პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოსტიუმს მაშინ ჩავიცვამ, როცა ომი დამთავრდება" - ჩაშლილი გარიგება, მწვავე საუბარი და არაეთიკური კითხვა მედიის მხრიდან: დაძაბული შეხვედრის დეტალები
"კოსტიუმს მაშინ ჩავიცვამ, როცა ომი დამთავრდება" - ჩაშლილი გარიგება, მწვავე საუბარი და არაეთიკური კითხვა მედიის მხრიდან: დაძაბული შეხვედრის დეტალები

ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის შეხ­ვედ­რას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­რი­გე­ბა ჩა­ი­შა­ლა. მსოფ­ლი­ომ პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხა, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აშშ-სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის: ისი­ნი რთუ­ლი, ემო­ცი­უ­რი და და­ძა­ბუ­ლია.

  • რო­გორც უკ­რა­ი­ნის, ისე ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რად წა­რი­მარ­თა, მაგ­რამ უთან­ხმო­ე­ბის სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლეს. ტრამპმა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ზე­ლენ­სკის ბრძო­ლა სურს და მშვი­დო­ბის­თვის მზად არაა. ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ზე მე­ტად მშვი­დო­ბა არა­ვის უნდა, მაგ­რამ მას უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი სჭირ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ შეხ­ვედ­რის დროს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­და­ნაც გაჟ­ღერ­და რამ­დე­ნი­მე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­კი­თხვა. მა­გა­ლი­თად, მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზე­ლენ­სკის მი­მარ­თა კი­თხვით, თუ რა­ტომ არ ატა­რებ­და ოფი­ცი­ა­ლურ კოს­ტი­უმს, რა­ზეც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა უპა­სუ­ხა, რომ კოს­ტი­უმს მა­შინ ჩა­იც­ვამ­და, როცა ომს და­ას­რუ­ლებ­და.

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გა­აკ­რი­ტი­კეს სტუმ­რად მყო­ფი ლი­დე­რი და აღ­ნიშ­ნეს, რომ ის აშშ-ს მხარ­და­ჭე­რის­თვის არას­დრო­საა მად­ლი­ე­რი. ზე­ლენ­სკიმ სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ს მად­ლო­ბა არა­ერ­თხელ გა­და­უხ­და.

"თქვენ საკ­მა­რი­სად ისა­უბ­რეთ, მად­ლო­ბე­ლი უნდა იყოთ. კარ­ტე­ბი არ გაქვთ" - უთხრა ტრამპმა მას ერთ მო­მენ­ტში

"კარტს არ ვთა­მა­შობ“, უპა­სუ­ხა ზე­ლენ­სკიმ. "მე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ვარ, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო. მე ვარ პრე­ზი­დენ­ტი ომში."

”და რა­საც თქვენ აკე­თებთ არის ძა­ლი­ან უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა ქვეყ­ნის, ამ ქვეყ­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც მხარს გი­ჭერთ იმა­ზე მე­ტად, ვიდ­რე სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა" - და­ა­მა­ტა ტრამპმა.

თეთრ სახ­ლში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, ორი­ვე პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნი­ხი­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი მე­დი­ას­თან:

"ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს ძლი­ე­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას და შემ­დეგ არ და­ამ­ყა­რებს მშვი­დო­ბას, რად­გან თავს ზედ­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობს. არ გვინ­და ათწ­ლი­ან ომში ჩაბ­მა და თა­მა­ში. ზე­ლენ­სკის სურს გა­აგ­რძე­ლოს ბრძო­ლა. ჩვენ გვინ­და, რომ სიკ­ვდი­ლი შე­წყდეს. ერთ კვი­რა­ში ომში 2 ათა­სი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ზე­ლენ­სკის ხელ­ში სუს­ტი კარ­ტე­ბი აქვს. მშვი­დო­ბა მინ­და. პუ­ტინს მშვი­დო­ბა სურს. ზე­ლენ­სკის კი სურს, რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ავი­ღოთ და ბრძო­ლა გა­ვაგ­რძე­ლოთ. ან ომი დამ­თავ­რდე­ბა, ან ნება მი­ე­ცით თა­ვად მო­აგ­ვა­რონ და ნა­ხონ რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ" - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

ზე­ლენ­სკიმ რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა პრე­ზი­დენტ ტრამპს და ამე­რი­კას ომში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის. შე­ახ­სე­ნა, რომ ომი არა უკ­რა­ი­ნამ, არა­მედ რუ­სეთ­მა და­ი­წყო.

