საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის - მშვიდობა" - კალაძე
"ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის - მშვიდობა" - კალაძე

თეთ­რი სახ­ლის ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის მომ­ხდა­რი სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვი­დო­ბის მხა­რეს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ შე­სა­ბა­მი­სი შე­კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ომის დას­რუ­ლე­ბა და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ტრამპმა გუ­შინ კი­დევ ერთხელ მკა­ფიო ხაზი გა­უს­ვა იმას, თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვი­დო­ბა. რაც გუ­შინ ვი­ხი­ლეთ, ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დი და ნა­თე­ლია. ამი­ტომ, გან­მარ­ტე­ბას არ გა­ვა­კე­თებ. უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ პო­ლე­მი­კის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ქვეყ­ნის შიგ­ნით ვი­ხი­ლეთ უსამ­შობ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, თუ ვის სურ­და რე­ა­ლუ­რად ომი, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ. ჩვენ ღიად ვამ­ბობ­დით ყვე­ლა­ფერს. კერ­ძოდ იმას, რომ არ­სე­ბობს გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სურს ომის წარ­მო­ე­ბა. ამით ისი­ნი, რა თქმა უნდა, იღე­ბენ სარ­გე­ბელს, ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბას, მაგ­რამ ნად­გურ­დე­ბა ქვეყ­ნე­ბი, ქა­ლა­ქე­ბი, სოფ­ლე­ბი, იხო­ცე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. ამის მა­გა­ლი­თია უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა მი­ვი­ღეთ ამ ქვე­ყა­ნა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ყვე­ლაფ­რის დას­რუ­ლე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ღიად ვსა­უბ­რობ­დით, რომ არ­სე­ბო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგა­ნან. ისი­ნი თა­ვი­ანთ კონ­კრე­ტულ ინ­ტე­რესს ატა­რებ­დნენ სხვა ქვე­ყა­ნა­ში და იგი­ვე სურ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, ახლა ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი ცრუ­ობს და ამ­ბობს, თით­ქოს არას­დროს მო­უ­წო­დე­ბი­ათ, სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ებს შე­ერ­თე­ბო­და.

"გა­ვიხ­სე­ნებ ერთ მა­გა­ლითს, რო­დე­საც მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ შე­უ­ერ­თდე­ბო­და სან­ქცი­ებს, ვინ, რა თქვა ამის სა­პა­სუ­ხოდ - არ­სე­ბობს არ­ქი­ვი და კარ­გად ჩანს, რომ მა­ვანს ერ­ჩივ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბომ­ბე­ბი ჩა­მოც­ვე­ნი­ლი­ყო. დღეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლის გულ­ზე დევს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნათ­ლად ხე­დავს ყვე­ლა­ფერს. ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უყ­ვარს სამ­შობ­ლო, კარ­გად ხე­დავს, თუ რამ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბას აა­რი­და „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა”, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის - მშვიდობა" - კალაძე

"ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის - მშვიდობა" - კალაძე

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად, ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ომის დასრულება და მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვა იმას, თუ ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა. რაც გუშინ ვიხილეთ, ისედაც ყველაფერი ცხადი და ნათელია. ამიტომ, განმარტებას არ გავაკეთებ. უფრო საინტერესოა, ამ პოლემიკის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ქვეყნის შიგნით ვიხილეთ უსამშობლო ადამიანების განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ ვის სურდა რეალურად ომი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ღიად ვამბობდით ყველაფერს. კერძოდ იმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სურს ომის წარმოება. ამით ისინი, რა თქმა უნდა, იღებენ სარგებელს, ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ნადგურდება ქვეყნები, ქალაქები, სოფლები, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის მაგალითია უმძიმესი ვითარება უკრაინაში. სრული კატასტროფა მივიღეთ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დასრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან. ისინი თავიანთ კონკრეტულ ინტერესს ატარებდნენ სხვა ქვეყანაში და იგივე სურდათ საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი ცრუობს და ამბობს, თითქოს არასდროს მოუწოდებიათ, საქართველო სანქციებს შეერთებოდა.

"გავიხსენებ ერთ მაგალითს, როდესაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს, ვინ, რა თქვა ამის საპასუხოდ - არსებობს არქივი და კარგად ჩანს, რომ მავანს ერჩივნა საქართველოში ბომბები ჩამოცვენილიყო. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს. ჯანსაღად მოაზროვნე ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს სამშობლო, კარგად ხედავს, თუ რამხელა უბედურებას აარიდა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა”, - აღნიშნა თბილისის მერმა.