე მხოლოდ რამდენიმე საათი ვიყავი. წამოვიდა ბაქტერია? დავნიშნე ის 1 გრამი, ჩათვალეთ ეკვივალენტია 1 აბი ანტიბიოტიკის, დავნიშნე, რადგან მე ექიმი ვარ... სრულიად საფუძვლიანად, 1 გრამი ანტიბიოტიკი [გაუკეთდა], რაც შეთანხმებული იყო განყოფილების ხელმძღვანელთან, შემდეგ მე უკვე პაციენტთან შემხებლობა არ მქონია“, - განაცხადა ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ ჩარკვიანის მკურნალობის პროცესი ბრალდებულის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა, მან პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა. პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.