"მე ვერ შევ­ცვლი ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რუ­სე­თის მი­მართ. გვკლა­ვენ. ამე­რი­კე­ლე­ბი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ევ­რო­პე­ლე­ბი მე­გობ­რე­ბი არი­ან, პუ­ტი­ნი და რუ­სე­ბი კი მტრე­ბი არი­ან. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინ­და მშვი­დო­ბა. მად­ლო­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, მთელ თქვენს ქვე­ყა­ნას, მთე­ლი თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის, მად­ლო­ბა ტრამპს, მად­ლო­ბა კონ­გრესს.

გვინ­და მშვი­დო­ბა. არა­ვის არ სურს ომის დას­რუ­ლე­ბა ჩვენ­ზე მე­ტად. ჩვენ ვიბ­რძვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და სი­ცო­ცხლის­თვის. უნდა ვი­ყოთ ერთ მხა­რეს და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი ჩვენს მხა­რეს იქ­ნე­ბა. პუ­ტი­ნის შე­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ მან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა 25-ჯერ და­არ­ღვია. რე­ი­გან­მა თქვა, რომ "მშვი­დო­ბა არ არის ომის არარ­სე­ბო­ბა". მე პა­ტივს ვცემ პრე­ზი­დენტ ტრამპს და ამე­რი­კელ ხალ­ხს. მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო. ჩვენ უბ­რა­ლოდ გულ­წრფე­ლად ვსა­უბ­რობ­დით. არ ვიცი, წი­ნას­წარ იყო თუ არა და­გეგ­მი­ლი ეს და­პი­რის­პი­რე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, რომ რა­ი­მე და­ვა­შა­ვეთ. მაგ­რამ არის რა­ღა­ცე­ბი, რაც მე­დი­ის გა­რეთ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ."

მე ვლა­პა­რა­კობ, რო­გორც იმ ხალ­ხის პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც უკვე სამი წე­ლია ამ ბრძო­ლა­შია. ხალ­ხს უბ­რა­ლოდ სურს გა­ი­გოს, რომ ამე­რი­კა ჩვენ­თა­ნაა და არა რუ­სეთ­თან. ჩვენ მზად ვართ მშვი­დო­ბის­თვის, მაგ­რამ უნდა ვი­ყოთ ძლი­ერ პო­ზი­ცი­ა­ზე. რას ნიშ­ნავს ეს? ეს ნიშ­ნავს, რომ გვექ­ნე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი." - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ....წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"კოსტიუმს მაშინ ჩავიცვამ, როცა ომი დამთავრდება" - ჩაშლილი გარიგება, მწვავე საუბარი და არაეთიკური კითხვა მედიის მხრიდან: დაძაბული შეხვედრის დეტალები

"კოსტიუმს მაშინ ჩავიცვამ, როცა ომი დამთავრდება" - ჩაშლილი გარიგება, მწვავე საუბარი და არაეთიკური კითხვა მედიის მხრიდან: დაძაბული შეხვედრის დეტალები

ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ჟურნალისტების წინაშე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. იშვიათი ლითონების შესახებ გარიგება ჩაიშალა. მსოფლიომ პირველად დაინახა, როგორ ვითარდება მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინას შორის: ისინი რთული, ემოციური და დაძაბულია.

  • როგორც უკრაინის, ისე ამერიკის პრეზიდენტებმა მოგვიანებით აღიარეს, რომ ყველაფერი არასწორად წარიმართა, მაგრამ უთანხმოების სხვადასხვა მიზეზი დაასახელეს. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზელენსკის ბრძოლა სურს და მშვიდობისთვის მზად არაა. ზელენსკის თქმით, უკრაინაზე მეტად მშვიდობა არავის უნდა, მაგრამ მას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ შეხვედრის დროს ჟურნალისტების მხრიდანაც გაჟღერდა რამდენიმე არაპროფესიონალური შეკითხვა. მაგალითად, მედიის წარმომადგენელმა ზელენსკის მიმართა კითხვით, თუ რატომ არ ატარებდა ოფიციალურ კოსტიუმს, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კოსტიუმს მაშინ ჩაიცვამდა, როცა ომს დაასრულებდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა გააკრიტიკეს სტუმრად მყოფი ლიდერი და აღნიშნეს, რომ ის აშშ-ს მხარდაჭერისთვის არასდროსაა მადლიერი. ზელენსკიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს მადლობა არაერთხელ გადაუხდა.

"თქვენ საკმარისად ისაუბრეთ, მადლობელი უნდა იყოთ. კარტები არ გაქვთ" - უთხრა ტრამპმა მას ერთ მომენტში

"კარტს არ ვთამაშობ“, უპასუხა ზელენსკიმ. "მე ძალიან სერიოზული ვარ, ბატონო პრეზიდენტო. მე ვარ პრეზიდენტი ომში."

”და რასაც თქვენ აკეთებთ არის ძალიან უპატივცემულობა ქვეყნის, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც მხარს გიჭერთ იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა" - დაამატა ტრამპმა.

თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ორივე პრეზიდენტმა განიხილა მოლაპარაკების პროცესი მედიასთან:

"ჩვენ არ გვჭირდება ადამიანი, რომელიც მიიღებს ძლიერი ძალაუფლების მხარდაჭერას და შემდეგ არ დაამყარებს მშვიდობას, რადგან თავს ზედმეტად თავდაჯერებულად გრძნობს. არ გვინდა ათწლიან ომში ჩაბმა და თამაში. ზელენსკის სურს გააგრძელოს ბრძოლა. ჩვენ გვინდა, რომ სიკვდილი შეწყდეს. ერთ კვირაში ომში 2 ათასი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკის ხელში სუსტი კარტები აქვს. მშვიდობა მინდა. პუტინს მშვიდობა სურს. ზელენსკის კი სურს, რომ ვალდებულებები ავიღოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ. ან ომი დამთავრდება, ან ნება მიეცით თავად მოაგვარონ და ნახონ რა იქნება შემდეგ" - განაცხადა ტრამპმა.

ზელენსკიმ რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკას ომში გაწეული დახმარებისთვის. შეახსენა, რომ ომი არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა დაიწყო.

"მე ვერ შევცვლი ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. გვკლავენ. ამერიკელები მეგობრები არიან, ევროპელები მეგობრები არიან, პუტინი და რუსები კი მტრები არიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა მშვიდობა. მადლობა შეერთებულ შტატებს, მთელ თქვენს ქვეყანას, მთელი თქვენი მხარდაჭერისთვის, მადლობა ტრამპს, მადლობა კონგრესს.

გვინდა მშვიდობა. არავის არ სურს ომის დასრულება ჩვენზე მეტად. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის. უნდა ვიყოთ ერთ მხარეს და ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს მხარეს იქნება. პუტინის შეჩერება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 25-ჯერ დაარღვია. რეიგანმა თქვა, რომ "მშვიდობა არ არის ომის არარსებობა". მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს. მძიმე სიტუაცია იყო. ჩვენ უბრალოდ გულწრფელად ვსაუბრობდით. არ ვიცი, წინასწარ იყო თუ არა დაგეგმილი ეს დაპირისპირება. დარწმუნებული არ ვარ, რომ რაიმე დავაშავეთ. მაგრამ არის რაღაცები, რაც მედიის გარეთ უნდა განვიხილოთ."

მე ვლაპარაკობ, როგორც იმ ხალხის პრეზიდენტი, რომელიც უკვე სამი წელია ამ ბრძოლაშია. ხალხს უბრალოდ სურს გაიგოს, რომ ამერიკა ჩვენთანაა და არა რუსეთთან. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ უნდა ვიყოთ ძლიერ პოზიციაზე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ გვექნება უსაფრთხოების გარანტიები." - განაცხადა ზელენსკიმ....წყარო

წაიკითხეთ ასევე: